imedi /  16 ივნისი 2019, 09:22 / სანდო წყარო

დღეს Art-გენი 2019 გაიხსნება

Art-გენი 2019 რეგიონული ტურნეთი დაიწყება. ფესტივალის რეგიონული ტურნე 16 ივნისს, ახმეტაში გაიხსნება. ახმეტიდან Art-გენი 22 ივნისს, ჯერ აჭარაში, ქედაში გადაინაცვლებს. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დასრულდება.

ახმეტაში, დასკვნით კონცერტს ჯგუფი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური გამართავს. 
ქედაში, სოფელ მახუნცეთში, ტრადიციული პროგრამის შემდეგ, დასკვნით კონცერტებს ჯგუფი Asea Sool და Reggaeon გამართავს. ხონში კი, Art-გენის რეგიონულ ტურნეს, ჯგუფი „ფრანი“ დაასრულებს. 

თბილისის ტური, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 7-14 ივლისს გაიმართება. 7 ივლისს თბილისის ტურს დათო ევგენიძე გახსნის. ევგენიძის კონცერტამდე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება „აკუსტიკის“ კონცერტს დაესწროს. Art-გენი 14 ივლისს "სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.

Art-გენი 2019-ის მთლიანი პროგრამა ამ ბმულზე წაიკითხეთ.

ყველა სიახლე

30 მარტი 2020, 17:55

COVID19

სად უნდა დარეკოთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ შეკითხვის შემთხვევაში

უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, სწორედ ამიტომ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:53

COVID19

იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია

იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 17:47

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ვაწესებთ დამატებით შეზღუდვას ეკონომიკურ საქმიანობაზე

ჩვენ ვაწესებთ დამატებით შეზღუდვას ეკონომიკურ საქმიანობაზე. ეკონომიკური საქმიანობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებით, - მის შესხებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:47

COVID19

რა უნდა იცოდეთ საყოველთა კარანტინის ფარგლებში შემოღებული წესების შესახებ

მავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:42

COVID19

70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ

70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:40

COVID19

გიორგი გახარია: 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს

ე.წ. საკომენდანტო საათი ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს, სხვას არაფერს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც და დათმობაც დღეს ჩვენ შეგვეძლო იმისთვის, რომ არ გამოგვეცხადებიანა საყოველთაო კარანტინი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:38

COVID19

ხვალ დილის 08:00 საათიდან ქალაქში გადაადგილებისას ყველას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

31 მარტის დილის 08:00 საათიდან ყველა მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:29

COVID19

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება

საქართველოს მთავრობის გდაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. „საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გახარიამ.

კირიაკოს მიცოტაკისი

30 მარტი 2020, 17:19

COVID19

საბერძნეთის პრემიერი მმართველი პარტიის დეპუტატებს მოუწოდებს, მომდევნო ორი თვის ხელფასის ნახევარი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხონ

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მმართველი „ახალი დემოკრატიის“ პარტიის დეპუტატებს მოუწოდებს, მომდევნო ორი თვის ხელფასის ნახევარი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხონ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკოსები სოლიდარობის წინა ხაზზე უნდა იყვნენ. „ახალი დემოკრატიის“ ყველა დეპუტატს, მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებს სიმბოლური ინიციატივისკენ მოვუწოდებ - მომდევნო ორი თვის განმავლობაში ხელფასის ნახევარი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ფონდში ჩარიცხონ. საფრთხის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ, თუმცა ამ ბრძოლაში თითოეულმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს“, - დაწერა საბერძნეთის პრემიერმა Facebook-ზე.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:07

COVID19

გიორგი გახარია: ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება

ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

30 მარტი 2020, 17:05

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 100 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 18 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4978 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 266 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.

კახა კალაძე

30 მარტი 2020, 16:59

COVID19

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებისა და ხანდაზმულებისთვის პროდუქტების 1 500 პაკეტი შეაგროვა

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად ამჯერად „კარფურში“ იმყოფებოდა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა პროექტი, რომლითაც ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ასაკოვან ადამიანებს დაეხმარებიან. მერის განცხადებით, ამ მიზნით ისინი უკვე „აგროჰაბსა“ და „გუდვილში“ იმყოფებოდნენ. დღეს კი აქცია კარფურში ტარდება. მისივე თქმით, „კარფურში“ წარმოდგენილია პროდუქტები, რომლებიც მოქალაეებს შეუძლიათ გაჭირვებული ადამიანებისთვის შეიძინონ. წითელი ჯვრის მოხალისეები კი მოქალაქეებს ამ პროექტის შესახებ აუხნიან. პროდუქტებს სოციალურად დაუცველებსა და ასაკოვნებს სახლში მოხალისეები და გამგეობის თანამშრომლები მიუტანენ.

