imedi /  05 ივნისი 2019, 16:22 / სანდო წყარო

როგორ ვისწავლო მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. 6 რჩევა

გიტარა

თუ გინდათ, რომ მუსიკალური ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლოთ, ასაკს მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. მთავარია, დაიცვათ ინსტრუქცია, რომელიც სპეციალისტების რჩევებისგან შედგება.

ჩამოყალიბდით, რომელ ინსტრუმენტზე დაუკრავთ!

ყველაზე მარტივი მეთოდია, სხვადასხვა ინსტრუმენტი სცადოთ. თუ თქვენ მუსიკოსი მეგობარი გყავთ, სთხოვეთ მას, რამდენიმე მარტივი მელოდია გასწავლოთ ან რომელიმე მუსიკალურ სკოლაში ან წრეზე საცდელ გაკვეთილზე ჩაეწერეთ. ინტერესის პარალელურად უნდა გაითვალისწინოთ ინსტრუმენტისა და სწავლების ღირებულება. ასევე უნდა დაფიქრდეთ, შეძლებთ თუ არა თქვენს ქალაქში არფა შეიძინოთ ან გაქვთ თუ არა სახლში როიალისთვის საკმარისი სივრცე?

ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტების ჩამონათვალში ფორტეპიანო, გიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტები ლიდერობს. საბოლოოდ კი, წესი ასეთია: რაც უფრო პოპულარულია ინსტრუმენტი, მით უფრო იოლია მისი შემსწავლელი კურსის ან შესაბამისი მასწავლებლის პოვნა. როცა თქვენ მეტ-ნაკლებად მარტივ ინსტრუმენტს გაითავისებთ, შემდეგ უფრო არასდანდარტულ ინსტრუმენტზე დაკვრასაც ადვილად შეძლებთ.

დაისახეთ კონკრეტული მიზანი!

ეს მოტივაციის ბოლომდე შენარჩუნებისთვის გჭირდებათ. იქნებ თქვენ გინდათ საყვარელი მელოდიის დაკვრა ისწავლოთ ან გეგმავთ წვეულებას, რომელზეც თქვენი ტალანტით მეგობრების გააკვირვება გსურთ? რაც უფრო კონკრეტულია მიზანი და მისკენ მიმავალი გზა, მეტია იმის შანსიც, რომ თქვენ სწავლას შუა გზაზე არ მიატოვებთ.

პირველ რიგში, უნდა გაიგოთ, რამდენად განვითარებულია თქვენი მუსიკალური სმენა და რიტმის შეგრძნება. ნებისმიერი პედაგოგი მეცადინეობას სწორედ აქედან დაიწყებს, რათა მან სწავლების კონკრეტული გეგმა შეიმუშაოს. ამ მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების შემოწმება ონლაინტესტების მეშვეობითაც შეგიძლიათ. თუ შედეგი არც ისე დამაკმაყოფილებელია, არ დანებდეთ - მუსიკალური სმენისა და რიტმის შეგრძნების განვითარება შესაძლებელია.

აირჩიეთ სწავლების კონკრეტული მეთოდი!

მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სხვადასხვა საშუალება არსებობს. თქვენ შეგიძლიათ სპეციალურ კურსებზე ჩაეწეროთ, კერძო რეპეტიტორი იპოვოთ ან დამოუკიდებლად ისწავლოთ. ყველა ამ  მეთოდს თავისი უპირატესობა აქვს. ჯგუფში დამატებითი მოტივაციის შანსი გექნებათ, ასევე, შესაძლოა, იპოვოთ თანამოაზრე, რომელთანაც სწავლის პროცესის განხილვასა და სამოყვარულო ჯგუფის ჩამოყალიბებასაც კი შეძლებთ.

ამა თუ იმ მუსიკალურ ინსტუმენტზე დაკვრის შესწავლა კერძო რეპეტიტორთან უფრო ძვირი სიამოვნებაა, თუმცა შედეგი ბევრად სწრაფია. თქვენ შეგიძლიათ პირადად თქვენზე მორგებული განრიგის შემუშავება ან საყვარელი მელოდიის შესწავლა. თვითმასწავლებლები კი სრულ თავისუფლებას გაძლევენ, მაგრამ ასე მეცადინეობა ბევრად რთულია. ამისათვის თქვენ მინიმალური გამოცდილება მაინც უნდა გქონდეთ და მკაცრად დისციპლინირებული იყოთ, თუმცა ამ შემთხვევაში მეტი დრო დაგჭირდებათ.

