imedi /  04 ივლისი 2019, 10:25 / სანდო წყარო

აუქციონზე რენესანსის პერიოდის ნახატი რეალურ ღირებულებაზე 1000-ჯერ ძვირად გაიყიდა

ნახატი

ციურიხში Schuler-ის აუქციონზე "ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი" რეალურ ღირებულებაზე 1000-ჯერ უფრო ძვირად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Blick-ი ავრცელებს.

ფერწერული ნამუშევრის საწყისი ფასი, რომელიც აუქციონზე უცნობი ავტორის სახელით გავიდა, 5-7 ათასი შვეიცარული ფრანკი იყო. მის შესაძენად ორი მყიდველი იბრძოდა, მათგან ერთ-ერთმა კი საბოლოოდ ნახატი 7.4 მილიონ ფრანკად იყიდა.

კლიენტი, რომელმაც ამ ოდენობის თანხა გადაიხადა, ფიქრობს, რომ ნახატი ბოტიჩელის სახელოსნოშია შესრულებული. ამ მოსაზრებას, როგორც Blick-ი წერს, ბევრი სხვა არტ-დილერიც იზიარებს.

ოფიციალური შეფასებით, ნახატი მართლაც რენესანსის ეპოქაშია შესრულებული, თუმცა მრავალჯერადი რესტავრაციის შედეგად ის იმდენად შეიცვალა, რომ ორიგინალისგან თითქმის არაფერი დარჩა. სწორედ ამით აიხსნებოდა ლოტის საწყისი ფასის სიმცირე.

 

ყველა სიახლე

ოკუპაცია

13 ნოემბერი 2019, 21:53

საქართველო

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს

უკვე 5 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ის შაბათს საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს, თუმცა ფაქტი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ოჯახთან ბოლო კონტაქტი გატაცებისას ჰქონდა. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

დონალდ ტრამპი

13 ნოემბერი 2019, 21:44

მსოფლიო

კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე საჯარო მოსმენები დაიწყო

კონგრესმენები სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი ჯორჯ კენტი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილ ელჩ ბილ ტეილორს უსმენენ. თეთრმა სახლმა კი Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დონალდ ტრამპი გამოძიებას აკრიტიკებს. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო.

შეზღუდვა გზებზე

13 ნოემბერი 2019, 21:37

საქართველო

თბილსის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო დღეს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის 07:00 საათამდე ნავთლუღის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ახალი ზელანდიის პარლამენტი

13 ნოემბერი 2019, 21:22

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ევთანაზიის ლეგალიზების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება

კანონის მიხედვით, ადამიანებს, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზი 6 თვეს არ აღემატება, სიცოცხლიდან ნებაყოფლობით წასვლის საშუალება ექნებათ. გამოკითხვების თანახმად, ევთანაზიის ლეგალიზაციას ქვეყნის მოსახლეობის 72% უჭერს მხარს.

Apple

13 ნოემბერი 2019, 20:55

ტექნოლოგიები

აშშ-ში Apple Store-ის თანამშრომელმა საკუთარ თავს მომხმარებლის ინტიმური ფოტო გაუგზავნა

გლორია ფუენტესის თქმით, მაღაზიის თანამშრომელმა მის ტელეფონში შეყვარებულისთვის გადაღებული ინტიმური ფოტო იპოვა და საკუთარ თავს გაუგზავნა. დაზარალებულის თქმით, მან ეს მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა.

პოლიცია

13 ნოემბერი 2019, 20:49

ძალოვნები

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

13 ნოემბერი 2019, 20:45

სპორტი

ტოჩინოშინი ტრავმის გამო შესაძლოა ბაშოს გამოეთიშოს

ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) ნეკნი გაუტყდა. მან ნოემბრის ბაშოზე ორი საწყისი წაგების შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და მეოთხე დღის შემდეგ მოგება-წაგებათა ბალანსი 2/2-ზე ჰქონდა. მეორე გამარჯვება ტაკარაფუჯისთან მოიპოვა, რის შემდეგაც ხელი ნეკნზე დაიდო. გაშუქების შემდეგ ნეკნი გატეხილი აღმოჩნდა.

აქცია პარლამენტთან

13 ნოემბერი 2019, 20:28

საქართველო

პარლამენტთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის წინ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები არიან. მოძრაობის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხალხის მობილიზებაა საჭირო, რათა მმართველმა გუნდმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაზე უარი არ თქვას.

ირაკლი შიოლაშვილი

13 ნოემბერი 2019, 20:22

საქართველო

ირაკლი შიოლაშვილი: მე მგონი ვაწყენინე ბატონ ბიძინას

„ჩემსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის საკმაოდ მძიმე შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციასა და მის პოზიციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით. მე მგონი, ვაწყენინე ბატონ ბიძინას. ვერ დავარწმუნე ჩვენი პოზიციის სიზუსტეში. ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე “, – განაცხადა შიოლაშვილმა.

