imedi /  06 ივლისი 2019, 12:02 / სანდო წყარო

2019 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომები დასახელდა

2019 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომები დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას  გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.

ამ სიაში პირველ ადგილზე ფილმის "ვარსკვლავის დაბადება" საუნდტრეკი გავიდა, რომელიც 400,000 ასლზე მეტი გაიყიდა.

მეორე ადგილზეა The Jonas Brothers-ი, მესამეზეა ბილი ეილიში და მეოთხეზეა BTS-ი.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ალბომების გაყიდვა მას შემდეგ რაც ინტერნეტი შეიქმნა არც ისე მაღალია, მაგრამ გულშემატკივრების ნაწილი დღემდე მაინც ყიდულობს.

ყველა სიახლე

ქუთაისი, საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 19:33

საქართველო

ქუთაისში აქციაზე იმ დეპუტატების სია დაწვეს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაეთანხმა

,,35 გავრილოვი" ,, გადაგვაგდე! გადაგაგდებთ ივანიშვილო" ,,მხეიძე სირცხვილია" - ამ სლოგანებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

კრისტენ სტიუარტი

14 ნოემბერი 2019, 19:31

კულტურა

კრისტენ სტიუარტი ახალ პოლიტიკურ თრილერში გამოჩნდება

ცნობილი მსახიობი კრისტენ სტიუარტი ახალ ფილმში - Seberg გამოჩნდება. სოციალურ ქსელეში ფილმის ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ფილმი ლეგენდარული მსახიობის, ჯინ სიბერგის ცხოვრებას ასახავს. „ბინდის საგის“ ვარსკვლავი ზუსტად მთავარი გმირის როლს ასრულებს. პოლიტიკური თრილერის რეჟისორი ავსტრალიელი ბენედიქტ ენდრიუსია.

გია ვოლსკი

14 ნოემბერი 2019, 19:20

საქართველო

ვოლსკი: უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია, პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, - ეს განცხადება მედიასთან .საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ნინო ლომჯარია

14 ნოემბერი 2019, 18:58

საქართველო

ომბუდსმენი: მომავალი არჩევნები დღეს მოქმედი სისტემით არ უნდა ჩატარდეს

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საკანონმდებლო ორგანოს მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას. ლომჯარიას თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემა,

ვენეცია

14 ნოემბერი 2019, 18:45

მსოფლიო

იტალია ვენეციაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

იტალია ვენეციაში წყალდიდობისგან გამოწვეული ზიანის გამო საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ქალაქის 80%, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნაწილი წყლით დაიტბორა, როდესაც წყლის დონე 1.87 მეტრს გაუტოლდა. მთავრობა სახსრებისა და დაფინანსების მოსაპოვებლად იმოქმედებს.

საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 18:40

საქართველო

აქციის მონაწილეებმა მთავარი მოთხოვნა დაასახელეს

მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა დაასახელეს. როგორც შოთა დიღმელაშვილმა თქვა, ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს. ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის შესახებ განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემაც.

ზუგდიდი, საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 18:35

საქართველო

ზუგდიდში პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. აქციაზე პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ.

პროპორციული არჩევნები

14 ნოემბერი 2019, 18:22

საქართველო

ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. მისი თქმით, ის რაც დღეს მოხდა "არჩევანს არ გვიტოვებს". ვადამდელ არჩევნებს მმართველი პარტია კატეგორიულად გამორიცხავს.

ირმა ინაშვილი

14 ნოემბერი 2019, 18:07

საქართველო

პატრიოტთა ალიანსი უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს

ირმა ინაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" 7 წელია ატყუებს ხალხს. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია და ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია. ის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს როგორც თავის ისე, სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს.

მოლდოვა, პარლამენტის შენობა

14 ნოემბერი 2019, 18:07

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა პრემიერმინისტრ იონ კიკუს მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა პრემიერმინისტრ იონ კიკუს მთავრობა დაამტკიცა. Reuters-ის ცნობით, იონ კიკუს მთავრობას მხარი 101 დეპუტატიდან 62-მა დაუჭირა. ახალ მთავრობაში 11 მინისტრიდან ექვსი პრეზიდენტ იგორ დოდონის მრჩევლად მუშაობდა.