შეარჩიეთ ინსტრუმენტი!

ჩავთვალოთ, რომ თქვენ ჩამოყალიბდით, რომელ ინსტრუმენტზე გსურთ დაუკრათ და მიზანიც დაისახეთ. ახლა უკვე შესაბამისი ინსტრუმენტი უნდა იპოვოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ჯგუფში მუშაობა გადაწყვიტეთ, დამოუკიდებლად თუ კერძო რეპეტიტორთან, უმჯობესია, ინსტრუმენტი შეიძინოთ.

რა თქმა უნდა, ძვირადღირებული ინსტრუმენტის შეძენა გარკვეულ რისკს შეიცავს, თუ თქვენ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული საკუთარ სურვილსა და მიზანში. ამავდროულად, რაც უფრო ძვირადღირებულია ინსტრუმენტი, მით უფრო მაღალია მისი ჟღერადობა და შესაძლებლობაც მეტი აქვს. მუსიკალური მაღაზიის გამყიდველთან, პირველ რიგში, დააზუსტეთ, არის თუ არა ის დამწყებთათვის რეკომენდებული.

პრაქტიკა მნიშვნელოვანია!

მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა ტექნიკის საქმეა. უმჯობესია, თუ თქვენ ხშირად დაუკრავთ, რადგან რეგულარული მეცადინეობის შემთხვევაში მიზანს უფრო სწრაფად მიაღწევთ. ჩვეულებისამებრ, მუსიკალურ სკოლებში სასწავლო პროგრამა რამდენიმე წელზეა გათვლილი.

როგორც წესი, კვირაში ორჯერ რეგულარული მეცადინეობის შემთხვევაში 2-3 თვეში შესაძლებელია არც თუ ისე რთული მუსიკალური კომპოზიციის შესწავლა.

გაამრავალფეროვნეთ სწავლის პროცესი!

იმისათვის, რომ მუსიკის მეცადინეობა რუტინად არ იქცეს, მუსიკალურ კულტურაში უკეთ გარკვევა სცადეთ. ხშირად უსმინეთ ინსტრუმენტულ მუსიკას, იარეთ კონცერტებზე, წაიკითხეთ საყვარელი კომპოზიტორების ბიიოგრაფიები, ნახეთ თემატური ვიდეობი და ა.შ. მაგალითისთვის, განავითარეთ თქვენი მუსიკალური სმენა EarMaster-ზე ან სხვა მსგავს ვებგვერდებზე.

როდესაც გამოცდილებას შეიძენთ და საფუძვლებს შეისწავლით, შეგიძლიათ, უფრო რთული კომპოზიციები დაიწყოთ და პოპულარული სიმღერები დაივიწყოთ. თავდაპირველად, ეცადეთ მზა ნოტები მოიძიოთ. თუ ასეთი არ არსებობს, შეეცადეთ Youtube-ზე მელოდიის გარჩევა მოძებნოთ, რადგან იქ ძალიან ბევრი თემატური არხის პოვნა შეგიძლიათ.

ყველა სიახლე

ნაომი კემპბელი

26 ივნისი 2019, 00:30

კულტურა

ნაომი კემპბელი: მოდის ინდუსტრიაში კანის ფერის თემა ისევ გამოწვევაა

სუპერმოდელ ნაომი კემპბელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში კანის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები გაუმჯობესდა, ძველებურად მაინც "დიდ საქმედ" ითვლება როდესაც მოდის ცნობილი ჟურნალების გარეკანზე ფერადკანიანია გამოსახული.

მამუკა ბახტაძე

26 ივნისი 2019, 00:13

საქართველო

მამუკა ბახტაძე: სტუმარმასპინძლობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფასეულობაა

პრემიერის განმარტებით, ტურიზმს განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან საქართველოს სტუმრებს საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

ოთარ დანელია

26 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

დანელია: გახარიას გადადგომით პოლიტიკური ამინდის შეცვლა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ

ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ 20 ივნისის ღამეს მომხდარზე და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარი მიზეზია.

საელჩო

26 ივნისი 2019, 00:01

საქართველო

ამერიკელი დიპლომატი ოჯახთან ერთად საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ჯულიუს ცაი წერს, თუ რატომ არის საქართველოში გატარებული დრო მისთვის და მისი ოჯახისთვის ძვირფასი.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და თუ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ხვალ 19:00 საათზე განახლდება.

