imedi /  01 აპრილი 2019, 14:00 / სანდო წყარო

ჯეიმს ბონდის „გოგო“ გარდაიცვალა

ტანია მალეტი

ტანია მალეტი

ცნობილი ბრიტანელი მოდელი და მსახიობი ტანია მალეტი 77 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი იტყობინება.

გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ მძიმე ავადმყოფობა გახდა. მან სამოდელო კარიერა 1957 წელს, 16 წლისამ დაიწყო და მალე 60-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ იქცა.

საყოველთაო პოპულარობა მას 1964 წელს გადაღებულმა ფილმმა „გოლდფინგერმა“ მოუტანა, რომელშიც ჯეიმს ბონდის გოგოს როლი შეასრულა.

ყველა სიახლე

თბილისი

26 ივნისი 2019, 14:38

მსოფლიო

რუსული მედია ამბობს, რომ საქართველოში რუს ტურისტებს არაფერს ერჩიან. ვიდეო

როგორც გამოცემასთან საუბარში რუსი ტურისტები ამბობენ, მათ საფრთხე არ ემუქრებათ და საქართველოში შესანიშნავად ისვენებენ. ქართველი რესპოდენტები კი ამბობენ, რომ რუს ტურისტებს არაფერს ერჩიან და მათ საქართველოში ელიან.

Cessna 172

26 ივნისი 2019, 14:37

საქართველო

ავიაციის სააგენტო „ამოუცნობ“ საფრენ აპარატზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საფრენი აპარატი, რომელიც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, იყო „ამოუცნობი“ და ტელეკომპანიის შენობის თავზე დაფრინავდა, ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის და საავიაციო სამუშაოებს ატარებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ფრენები თავდაცვის სამინისტროსთანაა შეთანხმებული.

ჰაერი

26 ივნისი 2019, 14:30

საქართველო

რამდენიმე ქალაქში აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ნორმას აჭარბებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, თუმცა გადაჭარბებულია აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციები.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 14:30

საქართველო

ოპოზიციის ნაწილმა ორი კომიტეტის სხდომა დატოვა

პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დეპუტატების ნაწილმა დატოვა. მანამდე სხდომაზე ისევ სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური იყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ დეპუტატებს მოუწოდა, რომ კოლეგებმა არ მისცენ ხმა ნიკა მელიას დაპატიმრებას.

26 ივნისი 2019, 14:20

მსოფლიო

აშშ-მექსიკის საღვარზე მამა-შვილი დაიხრჩო

სალ­ვა­დო­რე­ლი მიგ­რან­ტი ოს­კარ ალ­ბერ­ტო მარ­ტი­ნეზ რა­მი­რე­ზი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ვა­ლე­რია, მექ­სი­კა­ში მდი­ნა­რე რიო გრან­დეს სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რი­ყუ­ლი იპო­ვეს. ეს არაა მსგავსი ტრაგედიის პირველი შემთხვევა. კვირას ქალი და 3 ბავშვი დაიღუპა. გასულ წელს ამერიკა-მექსიკის საზღვარზე 283 ადამიანი დაიღუპა.

მაიკ პომპეო და ნარენდრა მოდი

26 ივნისი 2019, 14:09

მსოფლიო

გამწვავებული ორმხრივი ურთიერთობის ფონზე პომპეო ინდოეთში ჩავიდა

შეხვედრის შესახებ დეტალები არ ვრცელდება. ცნობილია, რომ პომპეო მოგვიანებით შეხვდება ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. ვიზიტი შედგა ვაჭრობის და გადასახადების საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს.

რობოტების გამოყენება

26 ივნისი 2019, 14:02

ეკონომიკა

2030 წლისთვის რობოტები 20 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაიკავებენ

2030 წლისთვის მსოფლიოში რობოტები საწარმოო სექტორში 20 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაიკავებენ. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია Oxford Economics-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს. Oxford Economics-ის მტკიცებით, თითოეული რობოტი 1,6 საწარმოო პოზიციას დაიკავებს. ეს პროცესი ყველაზე საგრძნობლად იმ რეგიონებზე აისახება, სადაც დასაქმებულების უნარები უფრო დაბალია, რის გამოც ეკონომიკა უფრო სუსტი, უმუშევრობა კი უფრო მაღალია.

26 ივნისი 2019, 13:59

კულტურა

ჩინეთში იაპონური ანიმე Spirited Away პირველად უჩვენეს

ჩინეთის ბილეთების გაყიდვის აპლიკაციის Maoyan-ის მონაცემების თანახმად, Spirited Away-ის მფლობელმა კომპანიამ The Studio Ghibli film-მა ჩინეთის კინოთეატრებში ჩვენებებით $27.7 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. აქამდე ჩინელები Spirited Away-ის პირატული ვებგვერდების ან DVD-ის საშუალებით უყურებდნენ.

26 ივნისი 2019, 13:56

ეკონომიკა

96-წლიანი არსებობის შემდეგ გერმანული კომპანია Loewe წარმოებას აჩერებს

ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი გერმანული კომპანია Loewe 1 ივლისიდან მუშაობას აჩერებს. კომპანია ძირითადად ტელევიზორებს და აკუსტიკურ მოწყობილობებს უშვებდა. თუ 1 ივლისამდე კომპანია რამენაირად თანხას ვერ იშოვის, მაშინ სამსახურის გარეშე 400-მდე ადამიანი დარჩება.

