მიხეილ სარჯველაძე: პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები

მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
„პირველადი ჯანდაცვის მაღალეფექტიანად გამართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ,ეს არის ის რგოლი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად იქნება პასუხისმგებელი სწორ ნავიგაციაზე პაციენტისა ამ დიდ ლაბირინთში, რასაც ჯანდაცვის სისტემა ჰქვია.
პაციენტს ბევრი დილემის წინაშე უწევს არჩევანის გაკეთება და ამ თვალსაზრისით,
ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტურად ფუნქციონირება. პრევენციულ მედიცინაში განსაკუთრებული წვლილი აქვს პირველად ჯანდაცვას.
პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა აუხსნას მოქალაქეს, თუ რა დადებითი მხარე აქვს ვაქცინაციას, თუ როგორი შეიძლება რთული დაავადებების პრევენცია.ეს არის პრევენციულად მართვა გარკვეული პათოლოგიების თავიდან ასარიდებლად. აქ დევს პოტენციალი იმისა, რომ მასიური გართულებული თავიდან იქნას არიდებული. ადამიანი თუ სწორედ დაგეგმავს ჰიპერტენზიის მართვას, ნაკლებია ინსულტის განვითარების რისკი, ან გულის პათოლოგიების. გამართულად პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების შემთხვევაში ეს ძალიან მარტივად მიღწევადია. ძალიან მარტივი რეკომენდაციებით, შეიძლება ადამიანმა სწორად დაგეგმოს ეს ყოველივე. საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით გაკეთდა გარკვეული გათვლები და დადგინდა, რომ მაგ: 0-5 წლამდე ბავშვისთვის, ან ასაკიანი პაციენტისთვის სხვა ინტენსივობის მართვა და სამკურნალო რჩევების მიცემაა აუცილებელი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზოგადად იზრდება დაფინანსების მოცულობა. თუ ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში, შეიძლება დღევანდელ მოცულობასთან შედარებით ნაკლების გადახდა ხორციელდებოდეს, ძირითადად ჯამში მთლიანად რიცხვი იზრდება და პირველად ჯანდაცვაში კონკრეტული პაციენტების მოსახურებისთვის თითქმის გაორმაგებული იქნება ღირებულება. ეს ძალიან
მნიშვნელოვანი და ამბიციური განაცხადია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან.ამის სანაცვლოდ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ეს ყოფილიყო არა უბრალოდ დაფინანსების გაზრდა , არამედ ჩვენ, საპასუხოდ ოჯახის ექიმებისგან, კლინიკებისგან კონკრეტული შესრულებაც მოვითხოვოთ. ამის სტიმულირებაც მოხდება ,რომ რაც შეიძლება უკეთეს ეფექტზე იყოს ორიენტირებული და ექიმების საქმიანობა იყოს შედეგზე ორიენტირებული.
პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები. ამაზე იქნება დამოკიდებული დაფინანსების მოცულობაც. აქ გვაქვს გათვალისწინებული შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელებიც, რომლის შედეგადაც, რაც უფრო მეტი იქნება შესრულება, ბუნებრივია მზარდი იქნება დაფინანსებაც. ეს გვჭირდება იმისთვის რომ ამ ექიმების საქმიანობა ეფექტის მომტანი იყოს“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ყველა სიახლე

15 მაისი 2025, 12:33
პოლიტიკა
თამაზ წულაია: ანაკლიაში, ცენტრში მქონდა 600 კვ.მ. მიწა, საბუთიც მაქვს და რეესტრშიც გატარებულია, ახალაიამ და გოროზიამ, გალავანი მოანგრიეს ტრაქტორებით და სასტუმრო გააშენეს იმ შენობაზე. ჩემთვის არც უკითხავთ, მიითვისეს ეს შენობა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ბიზნესმენ თამაზ წულაიას უსმენენ, რომელიც "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ მისი უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტს იხსენებს.

15 მაისი 2025, 12:29
ტაბლოიდი
27 დოლარად ნაყიდი „თავისუფლების დიდი ქარტიის“ ასლი ორიგინალი აღმოჩნდა
სულ 1215-1399 წლებში დოკუმენტის 200 ორიგინალი ასლი შეიქმნა. დღეს მხოლოდ 25 მათგანია შემონახული. მეცნიერების თქმით, ჰარვარდში ნაპოვნი დოკუმენტი 1300 წელს, მეფე ედვარდ პირველის მმართველობის დროს დაიწერა.

15 მაისი 2025, 12:19
სპორტი
კახა კალაძე: ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთელებსა და ქართველ გულშემატკივარს წარმატებებს უსურვებს.

15 მაისი 2025, 12:18
მსოფლიო
ტრამპი: რატომ ჩავიდოდა პუტინი სტამბოლში, თუ მე იქ არ ჩავდივარ?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ბიზნეს ღონისძიების დროს განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ ჩავიდოდა, რადგან იცოდა, რომ ის იქ არ იქნებოდა.

