imedi /  18 აგვისტო 2019, 20:52 / სანდო წყარო

ტიმოთესუბანში სამონასტრო კომპლექსში სათავსო თვითნებურად ჩადგეს

კულტურა

სოფელ ტიმოთესუბნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამოქალაქო პირებმა აცნობეს. 

სააგენტოს ცნობით, მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებულია სათავსო, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის მიწოდებული ფოტომასალიდან სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარეს სრულიად არ შეესაბამება და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს. 

"უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების შედეგების სამართლებრივი შეფასებისა და აღკვეთის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი სოფ. ტიმოთესუბანში 20 აგვისტოს გაემგზავრება. მონიტორინგის ვიზიტის მსვლელობაში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაერთვება ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავარი, რომლის განმარტებით აღნიშნული ქმედების შესახებ არც ეპარქიას და არც საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია. სამუშაო ჯგუფის სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლების ხარისხს შეისწავლიან და ადგილობრივ სასულიერო პირებს მის დემონტაჟს მოსთხოვენ. 

ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს. 

მოწოდებული ინფორმაციისთვის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს და საზოგადოების წევრებს ამ ტიპის თანამშრომლობისკენ მოუწოდებს", - წერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

მეტროსადგური

12 აგვისტო 2020, 12:31

საზოგადოება

მეტროსადგურების: „ვარკეთილსა“ და „ავლაბარის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა

მეტროსადგურების: „ვარკეთილსა“ და „ავლაბარის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე ხელშეკრულებებია გაფორმებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:28

საზოგადოება

თბილისში „ჭკვიანი“ შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაინერგება, რომლებიც ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება

თბილისის მასშტაბით დაინერგება გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრთან. „ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული სისტემა საშუალებას მოგვცემს, შემცირდეს გზებზე საცობების რაოდენობა და შეუფერხებლად გადაადგილდეს საგანგებო მომსახურების (სასწრაფო-სამედიცინო, სახანძრო) მანქანები, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:26

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვინც 144-ით ისარგებლა და თქვა რომ სვანეთში იმყოფება, დღის ბოლომდე საკარანტინო სივრცეში გადავა

„144-ზე დარეკეთ, დაფიქსირდით და აღირიცხეთ და ჩვენგან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან მიიღებთ შესაბამის ინფორმაციას. ყველას შევეხმიანებით. დღევანდელი მონაცემებით, თითოეული ადამიანი, რომელმაც დარეკა 144-ში, განაცხადა რომ იმყოფება სვანეთში ყველასთან კომუნიკაცია შედგა და დღეს, დღის ბოლომდე ყველა მათგანს საკარანტინო სივრცეში გადავიყვანთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

12 აგვისტო 2020, 12:21

რეგიონი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანში COVID-19-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ ლარსის საბაჭო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და მათი ნაწილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდანაა, მოსახლეობის ბიოლოგიური მასალის გამოკვლევა გადაწყდა. დილიდან სოფელში როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ჯანდაცვის უწყებებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:08

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ და საკარანტინო სივრცეებში დავაბინავეთ

„ჩვენ ადგილზე შევაფასეთ ის ინფრასტრუქტურა რომელიც განთავსების ობიექტებშია, შევეცადეთ რომ ეს ყოფილიყო ასევე კომფორტული პროცესი დამსვენებლებისთვის და მათი ნაწილი, რომლებიც უკვე ცხოვრობდნენ სასტუმროებში და ისინი აკმაყოფილებდნენ შესაბამის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს გარდაიქმნა საკარანტინო სივრცედ. ადამიანების ნაწილი ორგანიზებულად გამოვიყვანეთ სვანეთიდან და გადავანაწილეთ სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში. ასევე მობილიზებული გვაქვს ტრანსპორტი, იმ ადამიანებისთვის, რომლთაც არ ჰყავთ საკუთარი ავტომანქანა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძე

12 აგვისტო 2020, 12:05

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: რეგულაციების დარღვევის გამო შრომის ინსპექცია ყოველდღიურად 20-მდე ობიექტს აჯარიმებს

არსებული რეგულაციების დარღვევების გამო, ყოველდღიურად შრომის ინსპექციის მიერ დაახლოებით 20-მდე ობიექტი ჯარიმდება, - ამის შეახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, რამდენი ობიექტია ქვეყანაში ჯამურად ისეთი, რომელიც არ ასრულებს დაწესებულ რეგულაციებს.