პრინცი ჩარლზი ინდოეთში

14 ნოემბერი 2019, 17:59

ტაბლოიდი

პრინცმა ჩარლზმა დაბადების დღე ინდოეთში აღნიშნა

გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრემ იუბილე ინდოეთში, ქალაქ მუმბაიში, სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა. ბავშვებმა პრინცი ჩარლზის იუბილესთან დაკავშირებით სიმღერა შეასრულეს და ტახტის მემკვიდრეს მისალოცი ბარათები გადასცეს. პრინცი ჩარლზი ინდოეთს სამი დღით სტუმრობს.

ამერიკის საელჩო

14 ნოემბერი 2019, 17:45

საქართველო

აშშ-ის საელჩო: გული გვწყდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი

ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ.

ლინკოლნ მიტჩელი

14 ნოემბერი 2019, 17:39

საქართველო

მიტჩელი: პროპორციული სისტემის შესახებ დაპირების უგულვებელყოფა ქართული დემოკრატიისთვის ცუდია

არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ პირობებში ჩატარების შესახებ დაპირების უგულვებელყოფა საქართველოსთვის, ქართული დემოკრატიისთვის ცუდია. საბოლოოდ, ეს არც „ქართული ოცნებისთვის“ არის კარგი“, - განუცხადა მიტჩელმა Imedinews-ს.

დრაკონი

14 ნოემბერი 2019, 17:38

ტაბლოიდი

John Lewis-ის საშობაო რეკლამაში დრაკონს ემოციების მართვას პატარა გოგო ასწავლის

ყოველი წლის ნოემბერში, მთელ მსოფლიოში აქტიურად იწყება საშობაო სარეკლამო კამპანია. დიდ ბრიტანეთში ყველაზე განხილვად კამპანიას მაღაზიათა ქსელი John Lewis & Partners-ი აკეთებს ხოლმე. კომპანიამ არც წელს დატოვა მომხმარებლები საინტერესო რეკლამის გარეშე.

მზის პანელების მონტაჟი

14 ნოემბერი 2019, 17:30

ეკონომიკა

უშუქოდ დარჩენილ 87 სოფელში, მზის ელექტროსადგურების მონტაჟი დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები მონტაჟდება. ელექტროსადგურები მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის 87 სოფლის 207 ოჯახში დამონტაჟდება.

მარიამ ჯაში

14 ნოემბერი 2019, 16:56

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები: თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი საპარლამენტო უმრავლესობასა და თანამდებობებს ტოვებენ.

თომას დე ვაალი

14 ნოემბერი 2019, 16:55

საქართველო

თომას დე ვაალი: ქვეყანა კრიზისისკენ დაბრუნებას იწყებს

კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება. ანალიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დათმობაზე ზაფხულში გამართული აქციების განსამუხტად წავიდა. ახლა კი ქვეყანა კრიზისკენ დაბრუნებას იწყებს.

ქუვეითი

14 ნოემბერი 2019, 16:53

მსოფლიო

ქუვეითის მთავრობა გადადგა

გამოცემის ცნობით, მთავრობა მას შემდეგ გადადგა, რაც სამშაბათს რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის წინაშე შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების შუამდგომლობა დააყენა.

დევაალ პატრიკი

14 ნოემბერი 2019, 16:53

მსოფლიო

დევალ პატრიკი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

მასაჩუსეტსის ყოფილმა აფროამერიკელმა გუბერნატორმა, დევალ პატრიკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიიდან თავის კანდიდატურას წარადგენს. მან ამის შესახებ Youtube-ის საკუთარ არხზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

14 ნოემბერი 2019, 16:49

საქართველო

არასამთავრობოების ნაწილი პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კენჭისყრის შედეგებს განცხადებით ეხმიანება და პასუხისმგებლობას "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. განცხადება დღეს ბიძინა ივანიშვილმაც გაავრცელა.