დაპირისპირება

25 ივნისი 2019, 23:16

საქართველო

პარლამენტთან ორ ადგილზე დაპირისპირება მოხდა

პოლიციამ როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს რამდენიმე პირი აქციაზე დააკავა ან ადგილიდან გაიყვანა. აქციის წამყვანებმა სამართალდამცველებს მომხდარზე რეაგირება სთხოვეს, აქციის მონაწილეებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 22:55

საქართველო

პარლამენტთან პუტინის თვალებდათხრილი ბანერი გაშალეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ბანერზე პუტინს ცალ თვალზე საქართველოს დროშა, ცალზე კი უკრაინის დროშა აქვს გამოსახული, დროშები კი ცენტრში დაზიანებულია.

მამუკა ბახტაძე

25 ივნისი 2019, 22:47

საქართველო

პრემიერი მელიას საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალების ლიდერებს აკისრებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები. ასე შეაფასა პრემიერმა ნიკა მელიას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მიხეილ სააკაშვილი

25 ივნისი 2019, 22:21

საქართველო

სააკაშვილი: მელია არ უნდა დავაჭერინოთ! ამოვიდა ყელში!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს. "მელია არ უნდა დავაჭერინოთ არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", - წერს სააკაშვილი.

შალვა ნათელაშვილი

25 ივნისი 2019, 22:18

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა სცენაზე გამომსვლელ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. როგორც ჟურნალისტებს ნათელაშვილმა განუცხადა, ეს პროვოკატორები იყვნენ.

სტეფანი გრიშემი

25 ივნისი 2019, 22:01

მსოფლიო

მელანია ტრამპის თანაშემწე თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება

აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის თანაშემწე კომუნიკაციებისა და პერსონალის საკითხებში სტეფანი გრიშემი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. თეთრი სახლის პრესმდივნის ფუნქციების გარდა სტეფანი გრიშემი კომუნიკაციების დირექტორის პოსტსაც შეითავსებს და ამავდროულად მელანია ტრამპის წარმომადგენელიც იქნება.

გიორგი მარგველაშვილი

25 ივნისი 2019, 21:59

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილეებს: კობახიძე ეტა რაზ, გახარია ეტა დვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა. გუშინ აქციაზე მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა იყო მისული.

სანდრა რულოვსი

25 ივნისი 2019, 21:56

საქართველო

სანდრა რულოვსი: ხალხი გასაპროტესტებლად გავიდა, რა თქმა უნდა პარლამენტში შესვლა მოუნდებოდა

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. ის ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნას და მის შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელია პატიმრობას არ იმსახურებს.

აქცია

25 ივნისი 2019, 21:28

საქართველო

პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ აქციის მონაწილეს. რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს. დღეს პარლამენტთან აქცია ისევ განახლდა.

ჯორჯ მარტინი

25 ივნისი 2019, 21:28

კულტურა

ჯორჯ მარტინმა „ჩერნობილი“ შეაქო

ამერიკელმა მწერალმა ჯორჯ მარტინმა, რომლის რომანების მიხედვითაც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ რამდენიმე სეზონი გადაიღეს, ბრიტანული HBO-ს მიერ გადაღებული მინი-სერიალი „ჩერნობილი“ შეაფასა. მან ასევე შეაქო ჯარედ ჰარისი, რომელმაც სერიალში მეცნიერი ვალერი ლეგასოვი განასახიერა.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 21:14

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას განუმარტეს, რომ მომიტინგეთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით გზის სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობა გაჩნდა.

კლოდ კერნი

25 ივნისი 2019, 20:54

საქართველო

ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მიესალმებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) 2020 წლის არჩევნების ნულოვანი ბარიერით და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

შეკვეთილი

25 ივნისი 2019, 20:53

საქართველო

შეკვეთილში აქციის ოთხმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო

შეკვეთილში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს, ოთხმა ადამიანმა კი შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 20:47

საქართველო

ოპოზიციის შეფასებით მელიას საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მელიას საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს, იმიტომ რომ "საქართველოს მოქალაქეს პარლამენტში შესვლა შეუძლია. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები შეერთებული შტატების სენატში და წარმომადგენლების პალატაში შევდივართ პირადობის მოწმობის გარეშე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პროკურატურა

25 ივნისი 2019, 20:27

ძალოვნები

გენპროკურატურა სასამართლოს აქციისას დაკავებულთა უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებას სთხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას დაკავებული პირებიდან უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.