15 მაისი 2025, 12:16
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი მოსამართლეებს: თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამართლის უზენაესობის განმტკიცების, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისა და ქვეყნის წინსვლის საქმეში. წარმატებას გისურვებთ
თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამართლის უზენაესობის განმტკიცების, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისა და ქვეყნის წინსვლის საქმეში.

15 მაისი 2025, 12:11
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

15 მაისი 2025, 12:06
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სკოლის მოსწავლეებისთვის თამარ მეფის ეპოქაზე საჯარო ლექცია წაიკითხა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სკოლის მოსწავლეებისთვის თამარ მეფის ეპოქაზე საჯარო ლექცია წაიკითხა. ღონისძიება თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით 133-ე საჯარო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

15 მაისი 2025, 12:05
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული გურამ თირქია: ადვოკატი არ აიყვანოო, თავისი ადვოკატი ჰყავდათ - იქ გუბერნატორიც როლანდ ახალაია იყო, პროკურორიც, მოსამართლეც და „მაყურებელიც“
ადვოკატი არ აიყვანოო, ადვოკატი თავისი ჰყავდათ მაგათ - იქ გუბერნატორიც როლანდ ახალაია იყო, პროკურორიც, მოსამართლეც და „მაყურებელიც“, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გურამ თირქიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ილია ინჯიას შეკითხვას იმის შესახებ, თუ ეხმარებოდა ვინმე იურიდიული საკითხების მოგვარებაში ან ადვოკატი თუ ჰყავდა, როდესაც წინა ხელისუფლებამ სამართლებრივი პრობლემები შეუქმნა.

15 მაისი 2025, 11:58
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: ფისკალური დისციპლინის შედეგად, დღეს ფისკალური პარამეტრები დაუბრუნდა უსაფრთხო ნიშნულებს, რაც საშუალებას გვაძლევს აქტიურად განვაგრძოთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში, ლონდონში იმყოფება.

15 მაისი 2025, 11:54
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებული გოდერძი თირქია: დამხვდა გამომძიებელი ბერიშვილი. დედაჩემზე და ჩემზე იყო მიწები გაფორმებული. რასაც გეტყვი ის უნდა დაწეროო. მაჩვენეს - „ჩემი ნება-სურვილით ვუთმობ სახელმწიფოს“, მოგვაწერინეს ხელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გოდერძი თირქიამ ისაუბრა.

15 მაისი 2025, 11:50
სამართალი
ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს.

15 მაისი 2025, 11:47
მსოფლიო
სტამბოლი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთს შორის უნდა გაიმართოს. „ქრონიკა“ სტამბოლიდან
სტამბოლი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - მოლაპარაკებები უკრიანასა და რუსეთს შორის უნდა გაიმართოს. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრას არ დაესწრება ვლადიმერ პუტინი, სტამბოლში ჩასვლას არ აპირებს არც დონალდ ტრამპი. თუმცა, როგორც ცნობილია, ტრამპმა სტამბოლში ჩასვლა არ გამორიცხა. მარიამ გიგანის პირდაპირი ჩართვა სტამბოლიდან „ქრონიკაში“.

15 მაისი 2025, 11:40
მსოფლიო
მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა შეუძლებელია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ანტალიაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა შეუძლებელია.

15 მაისი 2025, 11:35
სამართალი
შსს თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

15 მაისი 2025, 11:29
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 138 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.

15 მაისი 2025, 11:28
სპორტი
საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით, ბათუმმა ჭაბუკთა და გოგონათა შორის საქართველოს 34-ე ჩემპიონატს უმასპინძლა
საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით, ბათუმმა ჭაბუკთა და გოგონათა შორის საქართველოს 34-ე ჩემპიონატს უმასპინძლა.

15 მაისი 2025, 11:28
ეკონომიკა
საქსტატი: 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 2,5%-ით შემცირდა და 13,9% შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, გასულ წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 1,5%-ით გაიზარდა, ხოლო დასაქმების დონე 2,6%-პუნქტით გაიზარდა და 47,1% შეადგინა.

15 მაისი 2025, 11:23
ტექნოლოგიები
„ოზემპიკის“ მწარმოებელი კომპანია გასახდომ აბებზე მუშაობას იწყებს
ჯამში, ბოლო წლის განმავლობაში დანიელი კომპანიის აქციები 52%-ით დაეცა, რადგან სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატების ბაზარზე - „ოზემპიკის“ მრავალი ანალოგი გაჩნდა, მათ შორის აბებისა და კაფსულების სახით. აბების შექმნის დაანონსების შემდეგ Septerna-ს აქციები 63%-ით, ხოლო Novo Nordisk-ის - 2.2%-ით გაიზარდა.

15 მაისი 2025, 11:16
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული გურამ თირქია გიგი უგულავაზე: ჩემ დისშვილს ვუთხარი, გუბერნატორი რეკავს-მეთქი. ეუბნება, 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო. უარი რომ მიიღო ანზორისგან, ღიად დაემუქრა, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გურამ თირქიამ ისაუბრა.

15 მაისი 2025, 11:14
მსოფლიო
ტრამპი ფიქრობს, რომ აშშ და ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან ახლოს არიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ბიზნეს ღონისძიების დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არის. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.