imedi /  04 აპრილი 2019, 22:01 / სანდო წყარო

ჯენეტ ჯექსონი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

ჯენეტ ჯექსონი

ჯენეტ ჯექსონი

ამერიკელი მომღერალი ჯენეტ ჯექსონი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალი ELLE წერს.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს ასევე: The Cure, Radiohead, Def Leppard, Roxy Music და The Zombies.

საპატიო ტიტული ერგო სტივი ნიქსაც.

ყველა სიახლე

ზაალ მიქელაძე

01 აპრილი 2020, 20:40

COVID19

10 წლის ინფიცირებულ ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და აქამდე კარანტინში იმყოფებოდა

ბათუმში კორონავირუსი 10 წლის ბავშვს დაუდგინდა. დამატებით დეტალებზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. მოზარდს ბებიასთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის საკარანტინო სივრცეში 11 დღე იმყოფებოდა. ოჯახის მოთხოვნით ის თბილისში გადაიყვანეს. მინისტრის თქმით, ცხელება ბავშვი მეურვეს, ბებიას არ ქონია და შესაბამისად ინფექციაზე არ გამოუკვლევიათ. "ბავშვს დაუდგინდა კორონავირუსი, მას ბებიასთან ერთად აქვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია, იგი კარანტინში იმყოფებოდა. უკვე თბილისში გადაიყვანეს, რადგან თბილისში ცხოვრობს ოჯახი და მათ ისურვეს გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ბათუმში მკურნალობის საშუალება. ბებიას საჭიროების მიხედვით თბილისში გამოიკვლევენ,"- განაცხადა ზაალ მიქელაძემ. მინისტრის განცხადებით ბათუმის კლინიკაში ისევ 8 ინფიცირებული რჩება.

01 აპრილი 2020, 20:33

COVID19

თელავში საკონტროლო პუნქტებს თერმოსკრინინგის აპარატები დაემატება

„კახეთის 8 მუნიციპალიტეტში 61 კომპანია მუშაობს, რომელიც 300 მეტ პროექტს ახორციელებს, მათ გავაცანით აღნიშნული რეგულაციები და ძირითადი ნაწილი დაგენილ წესებს აკმაყოფილებს, ნაწილს კი რეგულაციების სრულყოფილად შესასრულებლად გონივრული ვადა მივეცით. ჩვენ ვცდილიბთ , რომ მუნიციპალიტეტებში მნიშვნელივანი თითოეული პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდეს“ -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

01 აპრილი 2020, 20:31

COVID19

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 13 ათასს გადააჭარბა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 13 ათასს გადააჭარბა. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 727 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 2 937 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 118 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

თელავის რეფერალური საავადმყოფო

01 აპრილი 2020, 20:30

COVID19

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტებიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტებიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა. ინფორმაციას კლინიკის დირექტორი, ხათუნა ჭონიაშვილი ადასტურებს. ლუგარის ლაბორატორიიდან სამივე პაციენტის პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს ."ჩვენთან ცხელების სიმპტომით გუშინ საკარანტინო ზონიდან ორი კაცი, ხოლო დღეს ბინიდან ერთი ქალი შემოიყვანეს. სამივე მათგანს ჰქონდა რისკ ჯგუფის ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია, ამიტომ კოვიდ-19-ზე ავუღეთ ანალიზები და ახლა მოვიდა პასუხი უარყოფითი"- განაცხადა კლინიკის დირექტორმა. კახეთის რეგიონში კორონავირუსის არც ერთი ლაბირატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მარინა ეზუგბაია

01 აპრილი 2020, 20:14

COVID19

მარინა ეზუგბაია: ჯერჯერობით ჩვენს ცენტრში სამედიცინო პერსონალი ჯანმრთელია

დღეს დილას 5 პაციენტის ტესტის პასუხი მივიღეთ და ყველა უარყოფითი იყო, დღის მეორე ნახევარში კი 12 პაციენტის ტესტირება მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტების გარდა, პროტოკოლის გათვალისწინებით ტესტირება უტარდება მედპერსონალსაც.

ვლადიმერ პუტინი

01 აპრილი 2020, 20:12

COVID19

ვლადიმერ პუტინი: რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია რთული ხდება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია რთული ხდება. „კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში რთული ხდება. ეს სიტუაცია მსოფლიოშიც რთულია. 850 000 ადამიანი დაინფიცირდა უკვე ახალი კორონავირუსით. რუსეთის ტერიტორიაზე, როგორც ვიცი, ბოლო მონაცემებით, დაინფიცირების 2 777 შემთხვევა დადასტურდა“, - განაცხადა ვალდიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

სალომე ვარდიაშვილი

01 აპრილი 2020, 20:03

ეკონომიკა

ენერგოომბუდსმენი: დენზე საშეღავათო თანხა 35-37 ლარია, გაზზე დედაქალაქში დაახლოებით 90 ლარი, ხოლო რეგიონებში 115 ლარამდე

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განმარტა, კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება თანხობრივად რა ოდენობის საფასურს ეხება. მისი თქმით, თანხობრივ გამოხატულებაში, 200 კილოვატ საათი მოხმარებული ელექტროენერგია დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით დაახლოებით 30-დან 35 ლარამდეა, ხოლო 200 კუბური მეტრი გაზი – დედაქალაქში დაახლოებით 90 ლარი, რეგიონებში კი, დაახლოებით 115 ლარამდე.

01 აპრილი 2020, 19:44

COVID19

საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეჩერდა

საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები მზა საკვების გარდა, ინტერნეტით ვერაფერს შეუკვეთავენ. საქართველოში ეს შეზღუდვა ორი დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით შევიდა ძალამდე და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იმოქმედებს.