12 აგვისტო 2020, 12:01

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

12 აგვისტო 2020, 11:56

რეგიონი

„ფრონტერადან“ გათავისუფლებული თანამშრომელი: ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა, რომელსაც დავალიანების ჩარიცხვის იმედი გადაეწურა, თავი მოიკლა

ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში, სადაც კომპანია ნავთობს მოიპოვებს, მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ისევ სახელფასო დავალიანებების დროულ დაფარვასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მოსახლეობამ დღეს კომპანიის კუთვნილი მანქანა, რომელიც ნავთობის გატანას გეგმავდა, რამდენიმე საათით შეაფერხა და ტერიტორიიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა. შეკრებილების თქმით, მძიმე ფინანსური კრიზისის გამო, კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ეკატერინე ტიკარაძე

12 აგვისტო 2020, 11:52

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, გამყარებული უნდა იყოს აუცილებელი კვლევებით

ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, გამყარებული უნდა იყოს აუცილებელი კვლევებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ვაქცინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, გამყარებული უნდა იყოს აუცილებელი კვლევებით. ჩვენ ჯერ დაველოდებით კვლევების მონაცემებს, შემდეგ კი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.“, - განაცხადა ტიკარაძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ლევან დავითაშვილი

12 აგვისტო 2020, 11:48

COVID19

ლევან დავითაშვილი: სვანეთში, მოსახლეობის სურსათით და სხვა პირველადი პროდუქციით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება

სამინისტრო მობილიზებულია, რომ მოსახლეობას სურსათით და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები არ შეექმნათ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

12 აგვისტო 2020, 11:46

რეგიონი

შალვა კერესელიძე: 2021 წლის და შემდგომი ბიუჯეტები აუცილებლად შედგება მოსახლეობიდან წამოსული პრობლემების და ინიციატივების გადასაწყვეტად

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შალვა კერესელიძე წინასაარჩევნო კამპანიას მცხეთაში აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს. ამჯერად დეპუტატობის კანდიდატი სოფლების წოდორეთის, ლისისა და მსხალდიდის მოსახლეობას მხარდამჭერებთან და „ქართული ოცნების“ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად შეხვდა.

12 აგვისტო 2020, 11:45

COVID19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ

„ჩვენ ცენტრში 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება დინამიკაში არ პროგრესირებს“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით შსს-დან კლინიკაში 3 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. „მათი მდგომარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება და მძიმე პაციენტების სიაში არ მოიაზრება არც ერთი", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

12 აგვისტო 2020, 11:44

COVID19

ტიკარაძე: თუ არ დავიცავთ წესებს, სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდება

თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს - არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას - ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

12 აგვისტო 2020, 11:41

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: ევროკავშირის დახმარება ლაბორატორიული სექტორისა და სამედიცინო დაწესებულების გაძლიერებას მოხმარდება

პანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება ლაბორატორიული სექტორისა და სამედიცინო დაწესებულების გაძლიერებას მოხმარდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

12 აგვისტო 2020, 11:39

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე ბიზნესსექტორს მოუწოდებს, შრომის ინსპექციასთან უფრო აქტიურად ითანამშრომლონ

