მიხეილ სარჯველაძე: 2025 წელს, 25%-ით გაიზრდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი და 95 მილიონი ლარით განისაზღვრება

მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
2025 წელს, 25%-ით გაიზრდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი და 95 მილიონი ლარით განისაზღვრება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.
„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც უკავშირდება სოციალურ მხარდაჭერას, ბავშვზე ზრუნვას. 2024 წელს, დაახლოებით, 40 000 ბენეფიციარისთვის მათი საჭიროებებისთვის ბიუჯეტიდან 76 მლნ ლარი დაიხარჯა. მომდევნო წლის განმავლობაში კი, პრაქტიკულად იგივე რაოდენობის ბენეფიციართათვის დაგეგმილია 25%-იანი ზრდა და პროგრამის ბიუჯეტი იქნება 95 მილიონი ლარი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, 2025 წლიდან დაფინანსება იზრდება ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებითაც და 2024 წელთან შედარებით, 237 მილიონი ლარით მეტით განისაზღვრება. მათ შორის, 185 მილიონი ლარით იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტიც.
„დაფინანსების ზრდა გათვალისწინებულია ჯანდაცვის პროგრამებშიც. მათ შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 2025 წელს 185 მილიონი ლარით გაიზრდება. მთლიანად ჯანდაცვის ხარჯები კი 237 მილიონით გაიზრდება და გადააჭარბებს 1 მლრდ 800 მილიონს, რაც არის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა, პაციენტთათვის და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორისთვის“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი იყო უპრეცედენტოდ დიდი. სამინისტრომ სრულად, 100%-ით შეასრულა დაგეგმილი ბიუჯეტი.
„სამინისტროს მიერ პრაქტიკულად სრულად 100% -ით შესრულდა ამოცანები, რის შედეგადაც ბიუჯეტის შესრულებაც მოხდა 100%ით. თითოეული ხარჯი, რომელიც იყო გათვალისწინებული დევნილებისთვის, პაციენტებისთვის, სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის, ყველა ეს ხარჯი სახელმწიფომ პირნათლად და სრულად შეასრულა მათი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ შემომწირველებს გაწეული ქველმოქმედებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
„არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო „სოლიდარობის ფონდის“ შემომწირველებს. მინდა, თითოეულმა მათგანმა იცოდეს, რომ მათი ქველმოქმედება თავიდან ბოლომდე შემოწირული თანხის თითოეული თეთრი იმ ადამიანებს ხმარდებათ, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ფინანსური დახმარება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ყველა სიახლე

12 თებერვალი 2025, 23:59
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: უშველებელი რესურსი არის დახარჯული იმისათვის, რათა გვარამიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ, ბოკუჩავამ, ხაბეიშვილმა უხელმძღვანელონ ქვეყანას. ეს ინტერესი არ განელებულა ევროპაში, ლიბერალური ფაშიზმის რესურსი ჯერ კიდევ არ გამოლეულა
უშველებელი რესურსი არის დახარჯული იმისათვის, რათა გვარამიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ, ბოკუჩავამ, ლევან ხაბეიშვილმა უხელმძღვანელონ ქვეყანას. ეს ინტერესი არსებობს, ეს ინტერესი არ განელებულა ევროპაში, მითუმეტეს სახალხო პარტია ჯერ კიდევ მძლავრად არის და ლიბერალური ფაშიზმის რესურსი ჯერ კიდევ არ გამოლეულა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

12 თებერვალი 2025, 23:53
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: ვიმეორებ, რომ თქვენი არჩევნები იყო ჯეროვან დონეზე ჩატარებული, ეუთო/ოდირის მოხსენება წავიკითხე არჩევნების შემდეგ. დადგა დრო, რომ შევაჩეროთ ყალბი ახალი ამბები და პატივი ვცეთ დემოკრატიას საქართველოში
ვიმეორებ, რომ თქვენი არჩევნები იყო ჯეროვან დონეზე ჩატარებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.

12 თებერვალი 2025, 23:51
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მსოფლიოში როგორ წავა პროცესები არავინ იცის. ამიტომ ყველა ცდილობს დაითრიოს ის მექანიზმი, რომლითაც ხვალ მათი წონა მეტი იქნება. საქართველოს დათრევაზე მიდის ლაპარაკი და მთავარი მექანიზმია გვარამია, ჯაფარიძე
მოძველდა ეგ ფორმულა, იცით რა, ისინი მიდიან ელაპარაკებიან, თქვენ არ ველაპარაკებით. ვინც დასჭირდებათ ის იქნება მათი მოკავშირე. სულ არ ჩაუშვებენ იმ გვარამიას იქ. გვარამია კი არ მართავს სიტუაციას, გვარამია მარიონეტი ამ შემთხვევაში. გვარამიაა ყურმოჭრილი, ცალ ფეხზე მდგომი. უკაცრავად გვარამიები, პირადად გვარამიაზე არ ვლაპარაკობ, პიროვნებაზე. ეს არის მათთვის სათამაშო მექანიზმი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც გვარამია-ჯაფარიძის ევროპარლამენტში შეხვედრებს გამოეხმაურა.

12 თებერვალი 2025, 23:37
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტულსი გაბარდის კანდიდატურა დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტულსი გაბარდის კანდიდატურა დაამტკიცა.

