Imedi /  03 სექტემბერი 2019, 21:11 / სანდო წყარო

ბათუმში პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა

 შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი

შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი

ბათუმში, შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა. ახლგაზრდა პიანისტი მსმენელის წინაშე ბეთჰოვენის მე-5 საფორტეპიანო კონცერტით წარსდგა. ორკესტრს ცნობილმა იტალიელმა დირიჟორმა, სან-რემოს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ჯანკარლო დე ლორენცომ უხელმძღვანელა.

მესამე საფესტივალო კონცერტზე ასევე შესრულდა ბეთჰოვენის - „ეგმონტი“ უვერტიურა და მოცარტის "კონცერტი კლარნეტისათვის", რომელიც ფესტივალზე ჩამოსულმა კიდევ ერთმა იტალიელმა ვარსკვლავმა, კლარნეტისტმა კლაუდიო მანსუტიმ შეასრულა.

ფესტივალი პირველ სექტემბერს იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა და 10 სექტემბერს ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტით დასრულდება. ფესტივალი წელს  მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მასში მონაწილეობისთვის ზღვისპირა ქალაქს კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები და ახალგაზრდა ვირტუოზები ეწვივნენ. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი UNESCO-ს პატრონაჟით უკვე მეშვიდე წელია იმართება.

ყველა სიახლე

მალაიზია დაკვამლიანება

18 სექტემბერი 2019, 17:24

მსოფლიო

მალაიზიაში დაკვამლიანების გამო 1500-მდე სკოლა დაიხურა

მალაიზიაში ხანძრების შედეგად დაკვმალიანების გამო 1500-მდე სკოლა დაიხურა. ადგილობრივი დროით 13:00 საათზე 1484 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 7 შტატში მილიონამდე მოსწავლე სკოლებიდან სახლებში გაუშვეს. ინდონეზიაში ხანძრები ფერმერებმა გააჩინეს. ისინი ამ მეთოდს მიწის გასასუფთავებლად იყენებენ.

შინდისი

18 სექტემბერი 2019, 17:21

კულტურა

„შინდისის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება

ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის, „შინდისის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს. ფილმის რეჟისორი დიტო ცინცაძეა, ხოლო პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი. ქართველ მაყურებელი, ოსკარზე წარდგენილ ფილმის პრემიერას დიდი ინტერესით ელოდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

18 სექტემბერი 2019, 17:14

ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტიდან პოზნანის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრესცენტრი ავრცელებს. ტრადიციულად, პირველი რეისის მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელი

18 სექტემბერი 2019, 17:10

მსოფლიო

ნეთანიაჰუს კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს

ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ისრაელის ვადამდელი არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ამის შესახებ ადგილობრივი Haaretz-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, დათვლილია ხმათა 91%. ამ მონაცემებით, „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, მის მთავარ ოპონენტს, პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი 32.

თურქეთი, აფეთქება ქიმიურ ქარხანაში

18 სექტემბერი 2019, 17:03

მსოფლიო

თურქეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

თურქეთში, სტამბოლთან ახლოს მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქებისას, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. ქიმიური ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. ადგილზე 50-მდე მეხანძრე და სპეცტექნიკა მუშაობს.

ბიძინა ივანიშვილი

18 სექტემბერი 2019, 17:00

საქართველო

ივანიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყნის საკუთრება იქნება

ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ფონდი „ქართუ“ დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება“.

ლექსიკონი

18 სექტემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

ამერიკულმა ლექსიკონმა სიტყვა they-ს ახალი მნიშვნელობა მიანიჭა

ყველაზე ძველმა ამერიკულმა ლექსიკონმა Merriam-Webster-მა გრამატიკულ ნორმად აღიარა სიტყვა they-ს ("ისინი") გამოყენება გენდერქვიარის მიმართ. "They" ერთ-ერთია იმ 533 სიტყვიდან, რომელიც დღეს Merriam-Webster-მა ლექსიკოს ოფიციალურად დაამატა.

პატიმრების შეწყალება

18 სექტემბერი 2019, 16:42

საქართველო

ევსაქებმა შეწყალებულების სკანდალში პროკურატურას დიმიტრი გაბუნიას როლის შესწავლა მოსთხოვეს

"ევროპული საქართველო" წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაინტერესებული ადამიანები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და კონსულტაციებს გადიან საკითხზე, თუ რა ფასად შეიძლება პირის შეწყალება.

მაია ცქიტიშვილი

18 სექტემბერი 2019, 16:36

საქართველო

ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სექტორის გამოყოფაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

მაია ცქიტიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაძლოა, ენერგეტიკის სექტორი გამოეყოს. საპარლამენტო მოსმენების შემდეგ მხოლოდ ათი დღეა გასული და ახლა მთავრობა არსებული გეგმების, ინიციატივების უფრო სწრაფ განხორციელებაზე მუშაობს.

