28 ნოემბერი 2023, 14:31 / სანდო წყარო

სილვიუ დომენტე: ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ DRG რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები - საკმაოდ შთამბეჭდავი

სილვიუ დომენტე

სილვიუ დომენტე

1 წლის შემდეგ, შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები - საკმაოდ შთამბეჭდავი - საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG სისტემის ამოქმედებიდან 1 წლის თავზე, რეფორმას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აფასებს.

სილვიუ დომენტეს თქმით, მისი იმპლემენტაცია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული მთავარი რეფორმაა. მისივე განმარტებით, რეფორმამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებისთვის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების (DRG) სისტემის იმპლემენტაცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული მთავარი რეფორმაა.

რეფორმა მნიშვნელოვანია მასშტაბის გამო, რადგანაც მისი იმპლემენტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა. ასევე, მნიშვნელოვანია მისი გავლენა - რადგან მან შემოიტანა ბევრად მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა ჰოსპიტალური სექტორის რესურსების გამოყენებაში. რეფორმამ ასევე გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე, რადგან DRG-ს იმპლემენტაციამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები, შესაბამისად, გაუმჯობესდა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა. სისტემის იმპლემენტაცია ასევე შესაძლებელი გახდა მთავრობის ოფიციალური პირების მაღალი ნების შედეგად, რომლებიც იღებდნენ ძალიან გაბედულ, პროფესიონალურ და დროულ გადაწყვეტილებებს. დღეს, რეფორმის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები - საკმაოდ შთამბეჭდავი.

რეფორმა ამით არ სრულდება. რადგანაც ნებისმიერ DRG სისტემას ესაჭიროება უწყვეტი მონიტორინგი, შემოწმება-დარეგულირება და გაუმჯობესება. ამრიგად, გვაქვს მოლოდინი, რომ DRG დაფინანსების სისტემაში ახალი სერვისები შევა. ასევე, როგორც გადახდის ალტერნატიული მექანიზმი, დაინერგება სპეციფიკური სერვისებისთვის“, - ამბობს სილვიუ დომენტე.

აღსანიშნავია, საქართველოში DRG მოდელის დაგეგმვისა და იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები. ორგანიზაციის წარმომადგენლები ხელს უწყობდნენ საქართველოს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაში, ასევე, მონაწილეობდნენ ჯანდაცვის უწყებისა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების დიალოგის პროცესში.

სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელი საქართველოში, 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. დაწყებიდან 1 წლის შემდეგ სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა მნიშვნელოვნად, სამჯერ 27%-დან 10%-მდე შემცირდა.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები საქართველოში იფრინონ

„ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუკი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორბაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თანმდევი პირობა ეს არის, არსებობდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორქვეყანას შორის“.

24 თებერვალი 2024, 21:43

საზოგადოება

IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით გიგა კობალაძის განცხადებას ეხმიანება

„მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ კობალაძე ცდილობს ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მას შემდეგ, რაც GCA-ის ქონება და ანგარიშები დაყადაღდა, რაც დასაბუთებული ვარაუდით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო, მან პროკურატურაში განცხადება (საჩივარი) შეიტანა, სადაც ითხოვს, ყოფილი ასოციაცია „გერას” შემოწმებას და რუსეთიდან დარიცხული თანხების შესწავლას“.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო არ იშურებს ძალისხმევას, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ვიხილოთ ახალი ავიაკომპანიები და ახალი პირდაპირი მიმართულებები

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს იყო საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკების წარმატებული დასასრული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ს ეხებოდა, რომელიც 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:58

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ნაცმოძრაობას შიგადაშიგ აქვს წამოცდენები, რომ წინარევოლუციური პროცესის სამზადისში არიან

რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საბოტაჟი სახეცვლილი არ იქნება ჩვენთან მიმართებაში, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან ნიკოლიეშვილი

24 თებერვალი 2024, 20:45

საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტს მხარდაჭერა სჭირდება, მიზეზი მარტივია - ვისაც შინაური ცხოველები უყვარს, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ

მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ბევრ პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს და მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავთ, პასუხისმგებლობას გაუზრდის.

24 თებერვალი 2024, 20:44

საზოგადოება

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

ზურაბ ქადაგიძე

24 თებერვალი 2024, 20:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: აუცილებელია გამკაცრდეს მოშენება-გამრავლების საკითხი და მოქალაქეებმა ცხოველის ყოლის შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ

კარგია, რომ სათანადო ყურადღება მიექცა სახელმწიფოს მხრიდან იმ უგუნურ დამოკიდებულებას, რასაც ზოგიერთი მოქალაქე ცხოველების მიმართ იჩენს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირებას.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ორი წელია მსოფლიო საზოგადოება თვალს ადევნებს სასტიკ ომს შუაგულ ევროპაში - საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით

„უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატულია როგორც პოლიტიკურ ასევე ჰუმანიტარულ ჭრილში. ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ერს მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კახი ხუციშვილი

24 თებერვალი 2024, 20:23

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. კახი ხუციშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ წავა.

24 თებერვალი 2024, 20:18

მსოფლიო

ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს

„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერჯერობით ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელს ხელისუფლება მის ისე ჩატარებას, როგორც ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, - წერს კირა იარმიში X-ზე.

გივი პისარევი

24 თებერვალი 2024, 20:12

საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: ვართ უაღრესად პოზიტიურ განწყობაზე - ასეთ დადებით შედეგს არ ველოდით

საავადმყოფოს ფასადი დღეს თითქმის ბოლომდე მოხსნილია და კლინიკა არის უსაფრთხო, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, გივი პისარევმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 20:11

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მიუხედავად იმისა, რომ ელიზბარაშვილი მიუსაფარი ძაღლებისთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს, ამ შემთხვევაში არ არის ობიექტური. რამე ინტერესი ხომ არ იმალება მისი აგრესიის უკან?

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თუ ინტრიგანი არ ხარ, როგორ შეიძლება პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს „მკვლელი კანონი" უწოდო.

ნინო ოთარაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:10

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, ჩვენი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს

პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

24 თებერვალი 2024, 19:02

მსოფლიო

ჩინეთში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 25 სახანძრო მანქანა და 130 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დავით უსუფაშვილი

24 თებერვალი 2024, 18:29

პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი: ერთი საათი ვისაუბრეთ სალომე ზურაბიშვილთან და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან გამოყენებული არ ყოფილა

„პრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოს უახლოეს მომავალს, რაც სწრაფ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება, რათა ევროპულ სისტემაში გაერთიანება მოვახდინოთ. ამისთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაა აუცილებელი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 თებერვალი 2024, 18:29

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში

სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

24 თებერვალი 2024, 18:12

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება ჩინეთთან ურთიერთობების დალაგების დროს, ამერიკელებზე კი ჩვენი უსაფრთხოება დგას

ჩინეთი არის ერთ-ერთი ავტორიტეტული ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებებს არ აღიარებენ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

24 თებერვალი 2024, 18:03

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველო არის შუა დერეფანი, ამ შუა დერეფანზე საუბრობს ჩინეთი და ამერიკა

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი 2024, 18:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, სამი წლის თავზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება შესაძლებელი იქნება

უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, სამი წლის თავზე შესაძლებელი იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება

ირაკლი ქადაგიშვილი

24 თებერვალი 2024, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად და პრაქტიკულად უფრო ხელშესახები გახდეს საქართველოსთვის

აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მეტი გვინდა და არ გვაკმაყოფილებს დღეს არსებული ვითარება, ამიტომაც იყო, რომ ირაკლი კობახიძემ ელჩთან შეხვედრაზე სწორედ ის ვითარება აღწერა, რაც დღეს არსებობს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.