12 თებერვალი 2025, 23:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: უნდა აღვნიშნო გულდაწყვეტით, სამწუხაროდ, მიაღწიეს მზაკვრული ამოცანის დიდი ნაწილის რეალიზაციას. ამხელა რესურსი დაიხარჯა იმაში, რომ არასდროს საქართველოში საზოგადოება არ შერიგდეს
ამხელა რესურსი, ამდენი თანხა დაიხარჯა იმაში, რომ ჩვენ საზოგადოებაში შეიქმნა გარკვეული ფენა, რაშიც გამოიყენეს ახალგაზრდების გამოუცდელობა, ნაკლები ინფორმაცია, ეს პროპაგანდისტული უშველებელი და მძლავრი მანქანა მთელი სცენარებით და სახელმძღვანელოებით, რომლებმაც ჩამოაყალიბა გარკვეული წინაპირობა იმისათვის, რომ არასდროს საქართველოში საზოგადოება არ შერიგდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

12 თებერვალი 2025, 23:29
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აშშ-ს პოზიციების გასაძლიერებლად არა დესტრუქციული, არა რევოლუციაზე ორიენტირებული USAID თუ ორგანიზაციებია საჭირო, არამედ ის ორგანიზაციები ვინც ნამდვილად აჩვენებს აშშ-ს ძლევამოსილებას, რომ შეუძლია გვერდში დაგიდგეს
საერთოდ ჩაიკეტა რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი, ფინანსურადაც მხარდაჭერილი და პოლიტიკურადაც ანგაჟირებული მედია განსხვავებული აზრისადმი. უნდა მოახერხო და არ უნდა შეიმჩნიო და უნდა წაჰყვე მაინც იმ ნარატივს, რომელსაც უკვე წარსულში დარჩენილი პოლიტიკური ჯგუფები ქადაგებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპომედიაზე საუბრისას, რომლებიც მისი შეფასებით ცდილობენ USAID-ის სკანდალთან დაკავშირებით, აშშ-ის ახალი ადმიანისტრაციის პოზიციის იგნორირებას.

12 თებერვალი 2025, 23:26
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ფაქტია, რომ მოღალატეობრივ გზას დაადგა სალომე ზურაბიშვილიც და სხვებიც, ვინც მან თავის ე.წ. ავადხსენებულ ქოლგის ქვეშ გააერთიანა
ჩვენთვის თქვენთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც საკუთარი ქვეყნისთვის იღვწის, მთავარი ფორმულა უნდა იყოს საქართველო უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. მან ისაუბრა საქართველოში და მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე.

12 თებერვალი 2025, 23:25
მსოფლიო
ორბანი: პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების ლიდერები მშიშარა კურდღლებივით სხედან და ელიან თავიანთ ბედს - მშიშარა კურდღლებს მომავალი არ აქვთ
პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების ლიდერები მშიშარა კურდღლებივით სხედან და ელიან თავიანთ ბედს - მშიშარა კურდღლებს მომავალი არ აქვთ, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

12 თებერვალი 2025, 22:43
მსოფლიო
ზელენსკი: შინაარსიანი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან - არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელსი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

12 თებერვალი 2025, 22:23
მსოფლიო
ტრამპი: ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი - ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი!
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

12 თებერვალი 2025, 22:07
რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძესთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025”-ის ფარგლებში, სოფელ წყრუთის მოსახლეობას შეხვდა.

12 თებერვალი 2025, 21:55
მსოფლიო
ტრამპი: სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი საარჩევნო კამპანიის ძალიან ძლიერი დევიზიც კი გამოიყენა - „საღი აზრი“, ორივეს ძალიან გვჯერა ამის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დეტალები გაასაჯაროვა.

12 თებერვალი 2025, 21:34
რეგიონი
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

12 თებერვალი 2025, 21:25
მსოფლიო
ტრამპი: ახლახან მქონდა უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი პუტინთან - შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, მოვინახულებთ ერთმანეთის ქვეყნებს
მე ახლახან მქონდა ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

12 თებერვალი 2025, 21:12
რეგიონი
რუსთავში მიმდინარე წელს 80 მილიონ ლარამდე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. „ქრონიკის" სიუჟეტი
რუსთავში, მიმდინარე წელს 80 მილიონ ლარამდე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

12 თებერვალი 2025, 21:12
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე წლისთავს უახლოვდება, ჩვენი გზავნილი მკაფიოა - სისხლისღვრა უნდა შეწყდეს და ეს ომი უნდა დასრულდეს
მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე წლისთავს უახლოვდება, ჩვენი გზავნილი მკაფიოა - სისხლისღვრა უნდა შეწყდეს და ეს ომი უნდა დასრულდეს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

12 თებერვალი 2025, 21:09
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი: არცერთი პაციენტი არ რჩება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაბამისად თამარ ბელქანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
არსებული ბრიგადების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულ მიწოდებას, არცერთი პაციენტი არ რჩება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაბამისად თამარ ბელქანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს და სიმართლეს არ შეესაბამება, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

12 თებერვალი 2025, 20:56
პოლიტიკა
უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით საქართველო მსოფლიოში მეოთხეა - საერთაშორისო რეიტინგს „ვორლდ ოფ სტატისტიკს” აქვეყნებს
მონაცემების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიასა და ისლანდიას ჩამორჩება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო სტაბილურად ვითარდება, სამართალდამცავი სტრუქტურები კი მოქალაქეებისა და ვიზიტორების უსაფრთხოებას მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფენ.

12 თებერვალი 2025, 20:44
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას, ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. სფეროებად გათვალისწინებულია ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები
ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას, ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა დუბაიში, სადაც ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

12 თებერვალი 2025, 20:43
მსოფლიო
რამდენიმე ქვეყანა ილონ მასკს, მათ ქვეყნებში USAID-ის საქმიანობის და ორგანიზაციის მიერ გაცემული სუბსიდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თხოვნით შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტირობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა და ბერძენმა ევროპარლამენტარმა მიმართეს.