imedi /  12 აგვისტო 2019, 13:28 / სანდო წყარო

პრიანკა ჩოპრას ინდოეთი-პაკისტანის შესახებ პოსტის გამო „ფარისეველი“ უწოდეს

პრიანკა ჩოპრა

პრიანკა ჩოპრა

ლოს-ანჯელესში გამართულ სილამაზის ღონისძიებაზე, თებერვალში, ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე გამოქვეყნებული Twitter-პოსტის გამო ბოლივუდის მსახიობი პრიანკა ჩოპრა ერთმა ქალმა გააკრიტიკა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ღონისძიებაზე აიშა მალიკი მიკროფონთან მივიდა და მსახიობს "პაკისტანთან ბირთვული ომის წახალისებისთვის" "ფარისეველი" უწოდა, ვინაიდან ჩოპრა UNICEF-ის კეთილი ნების ელჩია. 


ჩოპრამ 26 თებერვალს დაპოსტა "Jai Hind #IndianArmedForces". "Jai Hind"-ი სლოგანია, რომელიც ითარგმნება როგორც "Hail India" - ამას კი ხშირად იყენებენ ინდოელი ლიდერები პოლიტიკურ გამოსვლებში.

პრიანკა ჩოპრამ ქალის ამ განცხადებისგან თავის დაცვა სცადა და განაცხადა, რომ "ომი ძალიან არ უყვარს, მაგრამ პატრიოტია". 

"ბევრი მეგობარი მყავს პაკისტანიდან და მე ინდოეთიდან ვარ. ომი არ არის ის, რაც მიყვარს, მაგრამ პატრიოტი ვარ. ასე, რომ ბოდიშს ვიხდი თუ შეურაცხყოფა მივაყენე იმ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვარ. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანს გვაქვს ოქროს შუალედი, რომელსაც ყველამ უნდა მივდიოთ, როგორც თქვენ სავარაუდოდ", - უპასუხა აიშა მალიკს მსახიობმა. 



პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 44 ინდოელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალურმა დელიმ თავდასხმაში პაკისტანი დაადანაშაულა. პაკისტანის მთავრობამ ბრალდება უარყო. მალევე, 26 თებერვალს ინდოეთმა პაკისტანის ტერიტორიაზე ავიაიერიში მიიტანა. თვითმფრინავების სამიზნე "ჯაიშა-ე-მოჰამადის" საწვრთნელი ბაზა იყო.

1971 წლის შემდეგ ეს პირველი ავიადარტყმა იყო, რომელიც ქაშმირის საკონტროლო ხაზთან განხორციელდა. 

27 თებერვალს პაკისტანმა ორი ინდური სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ერთ-ერთის პილოტი კი დააკავა, რომელიც 1-ელ მარტს გაათავისუფლა. 

ყველა სიახლე

17 აგვისტო 2019, 20:44

მსოფლიო

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის ნათესავების სახლში ჩხრეკა ჩატარდა

მასობრივი არეულობების მოსაწყობად საჭირო ხარჯების სია ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის ნათესავების სახლში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ეს თანხები არეულობების მოწყობასა და ორგანიზებაში დაიხარჯა.

17 აგვისტო 2019, 20:15

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნიდან 7 მოქალაქე გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასულები.

მეგან მარკლი

17 აგვისტო 2019, 20:00

ტაბლოიდი

მედია: ელისაბედ მეორე მეგან მარკლს ჯინსის ჩაცმას უკრძალავს

ელისაბედ მეორე ბალმორალის ციხესიმაგრეში დასასვენებლად იმყოფება. მასთან სტუმრად პრინცი ჰარი მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩავიდა. სასექსის ჰერცოგინიამ ჩაცმის სტილთან დაკავშირებით, დედოფლისგან მკაცრი შენიშვნები მიიღო.

