imedi /  03 აგვისტო 2019, 13:03 / სანდო წყარო

პეტრას ციხის ტერიტორიაზე GR Fest-ი აღარ ჩატარდება

პეტრას ციხე

პეტრას ციხე

პეტრას ციხის ტერიტორიაზე GR Fest-ი აღარ ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ზე ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.

მათი თქმით, 2 აგვისტოს ღამით ფესტივალის ორგანიზატორების სახელზე მოვიდა სასულიერო პირებისა და ქობულეთის მოსახლეობის კოლექტიური საპროტესტო წერილი, რომელსაც 160-მდე ხელმომწერი ჰყავს. მათი მთავარი მოთხოვნაა არ ჩატარდეს „კაზანტიპი“ პეტრას ციხის ტერიტორიაზე. 

„ეს ადამიანები მამაოების კურთხევით ეწინააღმდეგებიან პროგრესს ჩვენს ქვეყანაში, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს საკლუბო და საფესტივალო ტურიზმი, ღირსეულ მედიაგამოცემებში მუდმივად იწერება ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე. უამრავი ადამიანი ჩამოდის კონკრეტულ ღონისძიებაზე დასასწრებად. 

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ორგანიზატორებს აქვთ წერილობითი თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსაგან, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება ლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. ახალი ლოკაცია აუცილებლად იქნება აჭარაში ზღვასთან ახლოს 10 აგვისტოს იმავე შემსრულებლებით!

იმედს ვიტოვებთ ლოკაციის შეცვლა არ დაგვაბრკოლებს და ქართული რეივი ისევ ერთ მუშტად შეკრული ვიცეკვებთ.
GR Fest-ი ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის“, - ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის საპროტესტო წერილის ფოტო.

პეტრას ციხე

ყველა სიახლე

გერმანიის პოლიცია

25 აგვისტო 2019, 09:19

ძალოვნები

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული

ბერლინის პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს 40 წლის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქეა დაკავებული. ამოღებულია მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი, რომლითაც ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. დაკავებული რუსეთის მოქალაქის მიმართ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა

„შავი პანტერა“

25 აგვისტო 2019, 09:09

კულტურა

„შავი პანტერას“ მეორე ნაწილის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ინფორმაცია ამის შესახებ Twitter-ზე კინოსტუდია Marvel Studios-მა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი კვლავ რაიან კუგლერი იქნება. „შავმა პანტერამ“ MTV-ის პრემიის ოთხი ჯილდო, ამერიკის კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო (BAFTA) ვიზუალური ეფექტებისთვის.

სოხუმი

25 აგვისტო 2019, 08:52

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ე.წ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 118 932 ადამიანს აქვს. თავდაპირველად დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მაისში ოპოზიციამ მისი 23 ნოემბრამდე გადადება მოითხოვა, ვინაიდან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამასკო

25 აგვისტო 2019, 08:30

მსოფლიო

ისრაელმა სირიაში ირანის ობიექტებზე იერიში მიიტანა

ისრაელმა სირიაში ირანის ობიექტებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დამასკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთში თვითმფრინავებმა „რამდენიმე ტერორისტული სამიზნე“ - ირანული ქვედანაყოფის „ალ-ქუდსისა“ და შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებების ობიექტები გაანადგურეს.

ბორის ჯონსონი

25 აგვისტო 2019, 08:18

ეკონომიკა

ბორის ჯონსონმა აშშ-ს ბრიტანული კომპანიებისთვის შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა

„აშშ-ში ბრიტანული კომპანიებისთვის სერიოზული შესაძლებლობები არსებობს. ვცდილობთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, თუმცა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა შეგვიწყონ ამაში ხელი, იმიტომ რომ ამჟამად ძალიან ბევრი შეზღუდვა მოქმედებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ჯეფრი ეპშტეინი პრინცი ენდრიუ

25 აგვისტო 2019, 00:57

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ: ეპშტეინის ქმედებებში ეჭვი არასდროს შემიტანია

დიდი ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ მის მეგობარ, ამერიკელ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინზე საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის რაიმე სახის კრიმინალური ქმედებები არ შეუმჩნევია. ის ამბობს, რომ თანაუგრძნობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ეპშტეინისგან თვს დაზარალებულად თვლის.

