imedi /  15 ივნისი 2019, 01:05 / სანდო წყარო

The New York Times-მა მუსიკალური ბიზნესის ისტორიაში დღემდე უცნობი კატასტროფა ამხილა

The New York Times-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმად, 11 წლის წინ კალიფორნიაში, სტუდია Universal-ში, 1940-ანი წლების შემდეგ გამოსული ასობით ათასი მუსიკალური ჩანაწერის ორიგინალები დაიწვა. მთელი ამ წლების განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ხანძრის დროს მხოლოდ ვიდეოარქივი განადგურდა - კომპანია მუსიკალურ დანაკარგს უარყოფდა. ის, რომ ჩანაწერები განადგურდა, თავად მუსიკოსებმაც კი არ იცნოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა ისიც ვერ გაიგო, რაიმე მაინც გადარჩენილია თუ არა. 

2008 წლის 1 ივნისს სტუდიაში Universal Studios Hollywood ხანძარი გაჩნდა. ღამით მუშები სახურავზე განათებას ამონტაჟებდნენ, მათი წასვლის შემდეგ კი დილის 5 საათისთვის, შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარმა გაანადგურა რამდენიმე ობიექტი და ნაწილობრივ ატრაქციონების პარკი. დაზიანდა 6197-ე პავილიონი, გოფრირებული ლითონის უზარმაზარი შენობა, რომელშიც, სტუდიის წარმომადგენელთა თქმით, ვიდეოჩანაწერები, კასეტები და ძველი კინოფირები ინახებოდა. ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენეს ბულდოზერები, რის შედეგადაც, იქ შენახული ყველა ფირი ფერფლის გორად იქცა. ჟურნალისტებმა მაშინვე გაარკვიეს, რომ 6197-ე პავილიონში ინახებოდა არა მხოლოდ ვიდეო, არამედ ისტორიულად მნიშვნელოვანი აუდიოჩანაწერები, რომლებიც Universal Music Group-ს ეკუთნოდა. მაგრამ კომპნია ამ არქივის დაზიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფდა.

11 წლის შემდეგ The New York Times-ის ჟურნალისტმა ჯოდი როზენმა შეიტყო, რომ აუდიოჩანაწერები სინამდვილეში განადგურდა. მისი გამოძება სასამართლო და კორპორატიულ დოკუმენტებს, ათასობითგვერდიან ჩვენებებს და UMG-ს შიდა ფაილებს ეფუძნება, რომლებიც ტექსტზე მუშაობის დროს მიიღო. რა გზით აღმოჩნდა დოკუმენტები რედაქციის ხელთ და კონკრეტულად რა ჰქვია მათ, როზენი არ აზუსტებს. მათში საუბარია ეგრეთ წოდებულ მასტერ-ასლებზე - თავდაპირველი ჩანაწერების ანალოგებზე, რომლებიც მოგვიანებით ვინილებზე, CD-სა და mp3 გადაიტანეს. ზოგიერთი მათგანი წარმოადგენდა თითოული ინსტრუმენტისა და ხმისთვის შექმნილ რამდენიმე ხაზიან ფირს, ამგვარად, ხანძრის შემდეგ შენარჩუნდა ცნობილი ჰიტების მხოლოდ შეერთებული ვერსიები, მათი ასლები და ასლების ასლები.

