imedi /  25 ივნისი 2019, 21:28 / სანდო წყარო

ჯორჯ მარტინმა „ჩერნობილი“ შეაქო

ჯორჯ მარტინი

ჯორჯ მარტინი

ამერიკელმა მწერალმა ჯორჯ მარტინმა, რომლის რომანების მიხედვითაც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ რამდენიმე სეზონი გადაიღეს, ბრიტანული HBO-ს მიერ გადაღებული მინი-სერიალი „ჩერნობილი“ შეაფასა.

„თავზარდამცემი, ამაღელვებელი, გულისამაჩუყებელი. თუ „ჩერნობილი“ „ემის“ დაჯილდოებინდან პრიზებით სავსე სატვირთო ავტომობილით არ წავა, ესე იგი, ჰოლივუდში სამართლიანობა არ არსებობს“, - წერს მარტინი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

მან ასევე შეაქო ჯარედ ჰარისი, რომელმაც სერიალში მეცნიერი ვალერი ლეგასოვი განასახიერა. მარტინის აზრით, ჰარისმა ერთ-ერთ მთავარ როლს შესანიშნავად გაართვა თავი.

HBO-სა და Sky Atlantic-ის ახალი მინისერიალი "ჩერნობილი" IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული სატელევიზიო შოუ. "ჩერნობილი" 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში, ჩერნობილის ტერიტორიაზე ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიაზე მოგვითხრობს. 

რომელი წიგნები და ფილმები დაედო საფუძვლად სერიალს „ჩერნობილი“, იხილეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

პენსიონერი

04 ივნისი 2020, 15:28

COVID19

კორონავირუსის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელად ყოველი მეხუთე მოქალაქე შეიძლება ჩაითვალოს- მთავრობის ანგარიში

ბოლო აღწერის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საპენსიო ასაკის 762 621 ადამიანი ცხოვრობს (მთლიანი მოსახლეობის 20.5%), შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელად შეიძლება ჩაითვალოს, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

ტურისტები

04 ივნისი 2020, 15:27

ეკონომიკა

მთავრობის ანგარიში - 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების 70%-იანი კლებაა მოსალოდნელი

ყველაზე მნიშვნელოვანი არხი, რომლითაც პანდემიის შედეგად ხდება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არის ტურიზმი. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით შემცირდა 26%-ით. ჯამში, 2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების ექსპორტის 55%-იანი კლება, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება დაახლოებით 70%-ით, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიში კოვიდ-19

04 ივნისი 2020, 15:26

COVID19

მთავრობის ანგარიში - რეკომენდაციების შესრულებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პირველ ეტაპზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა უცვლელ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება

პირველ ეტაპზე საქართველოს მთავრობამ აირჩია უპირატესად რეკომენდაციებისა და საინფორმაციო კამპანიების გზა, თუმცა რეკომენდაციების შესრულებაზე დეტალურმა დაკვირვებამ და შედეგად მიღებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ აჩვენა, რომ რეკომენდაციები არასაკმარისი აღმოჩნდა, ვინაიდან საზოგადოების დიდმა ნაწილმა, უმეტესწილად, უცვლელ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება, რაც ზრდიდა ვირუსის გავრცელების, მოქალაქეთა უმრავლესობის დაინფიცირებისა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის რისკებს, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა უფრო მკაცრი/სავალდებულო ზომების გატარების და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა.

