imedi /  16 ივლისი 2019, 16:22 / სანდო წყარო

საია: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი იყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ არაერთი პროექტის განხორციელება დადგა.

„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის #213 დადგენილების თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ის რეორგანიზაცია გადაწყდა. კერძოდ, მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის შემთხვევაში, მათი რეორგანიზაციის საფუძველზე, ახალი სსიპ - ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი უნდა შექმნილიყო, ხოლო კიდევ ექვსი სსიპ, სხვა სსიპ-ებს უნდა მიერთებოდა.

მთავრობის გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე, რეორგანიზაციის ნუსხაში მოხვედრილი არაერთი სსიპ-ის წარმომადგენელმა მომართა საიას. შესაბამისად, მიმდინარე წლის ივნისში, საიამ წერილობით მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და ყველა იმ დოკუმენტის ასლი მოითხოვა, რომელიც სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ-ების რეორგანიზაციას დაედო საფუძვლად.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ მცირე კონტიგენტიდან დაწესებულებებს წარმოადგენდა და მათი ცალკე, სსიპ არსებობა აღარ წარმოადგენს აუცილებლობას. თუმცა უცნობია, რა პრინციპით მოხდა აღნიშნული სსიპ-ის შერჩევა, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიღების დროს სამინისტროს სისტემაში კულტურის სფეროში არსებული 70 სსიპ შედიოდა.

მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად, მთავრობის დადგენილების განმარტებით ბარათში, ევროკავშირის ექსპერტის მიერ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, კულტურის სფეროში მმართველობის გაუმჯობესების მიზნით შეთავაზებული რეკომენდაციებია მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები - ოპტიმიზაციის გარდა ე.წ. ქოლგა ორგანიზაციის შექმნის და დეცენტრალიზაციის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდა, სამინისტრომ არჩევანი ყველა სსიპ-ის შემთხვევაში ოპტიმიზაციაზე შეაჩერა. ამასთან ერთად, ოპტიმიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ების სიაში მოხვდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, მაშინ როცა ევროკავშირის ექსპერტის დასკვნაში, სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი არაერთხელ არის დასახელებული, როგორც სანიმუშო და საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი უწყება.

ოპტიმიზაციის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოდგენდა ის, რომ რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ები დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ თანამედროვე მართვის მექანიზმების დანერგვასა და საკუთარი მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილად განხორციელებას. რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ის ნაწილის საქმიანობის სპეციფიკისა და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ აღნიშნული შეფასება რაიმე სახის კვლევას არ ეფუძნებოდა. მაგალითად: ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ცნობილია, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრმა, დაფუძნებიდან - 2014 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. კერძოდ, ქართული ლიტერატურის 300-ზე მეტი თარგმანი გამოიცა; 30 უცხო ენაზე 250-ზე მეტი ავტორის ნაწარმოები ითარგმნა და ცენტრმა 100-ზე მეტ უცხოურ გამომცემლობასთან ითანამშრომლა. ცენტრის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენდა 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს როგორც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა.

მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შემთხვევაში, სსიპ ხელმძღვანელებთან არ ყოფილა შესაბამისი კომუნიკაცია და გადაწყვეტილება მოულოდნელად იყო მიღებული. არ ჩატარებულა წინასწარი შეხვედრები და არ ყოფილა გააზრებული შესაძლო რისკები. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არაერთი პროექტის განხორციელება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც მწერალთა სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა მედიასთან არაერთხელ დაადასტურა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საიას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაცია განხორციელდა დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

„ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაერთიანების ბაზაზე „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ შეიქმნა, მის დირექტორად კი ირმა რატიანი დაინიშნა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის ლიტერატურათმცოდნეა და მისი ინიციატივით, საქართველოში შედარებითი ლიტერატურის ქართული საერთაშორისო ასოციაცია დაფუძნდა, 2008-2012 წლებში ირმა რატიანი ამ ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო  2012 წლიდან დღემდე მისი საპატიო პრეზიდენტია.

4 მაისს „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაერთიანების საკითხზე კომენტირებისას გიორგაძემ „ქრონიკის“ ეთერში თქვა, რომ გადაწყვეტილება მასშტაბური რეფორმის ნაწილია. 

მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის აღდგენის მოთხოვნით შექმნილია პეტიცია. პეტიცია საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელზეა და მასზე ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერაა.

ყველა სიახლე

საუდის არაბეთი

17 სექტემბერი 2019, 20:31

მსოფლიო

აშშ აცხადებს, რომ დაადგინა ადგილები საიდანაც ირანმა საუდის არაბეთზე იერიში მიიტანა

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ლოკაციები საიდანაც თავდასხმა განხორციელდა ირანის სამხრეთით მდებარეობს და სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით მდებარეობს. ნავთობტერმინალებზე თავდასხმამ 14 სექტემბერს მოხდა. ირანმა აშშ-ის ბრალდება უარყო და ომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური

17 სექტემბერი 2019, 20:13

ეკონომიკა

ქართლის ქარის ელექტროსადგური აუქციონზე გაიყიდება

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი აუქციონზე გაიყიდება, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება. მისი საწყისი ღირებულება 14 250 000 დოლარია. ის ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტია საქართველოში, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ–ია.