განადგურებულია რამდენიმე ათწლეულის ჩანაწერთა დედნები, დაწყებული 1940-ანი წლებიდან, - წერს როზენი. მათ შორისაა Nirvana-ს, Police-ის, R.E.M.-ის, No Doubt-ის, Nine Inch Nails-ის, Guns N 'Roses-ის, ელტონ ჯონის, ერიკ კლეპტონის, რეი ჩარლზის, ბილი ჰოლიდეის, ბინგ კროსბის, ლუი არმსტრონგის, დიუკ ელინგტონის, ელა ფიცჯერალდის, ჩაკ ბერის, არეტა ფრანკლინის, ბი ბი კინგის, ნილ დაიმონდის, ჯიმი ბაფეტის, ტომ პეტის, სტინგის, ჯანეტ ჯექსონის, მერი ჯეი ბლაიჯის, სნუპ დოგის, შერილ ქროუს, თუფაქ შაკურის, ემინემის, 50 Cent-ის, The Roots-ის და ბევრი სხვა შემსრულებლის სიმღერა. გაუგებარია, რომელმა დაზარალებულმა არტისტმა კონკრეტულად რა ჩანაწერი დაკარგა. ცნობილია, რომ სამუდამოდ განადგურდა ბილი ჰეილის „Rock Around the Clock“-ის და ეტა ჯეიმსის „At Last“-ის ჩანაწერების ორიგინალები.

2009 წელს UMG-მ თავისი დანაკარგების შესახებ მომზადებულ საიდუმლო ანგარიშში (დოკუმენტი The New York Times-ს აქვს) წერდა, რომ 500 ათასი სიმღერა განადგურდა. გავრცელებული ხმების თანახმად, ზიანის თანხის მოცულობას შესაძლოა 150 მილიონ დოლარამდე მიეღწია.

თავად მუსკოსებმა ამ კატასტროფის შესახებ არაფერი იცოდნენ. ჯგუფმა Hole (შემქმნელები - კორტნი ლავი და ერიკ ერლანდსონი) განაცხადა, რომ The New York Times-ის გამოძიების გამოქვეყნებამდე წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ჩანაწერები განადგურდა. Nirvana-ს ყოფილმა ბასისტმა კრისტ ნოვსელიჩმა Twitter-ზე დაწერა, რომ შესაძლოა მუსიკის ნაწილი სამუდამოდ განადგურდა.

Variety იუწყება, რომ UMG როზენის სტატიაში მოყვანილ ცნობებს აპროტესტებს. მათი აზრით, ტექსტში უამრავი უზუსტობა და წინააღმდეგობრივი ფაქტია. „მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შეზღუდვები, რომლებიც არ გვაძლევს უფლებას ათიწლისწინანდელი ხანძრის ზოგიერთი დეტალი გავასაჯაროოდ, ეს ინციდენტი არასდროს ასახულა კომერციულად გამოქვეყნებული მუსიკის ხელმისაწვდომობასა და არტისტების კომპენსაციაზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დღეს წარსულის კომერციული ჩანაწერების უმრავლესობას აკონტროლებს მხოლოდ სამი ხმისჩამწერი სტუდია: Sony Music Entertainment-ი, Warner Music Group-ი და Universal Music Group-ი.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2019, 00:52

მსოფლიო

ჰუსიტებმა დრონებით საუდის არაბეთის ორი აეროდრომი დაბომბეს

გამოცემის ინფორმაციით, ამით ჰუსიტებმა უპასუხეს თაიზის პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობაზე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ მიტანილ იერიშს, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოეთი აშშ დროშა

16 ივნისი 2019, 00:45

ეკონომიკა

ინდოეთმა აშშ-ს 28 დასახელების პროდუქციაზე ტარიფები დაუწესა

ტარიფების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ინდოეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა 5 ივნისს ნიუ-დელის შეღავათანი სავაჭრო პრივილეგიები გააუქმა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით $142.1 მილიარდი შეადგინა.

Mac Desktop აპლიკაცია

16 ივნისი 2019, 00:20

ტექნოლოგიები

Mac desktop-ზე Twitter-ის აპლიკაცია ისევ გამოჩნდება

როგორც Twitter-მა განაცხადა, პლატფორმაზე აპლიკაციის დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Apple-მა პროექტი Catalyst-ი გამოუშვა macOS 10.15 Catalina-სთვის. Twitter-მა MAC-ის აპლიკაციის მხარდაჭერა 2018 წლის მარტში შეწყვიტა. Twitter-მა MAC-ის აპლიკაცია 2015 წლის ოქტომბერში გამოუშვა.

უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრები

16 ივნისი 2019, 00:08

სპორტი

უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

უკრაინის ნაკრები ფეხბურთში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პოლონეთში გამართული ჩემპიონატის ფინალში უკრაინელმა ფეხბურთელებმა სამხრეთ კორეის ნაკრები 3:1 დაამარცხეს. უკრაინელთა რიგებში დუბლით თავი ვლადისლავ სუპრიაგამ გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

ევროპის ყველაზე დიდი გრაფიტი

15 ივნისი 2019, 23:34

კულტურა

პარიზში ევროპის ყველაზე დიდი გრაფიტი შექმნეს

გრაფიტის ნახვა მე-7 პავილიონის სახურავიდან არის შესაძლებელი. პროექტის დიზაინერი ოლივიე ლანდესი ამბობს, რომ გრაფიტის შექმნის იდეა საგამოფენო ცენტრის წარმომადგენელს მოუვიდა, რომელიც 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებისთვის ცენტრის მოდერნიზაციის პროექტზეა პასუხისმგებელი.

სი ძინპინი  ვლადიმერ პუტინი

15 ივნისი 2019, 23:26

ტაბლოიდი

ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს დაბადების დღეზე ნაყინი აჩუქა

სი ძინპინს 66 წლისა გახდა. ჩინეთში მსგავს ამბებს თითქმის არ აშუქებენ მედიასაშუალებები. უცნობია ნაყინის არომატი. ჩინურ მედიას ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სამაგიეროდ გაირკვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ჩინური ჩაის აჩუქა.

კახა ბექაური

15 ივნისი 2019, 23:07

საქართველო

კახა ბექაური: ტყუილია რომ ცვლილება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენაა მიმართული

„ტყუილია, რომ ეს ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან“, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა.

კადრი სერიალიდან „ჩერნობილი“

15 ივნისი 2019, 22:48

კულტურა

ჩერნობილის ყოფილმა დირექტორმა HBO-ს სერიალი გააკრიტიკა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყოფილმა დირექტორმა იგორ გრამოტკინმა HBO-ს მიერ გადაღებული სერიალი „ჩერნობილი“ გააკრიტიკა და მისი შექმნელები სიცრუეში დაადანაშაულა.

Amazon Spark

15 ივნისი 2019, 22:41

ტექნოლოგიები

Instagram-ის 2 წლის კონკურენტი დაიხურა

სოციალური ქსელი 2017 წელს ამოქმედდა და მას Instagram-ის კონკურენტადაც კი განიხილავდნენ. Amazon Spar-ი სოციალური ქსელი იყო, რომლითაც Amazon Prime-ის მომხმარებლები სარგებლობდნენ და ერთმანეთს შეძენილი პროდუქციის ფოტოებს უზიარებდნენ.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია

15 ივნისი 2019, 22:18

ტაბლოიდი

მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის ინტერნეტში გავრცელებული ფოტო ყალბი აღმოჩნდა

SussexRoyal19 წერდა, რომ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგიანიამ ახალშობილის მორიგი ფოტო გამოაქვეყნა. ყალბ ანგარიშს 13,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რის გამოც ახალი ამბების სააგენტოებმა არჩის „ახალ ფოტოში“ ეჭვი არ შეიტანეს და გაავრცელეს ინფორმაცია.

პიერ ელიოტ ტრიუდო და ჯასტინ ტრუდო

15 ივნისი 2019, 21:57

მსოფლიო

კანადაში სპეცსამსახურებმა ტრიუდოს მამის შესახებ საიდუმლო დოსიე გაანადგურეს

კანადის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა ქვეყნის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოს მამაზე, ყოფილ პრემიერმინისტრ პიერ ელიოტ ტრიუდოზე არსებული დოსიე გაანადგურა. უფროსი ტრიუდო 2000 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა.

ფესტივალი Art-გენი

15 ივნისი 2019, 21:30

კულტურა

ხვალ Art-გენი 2019 გაიხსნება

16 ივნისს Art-გენი 2019-ის რეგიონული ტურნე ახმეტით დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელს სხვადასხვა ტიპის გამოფენები და საინტერესო სივრცეები დახვდება. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. თბილისის ტურს ეთნოგრაფიული მუზეუმი 7-14 ივლისს უმასპინძლებს.

