imedi /  30 ივლისი 2019, 16:12 / სანდო წყარო

ტარანტინომ თავისი ფილმებიდან საყვარელი სიმღერების სია შეადგინა 🎧

კვენტინ ტარანტინო

კვენტინ ტარანტინო

კვენტინ ტარანტინომ მისი 60-ზე მეტი ფილმიდან საყვარელი სიმღერების სია შეადგინა. ყველა სიმღერა თავმოყრილია სტრიმინგულ სერვის Spotify-ზე. მანამდე პლატფორმაზე ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ საუნდტრეკების სრული სია გამოაქვეყნდა, რომელსაც თანდართული აქვს პოდკასტი, რომელშიც რეჟისორი ყვება თუ როგორ არჩევდა მუსიკას ფილმისთვის.

ტარანტინოს სიაში არის ცნობილი სიმღერები ცნობილი ფილმებიდან, ასევე მაყურებლისთვის მეტნაკლებად დასამახსოვრებელი კომპოზიციები. მთლიანი ფლეილისტი თითქმის სამ საათს გრძელდება.

სიმღერების მოსმენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ყველა სიახლე

ლევან ახვლედიანი

06 დეკემბერი 2019, 14:28

საქართველო

ახვლედიანი: ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის სამართლებრივ დავაში გადაყვანა მოგვიწევს

ანაკლიის კონსორციუმს ვადა ეწურება. გაერთიანებამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს 120 მილიონი დოლარის ხელშეკრულებები და 400 მილიონიანი სასესხო შეთანხმება 16 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს. ჰყავს თუ არა კონსორციუმს მოძიებული მთავარი ინვესტორები და რა ბედი ელის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს?

კრისტიან ურსე

06 დეკემბერი 2019, 14:20

საქართველო

ევროსაბჭოს წარმომადგენელი: გვჯერა მხარეები გამოსავალს დიალოგის საფუძველზე მოძებნიან

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის აუცილებლობაზე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი საუბრობს. კრისტიან ურსე იმედოვნებს, რომ ამის პერსპექტივა არსებობს. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

06 დეკემბერი 2019, 14:17

საქართველო

ქუთაისში ოპოზიციის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს ახლომდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს. ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ქუთაისში, კიკვიძის სკვერში არიან შეკრებილნი, საიდანაც აღმაშენებლის მოედნისკენ მსვლელობას გამართავენ.

თეატრალური ფესტივალი ბათუმი

06 დეკემბერი 2019, 13:49

კულტურა

ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს მიერ შერჩეული მსოფლიოში ცნობილი, გერმანული, ესპანური, იტალიური, პოლონური, უკრაინული და თურქული წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები მონაწილეობენ.

მამუკა მდინარაძე

06 დეკემბერი 2019, 13:47

საქართველო

მდინარაძე: უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, „ნაცმოძრაობას“ ოცნება არ შეუსრულდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა, აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვას, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მდინარაძის განცხადებით, ამ პარტიის ოცნება საპარლამენტო უმრავლესობის დაშლაც არის, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება. “უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება“.

ზურაბ აბაშიძის შეხვედრა ჟურნალისტებთან

06 დეკემბერი 2019, 13:45

საქართველო

ზურაბ აბაშიძემ კონფლიქტების გაშუქების თემაზე ჟურნალისტებს ლექცია წაუკითხა

მედია აკადემიის ინფორმაციით, საუბრის თემა იყო როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რა როლი აქვს დიპლომატიურ სამყაროს კონფლიქტების მოგვარებაში, რა სირთულეები უძღვის ხოლმე პრაღაში „აბაშიძე-კარასინის“ მოლაპარაკებებს, რა შედეგები მოაქვს აღნიშნულ ფორმატს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ვივ ბოდიკოტი

06 დეკემბერი 2019, 13:44

ტაბლოიდი

62 წლის ქალმა მოურინიოს გამოსახულებით 38 ტატუ გაიკეთა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს ერთი პერსონალური გულშემატკივარი გამოუჩნდა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. The Sun-ის ცნობით, 62 წლის ვივ ბოდიკოტმა თავისი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე პორტუგალიელი მწვრთნელის გამოსახულებით 38 ტატუ გაიკეთა, რაც 2 ათას ფუნტზე მეტი დაუჯდა.

ვიქტორ დოლიძე

06 დეკემბერი 2019, 13:42

საქართველო

ვიქტორ დოლიძე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორ მარტინ შუეპს და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორ ნიკოლას ფლორისს შეხვდა.