ირაკლი მეზურნიშვილი

04 ივნისი 2020, 15:18

საზოგადოება

დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიან სისტემაზე იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიან სისტემაზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, დაბეგვრვა უნდა მოხდეს ერთ ეტაპად. ინიციატივას სხდომაზე მხარი დაუჭირეს. უახლოეს პერიოდში იმსჯელებენ, რამდენად კონკურენტუნარიანი ფასებია ბაზარზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალური გაზის ნაწილი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ადამიანები თუ კომპანიები არამიზნობრივად გამოიყენებენ სოციალურ გაზს და ამის ადმინისტრირება ძალიან რთულია. დღეს ამის გამოსწორების გზა შევთავაზეთ, მხარი დავუჭირეთ და შემდეგ უკვე მეორე ეტაპზე, ჩვენ ვიმსჯელებთ, რამდენად კონკურენტუნარიანი ფასებია ამასთან მიმართებაში“, - განუცხა „ქრონიკას“ ირაკლი მეზურნიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი

04 ივნისი 2020, 15:09

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს

ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს თუ უბრალოდ, მოქალაქეს აქვს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

Crew Dragon

04 ივნისი 2020, 15:09

ტექნოლოგიები

SpaceX-მა Crew Dragon-ის კაფსულის ხელახლა გამოყენების ნებართვა მიიღო

ნებართვა SpaceX-ის პროგრამის მეორე სტარტიდან იმოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ილონ მასკის კომპანია ასტრონავტებს სკს-ზე აგზავნის.

რატი იონათამიშვილი

04 ივნისი 2020, 14:51

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ ერთი ადამიანის უფლებასაც ეხება საკითხი, ეს უკვე საკმარისია, რომ თითოეული ჩვენგანი დაირაზმოს

თუ ერთი ადამიანის უფლებასაც ეხება საკითხი, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანი დაირაზმოს, რათა ამ უფლების დარღვევა აღვკვეთოთ და მომავალში მსგავსი ტიპის დარღვევების პრევენცია მოხდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.

კობა გვენეტაძე

04 ივნისი 2020, 14:51

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა

ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის განხილვა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა და საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა.

04 ივნისი 2020, 14:49

საზოგადოება

პარლამენტში 2019 წელს ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს

ომბუდსმენის ინფორმაციით, 310 გაცემული რეკომენდაციიდან საკანონმდებლო ორგანომ 259-ის შესრულება აქცია სავალდებულოდ, უწყებებმა კი ამ რეკომენდაციების დაახლოებით 40% შეასრულეს.

კობა გვენეტაძე

04 ივნისი 2020, 14:44

პოლიტიკა

ოპოზიცია პარლამენტში მისული ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან არასტაბილურ ინფლაციაზე განმარტებებს ელის

ამ წუთებში პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძე წლიურ ანგარიშს წარადგენს. მოხსენების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მთავარი აქცენტი შეკითხვებში გაკეთდება ინფლაციაზე, ფასების არასტაბილურობაზე. იმაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება შეარბილოს რეგულაციები, შემცირდება თუ არა გადასახადები. მმართველი გუნდი ამბობს, რომ კორონაკრიზისამდე პერიოდშიც ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ კარგად იმუშავა და ეს 2019 წლის მოხსენებაშც იქნება ასახული.

მეუფე შიო

04 ივნისი 2020, 14:44

საზოგადოება

მეუფე შიო დავით გარეჯის საკითხზე: იმედი გვაქვს, აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო იმედოვნებს, რომ „აზერბაიჯანთან ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება“. ამის შესახებ მეუფემ ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

04 ივნისი 2020, 14:40

COVID19

ესპანეთი საფრანგეთთან და პორტუგალიასთან სახმელეთო საზღვარს 22 ივნისიდან გახსნის

ესპანეთი საფრანგეთთან და პორტუგალიასთან სახმელეთო საზღვარს 22 ივნისიდან გახსნის. ამის შესახებ ესპანეთის ტურიზმის მინისტრმა, რეიეს მაროტომ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ აქამდე მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების გახსნა ივლისში იგეგმებოდა.