ტაივანის აღიარება

17 სექტემბერი 2019, 19:53

მსოფლიო

სოლომონის კუნძულებმა ჩინეთის მთავრობად ტაივანის ნაცვლად პეკინი აღიარა

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სოლომონის კუნძულების მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პეკინს ჩინეთის მთავრობად ცნობს, ამასთან, ტაიპეიში საელჩოს დაუყოვნებლივ დახურვა დააანონსა.

პანდა

17 სექტემბერი 2019, 19:43

ტაბლოიდი

ჩინეთში პოპულარული პანდა ტაილანდის ზოოპარკში მოკვდა

პანდა, რომელიც ჩინეთის ზოოპარკიდან ტაილანდის ზოოპარკში ჰყავდათ გადაყვანილი, მოკვდა, - წერს abc News. ტაილანდის ზოოპარკის თანამშრომლები გლოვის ნიშნად თეთრსა და შავი ფერის სამოსში გამოეწყვნენ და დაღუპულ პანდას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 19 წლის პანდას გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ასაკი გახდა.

სტიქია

17 სექტემბერი 2019, 19:34

საქართველო

სტიქიამ გურჯაანის და ყვარლის სოფლები დააზარალა

სოფელ ველისციხეში ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაისეტყვა სოფელ ვაზისუბანში ვენახების ნაწილი. ძლიერი ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში ხე მოტეხა და საბავშვო ბაღის ღობე დააზიანა. ხე დაეცა ყვარელში სატვირთო მანქანასაც, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბელარუსი

17 სექტემბერი 2019, 19:25

მსოფლიო

11-წლიანი პაუზის შემდეგ აშშ ბელარუსში ელჩს დანიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატები 11 წლის შემდეგ ბელარუსში დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენს და ელჩს გაგზავნის. ეს გადაწყვეტილება მინსკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დევიდ ჰეილისა და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ოლიმპიური თამაშები

17 სექტემბერი 2019, 19:09

სპორტი

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას ორი ოფიციალური თილისმა აქვს

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას ოფიციალური თილისმა აქვს - პანდა სახელად ბინ დუნდუნი და მანათობელი სიუე ჟუნჟუნი. გარდა ამისა, მანათობელი სიუე ჟუნჟუნი 2022 წლის პარაოლიმპიადის სიმბოლოც გახდა. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა თილისმების შესახებ ფოტოები და ვიდეოები Twitter-ზე გაავრცელეს.

ჭიდაობა

17 სექტემბერი 2019, 19:03

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ყაზახეთში მიმდინარე პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ბრინჯაო დაისაკუთრა. მძიმეწონოსანმა გადამწყვეტი შეხვედრის დროს გერმანელი ედუარდ პოპი დამაჯერებლად დაამარცხა და ნაკრებს ოლიმპიური საგზურიც მოუტანა.

კობა გვენეტაძე

17 სექტემბერი 2019, 18:51

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: ვმუშაობთ საბანკო რეგულაციების გამარტივებაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2019 წლის დასაწყისში ამოქმედებული ახალი რეგულაციების, ძირითადი მიზნები მიღწეულია და ეროვნული ბანკი უშვებს შესაძლებლობას რომ რეგულაციების წესები გადაიხედოს და იყოს უფრო გამარტივებული.

Amazon-ი

17 სექტემბერი 2019, 18:38

ტექნოლოგიები

Amazon-ი მომხმარებელს უკვე CD-ი ხარისხის მუსიკასაც სთავაზობს

Amazon-ის მომხმარებელს მუსიკალური ალბომების ჩამოტვირთვა ან მუსიკის სმენა ამიერიდან უფრო მაღალი ხარისხითაც შეეძლება. Amazon-ი ამ მხრივ მსოფლიოში პირველი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ამ ხარისხის მუსიკას მიაწვდის. Amazon-იდან შესაძლებელი იქნება Ultra HD ხარისხის მიღებაც. Amazon-იდან შესაძლებელი იქნება Ultra HD ხარისხის ალბომების ჩამოტვირთვაც, რაც CD-ზე უკეთესია.

რობერტ ქოჩარიანი

17 სექტემბერი 2019, 18:32

მსოფლიო

ერევნის სასამართლომ ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი პატიმრობაში დატოვა

4 სექტემბერს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავება უკანონოდ ცნო. თუმცა ქოჩარიანის გათავისუფლებაზე სომხეთის გენპროკურატურამ უარი თქვა. ქოჩარიანს ბრალი 2018 წლის 26 ივლისს კონსტიტუციური წყობის დამხობისთვის წაუყენეს.

