imedi /  16 მაისი 2019, 10:32 / სანდო წყარო

პარიზში ეიფელის კოშკის 130 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნეს

ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის 130 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნეს. ლაზერშოუს გამოყენებით ეიფელის კოშკის ისტორიის ნახვა პარასკევის ჩათვლით 22:00 საათზე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

12-წუთიანი ლაზერშოუ ეიფელის კოშკის ისტორიას ჰყვება და ის "რკინის ლედის" ფასადზე ჩნდება. 1929 წლამდე ეიფელის კოშკი მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო, მაგრამ შემდეგ ეს ტიტული ნიუ-იორკის კრაისლერ-ბილდინგის გამო დაკარგა. 

ეიფელის კოშკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს. 

 


 

ყველა სიახლე

19 მაისი 2019, 11:05

საქართველო

ცნობილია რამდენი ამომრჩეველი გადარეგისტრირდა სხვა მუნიციპალიტეტიდან

საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 25 აპრილს უკვე გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, სადაც ასახულია ინფორმაცია საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეების ზუგდიდის, ზესტაფონის, მარნეულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, ასევე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში რეგისტრაციის შესახებ.

შალვა შავგულიძე

19 მაისი 2019, 10:59

საქართველო

შალვა შავგულიძე მთაწმინდელებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

"დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობასა და სიღარიბეს, თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციას და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის“,- განაცხადა შავგულიძემ.

ლევან ბეჟაშვილი

19 მაისი 2019, 10:48

საქართველო

ბეჟაშვილი: „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს ამომრჩეველთა სამაგიდო სიები აქვთ

"ჩვენ გვინდა რამდენიმე ტენდენციაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც შეიმჩნევა უკვე 10 საათისთვის. პირველი - როგორც მოსალოდნელი იყო, ამომრჩეველთა სამაგიდო სიები, რომელიც დარიგებული იყო საუბნო კომისიებისათვის, კანონდარღვევით 5 დღით ადრე, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების ხელში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

19 მაისი 2019, 10:44

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა იაპონიის სანაპიროზე ჰიროსიმას დაბომბვის კვალი 74 წლის შემდეგ იპოვეს

იაპონიის სანაპიროზე ზღვამ მილიონობით მცირე ზომის სფეროს ფორმის შუშის ნაწილაკები გამორიყა. იაპონელი გეოლოგების შეფასებით, ეს არის ჰიროსიმას ატომური აფეთქების კვალი. ჰიროსიმასთან ახლოს მდებარე სანაპიროზე. მეცნირების ყურადღება მიიპყრო სფეროს ფორმის შუშის ბურთულებმა რომელთა დიამეტრიც 0,5-1 მილიმეტრი იყო. ჰიროსიმას 11 კილომერიან სანაპიროზე 3 100 ტონა ასეთი ნარჩენია.

19 მაისი 2019, 10:22

ტექნოლოგიები

კვლევა: ხელმძღვანელობა სამსახურისადმი თქვენს სიყვარულს ბოროტად იყენებს

გაგიმართლათ, თუ თქვენი სამსახური გიყვართ, მაგრამ უნდა გაიაზროთ, რომ ამას საშიშროებაც მოჰყვება - თქვენმა ხელმძღვანელმა, ნებით თუ უნებლიეთ, შეიძლება თქვენი ენთუზიაზმის ექსპლუატაცია მოახდინოს. ამის შესახებ კვლევა ჟურნალ Journal of Personality and Social Psychology-ზე გამოქვეყნდა.

გიორგი შენგელია ოჯახთან ერთად

19 მაისი 2019, 10:21

საქართველო

გიორგი შენგელია: დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ

"მოლოდინია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის, რაც შეეხება დარღვევებს, ყველა კანონდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურების მიერ შესაბამისი რეაგირება იქნება და ყველა ფაქტი აღმოიფხვრება, რომელი მხარის ჩადენილიც არ უნდა იყოს, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა განცხადება უკვე გააკეთა“, - განაცხადა შენგელიამ.

ნათია მეზვრიშვილი

19 მაისი 2019, 10:09

საქართველო

მეზვრიშვილი: სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რამე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მათი ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა და მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარება. უწყება მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი მოახდენენ რეაგირებას ყველა სახის ინციდენტზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მათი ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა და მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარება.

ირაკლი ალასანია

19 მაისი 2019, 10:08

საქართველო

ირაკლი ალასანია ამბობს, რომ თბილისში შალვა შავგულიძის მხარდასაჭერად ჩამოვიდა

"ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში, რომ დავუდგე შალვას გვერდში. მას სჭირდება მხარდაჭერა. ამიტომ მოვედი აქ. აქ არ მოვსულვარ პოლიტიკაზე სალაპარაკოდ, მოვედი იმიტომ, რომ მივცე ხმა და მეგობარს დავუჭირო მხარი“, - განაცხადა ალასანიამ.