გიგა ბოკერია

04 ივნისი 2020, 14:38

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ნებისმიერი პარტიის მხრიდან საარჩევნო პროცესის მეორე ტურში გადაყვანის რისკზე წასვლა სრული უპასუხისმგებლობა იქნება

„პარტიები, ვინც თავიდანვე იყო ამ მოლაპარაკებებში ჩართული, ვისზეც „ევროპული საქართველოთი“ დაწყებული არის დამოკიდებული ის, რომ რისკები შევამციროთ და პირველივე ტურში მკაფიო იყოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება მშვიდობიან არჩევნებში, უნდა დარჩნენ ამ შეთანხმების ერთგულნი. არ არის დასამალი ვისზე ვსაუბრობთ. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლიდანაც აშკარად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გადახედვას აქვს ადგილი ამ მიდგომის“, - განაცხადა ბოკერიამ.

კობა გვენეტაძე

04 ივნისი 2020, 14:35

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: არასაბანკო საფინანსო სექტორის მთლიანი აქტივები 2 მლრდ ლარამდეა და მთლიანი საფინანსო სექტორის თითქმის 4 პროცენტს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის განხილვა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, არასაბანკო საფინანსო სექტორის მთლიანი აქტივები 2 მლრდ ლარამდეა და მთლიანი საფინანსო სექტორის თითქმის 4 პროცენტს შეადგენს.

ზურაბ თოდუა

04 ივნისი 2020, 14:31

სამართალი

მიხეილ კალანდიას ადვოკატის მტკიცებით, გიორგი ჯანაშიამ საპატიმრო შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას მტკიცებით, გიორგი ჯანაშიამ საპატიმრო შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ჯანაშიას ჩვენებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კალანდიას წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის საკითხში, რის გამოც ახლა ჯანაშია პროკურატურას ულტიმატუმის ენით ელაპარაკება.

04 ივნისი 2020, 14:29

COVID19

თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა

დღეიდან ქალაქ თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა, ყველა საკონტროლი გამშვები პუნქტი გაუქმებულია და 39-დღიანი შეზღუდვების შემდეგ, მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ქალაქ თეთრიწყაროში 25 აპრილს დაფიქსირდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა,ხოლო 26 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაიკეტა მუნიციპალური ცენტრი.

გიორგი არველაძე

04 ივნისი 2020, 14:18

პოლიტიკა

ემზადეთ რევოლუციისთვის - გიორგი არველაძე ქართულ ოპოზიციას მიმართავს

„ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ესენი პილიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფით არიან დაკავებულნი. გონს მოდით დროზე!, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა დირექტორი, გიორგი არველაძე Facebook-ის საკუთარ გვერზე წერს. „ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ესენი პილიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფით არიან დაკავებულნი. გონს მოდით დროზე! სულ ფეხებზე ჰკიდია ხალხს რაზე შეთანხმდებით და რაზე ვერა. რეალურ, ხალხისა და ქვეყნის პრობლემებს მიხედეთ! უდიდესი გასაჭირია ხალხში! ეგრე რომც შეთანხმდეთ, ნულების ჯამიც და ნამრავლიც ნულის ტოლია!

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 14:17

ეკონომიკა

გიორგი გახარიამ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების პროფესორებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა

როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, კონკურენტუნარიანობის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით და რა იქნება მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, - საქართველოს მთავრობა მაღალი დონის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე აქტიურად მუშაობს.

დავით ბაქრაძე

04 ივნისი 2020, 14:17

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ საერთო მაჟორიტარული კანდიდატების საკითხზე კონსულტაციებისთვის მზად არის

„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს დღეს გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ, პირველ რიგში, თბილისში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვების მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მაგრამ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის. მზად ვართ შევიკრიბოთ და კონკრეტულად, უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ რიგში თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ივნისი 2020, 14:12

COVID19

კაფეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო ვოლოდიმირ ზელენსკის ჯარიმა ემუქრება

კაფეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯარიმა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 3 ივნისს ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც პრეზიდენტი ქალაქ ხმელნიცკის ერთ-ერთ კაფეში სხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის მთავარ სანიტარულ ექიმთან, ვიქტორ ლიაშკოსთან ერთად ყავას სვამს. ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები დაწესებულებაში პირბადეების გარეშე იმყოფედნენ.