30 მარტი 2020, 16:58

სამართალი

შსს-მ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო

როგორც უწყებაში აცხადებენ, დროის უმოკლეს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ყველა იზოლატორში, მოეწყო სივრცეები, რომლებიც სრულად აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. იზოლატორებიდან პროგრამული ადმინისტრირების კუთხით გადამზადება გაიარეს იზოლატორის თანამშრომლებმა, რომლებსაც განესაზღვრათ სასამართლოებთან დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული კომუნიკაციის დამყარების ფუნქცია-მოვალეობა.

კორონავირუსი

30 მარტი 2020, 16:53

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 500-ს გადააჭარბა

აშშ-ში COVID-19 -ით, ბოლო მონაცემებით 2513 ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. აშშ-ში კორონავირუსით სულ 143 ათასი ადამიანი დაინფიცორდა. ყველაზე მეტი 776 ადამიანი ინფექციას ნიუ-იორკში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ქალაქი კინგი ვაშინგტონის შტატში, სადაც კორონავირუსით 144 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში ამ დროსითვის სულ 4865 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

30 მარტი 2020, 16:51

COVID19

სამხრეთკორეელი პროფესორი: დაინფიცირებულთა 20%-ს კორონავირუსი უსიმპტომოდ გადააქვს

დაინფიცირებულთა 20%-ს კორონავირუსი სიმპტომების გარეშე გადააქვს. ამის შესახებ სამხრეთკორეელი პროფესორი აცხადებს. ამასთან, კიმ ვუ-ჯუ ნიღბების ხმარებაზე კატეგორიულად არ ეთანხმება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ისა და ევროპელების მიდგომას, რომლის მიხედვითაც, ნიღბები მხოლოდ ექიმებმა უნდა იხმარონ. ექსპერტი თვლის, რომ ნიღბების მასიური ხმარება აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

30 მარტი 2020, 16:49

COVID19

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის პიკს 7-10 დღეში ელოდებიან

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემია პიკს სავარაუდოდ უახლოეს 7-10 დღეში მიაღწევს, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, პიერპაოლო სილერიმ. „კორონავირუსის გავრცელების ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ინფიცირების მრუდი ზევით მიდის, თუმცა უფრო ხაზოვანია“, - აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. პიერპაოლო სილერის განმარტებით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ პიკი 7-10 დღეშია მოსალოდნელი.

უკრაინის რადა

30 მარტი 2020, 16:46

მსოფლიო

უკრაინის რადამ თანამდებობიდან ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები გაათავისუფლა

უკრაინის რადამ თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი იგორ უმანსკი და ჯანდაცვის მინისტრი ილია ემეცი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. უმანსკის გატავისუფლებას მხარი 249 დეპუტატმა, ემეცის კი - 271 დეპუტატმა დაუჭირა. ამასთან ერთად, რადამ ჩააგდო მინისტრების შემცვლელების, სერგეი მარჩენკოს და მაქსიმ სტეპანოვის დანიშვნის საკითხზე გამართული კენჭისყრა.

სოფიო ბერუაშვილი

30 მარტი 2020, 16:27

COVID19

ექიმი: საფრანგეთში 16 წლის გოგოს მდგომარეობა, რომელიც არანაირ რისკჯგუფში არ იყო, 24 საათში დამძიმდა და ის გარდაიცვალა

„ყველასთვის ცნობილია, რომ რაც უფრო ასაკოვანია პაციენტი, მით უფრო მეტი დაავადება აქვს და მეტად არის რისკჯგუფში, თუმცა ჩვენს ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების 50%-ია 70 წელს გადაცილებული ადამიანები, მაგრამ ის 50% არ უნდა დავივიწყოთ, ვინც 70 წელს ქვემოთ არის. დაახლოებით 20% 40-დან 50 წლამდე პაციენტი გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული. ასევე, როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც არანაირი რისკჯგუფის მატარებელი არ იყო და არანაირი დაავადება არ ჰქონდა. 24 საათში დამძიმდა მდგომარეობა და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგით დასრულდა“, - განაცხადა სოფიო ბერუაშვილმა.

პრინცი ჩარლზი

30 მარტი 2020, 16:25

COVID19

პრინცი ჩარლზი თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება

კორონავირუსით ინფიცირებული პრინცი ჩარლზი თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი პრესსპიკერის განცხადებით, პრინცმა ექიმთან კონსულტაცია გაიარა, რის შემდეგად გადაწყდა, რომ ის თვითიზოლაციაში აღარ იქნება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 მარტი 2020, 16:21

COVID19

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩეველები კარანტინის რეჟიმზე გადავლენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩეველები კარანტინის რეჟიმზე გადავლენ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ თვითიზოლაციის რეჟიმი მანამ იმოქმედებს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მოკვლევა არ დასრულდება.