Imedi /  24 ივნისი 2019, 23:49 / სანდო წყარო

ანიმაციამ „სათამაშოების ისტორია 4“ კინოგაქირავების რეკორდი მოხსნა

სათამაშოების ისტორია 4

სათამაშოების ისტორია 4

„სათამაშოების ისტორია 4“-მა (Toy Story 4) ანიმაციური ფილმების ჟანრში კინოგაქირავების რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ BBC წერს.

ანიმაციურმა ფილმმა ლათინურ ამერიკასა და ევროპაში მხოლოდ შაბათ-კვირას $238 მილიონი გამოიმუშავა. 

„სათამაშოების ისტორია 4“-მა მოლოდინები ვერ გაამართლა ჩინეთში. იმედი გაუცრუვდათ აშშ-შიც.

სათამაშოების ისტორია პირველად 24 წლის წინ, 1995 წელს გამოვიდა.

ყველა სიახლე

17 ოქტომბერი 2019, 14:36

საქართველო

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი: ქიბარ ხალვაშმა რითაც მოიგო, იმით წააგებს

როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, ისინი სასამართლოსგან 60%-იანი წილის დაყადაღებას მოითხოვენ. კოჟორიძემ აღნიშნა, რომ ამ სამართლებრივ დავაში დაახლოებით ისე იმოქმედებენ, როგორც ქიბარ ხალვაში მოქმედებდა წინა სასამართლო პროცესების დროს, სანამ სასამართლო მას „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ გამოაცხადებდა.

პროგრეს ბანკი

17 ოქტომბერი 2019, 14:24

საქართველო

„ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

„ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი მენი ბენიში (რომლის შვილობილი კომპანიაც არის „ბი ემ ჯი ჯორჯია“) 16 ოქტომბერს მთავარ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც პროგრეს ბანკის ისტორიას შეეხებოდა განცხადებას ავრცელებს. ბენიში აცხადებს, რომ მთავარ არხს ცილისწამებისთვის უჩივლებს.

მამუკა ხაზარაძე

17 ოქტომბერი 2019, 14:18

საქართველო

მამუკა ხაზარაძე: პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა

„ვისაუბრეთ მოძრაობა "ლელოს" მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის.პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა.ერთად საქართველოსთვის"- წერს ხაზარაძე.

brexit

17 ოქტომბერი 2019, 13:58

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს

ლონდონმა და ბრიუსელმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით BBC წერს. ბორის ჯონსონმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი გარიგება ორივე მხარეს პროცესებზე კონტროლის დაბრუნების საშუალებას მისცემს. შეთანხმების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სირია

17 ოქტომბერი 2019, 13:53

მსოფლიო

ვითარება თურქეთ-სირიის საზღვარზე. ფოტო

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქი სამხედროები მეცხრე დღეა უკვე სამხედრო ოპერაციას ატარებენ. სამხედრო მოქმედებების შედეგად სირიელმა მებრძოლებმა გვიან ღამით თაბაყას აეროდრომზე კონტროლი დაამყარეს, აიღეს ქობანიც, რომელიც ქურთების ცენტრალურ ქალაქად ითვლება.

კულტურის ფონდი

17 ოქტომბერი 2019, 13:50

ეკონომიკა

კულტურის განვითარების ფონდს გრანტების გაცემის უფლება ოფიციალურად მიენიჭა

ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

გრიგოლ ლილუაშვილი

17 ოქტომბერი 2019, 13:31

საქართველო

პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად 6 წლის ვადით გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა. მის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. ლილუაშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრა ფარული იყო.

დასაქმების ფორუმი

17 ოქტომბერი 2019, 13:21

ეკონომიკა

თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება

ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს ადგილზე გაეცნობიან და პროფესიული მომზადების კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. ასევე, დამსაქმებლებს საშუალება ექნებათ არსებულ ვაკანსიებზე მოიძიონ შესაბამისი კადრები.

კამბოჯა

17 ოქტომბერი 2019, 13:12

მსოფლიო

კამბოჯაში სამმა კაცმა ფრანგი ტურისტი გააუპატიურა

შემთხვევა ქალაქ კამპოტში 11 ოქტომბერს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. 43 წლის ფრანგი რესტორნიდან სასტუმროში ბრუნდებოდა. ღამის სამ საათზე მას სამმა ადგილობრივმა სასტუმრომდე მიყვანა შესთვაზა. ქალის უარის შემდეგ კაცებმა ის ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და დაუსახლებელ ადგილას წაიყვანეს.

რიჩარდ ბრენსონი

17 ოქტომბერი 2019, 12:49

ტექნოლოგიები

მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა კომოსში გამგზავრების მსურველებისთვის კოსტიუმი წარადგინა

ჩვენებაში მონაწილეობა ბრიტანელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც Virgin Galactic-ის დამაარსებელია. კოსმოსური ტურისტის აღჭურვილობაში შედის მთავარი კოსტიუმი, სავარჯიშო კოსტიუმი, ასტრონავტის ქურთუკი და ფეხსაცმელი. ყველა ტანსაცმელი ინდივიდუალურად შეიკერება და მასზე იმ ქვეყნის დროშა იქნება გამოსახული, საიდანაც ტურისტია.