17 აგვისტო 2019, 19:45

მსოფლიო

სიდნეიში 27 წლის ქალი სელფის გადაღების დროს კლდიდან გადავარდა

თვითმხილველების ცნობით, ქალი ფოტოს გადაღებას ცდილობდა, როდესაც 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ხალხი სიდნეის 27 წლის მცხოვრებისთვის დახმარებას ცდილობდნენ. ექიმები ვერტმფრენის საშუალებით მის გადარჩენოს ოპერაციაში უშედეგედო ჩაერთვნენ.

ნეიმარი

17 აგვისტო 2019, 19:30

სპორტი

ნეიმარმა პსჟ-სთან ერთად ივარჯიშა

პსჟ-ს ვარსკვლავი ნეიმარი კლუბის ვარჯიშს დაესწრო. გუნდთან ერთად ვარჯიშის ამსახველი ფოტოები უცხოურ მედიაში გავრცელდა. მედია წერს, რომ ფეხბურთელით რეალი და ბარსეოლა არიან დაინტერესებული. სხვა წყაროებით კი, 27 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელთან „რეალში“ კონტრაქტი მომდევნო კვირაში გაფორმდება.

17 აგვისტო 2019, 19:15

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ქლამიდიოზის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

ბრიტანელმა და დანიელმა მეცნიერებმა ქლამიდიოზის წინააღმდეგ ვაქცინა შექმნეს. პირველ ექსპერიმენტში 35 ჯანმრთელი ქალი მონაწილეობდა. შედეგად გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. ქლამიდიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რომელიც სქესობრივი გზით გადაიცემა.

17 აგვისტო 2019, 19:10

მსოფლიო

ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 15,000 სახლი დაიწვა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ხანძრის შედეგად 15,000 სახლი დაიწვა, რის გამოც 50,000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხანძარი ჩალანტიკას დასახლებაში მოხდა, სახლების ძირითად ნაწილს პლასტმასის სახურავები ჰქონდა, რამაც ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო. შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

17 აგვისტო 2019, 19:00

სპორტი

ძალოსანთა ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პრიზიორები გამოვლინდნენ

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, პირველი ადგილი აჭარამ მოიპოვა 246 ქულით, მეორე ადგილზე ქუთაისი გავიდა 241 ქულით, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი საჩხერის გუნდი გახდა 236 ქულით. გამარჯვებულ-პრიზიორები გუნდურ ჩათვლაშიც გამოვლინდნენ.

ნაიკი

17 აგვისტო 2019, 18:40

სპორტი

Nike-მა ორსული სპორტსმენების მიმართ პოლიტიკა შეცვალა

ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ელისონ ფელიქსი აცხადებს, რომ სპორტსმენებს შვილის გაჩენის შემთხვევაში ფინანსური სანქციები აღარ ემუქრებათ. კომპანია Nike-მა ორსულ სპორტსმენებს კონტრაქტები შეუცვალა. ელისონ ფელიქსმა შესაბამისი წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

დავით ზალკალიანი

17 აგვისტო 2019, 18:05

საქართველო

ზალკალიანი გუგუტიანთკარის მოვლენებს ფაქტობრივ ანექსიად აფასებს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში ჩავიდა. მინისტრმა ადგილზე ვითარების გაცნობის შემდეგ არსებულ მდგომარეობას დამთრგუნველი უწოდა. საგარეო უწყების ხელმძღვანელობა საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ქმედებებად შეაფასა.

ნასა ასტრონავტი მთვარეზე

17 აგვისტო 2019, 18:03

ტექნოლოგიები

NASA ასტრონავტების მთვარეზე გასაგზავნად შტაბ-ბინას არჩევს

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში (NASA) ასტრონავტების მთვარეზე გასაგზავნად შტაბ-ბინას ეძებს. BBC-ის ცნობით, სავარაუდოდ NASA ალაბამას რესურსს გამოიყენებს, სადაც 1960 წელს „აპოლონის“ პროექტი შემუშავდა. 2024 წელს „თეთრი სახლი“ მთვარის სამხრეთ პოლუსზე 2024 წელს ორი ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს.

