imedi /  12 აგვისტო 2019, 11:11 / სანდო წყარო

ჯგუფი BTS-ი ხანგრძლივ შემოქმედებით პაუზას იღებს

BTS

BTS

კეი-პოპ ჯგუფი BTS-ი ხანგრძლივ შემოქმედებით პაუზას იღებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც ჯგუფის კომპანია Big Hit Entertainment-ის განცხადებაშია ნათქვამი, ჯგუფის შვიდივე წევრს დასვენება და განტვირთვა სჭირდება, ამ პერიოდის განმავლობაში კი ჯგუფის წევრები მათი ასაკისთვის შესაფერისი ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებენ.

BTS-ის სადებიუტო კონცერტი 2013 წელს გაიმართა, მას შემდეგ ეს მათი პირველი ხანგრძლივი შესვენებაა. როდის დაუბრუნდება ჯგუფი სცენას, ჯერჯერობით არ სახელდება.

BTS-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კეი-პოპ ჯგუფია. კეი-პოპი (K-pop) სამხრეთ კორეაში დაბადებული მუსიკალური ჟანრია, რომელიც აერთიანებს ჰიპ-ჰოპს, საცეკვაო მუსიკას და რიტმ-ენდ-ბლუზს.

ვინ არიან ყველაზე პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის BTS-ის წევრები იხილეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

25 აგვისტო 2019, 13:20

მსოფლიო

აშშ ბრიტანეთთან დიდ სავაჭრო ხელშეკრულებას გააფორმებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი მალე დიდ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ. ტრამპმა ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ბორის ჯონსონთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ოფიციალურად გახსნამდე ერთი დღით ადრე შედგა.

ხანძარი ახალსოფელში

25 აგვისტო 2019, 13:17

ძალოვნები

ახალსოფელში ხანძრის ქრობის პროცესში მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. პარალელურ რეჟიმში, ხანძრის კერების ქრობას განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა.

ანტირასისტული აქცია

25 აგვისტო 2019, 13:00

მსოფლიო

დრეზდენში რასიზმის წინააღმდეგ აქციაზე 40 ათასი ადამიანი გამოვიდა

გერმანიაში, დრეზდენში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 40 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა უცხოელების წინააღმდეგ „სიძულვილი ენის“ გამოყენება დაგმეს. მათი თქმით საქსონია არ არის გერმანიის რუკაზე ლაქა. აქ ცხოვრობს ბევრი ადამიანი რომელსაც სურს მშვიდობიანი და თავისუფალი სახელმწიფო ჰქონდეს.

Boston 168

25 აგვისტო 2019, 12:37

კულტურა

Echowaves-ის მესამე დღეს მსმენლის წინაშე Boston 168 წარდგა

Echowaves-ის ფესტივალი დღეს დაიხურება. წელს ანაკლიის სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ. ფესტივალი დღეს იხურება, ხვალ კი დილის 8:00 საათიდან მხოლოდ ერთი, ე.წ. კუნძულის სცენა იმუშავებს.

ინტერნეტტერორიზმი

25 აგვისტო 2019, 12:36

მსოფლიო

ტერორიზმის რისკის გასანეიტრალებლად ავსტრალია საეჭვო ვებგვერდებს დაბლოკავს

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ექსტრემისტების მიერ ციფრული პლატფორმებზე ძალადობრივი კონტენტის მოზიდვას არ დაუშვებს და საეჭვო ვებგვერდებს დაბლოკავს. ეს განცხადება სკოტ მორისონმა დღეს დიდი შვიდეულის ფორუმზე საფრანგეთში გააკეთა.

ვარსკვლავური ომები

25 აგვისტო 2019, 12:10

კულტურა

„ვარსკვლავური ომების“ მე-9 ნაწილის პირველი პოსტერი გამოქვეყნდა

კომპანია Disney-იმ ფესტივალ D23-ის ფარგლებში „ვარსკვლავური ომების“ მე-9 ნაწილის პირველი პოსტერი გამოაქვეყნა. პოსტერის ცენტრში ახალი ეპიზოდის მთავარი გმირები - რეი და კაილო რენი, მათ ზემოთ კი იმპერატორი პალპატინი არიან გამოსახულები.

25 აგვისტო 2019, 11:57

მსოფლიო

პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან განთავისუფლების 75 წლისთავს ზეიმობს

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან გათავისუფლების 75 წლისთავს აღნიშნავს. ქალაქი 1944 წლის 25 აგვისტოს ფრანგების აჯანყების შედეგად გათავისუფლდა და 1500 დღიანი პაუზის შემდეგ ეიფელის კოშკზე ნაცისტური სვასტიკის ნაცვლად საფრანგეთის დროშა აფრიალდა.

Breaking bad

25 აგვისტო 2019, 11:40

კულტურა

Breaking Bad-ის ფილმის პირველი თიზერი გამოქვეყნდა

კომპანია Netflix-მა გამოაქვეყნა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის პირველი თიზერი, რომელიც სერიალ Breaking Bad-ის მიხედვით არის გადაღებული. ფილმი სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის ჯესი პინკმანის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მისი პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება.