ნათია თურნავა

17 ოქტომბერი 2019, 12:44

ეკონომიკა

თურნავა: „როსავიაციის“ მიერ S7 Airlines-ისთვის მიცემული ნებართვა ფრენების აღდგენას არ ნიშნავს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „როსავიაციის“ მიერ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენების უფლების მინიჭება, რუსეთთან ფრენების აღდგენას არ ნიშნავს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავა

17 ოქტომბერი 2019, 12:26

ეკონომიკა

ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე: ჩვენი მოწოდებაა საქმეს მიხედონ

ნათია თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს „საქმეს მიხედონ“. ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულებისთვის განკუთვნილი ვადის 6-ჯერ გახანგრძლივება იმის ნიშანია, რომ მთავრობა ამ პროექტს მხარს უჭერს.

თეა წულუკიანი

17 ოქტომბერი 2019, 12:07

საქართველო

წულუკიანი: პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას

მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას.

თურქეთი

17 ოქტომბერი 2019, 12:04

საქართველო

საელჩო: Facebook-ზე თურქეთის თავდაცვის მინისტრის ყალბი გვერდებიდან მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

საელჩოს ცნობით, ამ ყალბი გვერდების მიზანი თურქეთის საზღვრებში მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების მოქცევის შესახებ მცდარი და მაპროვოცირებელი ინფორმაციის გავრცელებაა. ამის შესახებ სპეციალური განცხადება საქართველოში თურქეთის საელჩომ გაავრცელა.

ირაკლი წოწკოლაური

17 ოქტომბერი 2019, 11:49

საქართველო

წლის ბოლომდე თბილისში დევნილებზე დამატებით 270-ზე მეტი ბინა განაწილდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უწყებას თბილისში საცხოვრებელი ფართებით 200-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება შეუძლია. მისი თქმით, დევნილები ვალდებულები არიან შეავსონ შესაბამისი განაცხადი, შემდეგ კომისია იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტს კონკრეტულად ვის გადაეცემა საცხოვრებელი ფართები.

ჰელენ ჰანტი

17 ოქტომბერი 2019, 11:47

კულტურა

მსახიობი ჰელენ ჰანტი ავარიაში მოჰყვა

ამერიკელი მსახიობი ჰელენ ჰანტი ავარიაში მოჰყვა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა. მსახიობი საჭეს არ მართავდა. ავტომობილი გზაჯვარედინზე ამოყირავდა. ჰანტი ბევერლი-ჰილზის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მოგვიანებით მან საავადმყოფო დატოვა. სხვა დეტალები უცნობია.

ბრექსიტი

17 ოქტომბერი 2019, 11:35

მსოფლიო

ირლანდიურმა პარტიამ ჯონსონს Brexit-ის შეთანხმება დაუწუნა

DUP-ის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბორის ჯონსონისთვის, თუ კი მას სურს, რომ პარლამენტისგან შეთანხმებაზე თანხმობა მიიღოს. პარტია აცხადებს, რომ გააგრძელებს მთავრობასთან მუშაობას "გონივრული" შეთანხმების პირობებზე. ამასთან, ჯონსონს პარტიამ უარი ევროკავშირის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე უთხრა.

პატრიკ დეი

17 ოქტომბერი 2019, 11:34

სპორტი

ამერიკელი მოკრივე ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა

ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი გარდაიცვალა. ის 27 წლის იყო. 12 ოქტომბერს დეის ძლიერი ნოკაუტის შემდეგ თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს. ის აშშ-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში 69.9 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩარლზ კონველს დაუპირისპირდა. შეხვედრის მეათე რაუნდში დეიმ რამდენიმე დარტყმის შედეგადაც ნოკაუტი მიიღო.

ტრამპის წერილი ერდოღანს

17 ოქტომბერი 2019, 11:08

მსოფლიო

სირიაში სამხედრო ოპერაციამდე ტრამპმა ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ტამპის მიერ ერდოღანისთვის მიწერილი წერილის შინაარსი გაასაჯაროვა. წერილში დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას რისკებისა და საფრთხეების შესახებ აფრთხილებს: "ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს", - აცხადებს დონალდ ტრამპი ერდოღანის მისამართით.

ბორის ჯონსონი

17 ოქტომბერი 2019, 10:55

მსოფლიო

ევროკავშირის სამიტზე Brexit-ის თემა ისევ აქტუალური საკითხი იქნება

ევროკავშირის სამიტი დღეს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გასტანს. ორივე მხარე აშკარაა, რომ იმედგაცრუებულია: ბორის ჯონსონს სურს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს დატოვოს; ბრიუსელში კი დიპლომატები და პოლიტიკოსები ამ თემასთან დაკავშირებით უკვე დაიღალნენ.