მოვუწოდებ ბიზნესსექტორს, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ შრომის ინსპექციასთან. განახორციელონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილია შრომის ინსპექციის გაიდლაინებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძემ მოსახლეობას კვლავ მოუწოდა სოციალური დისტანციისა და არსებული წესების დაცვისკენ. „როგორ ჯანდაცვის მინისტრი, თავს მოვალედ ვთვლი, კვლავ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სოციალური დისტანციის დაცვა, დაცვა ყველა იმ ღონისძიების, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ძალიან კარგად ვიცნობთ, ნიღბის ტარება. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის ჩართულობა იქ, სადაც მოქალაეების თავშეყრა უფრო მეტია - კაფეები, რესტორნები, სასტუმროები. მოვუწოდებ მათ, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ შრომის ინსპექციასთან, განახორციელონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილია შრომის ინსპექციის გაიდლაინებით, რადგან ეს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

12 აგვისტო 2020, 11:31

COVID19

პაატა იმნაძე: დღეისათვის ქვეყანაში 283 ათასი PCR ტესტია ჩატარებული

დღეისათვის ქვეყანაში 283 ათასი PCR ტესტია ჩატარებული. ბოლო მონაცემებით, დღეში ტარდება 4 800 PCR ტესტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

გოჩა ენუქიძე

12 აგვისტო 2020, 11:30

COVID19

გოჩა ენუქიძის განცხადებით, კორონავირუსის დროული პრევენციის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტის მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე 144

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მესტიის მუნიციპალიტეტის მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე 144, რათა დროულად მოხდეს თითოეული მათგანის აღრიცხვა და საკარანტინო ზონაში ორგანიზებულად გადაყვანა, - ამის შესახებ განცხადება რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ გააკეთა. მისი თქმით, ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ კარანტინი გაიარონ სვანეთში ან სხვა რეგიონში.

პაატა იმნაძე

12 აგვისტო 2020, 11:25

COVID19

პაატა იმნაძე: სასტუმროებისა თუ რესტორნების მფლობელებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები და კლიენტებსაც იგივე მოსთხოვონ

თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით ბიზნესების მფლობელებმა - იქნება ეს სასტუმროები თუ რესტორნები - ყველამ მაქსიმალურად დაიცვას წესები კლიენტებთან ურთიერთობაში და მათაც იგივე მოსთხოვოს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

12 აგვისტო 2020, 11:21

COVID19

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კრიტიკული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა

„203 პაციენტში 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია, გუშინ იყო 8, ერთის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და მძიმეთა სიაში გადავიდა და დღევანდელი მონაცემებით მძიმეთა სიაში გვყავს 16 პაციენტი“, - განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

პაატა იმნაძე

12 აგვისტო 2020, 11:18

COVID19

პაატა იმნაძე: სოფელ ლენჯერთან დაკავშირებული 30 შემთხვევა ძალიან ბევრია

„სოფელ ლენჯერთან დაკავშირებული 30 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 შემთხვევა უკვე თბილისში მყოფ ადამიანებს დაუდასტურდა. გუშინ იქ 400-ზე მეტი ტესტი ჩატარდა და ამ 400-დან არის ეს 12 ახალი შემთხვევა. 600-მდე ტესტის ნიმუში უკვე ქუთაისშია, 400-ზე მეტი კი ზუგდიდში, დაწყებულია მათი შესწავლა. გამოკვლევები დღესაც მიმდინარეობს - გუშინ ეს იყო 4 სოფელში, დღეს კი არეალი გაფართოვდება. ამასთან ერთად, კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფი იმყოფება ყაზბეგის რაიონში. 3 ადამიანია იქ ინფიცირებული და, საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტი არაა. იქაც მიმდინარეობს კვლევა და დღეს ჩამოვა ყველა ნაცხი. ერთ კერასთან დაკავშირებული 30 შემთხვევა ძალიან ბევრია, ამიტომ ის ღონისძიებები, რაც ოპერატიულად გატარდა მესტიის მუნიციპალიტეტში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაქსიმალური შეკავებისთვის“, - განაცხადა იმნაძემ.