imedi /  13 მაისი 2019, 11:04 / სანდო წყარო

„სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სერიის თიზერი გამოქვეყნდა

ტელეკომპანია HBO-მ „სამეფ კარის თამაშების“ ფინალური სერიის თიზერი გამოაქვეყნა. 

ფრთხილად, სპოილერები!

თიზერიდან გამომდინარე თითქმის ყველაფერი გაუგებარია, მაგრამ ნათელია, რომ ცოცხალია სამი მთავარი გმირი: არია სტარკი, დეინერის ტარგარიენი და ტირიონ ლანისტერი. სავარაუდოდ, ჯონ სნოუ და დავოს სივორტიც ცოცხლები არიან, თუმცა ვიდეოში არ ჩანან. თიზერში დეინერისის ჯარები გამანადგურებელი ბრძოლისთვის ემზადებიან. 

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერია 19 მაისს (საქართველოს დროით 20 მაისს დილის ხუთ საათზე)  გამოქვეყნდება.

ყველა სიახლე

ალბინოსი პანდა

26 მაისი 2019, 19:54

ტაბლოიდი

ჩინეთში ალბინოსი პანდას პირველი ფოტო გადაიღეს

ჩინეთში, ვოლონგის ნაკრძალში ინფრაწითელმა კამერამ ალბინოსი პანდას ფოტო გადაიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ფოტო მიმდინარე წლის აპრილში, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე არის გადაღებული.

ამინდი

26 მაისი 2019, 19:45

საქართველო

ცნობილია რამდენ დღეს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

დღეს თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგიერთ რაიონში ელჭექთან ერთად. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, 27 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი. საქართველოში 29 მაისიდან გამოიდარებს

ლუის ჰემილტონი

26 მაისი 2019, 19:36

სპორტი

ჰემილტონმა მონაკოს გრანპრი მოიგო

მეორე ადგილზე „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი გავიდა, თუმცა მის დროს ფინიშზე პიტსტოპის შემდეგ ბოქსებიდან სახიფათო გასვლის გამო 5 წამი დაემატა, რის გამოც ფერსტაპენმა მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა, მეორე და მესამე ადგილებზე კი სებასტიან ფეტელი („ფერარი“) და ვალტერი ბოტასი („მერსედესი“) აღმოჩნდნენ.

ტორნადო ოკლაჰომაში

26 მაისი 2019, 19:23

მსოფლიო

ოკლაჰომაში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში ტორნადო რამდენიმე დღეა მძვინვარებს. ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, სტიქიამ სასტუმრო და სახლები დააზიანა. არიან დაშავებულებიც. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

რობოტი Digit -ი

26 მაისი 2019, 19:08

ტექნოლოგიები

Ford-მა ამანათების დამრიგებელი რობოტი შექმნა

ავტოგიგანტმა Ford-მა კომპანია Agility Robotics - თან ერთად შექმნა რობოტი Digit -ი, რომელიც 18 კილოგრამამდე წონის ამანათებს დაარიგებს. რობოტს შეუძლია გადაადგილება არასწორ ზედაპირზე, წინააღმდეგობის გადალახვა, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა და ასევე გაუთვალისწინებელი შეჯახების დროს ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნება.

„მანეკენ პისი“

26 მაისი 2019, 19:05

საქართველო

ჩოხაში გამოწყობილ ბრიუსელის სიმბოლოს მრავალჟამიერი უმღერეს

ბელგიელებმა ჩოხაში გამოწყობილ ბელგიის სიმბოლოს „მანეკენ პისის“ სიმღერა, ანსამბლმა „მამულმა“ კი მრავალჟამიერი უმღერა. „მანეკენ პისი“ ბრიუსელში 1618 წელს განათავსეს და მას არაერთი ლეგენდა უკავშირდება.

26 მაისი 2019, 19:04

ვიდეო

✔ 1919 წელი. 26 მაისი. თბილისში დამოუკიდებლობის 1 წელი იზეიმეს

26 მაისი 2019, 19:01

ვიდეო

ჩოხაში გამოწყობილ ბრიუსელის სიმბოლოს მრავალჟამიერი უმღერეს

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2019, 19:00

საქართველო

პრეზიდენტმა ნოდარ ნათაძე და გულნარა ჩაფიძე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელიც მიხედვითაც ყოველი წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი დააჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან.

