Imedi /  21 ივნისი 2019, 22:15 / სანდო წყარო

ღამის კლუბებმა BASSIANI და KHIDI დღევანდელი ივენთი გააუქმეს

ბასიანი

რუსთაველის მოედანზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ღამის კლუბებმა BASSIANI და KHIDI დღევანდელი ივენთი გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბების Facebook-ის გვერდებზე გავრცელდა. ისინი თავიანთ თანამოაზრეებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ.

„გუშინ საზოგადოების სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ რეპრესიულ საპოლიციო ძალადობას შედეგად მოჰყვა ასობით ადამიანის დაკავება და მათი დასახიჩრება. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აღმართა ხელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რითაც მან კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და გვანახა, რომ მის უკან საკუთარ შიშებსა და ვერაგულ განზრახვებში ჩაკეტილი ადამიანები დგანან, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების ნაცვლად, მზარდი სოციალური პროტესტის ჩახშობით არიან დაკავებული.

საზოგადოების გაჩუმების ყველა მცდელობა უშედეგოა და საბოლოოდ ისევ საპროტესტო ტალღის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი საზოგადოება არ დათმობს ჩვენს მთავარ მონაპოვარს - თავისუფლებას, რომელსაც საფრთხე ემუქრება ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, ხოლო მეორეს მხრივ მოძალადე ხელისუფლებისა და სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.

ვაცნობიერებთ, რომ ახლა, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქესა და ჯგუფს განსაკუთრებული სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს. ვითვალისწინებთ შექმნილი ვითარების სიმძიმეს და ვაუქმებთ BASSIANI/HOROOM-ის დაგეგმილ საკლუბო ღამეს.

სოლიდარობა მშვიდობიან, სამართლიან სამოქალაქო პროტესტს, ყველანი გარეთ“, - წერს BASSIANI.

 

„ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო KHIDI-ს დღევანდელი ღონისძიება არ ჩატარდება! ონლაინ ბილეთების მფლობელებს თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

შექმნილ ვითარებაში არ გვაქვს გართობის არანაირი მიზეზი!

KHIDI გმობს მსგავსი ფორმით ადამიანებზე ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ყველა დაზარალებულ მოქალაქეს! მოგიწოდებთ რომ დავდგეთ ერთად და ავაშენოთ ხიდები ჩვენი თავისუფლებისთვის, ვუთხრათ არა ოკუპაციას და ტირანიას"- წერია KHIDI-ს გვერდზე.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეები შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. 

გიორგი გახარიას თქმით, პოლიციამ ბოლომდე გამოიყენა თმენის ვალდებულება, ვიდრე ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე. 

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

დღის ბოლოს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უგულავას, მელიასა და ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხავენ. 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 240 პაციენტიდან საავადმყოფოებში რჩება 55. 

240-დან 80 იყო პოლიციელი. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

ივანე მაჭავარიანი

19 სექტემბერი 2019, 13:02

საქართველო

მაჭავარიანი 20 ივნისს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას უარყოფს

ფინანსთა მინისტრი რამდენიმე დრამატული ინციდენტის გარდა, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან 20 ივნისს ძალის გადამეტების ფაქტს უარყოფს. შესაბამისი განცხადება ივანე მაჭავარიანმა NDI-ის კვლევის შეფასებისას გააკეთა. მაჭავარიანმა ასევე დასძინა, რომ მოვლენებს თვალს პირადად ადევნებდა და ღამის ქრონოლოგიის აღდგენა ყველა მსურველს შეუძლია.

ნინო ლომჯარია

19 სექტემბერი 2019, 12:42

საქართველო

ლომჯარია: 2018 წელს პარლამენტმა ომბუდსმენის რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა

ომბუდსმენის თქმით, პარლამენტმა 2018 წელს ომბუდსმენის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა. ამის შესახებ ლომჯარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შესახებ ანგარიშს აცნობს.

მაია ცქიტიშვილი

19 სექტემბერი 2019, 12:29

საქართველო

ვიცეპრემიერი: NDI-ის ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში გამოჩნდა, რომ "NDI, IRI და სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციების ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა".

19 სექტემბერი 2019, 12:26

ტაბლოიდი

ქართველმა წყვილმა ჯვარი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე დაიწერა. ვიდეო

ინტერნეტსივრცეში ქართველი ახალგაზრდა წყვილის ჯვრისწერის ვიდეო გავრცელდა, რომელიც ზღვის დონიდან 4000 მეტრზეა გადაღებული. ჯვრისწერა პატარა ულამაზეს ეკლესიაში შედგა, რომელიც მყინვარწვერზე მდებარეობს. ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა.

საპარტნიორო ფონდი USAID Zrda

19 სექტემბერი 2019, 12:21

ეკონომიკა

აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან საწარმოები აშენდება

აფხაზეთის საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლები საწარმოების გასახსნელად დაფინანსებას მიიღებენ. შესაბამის ხელშეკრულებას „საპარტნიორო ფონდმა“ და „USAID Zrda“-მ ხელი ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლში" მოაწერეს ხელი.