BMW

17 სექტემბერი 2019, 18:29

ტექნოლოგიები

BMW-მ ახალი ინოვაციური მოდელი წარადგინა

BMW-მ ახალი ინოვაციური მოდელი წარადგინა. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავტოსპორტის დიზაინერმა მიშელ სკულმა ახალი მოდელის ინოვაციურ მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ინოვაცია წარმოსახვას შეხვდა და ეს დიდი მიღწევაა. BMW Vision M NEXT 600 ცხენისძალა აქვს და 100 კმ/სთ სიჩქარეს 3 წამში ავითარებს.

დიუნკერკი მიგრანტების ბანაკი

17 სექტემბერი 2019, 18:25

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობამ დიუნკერკში მიგრანტთა ბანაკი დახურა

საფრანგეთის მთავრობამ ქალაქ დიუნკერკში მიგრანტთა ბანაკიდან ადამიანები გაიყვანა. ამის შესახებ BBC წერს. პოლიციამ ოპერაცია ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. მიგრანტები ავტობუსებით გადაჰყავდათ. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, მათ საფრანგეთის ჩრდილოეთით სხვადასხვა თავშესაფარში გადაანაწილებენ.

17 სექტემბერი 2019, 18:15

ვიდეო

ქალაქი, სადაც დრო 33 წლის წინ გაჩერდა

მარიო გატიკერი

17 სექტემბერი 2019, 18:08

საქართველო

ელჩი: საქართველოს მოქალაქეების მიერ შვეიცარიისთვის თავშესაფრის მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა, თუმცა ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდება

შვეიცარიის სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიერ შვეიცარიისთვის თავშესაფრის მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა, თუმცა ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ გატიკერმა შვეიცარიის ელჩის რეზიდენციაში პრესკონფერენციაზე თქვა.

სოფი ტერნერი

17 სექტემბერი 2019, 17:55

კულტურა

სანსა სტარკის როლის შემსრულებელი ახალ სერიალში გამოჩნდება

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, სანსა სტარკის როლის შემსრულებელი სოფი ტერნერი ეკრანზე ახალი სერიალით დაბრუნდება. გამოცემა Just Jared-ის ინფორმაციით, მსახიობი Quibi-ს თრილერში Survive გამოჩნდება, რომელშიც მისი პარტნიორი კორი ჰოუკინსი იქნება. სერიალს ალექს მორელის რომანის მიხედვით გადაიღებენ.

ბრიტანეთი

17 სექტემბერი 2019, 17:43

ტაბლოიდი

პრინცესა შარლოტამ სკოლის მეგობრებს უთხრა რომ დედა ორსულად არის

პრინცესა შარლოტა მეგობრებს მოუყვა, რომ მისი დედა ორსულად არის და მალე დაიკო ეყოლება. ბავშვების საუბარი მასწავლებლის თანაშემწე გაიგო და ამის შესახებ მედიას აცნობა. 4 წლის შარლოტა მშობლებმა დაწყებით სკოლაში 5 სექტემბერს მიიყვანეს. პრინც უილიამს და ქეით მიდლტონს ორი შვილი ჰყავთ.

ავღანეთი ჯარისკაცი

17 სექტემბერი 2019, 17:37

მსოფლიო

ქაბულში ტერაქტის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში ტერაქტის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ CBS-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, სერჟანტი ჯერემი გრიფინი ავღანეთის დედაქალაქში „თალიბანის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტს ემსხვერპლა. აფეთქება ქაბულის ცენტრში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს მოხდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა.

ამება

17 სექტემბერი 2019, 17:26

მსოფლიო

აშშ-ში 10 წლის გოგო ე.წ. ტვინის მჭამელმა ამებამ შეიწირა

აშშ-ში 10 წლის გოგო ე.წ. ტვინის მჭამელმა ამებამ შეიწირა, - წერს CNN. კერძოდ, 10 წლის ტეხასელმა ლაილი მაემ ამ შემთხვევამდე ტბაში იცურავა. შედეგად გოგო ე.წ. ტვინის მჭამელი ამებით დაინფიცირდა, რომელიც სწორედ ტბებსა და მდინარეებში ბინადრობს. მგვარი ამებით დაინფიცირების შემთხვევა იშვიათია, მაგრამ ყოველთვის ლეტალურად სრულდება.

ცურვა

17 სექტემბერი 2019, 17:13

სპორტი

სარა თომასი პირველი ქალია ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

სარა თომასმა სრუტის გადაცურვა კვირას დილით ადრე დაიწყო და 54 საათში დაასრულა. მცურავმა მკერდის კიბო ერთი წლის წინ დაამარცხა და ეს გამოწვევა "ყველა გადარჩენილს" მიუძღვნა. სარა თომასი აშშ-დან, კოლორადოდან არის. ღია წყალში ცურვის გამოცდილმა სპორტსმენმა პირველი წარმატება 2007 წელს მოიპოვა.