29 მაისი 2024, 17:20 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებით მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

„ჯანმრთელობა, როგორც ქვეყნის მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარების წინაპირობა, რჩება მთავრობის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად. ბოლო 2 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა ფასების რეგულირებისა და ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმების დანერგვამ, მოგვცა საშუალება, სრულად აღმოვფხვრათ ფინანსური ბარიერი ქრონიკული დაავადებების მართვისა და ონკოლოგიური წამლების მიმართ“, - განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა არაგადამდები დაავადებების პრევენციის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის, ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის მიმართულებით. სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი სამედიცინო პერსონალზე გააკეთა.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმატება დამოკიდებულია კვალიფიციურ და მოტივირებულ ჯანდაცვის მუშაკებზე. პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონმდებლობა ექთნებისა და ბებიაქალების შესახებ, მათი, როგორც საკვანძო რგოლის გაძლიერება, პაციენტების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, საქართველო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რათა ჯანდაცვის სისტემა იყოს უფრო მეტად ინკლუზიური, მდგრადი და ძლიერი“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ჯანმრთელობა, როგორც ქვეყნის მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარების წინაპირობა, რჩება მთავრობის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად. ბოლო 2 წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ, ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა, ფასების რეგულირებისა და ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმების დანერგვამ, მოგვცა საშუალება, სრულად აღმოვფხვრათ ფინანსური ბარიერი ქრონიკული დაავადებების მართვისა და ონკოლოგიური წამლების მიმართ“, - განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა , სადაც მხარეებმა 2024-2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიას მოაწერეს ხელი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელთან და გლობალური ფონდის წარმომადგენელთან.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ჟენევაში გამართულ შეხვედრებში, პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2024, 10:15

პოლიტიკა

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი

„ნაცმოძრაობაში“ აღნიშნავენ, რომ დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში.

25 ივნისი 2024, 10:12

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობდა

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა კოლეგა მინისტრებს და მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ“.

დავით ჩიხელიძე

25 ივნისი 2024, 10:12

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პრეზიდენტი და ოპოზიცია ცდილობენ დაამკვიდრონ ტერმინი ერთპარტიული ცესკო - ასეთი აბსურდი რომ დაიჯერო უმეცარი უნდა იყო, როგორც ჩანს, საკუთარი ამომრჩეველი ასეთად წარმოუდგენიათ

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაძლევს

25 ივნისი 2024, 09:44

მსოფლიო

ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოჰყვა

ტელეარხის ცნობით, შემთხვევა შტუტგარტში მოხდა, როდესაც ორბანი აეროპორტში მიემგზავრებოდა. პრემიერი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის მატჩს ესწრებოდა, რომელშიც ერთმანეთს უნგრეთისა და შოტლანდიის გუნდები დაუპირისპირდნენ.

25 ივნისი 2024, 09:17

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

მთავრობის მეთაური ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა. ბანაკი 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების ორ ნაკადს უმასპინძლებს. პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქართულ და უკრაინულ ენებზე სიმღერები შეასრულეს. უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, გრემსა და ნეკრესში.

ჯულიან ასანჟი

25 ივნისი 2024, 09:13

მსოფლიო

ჯულიან ასანჟი თავისუფალია

ასანჟი ბელმარშის ციხიდან აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც ის ავსტრალიაში გაფრინდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ასანჟი აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე წავიდა.