26 ივნისი 2019, 13:55

მსოფლიო

აშშ უკრაინას სამხედრო ობიექტების მშენებლობისთვის 4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა 4 მილიონ დოლარს მომავალი 2 წლის განმავლობაში მიიღებს. სოლიდური თანხით ამუნიციის 6 უსაფრთხო საწყობის მშენებლობა დაფინანსდება, რაც უკრანას ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება.

სამხედროები

26 ივნისი 2019, 13:54

მსოფლიო

ავღანეთში ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ამ ქვეყნაში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. სამხედრო უწყების ცნობაში არაფერია ნათქვამია, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ამერიკელი სამხედროები. დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი დაღუპვის შესახებ ცნობას ოჯახის წევრებს შეატყობინებენ.

26 ივნისი 2019, 13:47

მსოფლიო

ანექსირებულ ყირიმში სწავლებისას ორი რუსი სამხედრო დაიღუპა

ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა პოლიგონზე "ძველი ყირიმი" მოხდა. მანევრის შესრულებისას ორივე სამხედრო დაიღუპა. სამხედრო უწყების ცნობით, სამხედროებმა დროულად ვერ მოახერხეს პარაშუტის თოკებისგან გათავისუფლება, რაც გახდა მათი დახრჩობის მიზეზი.

დავით უსუფაშვილი

26 ივნისი 2019, 13:32

საქართველო

უსუფაშვილმა განმარტა რა შედეგები ექნება ივანიშვილისა და სააკაშვილისთვის პროპორციულ არჩევნებს

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი საარჩევნო პროპორციულ სისტემასა და მელიას დაკავებასაც ეხმიანება. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მშვიდ ვითარებაში ჩატარებული პროპორციული არჩევნებით, ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულ ძალაუფლებას კარგავს, ხოლო სააკაშვილი მას ვერ მოიპოვებს.

26 ივნისი 2019, 13:21

მსოფლიო

ჩინეთში მარცვლეულის მოსავალს მავნებელი ჭიაყელა მასობრივად შეესია

Reuters-ის ცნობით, ჩინეთის 19 პროვინციაში მავნებელი ჭიაყელა მასობრივად გავრცელდა. ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ჭიაყელა მარცვლეულის ყანებში დაახლოებით 333,000 ჰა ტერიტორიაზეა გავრცელებული. ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, მავნებლებს ერთი ღამის განმავლობაში მარცვლეულის ასობით ჰექტრისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ, რაც ჩინეთის კვების სექტორს საფრთხეს უქმნის.

26 ივნისი 2019, 13:18

ეკონომიკა

27 ივნისიდან ირანი ურანის გამდიდრების პროცესს დააჩქარებს

27 ივნისის შემდეგ ირანი ურანის გამდიდრების ტემპებს დააჩქარებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა. მისივე განცხადებით, გამდიდრებული ურანის მარაგი უკვე საკმაოდ არის გაზრდილი, 27 ივნისს კი ეს მარაგი 300 კილოგრამს გადააჭარბებს.

შემთხვევის ადგილი

26 ივნისი 2019, 13:17

ძალოვნები

პეკინზე დანით შეიარაღებული თავდამსხმელი „აიპლიუსის“ მაღაზიაში შეიჭრა

თბილისში, პეკინის გამზირზე „აიპლიუსის“ მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. „პეკინზე, აიპლიუსის მაღაზიაში 1 ადამიანი შეეცადა მაღაზიის დაყაჩაღებას, თუმცა მან ვერ შესძლო მარაზიის დაყაჩაღება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ადგილზე დააკავეს. გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს

პროკურატურა

26 ივნისი 2019, 13:14

ძალოვნები

აქციაზე დაკავებული 51 ადამიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა 51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა.

26 ივნისი 2019, 13:13

საქართველო

სალომე სამადაშვილმა ვანო ზარდიაშვილს უსირცხვილო უწოდა

„უსირცხვილო, ნამუსგარეცხილ ადამიანებს მე პასუხის ღირსად საქართველოს პარლამენტში არ ვთვლი, - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ვანო ზარდიაშვილს მიმართა.

26 ივნისი 2019, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა მიგრანტებისთვის $4.5 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირეს

როგორც დემოკრატები ამბობენ, ეს თანხა ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე არსებულ მიგრანტთა თავშესაფარში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას უნდა მოხმარდეს და არა მექსიკასთან კედლის მშენებლობას ან საიმიგრციო პატრულირებას. თუმცა, ახლა დოკუმენტმა სენატში უნდა გაიაროს მოსმენა, რომელსაც რეპუბლიკელები აკონტროლებენ.

კარლო კოპალიანი

26 ივნისი 2019, 13:00

საქართველო

კარლო კოპალიანი: როდის დამთავრდება გამოძიება მათ მიმართ ვინც 9 წელი დედას ტირობდა ამ ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კარლო კოპალიანს აინტერესებს როდის დამთავრდება წინა ხელისუფლების პირების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება. მისი განცხადებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოჰაბიტაცია არ შეიძლება და "ასეთ ადამიანებთან ლაპარაკიც შეუძლებელია".