imedi /  15 მაისი 2019, 22:40 / სანდო წყარო

„ტერმინატორის“ მსახიობმა ისააკ კაპმა თავი მოიკლა

ისააკ კაპი

ისააკ კაპი

მსახიობმა ისააკ კაპა, რომელიც პოპულარული ფილმ „ტერმინატორით“ გახდა, სიცოცხლე 42 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 13 მაისს მოხდა. 

გამოცემა Nbcnews-ის ცნობით, ისააკ კაპი არიზონაში ხიდიდან გადახტა. ინფორმაცია გამოცემას არიზონას შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხობის დეპარტამენტმა მიაწოდა. 

ისააკ კაპის შესრულებული აქვს როლები ფილმებში "Thor"-ში, "Terminator Salvation" -ში და სერიალში "Breaking Bad"-ში. 

ყველა სიახლე

პრაღა აქცია

22 მაისი 2019, 13:55

მსოფლიო

ჩეხეთში იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

დემონსტრანტების მტკიცებით, ბენეშოვა ჩეხეთის პრემიერმინისტრის ანდრეი ბაბიჩის წინააღმდეგ გამოძიებას ეწინააღმდეგება. ბაბიჩს ევროკავშირის სუბსიდიების განაწილებისას თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია 1,6 მილიონ ევროზე, რომელიც ევროკავშირმა რეკრეაციული კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყო.

22 მაისი 2019, 13:51

მსოფლიო

ინგლისში პლასტმასის საწრუპებისა და ყურის ჩხირების გაყიდვა აიკრძალება

ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მიზნად გარემოს დაბინძურების შემცირებას ისახავს. გამოცემის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად ჯამში პლასტმასის 5 მილიარდ საწრუპს, სასმლის 300 მილიონ მოსარევ ჯოხს და ყურის 2 მილიარდ ჩხირს იყენებენ.

იგორ კოლომოისკი

22 მაისი 2019, 13:51

მსოფლიო

კოლომოისკის ადვოკატი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა

მანამდე ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა. იგორ კოლომოისკიმ ქვეყანა 2017 წლის ივნისში დატოვა. ის ამ დრომდე შვეიცარიასა და ისრაელში ცხოვრობდა. ბიზნესმენის ქვეყნიდან წასვლა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. 2017 წელს, კიევის სასამართლომ კოლომოისკის ქონება დააყადაღა.

ფეხმძიმე ქალები

22 მაისი 2019, 13:51

ტაბლოიდი

ბოსტონში საავადმყოფოს 14 მედდა ერთდროულად არის ფეხმძიმედ

აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ერთ-ერთი საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილების 14 მედდა ერთდროულად არის ფეხმძიმედ. ამის შესახებ Massachusetts General Hospital-ი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „დედიკოებო! ონკოლოგიური განყოფილების ოჯახში მატებას ველოდებით. ერთდროულად 14 ფეხმძიმე მედდა, რომელთაგან ერთი ტყუპს ელოდება. ისინი ღიმილის 15 მიზეზს გვაძლევენ“, - წერია პოსტში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

22 მაისი 2019, 13:19

საქართველო

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ ლექტორს სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლება შეუჩერდა

გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც სტუდენტებმა აქცია გამართეს. ბსუ-ს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფაქტს უნივერსიტეტის ეთიკის საბჭო შეისწავლის. დღესვე გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროვებაზე გამოძიება დაიწყო.

ინდონეზია

22 მაისი 2019, 13:16

მსოფლიო

ინდონეზიაში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში საპროტესტო აქციებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 200 კი დაშავდა. მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, 17 აპრილის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ქუჩაში გამოსულებმა მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება გააპროტესტეს, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრელებული მონაცემების მიხედვით, ხმათა 55. 5 პროცენტი მოიპოვა.

22 მაისი 2019, 12:59

ტექნოლოგიები

საქართველოს ოჯახების 74% ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურეობების პენეტრაცია 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და ჯამში 74%-ი შეადგინა. გაზრდილია მობილური კომპანიების ჯამური შემოსავალი.

გადაცემის „საღამო ვლადიმერ პუტინთან“ პრომო

22 მაისი 2019, 12:53

ტაბლოიდი

ანიმირებული პუტინი BBC-ზე თოქშოუს „წაიყვანს“

BBC-ს ერთ-ერთ არხზე გადაცემას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „წაიყვანს“. როგორც ტელეკომპანიის პრესცენტრის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შოუს ორი საპილოტე ეპიზოდი უკვე მზად არის. გადაცემას „საღამო ვლადიმერ პუტინთან“ (Tonight With Vladimir Putin) ჰქვია. თოქშოუს ფორმატში ანიმირებული პუტინი რეალურ სტუმრებთან ისაუბრებს. ამასთან, გადაცემის გადაღებისას სტუდიაში მაყურებლები იქნებიან.

22 მაისი 2019, 12:38

ძალოვნები

დედის მიერ 7 თვის ჩვილის მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ოფიციალური ინფორმაციით კი, შემთხვევა 21 მაისს გამთენიისას მოხდა. რა დროსაც, ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. როგორც ის ჰყვება, ამ დროს სახლში უკვე აღარ იყო ბავშვის დედა. რომელიც რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

ტოჩინოშინი

22 მაისი 2019, 12:37

სპორტი

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეორედ დამარცხდა

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეორედ დამარცდა. ტურნირის მე-11 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე მაეგაშირა აბი იყო. ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება. ნაცუ ბაშოზე სულ 15 ბრძოლა იმართება, შესაბამისად, დარჩენილი 4 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთის მოგებაც საკმარისია.