მაკა ბოჭორიშვილი

25 ივნისი 2024, 09:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ როცა ეს დრო დადგება, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს

„საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, იმისთვის რომ საქართველოს ჰქონოდა პროგრესი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ როცა ეს დრო დადგება, საქართველო იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის. საინტერესოა ის გადაწყვეტილებები თუ გზავნილები, რომლებიც უკვე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გაჟღერდება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

იური სოდოლი და ვოლოდიმირ ზელენსკი

25 ივნისი 2024, 08:45

მსოფლიო

ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე იური სოდოლი ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვალა

„განვიხილეთ საკადრო ცვლილებები. მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურის, იური სოდოლის ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვლის თაობაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

25 ივნისი 2024, 08:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

25 ივნისი 2024, 08:22

რეგიონი

ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერი და ლიეტუვას ელჩი საქართველოში რუსთავს ესტუმრნენ

შეხვედრაზე, რომელიც რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრში შედგა, ლაცაბიძემ, ლიეტუველ სტუმრებს, რუსთავში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალური სერვისების განვითარების ის რეფორმები გააცნო, რომელიც რუსთავში ბოლო ორი წელია ხორციელდება და ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

ლევან იოსელიანი

25 ივნისი 2024, 08:15

პოლიტიკა

სახალხო დამცველი პარლამენტში წლიური ანგარიშით დღეს წარდგება

ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, არსებულ გამოწვევებსა და პროგრესს გააცნობს.

25 ივნისი 2024, 08:11

სპორტი

„ვამაყობ შენით, გიორგი“ - „ლევანტე“ ქოჩორაშვილის ფოტოს აქვეყნებს

სოციალურ ქსელ Facebook-ზე „ლევანტე“ ქართველი ნახევარმცველის ფოტოს აქვეყნებს და გიორგი ქოჩორაშვილის თამაშთან დაკავშირებით სიამაყეს ქართულ ენაზე გამოხატავს.

25 ივნისი 2024, 08:00

სპორტი

ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება⚽

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 02:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევაზე: მაშინ, როდესაც, თითქოს, საქართველო შორდება ნატოს, ამ დროს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, ამას ნიშნავს ეს მოწვევა

მაშინ, როდესაც, თითქოს, საქართველო შორდება ნატოს, ამ დროს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, ამას ნიშნავს ეს მოწვევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევის გადაწყვეტილებაზე.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 02:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონზე: საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, არავის არაფერი არ ეზღუდება ამ კანონით

საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, არავის არაფერი არ ეზღუდება ამ კანონით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის კანონის გამო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხად.

იენს სტოლტენბერგი ემანუელ მაკრონი

25 ივნისი 2024, 02:00

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ვაშინგტონის სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება

ვაშინგტონის სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 01:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პოსტი შეიცავდა ინფორმაციას, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული, ეს დაბლოკა ხოშტარიას და კაპანაძის მითითებით ფეისბუქმა. აბა, ცუკერბერგს მოაფიქრდა, ეს მდინარაძის პოსტი ვერ არის რაღაც ისეთიო?

პოსტი შეიცავდა ინფორმაციას, განმარტებას იმის შესახებ, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული. ეს დაბლოკა ხოშტარიას და კაპანაძის მითითებით ფეისბუქმა. აბა, ცუკერბერგს მოაფიქრდა, ეს მდინარაძის პოსტი ვერ არის რაღაც ისეთიო? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ემანუელ მაკრონი

25 ივნისი 2024, 01:46

მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი დარჩება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს უპირობოდ დაეხმაროს უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 01:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არავის უთქვამს ჩემთვის და არც მე მომსვლია აზრად, რომ პოლიტიკიდან წავიდე - გენპროკურორად რომ გადახვალ, პოლიტიკიდან მიდიხარ

არავის უთქვამს ჩემთვის და არც მე მომსვლია აზრად, რომ პოლიტიკიდან წავიდე - გენპროკურორად რომ გადახვალ, პოლიტიკიდან მიდიხარ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გენერალური პროკურორის კანდიდატურის თემაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

ანალენა ბერბოკი

25 ივნისი 2024, 01:25

LIVE ისრაელი

ანალენა ბერბოკი: ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომის რისკი ყოველდღიურად იზრდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკიდურესად შეშფოთებულია ისრაელსა და ლიბანს შორის საზღვარზე ძალადობისა და სრულმასშტაბური რეგიონული კონფლიქტის მზარდი რისკის გამო.