17 აგვისტო 2019, 18:00

საქართველო

ქარტია გუგიტიანთკარში ონლაინ მედიისთვის მუშაობის შეზღუდვას არ ეთანხმება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 16 აგვისტოს სოფელ გუგუტიანთკარში მხოლოდ ონლაინ მედიისთვის მუშაობის შეზღუდვას დისკრიმინაციად აფასებს და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას, არ შეიძლება.

17 აგვისტო 2019, 17:44

ტექნოლოგიები

კვლევა: ყოველი 10 დასაქმებულიდან 8-ს სამსახურში უტირია

სამსახურის საძიებო კომპანიის Monster-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ 3000 გამოკითხული რესპონდენტების 45% სამსახურში ტირილის მიზეზად უფროსებსა და თანამშრომლებს ასახელებს. 19%-მა პროცენტმა კი განაცხადა, რომ სამსახურში მათი ცრემლების მიზეზი სამუშაოსთან არ იყო დაკავშირებული.

პეტრო პოროშენკო

17 აგვისტო 2019, 17:25

მსოფლიო

პოროშენკოს დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ

პეტრო პოროშენკოს დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. ცნობილი ამერიკელი მილიარდერის სემ ქისლინი თქმით, პრეზიდენტობის პერიოდში, პოროშენკომ ქვეყნიდან 8 მილიარდი დოლარი გაიტანა. მილიარდერის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული.

17 აგვისტო 2019, 17:22

მსოფლიო

რუსეთში აქცია აქტივისტების დაკავებითა და პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

ოპოზიციის აქცია რუსეთის დედაქალაქში ისევ აქტივისტების დაკავებითა და პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მიტინგი თავდაპირველად კომუნისტური პარტიის ორგანიზებული იყო, თუმცა BBC-ის რუსული ბიურო აცხადებს, რომ მანიფესტაციას სხვა პარტიების მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.

ლიუ იფეი

17 აგვისტო 2019, 16:53

კულტურა

Disney-ის „მულანის“ ახალ ვერსიას ბოიკოტს უცხადებენ

მსახიობმა ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo-ზე ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სამთავრობო მედიიდან პოლიციის მხარდამჭერი ვიდეო გააზიარა და ჩინურად დაწერა, რომ ჰონგ-კონგის პოლიციას უჭერს მხარს. პოსტს თან ერთვოდა წარწერა ინგლისურად "რა სირცხვილია ჰონგ-კონგისთვის."

სუდანი

17 აგვისტო 2019, 16:31

მსოფლიო

სუდანში სამხედროებმა და ოპოზიციამ საკონსტიტუციო დეკლარაციას მოაწერეს ხელი

სუდანის გარდამავალმა სამხედრო საბჭომ და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ “ცვლილებებისა და თავისუფლებისთვის“ ხარტუმში საკონსტიტუციო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაციაზე ხელის მოწერის ცერემონია ტელეარხ Al Arabiya-ს პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

მიმტანი

17 აგვისტო 2019, 16:10

ტაბლოიდი

საფრანგეთში კაცმა შეკვეთის ხანგრძლივი ლოდინის გამო მიმტანი მოკლა

შემთხვევა 16 აგვისტოს, პარიზის შემოგარენში, ნუაზი-ლე-გრანის კომუნაში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ უკმაყოფილო სტუმარმა მიმტანს იმის გამო ესროლა, რომ მისი შეკვეთილი სენდვიჩი არასაკმარისად სწრაფად მოამზადეს.

ლაშა ტალახაძე

17 აგვისტო 2019, 16:03

სპორტი

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვიდეო

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ატაცში 219 კგ. დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი 218 კგ ქართველ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ეკუთვნის.

კონტი ჯგუფი

17 აგვისტო 2019, 15:40

ეკონომიკა

სამინისტრო: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ „კონტი ჯგუფის“ ყოფნა ფორმალური იყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული „კონტი ჯგუფის“ გასვლას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.სამინისტრო კონსორციუმს მოუწოდებს, რომ წარადგინოს გეგმა, რომელის თანახმადაც 42%-იანი წილის მფლობელი ბიზნესჯგუფის ჩანაცვლება მოხდება.