01 აპრილი 2020, 19:42

COVID19

მარინა ეზუგბაია: ბათუმიდან კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი გადმოჰყავთ

დღეს დილიდან დაგვემატა ორი შემთხვევა, ერთი უკვე შემოყვანილია ჩვენთან. ეს იმპორტული შემთხვევაა. ინფიცირებულია სომხეთიდან ჩამოსული პაციენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისი მთქმით, პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე. კეთდება კვლევები, მათ შორის რადიოლოგიური და უფრო დეტალურად ამის მერე შეფასდება მისი მდგომარეობა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფო

01 აპრილი 2020, 19:40

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე რვა პაციენტის ბიოლოგიური ნიმუშების პასუხი მიიღეს. ​კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა. მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში დადასტურებული კოვიდ-19 დიაგნოზით მკურნალობას სამი პაციენტი განაგრძობს. ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორის კი საშუალო სიმძიმის. დღეიდან ინფექციური საავადმყოფო მხოლოდ კორონავირუსისა და საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტს მიიღებს.

01 აპრილი 2020, 19:34

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 117 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 23 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 117-მდე გაიზარდა, აქედან 23 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.კარანტინის რეჟიმშია 5783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 310 მოქალაქე რჩება.

01 აპრილი 2020, 19:26

სამართალი

გოგი წულაია გაათავისუფლეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ პოლიციის შენობა დატოვა. ის ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. გოგი წულაიას ინფორმაციით, სასამართლო დისტანციურად უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო, რადგან მან ადვოკატის მოითხოვა. მოსამართლემ მისი მოთხოვნა გაითვალისწინა და პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება.

01 აპრილი 2020, 19:19

COVID19

კორონავირუსის პანდემიის გამო უიმბლდონის ტურნირი გაუქმდა

კორონავირუსის პანდემიის გამო უიმბლდონის ტურნირი გაუქმდა. ამის შსახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს. ტურნირი დიდ ბრიტანეთში 29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით უნდა გამართულიყო. როგორც ტურნირის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ტურნირი 202წ1 წელს გაიმართება.

01 აპრილი 2020, 19:02

სპორტი

UEFA-მ ივნისში გასამართი სანაკრებო მატჩები გაურკვეველი ვადით გადადო

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) გაურკვეველი ვადით გადადო ივნისში გასამართი სანაკრებო მატჩები, მათ შორის ერთა ლიგის პლეიოფის მატჩები. ამის შესახებ UEFA-ს განცხადებაშია ნათქვამი. „2020 წლის ივნისში გასამართი ეროვნული ნაკრებების თამაშები გაურკვეველი ვადით გადაიდო“, - ნათქვამია განცხადებაში.

01 აპრილი 2020, 19:00

COVID19

თურქ და ქართველ ბიზნესმენთა ასოციაცია თბილისის მერიას 200 ოჯახისთვის განკუთვნილ დახმარებას გადასცემს

ხვალ, თავისუფლების მოედანზე მდებარე თბილისის საკრებულოს შენობაში, თურქ და ქართველ ბიზნესმენთა ასოციაცია თბილისის მერიას 200 ოჯახისთვის განკუთვნილ დახმარებას გადასცემს. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 23 ადამიანი უკვე განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ირაკლი კობახიძე

01 აპრილი 2020, 18:59

COVID19

ირაკლი კობახიძე: მთავრობა, ხელისუფლება მაქსიმალურად ოპერატიულად მოქმედებს, რათა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას

მთავრობა, ხელისუფლება მაქსიმალურად ოპერატიულად მოქმედებს იმისთვის, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში. ირაკლი კობახიძემ მთავრობის მიერ გაცხადებულ სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების კომპენსაცია დაწესდება.

01 აპრილი 2020, 18:58

ეკონომიკა

„სოკარ ჯორჯია გაზი“: აბონენტებს, რომლებსაც შეღავათი ეხებათ და გადასახადი უკვე დაფარეს, თანხა პირად ბარათზე აესახებათ

„იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 მ3-სა, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე. სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას. „სოკარ ჯორჯია გაზი“ ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას“-წერია განცხადებაში.

ბოლნისი

01 აპრილი 2020, 18:46

COVID19

ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ.

პრინცი ჩარლზი

01 აპრილი 2020, 18:45

COVID19

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პრინცმა ჩარლზმა ბრიტანელებს მიმართა

„ეს უცნაური, გამაღიზიანებელი და ხშირად ამაღელვებელია, როცა ოჯახის წევრების და მეგობრების გვერდით ყოფნა შეუძლებელი ხდება, ცხოვრების ჩვეული წესი უეცრად იცვლება. ამ უპრეცედენტო დროს, მე და ჩემი ცოლი გამუდმებით ვფიქრობთ მათზე, ვინც ახლობლები ასეთ რთულ და ანომალურ ვითარებაში დაკარგა და მათზე, ვისაც ავადმყოფობის, იზოლაციის და მარტოობის გადატანა უწევთ“, - აღნიშნა ჩარლზმა.

01 აპრილი 2020, 18:40

COVID19

ჯანმო და FAO: კორონავირუსზე ჩვენმა პასუხმა შიმშილი და საკვების უკმარისობა არ უნდა გამოიწვიოს

უნდა უზრუნველვყოთ, რომ კორონავირუსზე ჩვენმა პასუხმა უნებლიედ არ შექმნას აუცილებელი ნივთების დეფიციტი და არ გაამწვავოს შიმშილი და საკვების უკმარისობა, - ნათქვამია გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორების ერთობლივ განცხადებაში.