პოლ პოგბა

15 ივნისი 2019, 21:22

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოგბას მადრიდის „რეალში“ არ უშვებს

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის აგენტს „სამეფო კლუბთან“ მოლაპარაკებების გამართვა აუკრძალა. მადრიდში გადაბარგების სურვილის მიუხედავად პოგბა „იუნაიტედზე“ ზეწოლას არ გეგმავს და იმედოვნებს, რომ მხარეები მის გადასვლაზე დამოუკიდებლად შეთანხმდებიან.

გადარჩენილი ტურისტები

15 ივნისი 2019, 21:01

საქართველო

მაშველებმა სვანეთში ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს

„სოფელ ხალდეს მახლობლად მთაში ასული ტურისტები ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული. ფრანგ ტურისტს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

კობახიძე: მოქალაქეთა 2 ჯგუფის დაპირისპირებისას სახელმწიფო შუაში უნდა ჩადგეს

ირაკლი კოკახაძემ „ქრონიკის“ ეთერში ლგბტ თემისა და კონტრაქციის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს სახელმწიფოს მხოლოდ შუაში ჩადგომა შეუძლია. მიზეზად კი აგრესიისას და მძაფრი დაპირისპირების პრევენცია დაასახელა.

მამუკა ბახტაძე

15 ივნისი 2019, 20:54

ეკონომიკა

ბახტაძე: ანაკლიის პორტზე პომპეოს განცხადებაში ინტერპრეტაციის არანაირი დიაპაზონი არ არსებობს

საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ანაკლიის პორტს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი აქვს, აქ ინტერპრეტაციის არანაირი დიაპაზონი არ არსებობს, - ასე აფასებს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას.

ომანის ყურე ნავთობმზიდი

15 ივნისი 2019, 20:19

მსოფლიო

საუდის არაბეთი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმას გამოეხმაურა

„აუციელებელია სწრაფი და დროული რეაგირება მოხდეს, რათა ენერგომომარაგების წინააღმდეგ შექმნილი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა. Bloomberg-ის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევების გამო ბოლო 5 თვეში ნავთობის ფასი სულ მცირე 3.9%-ით გაიზარდა.

თვითმფრინავი

15 ივნისი 2019, 20:00

ეკონომიკა

მსოფლიოში ყველაზე განიერი თვითმფრინავი $400 მილიონად იყიდება

Stratolaunch-ის სიგანე დაახლოებით 117 მეტრია. თვითმფრინავს Boeing 747-ის ექვსი ძრავი აქვს. Vulcan-ი საინვესტიციო კონგლომერატია, რომელიც მილიარდერ პოლ ალენის მფლობელობაშია. ალენი Microsoft-ის თანადამფუძნებელიც იყო, ის გასული წლის ოქტომბერში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ევროკავშირი

15 ივნისი 2019, 19:17

მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსში სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას გმობს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მაია კოსიანჩიჩის განცხადება მკვლელობისთვის მსჯავრდებული ბელარუსის მოქალაქის ალექსანდრე ჟილნიკოვის დახვრეტას უკავშირდება.

ნაზანინ ზახარი-რეტკლიფი

15 ივნისი 2019, 19:14

მსოფლიო

ირანში დაკავებულმა ნაზანინ ზახარი-რეტკლიფმა შიმშილობა განაახლა

სოლიდარობის ნიშნად რეტკლიფის თავისი ქმარიც შეუერთდა. საკვების მიღებაზე უარის თქმის მიზანი ცოლის უპირობო გათავისუფლებაა. ზახარი-რეტკლიფი 2016 წლის აპრილში დააკავეს. მას ჯაშუშობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მისი ქმარი ირანში არ შეუშვეს. ნაზანინი ბრალდებას უარყოფს.