სკოლა

22 მაისი 2019, 12:29

საქართველო

ექიმის ვარაუდით, ბავშვებში ტყვიის მომატების მიზეზი შესაძლოა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გამოყენებული საღებავები იყოს

"დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად იბრძვის იმ საღებავების ამოღებისთვის, რომელიც ტყვიას შეიცავს. კარგი და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოშიც ამ რეგულაციების შემოღება. სკოლები, ბაღები ყოველწლიურად იღებება საღებავებით და სულ უფრო მეტი კონცენტრაციის მიღება ხდება ბავშვთა ასაკში ამ მეტალისა“, - აღნიშნა ხათუნა ჩიტიძემ.

ბათუმი

22 მაისი 2019, 12:23

საქართველო

აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს "ზაფხულის ფესტივალით" გაიხსნება. სლოგანის მსგავსად „ზაფხული იწყება აქ“ უცვლელია ფესტივალის ჩატარების ადგილიც. ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე ჩატარდება. საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა გასართობი ღონისძიება დახვდებათ.

ნაყინი

22 მაისი 2019, 12:15

ეკონომიკა

ნაყინის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

შემოწმდა როგორც ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქცია. მონიტორინგის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა.

22 მაისი 2019, 11:57

საქართველო

თბილისის ისტორიულ ნაწილში გარკვეული სამშენებლო რეგულაციები ამოქმედდება

რეგლამენტი ისტორიულ ქალაქში ჩარევების ძირითად წესებს და პრინციპებს, მათ შორის სიმაღლეებს, მოცულობებს, მასშტაბს, მორფოლოგიასა და იერსახეს განსაზღვრავს, რაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულ რეგულაციებს ჩაანაცვლებს.

კახა კალაძე

22 მაისი 2019, 11:54

საქართველო

კალაძე: ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს

„კვების რაციონზე ბევრი ვიმუშავეთ, ამაში დაგვეხმარა საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩემი მოადგილე და ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელიც იყვნენ ჩართული და შემიძლია ვთქვა, რომ კალორაჟი შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ ყოფილა და არც იქნება სამომავლოდ. ჩვენთვის ბავშვების ჯანსაღი კვება არის პრიორიტეტი“, - განაცხადა კალაძემ.

22 მაისი 2019, 11:46

საქართველო

მერია ჭავჭავაძეზე ნაგვის ურნების მიწის ქვეშ ჩატანას გეგმავს

თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ქუჩაზე არსებულ სანაგვე ურნებს მიწის ქვეშ ჩაიტანენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის ინფორმაციით, პროექტი ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია განხორციელებული და საქართველოში პირველად ის ჭავჭავაძის ქუჩაზე საპილოტედ გაკეთდება.

22 მაისი 2019, 11:45

საქართველო

ბორჯომში კავკასიური ფიჭვის 2 500 ნერგი დაირგო

ბორჯომში გაიმართა „ბორჯომის გმირი 2019-ის“ დაჯილდოების ცერემონიაც. კომპანიის ინიციატივით, „ბორჯომის გმირი 2019-ის“ სტატუსი მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის „იმედის“ პროდიუსერს შორენა ცხოვრებაშვილს მიენიჭა. ეს სტატუსი მიანიჭეს ასევე სამცხე-ჯავახეთის მთავარ მეტყევეს,კობა სილაგაძეს.

კურტ კობეინი

22 მაისი 2019, 11:40

ტაბლოიდი

კურტ კობეინის მიერ გამოყენებული ერთჯერადი თეფში 22 400 დოლარად გაიყიდა

ჯგუფ Nirvana-ს ლიდერის კურტ კობეინის მიერ გამოყენებული ერთჯერადი თეფში აუქციონზე 22 400 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. კობეინმა თეთრ თეფშზე შავი ფლომასტერით 1990 წლის 23 აპრილს ვაშინგტონის კონცერტზე Nirvana-ს მიერ შესრულებული სიმღერების სია დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის შემდეგ თეფში ჯგუფ THUD-ის წევრმა ჯონი რიგსმა წაიღო და მას სახლში თითქმის 30 წელი ინახავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

22 მაისი 2019, 11:35

ძალოვნები

მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული 4 პირისთვის სუს-ი პატიმრობას, 7-სთვის კი 10 000-ლარიან გირაოს ითხოვს

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე ოთხი დაკავებულის - ნიკა დაუშვილის, ირაკლი ხუჭუას, ვახტანგ ჯაყელისა და ლაშა ჩაფიძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, ხოლო დანარჩენი 7 ბრალდებულის - გიორგი ბედიაშვილის, ირაკლი ბაჯელიძის, ჯონი შეროზიას, რობერტ იმერლიშვილის, პაატა ღუდუშაურის, ნოდარ კიკნაველიძისა და ნიკოლოზ მაისურაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

22 მაისი 2019, 11:34

ეკონომიკა

წელს Korean Air-ი სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს გააორმაგებს

30 მაისს სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air-ი სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.