imedi /  05 ივნისი 2019, 22:47 / სანდო წყარო

რუსებმა „ჩერნობილის“ საკუთარი ვერსია გადაიღეს, რომელშიც CIA-ს აგენტიც არის

კადრი ფილმიდან ჩერნობილი

კადრი ფილმიდან "ჩერნობილი"

4 ივნისს HBO-ს მინისერიალის "ჩერნობილის" ფინალური ეპიზოდი გამოქვეყნდა, რომელიც 1986 წლის ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიას შეეხება. 5-ეპიზოდიანმა სერიალმა IMDb-ზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში, ასევე სამსახურებსა თუ მეგობრულ შეხვედრებზე განხილვის საგნად იქცა.

ამის პარალელურად კი, ცნობილი ხდება, რომ რუსეთი "ჩერნობილის" საკუთარი ვერსიის გადაღებაზე მუშაობს. როგორც tjournal.ru წერს, პროექტზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, თუმცა მას შემდეგ აქამდე არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა ცნობილი. სერიალი რუსულ ტელეარხ НТВ-ზე, 2019 წელს უნდა გავიდეს.

ოფიციალური სინოფსისის მიხედვით, სერიალში მოქმედება დაიწყება ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე. სიუჟეტი აგებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის ალბერტ ლენცის სამძებრო სამუშაოებზე, მთავარი გმირი კი სამხედრო კონტრდაზვერვის ვიცეპოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლაევია. ის შეეცდება, რომ შეაჩეროს უცხოელი ჯაშუში და აღკვეთოს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება. 

ფილმის ავტორები ირწმუნებიან, რომ ისინი წარმოადგენენ ფაქტებს, თუ რა მოხდა მაშინ სინამდვილეში. 

სერიალი 12 ეპიზოდისგან შედგება და მისი რეჟისორი ალექსეი მურადოვია. გამოცემის ცნობით, "ჩერნობილის" რუსული ვერსიის გადაღებები 2018 წელს ბელარუსში, კერძოდ - მინსკში, მოზირში, სლუცკში და სხვა ქალაქებში მიმდინარეობდა.

ყველა სიახლე

ანსუ ფატი

26 აგვისტო 2019, 09:30

სპორტი

„ბარსელონაში“ 16 წლის ანსუ ფატის დებიუტი შედგა

კატალონიური „ბარსელონას“ შემადგენლობაში 16 წლის გვინეა-ბისაუელი ფორვარდის ანსუ ფატის დებიუტი შედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელი „კამპ ნოუზე“ „ბეტისის“ წინააღმდეგ ესპანეთის „ლა ლიგის“ მატჩში 78-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის განაცხადში 16 წლის ანსუ ფატის მოხვედრა „ბარსელონას“ ლიდერების - ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს ტრავმებით იყო გამოწვეული.

წყალდიდობა სუდანში

26 აგვისტო 2019, 09:01

მსოფლიო

სუდანში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა

სუდანში გადაუღებელი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ივლისში დაწყებული ძლიერი წვიმების შედეგად ქვეყნის 15 შტატში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

კოსოვო

26 აგვისტო 2019, 08:51

მსოფლიო

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება კიდევ ერთმა ქვეყანამ გააუქმა

​​​​​​​კოსოვომ 2008 წელს, ცალმხრივი წესით გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა. კოსოვოს სუვერენიტეტს არ აღიარებს სერბეთი, თუმცა როგორც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, ეს საკითხი თეორიულად შესაძლებელია რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.

სოხუმი

26 აგვისტო 2019, 08:30

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური ჩატარდება

საერთო ჯამში ხაულ ხაჯიმბასთან ერთად „პრეზიდენტის“ პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. ხმის მიცემა 150 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „არჩევნებს“ 79 ჟურნალისტი და 60 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი

26 აგვისტო 2019, 08:14

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ამაზონთან დაკავშირებით შეთანხმებას უახლოვდებიან

„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები ამაზონს ტყეების ხანძართან დაკავშირებით საერთო შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეთანხმება ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ თითქმის მიღწეულია.

დევიდ ბექჰემი

26 აგვისტო 2019, 00:50

ტაბლოიდი

ბექჰემი ოჯახთან ერთად საფრანგეთში ისვენებს

ბრიტანელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ოჯახთან ერთად საფრანგეთში იმყოფება. სპორტსმენი მეუღლესთან და შვილთან ერთად დასვენების დღეს იახტაზე ატარებს. მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოზე მომღერალი ელტონ ჯონიც ჩანს. ფეხბურთელი საფრანგეთში გასულ წელსაც ჩავიდა.

ჰითროუს აეროპორტი

26 აგვისტო 2019, 00:18

ტექნოლოგიები

დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ბარგის შემოწმებასთან დაკავშირებით ახალი ტექნოლოგია დაინერგება

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია უსაფრთხოების შემოწმების პროცესს დააჩქარებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს აეროპორტში რიგის შემცირებას და შესაძლოა, სითხეებსა და ლეპტოპზე დაწესებული შეზღუდვებიც მოიხსნას.