ელექტროსიგარეტი

18 სექტემბერი 2019, 16:36

მსოფლიო

ინდოეთში ელექტროსიგარეტის მოხმარება და წარმოება აიკრძალა

ინდოეთის მთავრობამ დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროსიგარეტების მოხმარება დაწარმოება აკრძალა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ინდოეთში ელექტროსიგარეტის აკრძალვის შესახებ ინიციატივით ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლის აგვისტოში გამოვიდა.

ჯენიფერ ლოურენსი

18 სექტემბერი 2019, 16:33

ტაბლოიდი

მედია: ჯენიფერ ლოურენსი დაქორწინდა

ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი, საქმროსთან კუკ მერუნისთან ერთად ნიუ-იორკში, ქორწინების ბიუროსთან დააფიქსირეს. როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, წყვილი დაქორწინდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, მსახიობს თან ერთი მეგობარი, ფოტოგრაფი და დაცვის ორი წევრი ახლდა.

18 სექტემბერი 2019, 16:10

მსოფლიო

მონროვიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ ცოტა 23 ბავშვი ემსხვერპლა

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ ცოტა 23 ბავშვი დაიღუპა. AFP-ის ინფორმაციით დაღუპულია 26 მოსწავლე და 2 მასწავლებელი.

ბადრი პატარკაციშვილი

18 სექტემბერი 2019, 16:04

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე დაცვის მხარემ აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა წარადგინა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაგრძელდა, დაცვის მხარის მიერ მომზადებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა განიხილეს. ექსპერტიზა საქმის მთავარ მტკიცებულებას - აუდიო ჩანაწერს და დიქტოფონს ჩაუტარდა.

ინდონეზია

18 სექტემბერი 2019, 15:59

მსოფლიო

ინდონეზიაში ტყეების ხანძრების გაჩენაში ეჭვმიტანილი 200-მდე ადამიანი დააკავეს

ინდონეზიაში ტყის მასივში ხანძრების გაჩენაში ეჭვმიტანილი 200-მდე ადამიანი დააკავეს, - წერს CNN. როგორც ქვეყნის პოლიციის წარმომადგენელი დედი პრასეტიო აცხადებს, ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში 200-მდე ადამიანია აყვანილი. „ხანძრების დიდი ნაწილი ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია“.

ექიმებზე ძალადობა

18 სექტემბერი 2019, 15:57

საქართველო

მედპერსონალზე ძალადობა ან მუქარა კანონით დაისჯება

კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო პერსონალზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, მათ შორის პატიმრობით დაისჯება. რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ უსწორდება პაციენტი ფიზიკურად მედპერსონალს. დაპირისპირების შედეგად ექიმმა თავის ტვინის შერყევა მიიღო.

პანდემია

18 სექტემბერი 2019, 15:49

მსოფლიო

ექსპერტები: მსოფლიო ვირუსების პანდემიისთვის მზად არ არის

ექსპერტების განცხადებით პანდემიის საშიშროება იმდენად რეალურია, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ექსპერტების თქმით, მას ასევე გავლენა ექნება და დააზარალებს გლობალურ ეკონომიკას. სპეციალისტების თქმით, ეპიდემიური ვირუსების კონტროლი ისევე რთულია როგორც მიგრაციის.

ირანი აშშ დროშები

18 სექტემბერი 2019, 15:22

მსოფლიო

ირანმა აშშ-ს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა

ირანი ამტკიცებს, რომ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით თეირანმა ვაშინგტონს შვეიცარიის მეშვეობით ოფიციალური ნოტა გაუგზავნა, რომელშიც 14 სექტემბერს მომხდარ აფეთქებებთან კავშირს უარყოფს.

სპარსეთის ყურე

18 სექტემბერი 2019, 15:21

მსოფლიო

საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში აშშ-ს პატრულირებაში დაეხმარება

საუდის არაბეთი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ჩაერთვება. ეს გადაწყვეტილება ერ-რიადში ქვეყნის ორ ნავთობტერმინლაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ მიიღეს.

შეწყალება

18 სექტემბერი 2019, 15:10

საქართველო

პრემიერი: მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე შეწყალება მიუღებელია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი პირის შეწყალება პრემიერმა გიორგი გახარიამაც გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია. „ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება“.

ოთხმეზურის მკვლელობა

18 სექტემბერი 2019, 14:49

საქართველო

მოკლული გიორგი ქოიავას მამა: ზურაბიშვილს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია

თამაზ ქოიავა საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს: ".. ისე ჩუმად გააკეთა ყველაფერი, ისე ჩუმად.. ეტყობა ყველა იყო ამ ამბავში ჩართული - იუსტიციის სამინისტროც, მთავრობიდან გარკვეული პიროვნებებიც იქნებოდნენ ჩართული... მარტო პრეზიდენტი ამას ვერ გააკეთებდა", - განაცხადა თამაზ ქოიავამ.