გაფიცული მაღაროელები

19 მაისი 2019, 10:01

საქართველო

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელები არჩევნებზე მისასვლელად ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვენ

"მოშიმშილეები ვერ ახერხებენ თავად მისვლას, ამიტომ მიმართავენ საოლქო კომისიას, ამ ადამიანებისთვის გამოყონ ტრანსპორტი. ვწერთ განცხადებას და კომისიას მივაწვდით სიას და მისამართებს", - განაცხადა ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძემ.

19 მაისი 2019, 10:00

ტაბლოიდი

„სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი ნიუ-იორკის საკონდიტროში ტკბილეულით აღნიშნეს

ყველაზე პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი ნიუ-იორკის ერთ-ერთ საკონდიტროში საგანგებო ტკბილეულით აღნიშნეს. ლიმონის კექსი ყინულოვანი მინანქრით და კენკრის შიგთავსით და თანაც დრაკონის კვერცხის ფორმით ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა . ნუგბარმა არნახული რაოდენობის მომხმარებელი მიიზიდა.

19 მაისი 2019, 09:59

საქართველო

ხულოში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

„ყველაზე უკეთ ვიცი რა პრობლემებია ხულოში, რა არის გასაკეთებელი და საჭირო, რა უნდა გაკეთდეს რომ ხულო იყოს წარმატებული, თვითმართველობა იყოს ძლიერი და ის საქმე კეთდებოდეს რაც არის ხალხის მოთხოვნა. ჩემი არჩევის შემთხვევაში მე ვიქნები ყველას მერი. ჩვენ არ გვჭირდება პრობლემების ახლიდან შესწავლა. გვაქვდ კონკრეტული გეგმა და გავაგრძელებთ მუშაობას,"- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ

19 მაისი 2019, 09:44

სპორტი

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის თასი მოიგო

საფეხბურთო კლუბმა „მანჩესტერ სიტიმ“ 18 მაისს, ინგლისის თასის ფინალი მოიგო. „მანჩესტერ სიტიმ“ „უოტფორდი" (6:0) დაამარცხა. საფეხბურთო მატჩში ანგარიში დავიდ სილვამ გახსნა, 12 წუთში კი სტერლინგმა ანგარიში ორამდე გაზარდა. კიდევ ოთხი გოლი მანჩესტერელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს: 61-ე და 68-ე წუთებზე კევინ დე ბრუინმა და გაბრიელ ჟეზუსმა

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2019, 09:43

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ზუგდიდში დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს

დღეს ზუგდიდში ფიქსირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების არაპროპორციული კონცენტრაცია. შესაბამისად, არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის განმარტებით, წინასაარჩევნო პროცესებმა ორი თვის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთმა მხარემ სცადა პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტანა.

19 მაისი 2019, 09:30

საქართველო

ზუგდიდში პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის მოქალაქეებმა იჩხუბეს

„შვიდის ნახევარზე ვიყავი აქ, მაგი მოვიდა რვის ნახევარზე და მეჩხუბა. რატო უნდა მეჩხუბო? პირველი, რომ მოვედი ყველა მხედავდა, მეტი რა ვქნა. მე უნდა შევსულიყავი და გამექცა“ - ამბობს კაცი, რომელიც პირველი ამომრჩეველი 21-ე უბანზე ვერ გახდა.

სანდრა რულოვსი

19 მაისი 2019, 09:22

საქართველო

სანდრა რულოვსი: ზუგდიდის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანია

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსი ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

გიორგი გახარია

19 მაისი 2019, 09:21

საქართველო

გახარია: ზუგდიდში გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა

„მიმდინარეობს გამოძიება, მე როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი. თუმცა, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გაერკვევა დეტალურად ბოლომდე რა მოხდა, რა თქმა უნდა, ეს პიროვნება, როგორც ვიცი, არის დაკავებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

19 მაისი 2019, 09:21

საქართველო

პანკისის ხეობაში არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

შუალედურ არჩევნებზე ხმათა უმრავლესობის მოპოვებას ხალაწნის თემის 5 სოფელში სწორედ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეეცდება. როსტომ(რუსლან) ალხანაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გაააკეთა. მისი განცხადებით, კარგად იცნობს სოფლის პრობლემებს და გამარჯვების შემდეგ მთელ ყურადებას მოსახლეობის საჭიროებებს დაუთმობს.

ლადო კახაძე

19 მაისი 2019, 09:15

საქართველო

კახაძე: გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ მთაწმინდის პირველი ოლქის მეთორმეტე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. მმართველი პარტიის კანდიდატმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა. მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

ანა მიქელაძე

19 მაისი 2019, 09:09

საქართველო

ცესკო: საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

„საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

გიორგი გახარია

19 მაისი 2019, 09:07

საქართველო

გახარია: შსს-ს რეაგირება განურჩევლად მხარეებისა აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი იქნება

"საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის გარკვეული ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების, რაც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და ზოგადად საარჩევნო სისტემისთვის. ამიტომ ჩვენი ყურადღებაც ზუგდიდთან მიმართებით არის საკმაოდ კონცენტრირებული,"- თქვა გახარიამ.