მაღაროელების აქცია

26 მაისი 2019, 18:44

საქართველო

ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისა და მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ხელფასების გაზრდის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მეგან მარკლი

26 მაისი 2019, 18:31

ტაბლოიდი

მეგან მარკლი ტრამპისადმი მიძღვნილ საპატიო მიღებას არ დაესწრება

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის ფარგლებში თეთრი სახლის ლიდერის საპატივცემულოდ გამართულ მიღებას არ დაესწრება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი წერს.

კატმანდუ

26 მაისი 2019, 18:04

მსოფლიო

კატმანდუში ორი აფეთქება მოხდა

აფეთქებები ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების უკან უკანონო კომუნისტური ორგანიზაცია დგას, რომელიც საკუთარი მხარდამჭერების დაკავებას აპროტესტებს. ერთ-ერთი აფეთქების ადგილზე სამართალდამცველებმა ორგანიზაციის ბუკლეტები და პროპაგანდისტული მასალები აღმოაჩინეს.

ლევან მატიაშვილი გიორგი პაპუნაშვილი

26 მაისი 2019, 17:48

სპორტი

ჩინეთის გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 მედალი მოიპოვეს

გიორგი პაპუნაშვილი (-90კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ) ბრინჯაოს გრან პრის სპორტული ღონისძიების ბოლო დღეს დაეუფლნენ. ტურნირში 43 ქვეყნის 301 სპორტსმენმა მონაწილეობდა. ჩინეთის ქალაქ ჰუშში გამართულ შეჯიბრზე 6 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.

ასანოიამა
დონალდ ტრამპი

26 მაისი 2019, 17:48

სპორტი

სუმოს მაისის თასის გამაჯვებულს ჯილდო დონალდ ტრამპმა გადასცა

სუმოს მაისის ტურნირის, ნაცუ ბაშოს გამარჯვებულს თასი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა გადასცა. აშშ-სგან ჯილდო ასანოიამას გადაეცა. 25 წლის ასანოიამა სამი მარცხის მიუხედავად მაისის ბაშოს გამარჯვებული გახდა. მან გამარჯვება ვადაზე ადრე იზეიმა და იმპერატორის თასიც დაიმსახურა.

26 მაისი 2019, 17:44

საქართველო

ამინდის გაუარესების გამო რუსთაველის გამზირზე პავილიონები დაიხურა

თბილისში ამინდის გაუარესების გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოწყობილი პავილიონები დაიხურა. გარდა ამისა, გადაიდო სპორტული ღონისძიებების ჩატარებაც.

„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები

26 მაისი 2019, 17:26

მსოფლიო

ერაყის სასამართლომ ISIS-ის წევრ სამ ფრანგს სიკვდილი მიუსაჯა

ერაყის სასამართლომ საფრანგეთის სამ მოქალაქეს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კევინ გონოს, ლეონარდ ლოპესს და სალიმ მაჩუს განაჩენის გასაჩივრებისთვის 30 დღე აქვთ.

26 მაისი 2019, 17:22

ვიდეო

ხორუმი Abbey Road-ზე

დიდი ბრიტანეთი, Abbey Road-ი

26 მაისი 2019, 17:13

კულტურა

დამოუკიდებლობის დღეს Abbey Road-ი ხორუმის ცეკვით გადაკვეთეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში Abbey Road-ი ხორუმით გადაკვეთეს. შესაბამის ვიდეოს ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია „ტვიტერზე“ ავრცელებს. ვიდეოში ცნობილ Abbey Road ხორუმის ცეკვით კვეთენ.

იგორ კოლომოისკი

26 მაისი 2019, 16:50

მსოფლიო

მედია: კოლომოისკი ზელენსკის დეფოლტის გამოცხადებას ურჩევს

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დეფოლტის გამოცხადებას ურჩევს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე განცხადებით, თუ ზელენსკი ყველაფერში დასავლეთს დაუჯერებს, ადრე თუ გვიან, „პოროშენკოს ბედს გაიზიარებს“.

26 მაისი 2019, 16:46

სპორტი

შინდისში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და შინდისის გმირების ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრში მონაწილეობა მოყვარულმა და პროფესიონალმა სპორტსმენებმა მიიღეს.