ჯანდაცვა

კახი ხუციშვილი

24 თებერვალი 2024, 20:23

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. კახი ხუციშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ წავა.

ნინო ოთარაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:10

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, ჩვენი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს

პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

24 თებერვალი 2024, 11:05

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება.

23 თებერვალი 2024, 21:08

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძესთან შეხვედრა პროდუქტიული იყო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდნენ. მედპერსონალის განცხადებით, შეხვედრა პროდუქტიული იყო, პრემიერმა მოისმინა არგუმენტები, დასვა კითხვები, კონსულტაციები კი ხვალ გაგრძელდება.

მამუკა მდინარაძე

22 თებერვალი 2024, 13:44

მამუკა მდინარაძე: ხვალ პრემიერთან ერთად შევხვდები რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივიღებთ არა ემოციურ, არამედ რაციონალურად სწორ გადაწყვეტილებას

ხვალ პრემიერ-მინისტრთან ერთად შევხვდები რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას. ყველა საკითხი არგუმენტების სახით დაიდება და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივიღებთ არა ემოციურ, არამედ რაციონალურად სწორ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

22 თებერვალი 2024, 10:15

Telegraph: დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე - ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო სრულად დაუჭერს მხარს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, იმ ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული "დედის რძე", რომლებიც დაბადებისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Telegraph-ი წერს.

21 თებერვალი 2024, 16:30

ზაზა ლომინაძე: დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აუცილებლად გადავჭრით

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ახალგაზრდების მოსაზრებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება ანუ რეზიდენტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების მომზადებას ითვალისწინებს, დღევანდელ ეტაპზე არსებულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს.

სილვიუ დომენტე

21 თებერვალი 2024, 12:50

სილვიუ დომენტე: საავადმყოფოების მონიტორინგის სისტემების გამოყენება საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა და მას სხვა ქვეყნები აქტიურად იყენებენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყეთ მუშაობა, საავადმყოფოების ხარისხის ინდიკატორების განსაზღვრის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის, რადგან ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი, საავადმყოფოებზე ნაწილდება და სამინისტრო უნდა იყოს დარწმუნებული ამ დანახარჯების ეფექტურობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტები უსაფრთხოდ არიან და იღებენ შესაბამის, ხარისხიან დახმარებას, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}