imedi /  31 აგვისტო 2019, 11:28 / სანდო წყარო

ბრედ პიტმა მისი ყველაზე რთული როლი დაასახელა

ბრედ პიტი

ბრედ პიტი

ჰოლივუდელმა მსახიობმა ბრედ პიტმა კარიერაში ყველაზე რთული როლი დაასახელა. The Daily Beast-თან ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ფილმზე „ვარსკვლავებისკენ“ (Ad Astra) მუშაობა მისი ყველაზე რთული როლი იყო.

რეჟისორ ჯეიმს გრეის ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმის პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი ბრედ პიტია. მისი გმირი ასტრონავტია, რომელიც მზის სისტემაში მამას ეძებს.

ბრედ პიტს ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო 2007 წელს ფილმისთვის „როგორ მოკლა ლაჩარმა რობერტ ფორდმა ჯესი ჯეიმსი“ აქვს მიღებული.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2019, 12:18

მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკისთან ბაიდენის შესახებ საუბრის ფაქტი დადასტურა

ტრამპმა კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 25 ივლისს ზელენსკისთან შემდგარი სატელეფონო ზარის მიზანი მისთვის გაპრეზიდენტების მილოცვა იყო, თუმცა კორუფციის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ "არ გვსურს ჩვენმა ხალხმა, როგორებიც არიან ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი და მისი ვაჟი, კორუფციით უკრაინაშიც დაკავდნენ".

კენია სკოლა

23 სექტემბერი 2019, 12:16

მსოფლიო

კენიაში სკოლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე 7 ბავშვი დაიღუპა კენიის დედაქალაქ ნაირობიში სკოლის ჩამონგრევის შედეგად. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა გაკვეთილების დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ათობით მოსწავლე ნანგრევებში მოყვა. მათ გადასარჩენად ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.

მძევლად აყვანა

23 სექტემბერი 2019, 12:07

ძალოვნები

სასამართლომ არასრულწლოვნის მძევლად აყვანის დაგეგმვისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო, კიდევ ერთი პირი კი დამნაშავედ ცნო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

დავით გარეჯი

23 სექტემბერი 2019, 12:01

საქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო

სპეციალისტები სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილ მონაკვეთებს დაათვალიერებენ და გეოდეზიურ აზომვით სამუშაოებს ჩაატარებენ. სამუშაოების ჩატარება 27 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ქსპერტთა მუშაობის შედეგებს კომისიების მომდევნო სხდომაზე განიხილავენ, რომელიც თბილისში გაიმართება.

ამინდი

23 სექტემბერი 2019, 11:49

საქართველო

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. კერძოდ, 26-27 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

breaking bad

23 სექტემბერი 2019, 11:44

კულტურა

ფილმ Breaking Bad-ის ახალი თიზერი Emmy-ის დაჯილდოებაზე აჩვენეს

Netflix-მა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის მორიგი თიზერი გამოაქვეყნა. ფილმი სერიალ Breaking Bad-ის მოტივების მიხედვით არის გადაღებული. ახალი თიზერის ვიდეო "ემის" ჯადილდოების ცერემონიაზე აჩვენეს. მისი პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება.

თათია ახალაია და მატილდა გვარლიანი

23 სექტემბერი 2019, 11:37

კულტურა

Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა

მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენება გაიმართა, სადაც ორმა ქართველმა მოდელმა გაიარა. თათია ახალაიამ და მატილდა გვარლიანმა კვირეულზე, ბრენდის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუ კოლექცია წარადგინეს. მოდური გამოცემა Vogue-ის სტატიაში მოდელები სრულად არის განხილული.

ბენი განცი

23 სექტემბერი 2019, 11:33

მსოფლიო

არაბულმა ბლოკმა ისრაელის პრემიერის პოსტზე ოპოზიციის ლიდერის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ისრაელის პარტია „არაბთა გაერთიანებული სია“ ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერის ბენი განცის ნახვა სურს. პარტიის მთავარი მიზანია არ დაუშვან მოქმედი პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს კიდევ ერთი ვადით არჩევა.

პატიმრების შეწყალება

23 სექტემბერი 2019, 11:27

ძალოვნები

შეწყალებების საქმეზე გამოსაკითხად ირმა ნადირაშვილი გენპროკურატურაში მივიდა

მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი.

უზენაესი სასამართლო

23 სექტემბერი 2019, 11:24

საქართველო

ეკა ბესელია: მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კი თქვა, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება. ბესელიამ უკმაყოფილება გამოთქვა კანდიდატებთან ინტერვიუებისთვის განკუთვნილი დროის სიმცირის გამო.