სუდანი

25 აგვისტო 2019, 23:30

მსოფლიო

სუდანის სუვერენულმა საბჭომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სუდანის სუვერენულმა საბჭომ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება შეტაკებას მოჰყვა, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის განცხადებით, ბენი ამერის და ნუბას ტომების შეტაკებები ისევ განახლდა, თვითმხილველებს კი ამის დასტურად მომხდარი აფეთქებები მოჰყავთ.

პრინცი ჰარი

25 აგვისტო 2019, 22:37

ტაბლოიდი

მედია: პრინცი ჰარი ყოფილი შეყვარებულის ქორწილს დაესწრება

პრინცი ჰარი ყოფილი შეყვარებულის კრესიდა ბონასის ქორწილს დაესწრება. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჰარი და კრესიდა კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ. წყარო ასევე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ქორწილს მეგან მარკლიც დაესწრება.

25 აგვისტო 2019, 22:26

საქართველო

ყაზბეგში თოვლი მოვიდა. ვიდეო

ყაზბეგში თოვლი მოვიდა. ამის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნიკა გომიაშვილი ავრცელებს. ვიდეო 25 აგვისტოსაა გადაღებული. „25.08.2019 აგვისტოში ზამთარი მოვიდა“, - წერს ფეისბუკმომხმარებელი.

25 აგვისტო 2019, 22:17

მსოფლიო

მერილენდში დაბადების დღის წვეულებაზე მოზარდებს ცეცხლი გაუხსნეს

დაშავებულები 18-დან 20 წლამდე ახალგარზდები არიან. ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულად ითვლება, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა პოლიცია არ გამორიცხავს, რომ გასროლას შესაძლოა, ჩხუბი უძღოდა წინ.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

25 აგვისტო 2019, 21:52

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე მოულოდნელად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

მისმა გამოჩენამ დიპლომატიურ წრეებში დაბნეულობა გამოიწვია. თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული. როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაციამ ირანელ დიპლომატს გასულ თვეს სანქციები დაუწესა.

სოფელ ქვემო ხოდაშენის ამბულატორია

25 აგვისტო 2019, 21:13

საქართველო

სოფელ ქვემო ხოდაშენის ამბულატორიაში გაუსაძლისი პირობებია. ვიდეო

როგორც ექიმები აცხადებენ, ავარიულ შენობაში წლებია მუშაობენ. დაზიანებული საძირკვლის გამო შენობის შიგნით და გარეთ კედლებიდან ბათქაში ყოველდღე ცვივა. წვიმის დროს კი ოთახებში წყალი ჩადის, ხოლო ფანჯრებზე მინის ნაცვლად პოლიეთილენის პარკებია დამაგრებული.

ზელიმხან ხანგოშვილი

25 აგვისტო 2019, 21:07

საქართველო

ზელიმხან ხანგოშვილს საქართველოში გამოძიების დასრულების შემდეგ ჩამოასვენებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის დეტალებს გერმანელ სამართალდამცავებთან გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს. გერმანიაში პანკისის ხეობის მკვიდრის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

ღამის სერენადები

25 აგვისტო 2019, 20:55

კულტურა

ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა

ბათუმში, კლასიკური მუსიკის ფესტივალის, ღამის სერენადების პირველი დღე პეტრე ჩაიკოვსკის სერენადას, სამუელ ბარბერის ადაჟიოსა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტს დაეთმო. ფესტივალში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, მთავარი დირიჟორი კი ვახტანგ მაჭავარიანია.

25 აგვისტო 2019, 20:48

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები დახურულია. წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად „პრეზიდენტის“ პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძვის.

უშგული

25 აგვისტო 2019, 20:40

საქართველო

უშგულში კოშკების სათანადო რესტავრაციის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა

უშგულში ადგილობრივმა მოსახლეობამ ისტორიული კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით 12 აგვისტოს საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვდა.

ახალსოფელი

25 აგვისტო 2019, 20:33

საქართველო

ახალსოფელთან ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

მესამე დღეა სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და 250-მდე მეხანძრე. დღეს ტყეში დამატებით თავდაცვის სამინიატროს 3-ტონიანი მუხლუხოვანი სახანძრო ტექნიკაც შეიყვანეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა.

ქეთევან ციხელაშვილი

25 აგვისტო 2019, 20:19

საქართველო

ციხელაშვილი: აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს ლეგიტიმურობა ვერ ექნება

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმურობა ვერ ექნება, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. მინისტრის კომენტარს მისივე უწყება ავრცელებს.

PewDiePie

25 აგვისტო 2019, 20:18

ტექნოლოგიები

PewDiePie-ს გამომწერების რიცხვმა YouTube-ზე 100 მილიონს გადააჭარბა

PewDiePie-მ Youtube-ზე ყველაზე პოპულარული არხის სტატუსი რამდენიმე თვის წინ დაკარგა. სანამ T-Series-ის არხის გამომწერთა რაოდენობა შვედი იუთუბერის არხისას გადააჭარბებდა, PewDiePie-მ თავის გულშემატკივრებს არხის გამოწერისკენ მოუწოდა.