25 აგვისტო 2019, 00:30

მსოფლიო

საფრანგეთის პოლიციამ დიდი შვიდეულის სამიტის საწინააღმდეგო აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის სხვა ქალაქებში ანტიგლობალისტებმა და გარემოს დამცველებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს, თუმცა განსხვავებული ატმოსფერო იყო ქალაქ ბაიონაში, სადაც პოლიციამ ბარიკადები განალაგა, თუმცა მომიტინგეებმა მისი გარღვევა სცადეს.

24 აგვისტო 2019, 23:51

მსოფლიო

ტეხასელი წყვილი საქორწილო ცერემონიის შემდეგ ავარიას ემსხვერპლა

ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 19 წლის ჰარლი მორგანი და 20 წლის რიანონ ბოდრო ტეხასში, ავტომაგისტრალს უახლოვდებოდა. სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა. პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი ბრიჟიტ ტორნიე მელანია ტრამპი

24 აგვისტო 2019, 23:20

მსოფლიო

მაკრონი ტრამპს მასპინძლობს

აშშ-ის პრეზიდენტი დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებად საფრანგეთში ჩავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ტრამპთან შეხვედრაზე ლიბიის, სირიის და ჩრდილოეთ კორეის საკითხები განიხილეს, ასევე გაცვალეს შეხედულებები ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარების თავიდან აცილებაზე.

ემა სტოუნი

24 აგვისტო 2019, 22:39

კულტურა

Disney-მ „კრუელას“ ეკრანიზაციის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ფილმში მთავარი გმირის - კრუელა დე ვილის როლს მსახიობი ემა სტოუნი ასრულებს. ფილმი "101 დალმატინელის" ბოროტი პერსონაჟის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება 1970-იან წლებში მიმდინარეობს და ეკრანიზაციაში ასახულია კრუელა დე ვილის ისტორია, სანამ ის ლეკვების მოტაცებას დაიწყებდა.

24 აგვისტო 2019, 22:33

მსოფლიო

ათასობით ბრაზილიელი ამაზონის ხანძართან დაკავშირებით პრეზიდენტის უმოქმედობას აპროტესტებს

ბრაზილიაში ამაზონის ხანძრების რეკორდული რაოდენობის გამო საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს უმოქმედობას აპროტესტებენ და გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ღამის სერენადები

24 აგვისტო 2019, 22:09

კულტურა

ბათუმში ხვალ კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“, დირექტორი-ნინა ცაგარელი. ფესტივალის მთავარი პარტნიორები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არიან.

24 აგვისტო 2019, 22:08

ძალოვნები

სენაკში, მდინარეში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურაზე 25 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ გეჯეთში მოხდა. გარდაცვლილი ქუთაისში სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

24 აგვისტო 2019, 21:30

კულტურა

საქართველო ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, დიდი იტალიელი კომპოზიტორის, შემოქმედებას ეძღვნება და ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ტარდება, წელს კი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში გაიმართა. ღონისძიება თბილისში გაიხსნა, გუშინ კი შეკვეთილში ბლექ სი არენას სცენა დაიკავა.

პრეზიდენტის სასახლე

24 აგვისტო 2019, 21:21

საქართველო

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა მიღება გამართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 20:30

საქართველო

ზურაბიშვილი: არავიზე ნაკლებად არ გვტკივა ის ახალგაზრდები და პოლიციელი, რომლებმაც თვალები დაკარგეს

„აზრთასხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალსოფელის მიმდებარე ტერიტორია

24 აგვისტო 2019, 20:25

საქართველო

ახალსოფელთან ხანძარის ჩასაქრობად ვერტმფრენები მუშაობას ხვალ განაახლებენ. ვიდეო

მეორე დღეა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელთან ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოებს რელიეფი ართულებს, რის გამოც ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს, ისინი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვებიან.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 19:56

საქართველო

ზურაბიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დასაბრუნებლად ყველა გზას ვეძებ

„ვზრუნავ იმაზე, ვეძებო ყველა გზა და ყველა საშუალება, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

არჩილ თალაკვაძე

24 აგვისტო 2019, 19:21

საქართველო

თალაკვაძე: მჯერა, რომ აფხაზებთან და ოსებთან ერთად მომავალში კიდევ ერთ კონსტიტუციურ კანონზე ვიმუშავებთ

საქართველოს კონსტიტუციის დებულებების სულისკვეთება პირდაპირ თანხვედრაშია უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან, რასაც მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწოდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 19:20

საქართველო

ზურაბიშვილი: უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ

"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ახლო პარტნიორსა და მეგობარს - უკრაინას. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ" - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.