ივანე მაჭავარიანი

13 ნოემბერი 2019, 19:58

ეკონომიკა

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, დღეს პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა.

დიმიტრი ხუნდაძე

13 ნოემბერი 2019, 19:30

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე პარტიის დატოვებას არ გამორიცხავს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვდა. დეპუტატის თქმით, საუბარი არც ისე მსუბუქი იყო. „თუ ხვალ ის შემდეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც” , - განაცხადა ხუნდაძემ.

ჭიათურა, იხვთისის გათხრები

13 ნოემბერი 2019, 19:22

კულტურა

სააგენტო: ითხვისის ნაქალაქარზე ვრცელი დასახლება არსებობდა

არქეოლოგიურმა გათხრებმა ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისის ნაქალაქარზე ვრცელი და ინტენსიური დასახლების არსებობის შესახებ ვარაუდი დაადასტურა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მეტეხის ხიდი

13 ნოემბერი 2019, 19:06

საქართველო

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა. პატრიარქმა შეკრებილებს მიმართა სიტყვებით: „საქართველო, მიყვარხარ“, რაზეც დამსწრეებმა უპასუხეს შეძახილით: „გვიყვარხარ“. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ყოველწლიურად 13 ნოემბერს აღნიშნავს.

არჩილ თალაკვაძე

13 ნოემბერი 2019, 18:56

ეკონომიკა

თალაკვაძე: რეგიონული ფონდის 110 მილიონი ლარით შემცირებას პარლამენტი არ ეთანხმება

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება 410 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე მცირდება. ეს საკითხი, დღეს ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, პარლამენტი ფონდის დაფინანსების შემცირებას მხარს არ დაუჭერს.

„ფორსაჟი 9“

13 ნოემბერი 2019, 18:51

ტაბლოიდი

„ფორსაჟის“ რეჟისორმა ფილმის ოფიციალურად დასრულების შემდეგ საქართველოს მადლობა გადაუხადა

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებები ოფიციალურად დასრულდა. რეჟისორმა ჯასტინ ლინმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა. მან სოციალური ქსელის საშუალებით ყველა ქალაქსა და ქვეყანას, რომელშიც გადაღებები მიმდინარეობდა, მადლობა გადაუხადა. მათ შორის აღმოჩნდა თბილისი, სადაც ერთი თვის მანძილზე ცნობილ ჰოლივუდურ ფილმს იღებდნენ.

ლარში გაცემული სესხები

13 ნოემბერი 2019, 18:36

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: ლარში სესხების გაცემაზე 200 000-ლარიანი ლიმიტი უნდა შემცირდეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უკვე დროა ლარში სესხების გაცემაზე 200 000-ლარიანი ლიმიტი შემცირდეს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

ვენეციის დატბორვა

13 ნოემბერი 2019, 18:25

მსოფლიო

ვენეციის მერი: წყალდიდობა კლიმატის ცვლილების შედეგია

ვენეციის მერის თქმით, ქალაქში არსებული ვითარება ის საფასურია, რომელიც "უნდა გადაიხადონ". ვენეციაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. წყლის დონე 1.87 მეტრს გაუტოლდა. 1923 წლიდან არსებული ჩანაწერების მიხედვით, მხოლოდ ერთხელ მიაღწია ვენეციაში წყლის დონემ 1.94 მეტრს, ეს 1966 წელს იყო.

ივანე მაჭავარიანი

13 ნოემბერი 2019, 18:23

ეკონომიკა

მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების დაფინანსებისთვის 1.9 მილიარდ ლარამდე მიიმართება

2020 წელს განათლების დაფინანსებისთვის 1.9 მილიარდ ლარამდე მიიმართება. ამის შესახებ, დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება.

მიხაილ გალინი და ვიქტორი

13 ნოემბერი 2019, 18:14

ტაბლოიდი

რუსულმა ავიაკომპანიამ მგზავრს უფასო მილები მსუქანი კატის გამო ჩამოართვა

მიხაილ გალინმა, რომელიც მოსკოვიდან ვლადივოსტოკში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავით ცხოველების გადაყვანის წესები დაარღვია. გალინის კატა ვიქოტორი 10 კილოგრამს იწონის, ავიაკომპანიის წესებით კი სალონში 8 კილოგრამზე მძიმე ცხოველის აყვანა აკრძალულია, ამიტომ გალინმა რეგისტრაციაზე სხვა კატა მიიყვანა.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 18:04

საქართველო

ლურსმანაშვილის თქმით პროპორციულის კანონპროექტის ინიცირებაში მონაწილეობდა მაგრამ მხარს არ უჭერს

პარლამენტის წევრის კობა ლურსმანაშვილის თქმით, ის იმ 93 დეპუტატს შორის არის, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიცირა, თუმცა ამ პროექტს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, გადაწყვეტილებიას ინდივიდუალურად ან ფრაქციასთან ერთად მიიღებენ.