სალომე ზურაბიშვილი

23 სექტემბერი 2019, 11:17

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეიდან, 23 სექტემბრიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. კერძოდ, 25 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდეს. ნიუ-იორკში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი

23 სექტემბერი 2019, 11:07

საქართველო

რუსეთი აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზაციას დააფინანსებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი.ამის შესახებ რუსული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების ხელმოწერამდე მოსკოვი და სოხუმი ამ საკითხზე დეტალურ მოლაპარაკებებს გამართავენ.

23 სექტემბერი 2019, 11:05

საქართველო

იურისტები უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების წინააღმდეგ აქციას მართავენ

პარლამენტის შენობასთან დამოუკიდებელი იურისტები აქციას მართავენ. მათ მიაჩნიათ, რომ უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების 20-კაციანი სია სუბიექტური კრიტერიუმებით შეირჩა. შესაბამისად, სიის შეცვლას მოითხოვენ. კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო.

Google

23 სექტემბერი 2019, 10:56

ტექნოლოგიები

კვლევა: დეზინფორმაციულ ვებგვერდებს რეკლამებიდან $200 მილიონზე მეტი შემოსავალი აქვთ

კვლევის თანახმად, დაახლოებით 20 ათასამდე ვებგვერდი, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელების რისკით ხასიათდებიან, წლიურად რეკლამებიდან 235 მილიონ დოლარამდე შემოსავალს იღებენ. რეკლამიდან ფულის გენერირებაში კი ასეთ ვებგვერდებს ეხმარება Google-ის, AppNexus-ის და Amazon-ის სარეკლამო პროგრამები.

გემი Ocean Viking

23 სექტემბერი 2019, 10:53

მსოფლიო

იტალიის ხელისუფლებამ ქვეყანაში კიდევ 182 მიგრანტი შეუშვა

იტალიის ახალმა ხელისუფლებამ ბოლო ერთ კვირაში მეორედ ქვეყანაში ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები შეუშვა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, საქველმოქმედო ორგანიზაციების SOS Méditerranée და „ექიმები საზღვრების გარეშე“ გემი Ocean Viking-ი, რომლის ბორტზეც 182 მიგრანტი იმყოფება, სიცილიის ქალაქ მესინას პორტში შევა.

ნადირობა

23 სექტემბერი 2019, 10:37

მსოფლიო

იტალიაში სანადიროდ წასულმა კაცმა საკუთარი მამა მოკლა

იტალიის პოლიციამ დააკავა ტახზე სანადიროდ წასული კაცი, რომელმაც საკუთარი მამა მოკლა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა სალერნოს პროვინციაში, ქალაქ პოსტილიონეს მახლობლად, ერთ-ერთ ტყეში მოხდა. 34 წლის კაცს ფოთლების შრიალი მოესმა, აჩრდილი დაინახა და მისი მისამართით ისროლა.

მაილი საირუსი და კეიტლინ კარტერი

23 სექტემბერი 2019, 10:35

ტაბლოიდი

მაილი საირუსი მეგობარ გოგოს დაშორდა

მაილი საირუსი რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ მეგობარ გოგოს დაშორდა. გამოცემა People სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წყვილი პაპარაცებს ერთად 14 სექტემბრის შემდეგ აღარ დაუფიქსირებიათ და სავარაუდოდ, მათი ურთიერთობა დასრულების ზღვარზეა.

ღვინო

23 სექტემბერი 2019, 10:23

ძალოვნები

კახეთში ღვინის საწარმოს სასწორზე იპოვეს მოწყობილობა რომელიც ყურძნის წონას ხელოვნურად ზრდიდა

"ქრონიკის" ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სამართალდამცველებმა "კახური ტრადიციული მეურნეობის" ქარხნის სასწორზე კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა იპოვეს, რომელიც მევენახეებისგან ყურძნის ჩაბარების დროს წონას ხელოვნურად ამატებდა.

პარლამენტი

23 სექტემბერი 2019, 09:51

საქართველო

პარლამენტში უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების მოსმენა იწყება

პარლამენტში უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების მოსმენა იწყება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო საბჭოს 20-კაციანი სია გადაუგზავნა. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ კანდიდატებთან მწვავე კითხვები ექნებათ.

ბორჯღალოსნები

23 სექტემბერი 2019, 08:56

სპორტი

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავენ

საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას უელსის წინააღმდეგ დღეს თბილისის დროით 14:15 საათზე გამართავს. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იქნება შესაძლებელი.