განათლება

19 სექტემბერი 2019, 12:10

მსოფლიო

მსოფლიოს 500 უნივერსიტეტი რომელთა სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელიც ყველაზე მაღალია

ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 2020 წლის 500 უნივერსიტეტი დაასახელა, რომელსაც სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. სიის სათავეში სამი ამერიკული უნივერსიტეტია: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სტენფორდის და კალიფორნიის უნივერსიტეტები.

პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 11:51

საქართველო

NDI: მოქალაქეები ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის მუშაობას აფასებენ

საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 32% პარლამენტის საქმიანობს ცუდად აფასებს, 10% კი ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ პარლამენტი საშუალოდ საქმიანობას, 8% კი პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს.

ახალშობილი

19 სექტემბერი 2019, 11:50

მსოფლიო

აშშ-ში ჩინელი ქალი „სამშობიარო ტურიზმში“ ბრალდებულად ცნეს

გამოცემის ინფორმაციით, დონიან ლიმ აღიარა, რომ 2013-2015 წლებში მისი კომპანია You Win USA Vacation Services ე.წ.„სამშობიარო ტურიზმით“ იყო დაკავებული. მისი დახმარების საფასური 40 000-80 000 დოლარს შეადგენდა. სასამართლოს ცნობით, ამგვარად ლიმ $3 მილიონი დოლარი მოიპოვა.

ნათია მეზვრიშვილი

19 სექტემბერი 2019, 11:45

საქართველო

ნათია მეზვრიშვილი პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ინფორმაცია imedinews-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა.

ექსპორტი

19 სექტემბერი 2019, 11:42

ეკონომიკა

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 25%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი 5 714.5 მლნ. აშშ დოლარი.

ტკბილეულის ფესტივალი

19 სექტემბერი 2019, 11:33

კულტურა

მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება

22 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიბაში მონაწილეობას მიიღებენ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები და სტარტაპები. პარკი მთავარ მოედანზე ხალხს 12:00 საათიდან მიიღებს. როგორც მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტუმრებს ფესტივალზე ტკბილეულის მრავალფეროვნება,.

ფუკუშიმა

19 სექტემბერი 2019, 11:23

მსოფლიო

სასამართლომ ფუკუშიმას ხელმძღვანელობა გაამართლა

იაპონიის სასამართლომ ატომურ სადგურ ფუკუშიმას ოპერატორი კომპანია Tokyo Electric Power-ის 3 ყოფილი ხელმძღვანელი უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ BBC წერს. ბრალდება ამტკიცებდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ცუნამის საშიშროების შესახებ ჯერ კიდევ 2002 წელს გააფრთხილეს, თუმცა მათ სადგურის გასაძლიერებლად ზომები არ მიიღეს.

ფორსაჟი

19 სექტემბერი 2019, 11:20

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო 21 სექტემბერს მოძრაობა ნაწილობრივ ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, არსებულ გვირაბში ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების გადაღებების გამო, 21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2019, 11:07

საქართველო

პრემიერი: მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს

„ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რომელიც კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული და ბატონმა ლევან დავითაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მერაია ქერი

19 სექტემბერი 2019, 10:49

ტაბლოიდი

მერაია ქერი ახალ ვიდეორგოლში შვილებთან ერთად გამოჩნდება

ამერიკელმა მომღერალმა, მერაია ქერიმ ტელეკომპანია ABC-ის ახალი კომპოზიციისთვის Mixed-ish მუსიკალური თემა დაწერა. კომპოზიცია სახელწოდებით In The Mix ოფიციალურ ვიდეორგოლთან ერთად გავრცელდა. ჩანაწერში არსტისტის რვა წლის ტყუპები, მენრო და მორაკენი მონაწილეობენ.

20 ივნისის ღამე

19 სექტემბერი 2019, 10:47

საქართველო

NDI: გამოკითხულთა 68 % ფიქრობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა

გამოკითხულთა 68 პროცენტი აცხადებს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა; 22 % ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.

სალომე ზურაბიშვილი

19 სექტემბერი 2019, 10:43

საქართველო

პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს, ხოლო 12% - კარგად, საშუალოდ პრეზიდენტის საქმიანობას 36% აფასებს.

გიორგი გახარია პრემიერმინისტრი

19 სექტემბერი 2019, 10:40

ეკონომიკა

გახარიამ მთავრობას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა

გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს 2020 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება პრემიერმინიტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

არჩევნები

19 სექტემბერი 2019, 10:39

საქართველო

NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს უმრავლესობა ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა

ხვალ რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 20% მხარს ქართულ ოცნებას დაუჭერს, „ნაციონალური მოძრაობა“ 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 4-4 პროცენტი. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 26 პროცენტს.

ჩემპიონთა ლიგა

19 სექტემბერი 2019, 10:36

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართა

პარი სენ ჟერმენმა მადრიდის რეალს უმასპინძლა და 3 უპასუხო გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში დუბლი დი მარიამ შეასრულა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი მუნიემ საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა. ამავე ჯგუფში ბრიუგემ გალათასარაის უმასპინძლა, შეხვერა უგოლოდ 0:0 დასრულდა.