დიმიტრი ხუნდაძე

06 დეკემბერი 2019, 13:40

საქართველო

ხუნდაძე: ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის წინააღმდეგნი არიან, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა

უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა ამის მიუხედავად, დეპუტატი „ხალხში გასვლას, ხელმოწერების შეგროვებას და საკუთარი ინიციატივის განხილვას აპირებს“. ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პოლიცია

06 დეკემბერი 2019, 13:18

ძალოვნები

ჩხოროწყუში ახალგაზრდა კაცის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

ჩხოროწყუში დააკავეს პოლიციელი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. პოლიციელის დაკავების ფაქტი imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. საქმეს პროკურატურა იძიებს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ პოლიციელს ბრალს კანონით დადგენილ ვადებში წარუდგენენ.

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპი

06 დეკემბერი 2019, 13:08

მსოფლიო

ფხენიანმა ტრამპს „ჭკუასუსტი ბებერი“ უწოდა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ლონდონში, ნატოს სამიტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რა დროსაც ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ადამიანი-რაკეტა“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

კონსტანტინ კოსაჩოვი

06 დეკემბერი 2019, 12:54

საქართველო

კოსაჩოვი: ავიამიმოსვლის აღდგენის და სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხები სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის და სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და შემდგომი გაუქმების საკითხები სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.

იგორ დოლგოვი

06 დეკემბერი 2019, 12:48

საქართველო

უკრაინის ელჩი: ქართველი ხალხის საქმეა, მონახოს არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი

ქართველი ხალხის საქმეა, რომ მონახოს ქართული მოდელი, არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ​დოლგოვმა აღნიშნა, რომ დიალოგი ერთადერთი გზაა დემოკრატიის გასაძლიერებლად. „ელჩები, დიპლომატები ველოდებით, რომ ხელი შევუწყოთ დიალოგს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის“.

ინდოეთი გაუპატიურება

06 დეკემბერი 2019, 12:28

მსოფლიო

ინდოეთის პოლიციამ გაუპატიურებასა და მკვლელობაში 4 ეჭვმიტანილი მოკლა

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. დაკავებულები შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად წაიყვანეს, რა დროსაც ისინი პოლიციელებს დაესხნენ თავს, მათთვის იარაღის წართმევა და გაქცევა სცადეს. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ოთხივე ეჭვმიტანილი მოკლეს.

კარლ ჰარცელი

06 დეკემბერი 2019, 12:08

საქართველო

ევროკავშირის ელჩი: მხარეებს შორის კომპრომისის დაუყოვნებლივ პოვნა არარეალისტურია

ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს არარეალისტურად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მხარეები დაუყოვნებლივ მოახერხებენ კომპრომისის პოვნას და პრობლემის მოგვარებას. დიპლომატი იმედოვნებს, რომ უფრო მეტი ხიდი აშენდება, ვიდრე დაინგრევა. ელჩის განცხადებით, დაძაბულობა ქუჩებში, რაც აქციების და კონტრაქციების გამართვას გულისხმობს, კიდევ უფრო მეტად ართულებს არსებულ ვითარებას.

საპროტესტო აქცია ბათუმი

06 დეკემბერი 2019, 12:07

საქართველო

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროპორციული არჩევნები მოითხოვეს

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები ცენტრალური პარკიდან მთავრობის სახლამდე მივიდნენ და თავიანთი მოთხოვნები დაასახელეს. მთავარი მოთხოვნა კვლავ პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.

ელექტროენერგია

06 დეკემბერი 2019, 11:55

ეკონომიკა

ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება

საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

 ადამ კიზნინგერი 

06 დეკემბერი 2019, 11:50

საქართველო

კინზინგერი: საქართველოზე გამავალი სავაჭრო გზა მნიშვნელოვანია, რათა რუსეთსა და ირანს გავლენები წაერთვას

„მოხარულნი ვიქნებით, რომ ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან“, - ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი

06 დეკემბერი 2019, 11:46

საქართველო

ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი და დარბაზი გაიხსნა. ცერემონიას, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ოჯახის წევრებთან ერთად, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ევროკავშირის ელჩი და გაეროს მუდმივი წარმომადგენელი დაესწრნენ.

06 დეკემბერი 2019, 11:32

საქართველო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი ციხელაშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განიხილა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრებს მართავს. საუბრის მთავარი თემა განგრძობითი ოკუპაცია და მისით გამოწვეული მძიმე შედეგებია. სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ციხელაშვილი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის საერთაშორისო მდივან კატი პირის და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, მარინა კალიურანდს შეხვდა.