ხანძარი ახალსოფელში

25 აგვისტო 2019, 11:20

ძალოვნები

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია. სოფელ ახალსოფელთან ცეცხლის დამატებითი კერები აღარ გაჩენილა. ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლის ქრობის პროცესში დილიდან შსს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული.

აქცია მულახში

25 აგვისტო 2019, 11:17

საქართველო

სვანეთში 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს

მულახის თემის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების თხოვნით, სვანეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გზის გახსნას არ აპირებენ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან.

25 აგვისტო 2019, 10:55

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო დანადგარი წარმატებით გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი სარაკეტო დანადგარი წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით წერს. სარაკეტო დანადგარის გაშვებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა. ტესტირებამ აჩვენა, რომ სისტემა გამართულად მუშაობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების მეშვიდე გამოცდაა.

ადამიანი-ბუ

25 აგვისტო 2019, 10:52

ტაბლოიდი

ბრიტანელმა კაცმა მითურ არსებას ვიდეო გადაუღო

ლეგენდის თანახმად, პირველად ეკლესიის სახურავზე მჯდარი ადამიანი-ბუ 1920-იან წლებში ორმა გოგომ ნახა. მას რქები და ფრთები ჰქონდა, თუმცა ადამიანის სიმაღლის იყო. ამის შემდეგ გოგოების მამამ ოჯახი კორნუოლიდან წაიყვანა, შემთხვევის შესახებ კი გაზეთებმა დაწერეს.

25 აგვისტო 2019, 10:36

მსოფლიო

დიდი შვიდეულის ლიდერებს მიაჩნიათ რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ უნდა ფლობდეს

დიდი შვიდეულის ლიდერები, რომელთა შეხვედრაც საფრანგეთში ბიარიცში მიმდინარეობს, ერთ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ უნდა ფლობდეს. მათ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ახლოაღმოსავლეთის რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა უნდა იყოს. ინფორმაციას რუსული მედია იაპონურ წყაროებზე და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კიოლნის“ გულშემატკივართა ლოცვა

25 აგვისტო 2019, 10:27

სპორტი

გულშემატკივრების მასობრივმა ლოცვამ „კიოლნს“ ვერ უშველა

გერმანული ბუნდესლიგის 2019/20 წლების გათამაშების სტარტის შემდეგ საფეხბურთო კლუბ „კიოლნის“ გულშემატკივრებმა მასობრივი ლოცვა აღავლინეს. ლოცვას „კიოლნის“ 4,5 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. მათ საყვარელი გუნდის წარმატებული თამაშისთვის ილოცეს და კლუბის ჰიმნი იმღერეს.

ენ მაკკლეინი

25 აგვისტო 2019, 10:06

ტაბლოიდი

NYT: NASA-ს ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მეუღლეს უთვალთვალებდა

NASA-ს ასტრონავტ ენ მაკკლეინს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მეუღლის თვალთვალში, კერძოდ კი მის ანგარიშებზე უკანონო წვდომაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ეს შესაძლოა კოსმოსში ჩადენილი პირველი კანონდარღვევა იყოს.

სოხუმი

25 აგვისტო 2019, 09:41

საქართველო

საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას უწოდებს.

ელისაბედ მეორე

25 აგვისტო 2019, 09:36

ტაბლოიდი

მედია: ელისაბედ მეორემ ტრამპის ვერტმფრენების მიერ გაფუჭებულ სასახლის გაზონზე იხუმრა

დედოფლის თქმით, ივნისში დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს მისი ორი თვითმფრინავი ბუკინგემის სასახლეში, პირდაპირ გაზონზე დაჯდა, რის გამოც ბალახს ძრავების მუშაობის კვალი ეტყობა. დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად დიდ ბრიტანეთს 3-5 ივნისს სტუმრობდა.

გერმანიის პოლიცია

25 აგვისტო 2019, 09:19

ძალოვნები

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული

ბერლინის პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს 40 წლის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქეა დაკავებული. ამოღებულია მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი, რომლითაც ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. დაკავებული რუსეთის მოქალაქის მიმართ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა

„შავი პანტერა“

25 აგვისტო 2019, 09:09

კულტურა

„შავი პანტერას“ მეორე ნაწილის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ინფორმაცია ამის შესახებ Twitter-ზე კინოსტუდია Marvel Studios-მა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი კვლავ რაიან კუგლერი იქნება. „შავმა პანტერამ“ MTV-ის პრემიის ოთხი ჯილდო, ამერიკის კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო (BAFTA) ვიზუალური ეფექტებისთვის.

სოხუმი

25 აგვისტო 2019, 08:52

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ე.წ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 118 932 ადამიანს აქვს. თავდაპირველად დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მაისში ოპოზიციამ მისი 23 ნოემბრამდე გადადება მოითხოვა, ვინაიდან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.