Imedi /  13 სექტემბერი 2019, 15:38 / სანდო წყარო

ანსამბლი „ბასიანი“ 14-15 სექტემბერს იტალიაში კონცერტებს გამართავს

ანსამბლი „ბასიანი“

ანსამბლი „ბასიანი“

ფესტივალის Perugia Musica Classica-ს ფარგლებში, 14-15 სექტემბერს საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ კონცერტებს იტალიის ქალაქებში - პერუჯასა და მონტეფალკოში გამართავს. ფესტივალზე ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები შესრულდება. პერუჯაში სოლო კონცერტი ქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართება.

Perugia Musica Classica-ზე სახელმწიფო ანსამბლი შარშან, პორტუგალიაში გასტროლების დროს მიიწვიეს.

იტალიიდან დაბრუნების შემდეგ „ბასიანი“ ამერიკაში გასტროლებისთვის დაიწყებს მზადებას, სადაც 13 ნოემბერს ლინკოლნ ცენტრში უკვე მესამედ სოლო კონცერტს გამართავს.

ანსამბლისთვის მომავალი წელი საიუბილეო იქნება. „ბასიანს“ დაარსებიდან 20 წელი უსრულდება.

ყველა სიახლე

მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი

23 ოქტომბერი 2019, 23:39

ეკონომიკა

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობით ევროპაში ლიხტენშტაინი ლიდერობს

ანალიტიკურმა კომპანია Growth from Knowledge-მ(GfK) წელიწადში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მიხედვით ევროპის ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგში 42 ქვეყანა მოხვდა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რეიტინგში პირველ ადგილზეა ლიხტენშტეინი.

ავარია ზუგდიდი

23 ოქტომბერი 2019, 23:12

ძალოვნები

შსს ზუგდიდში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელიც რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე „ფოლკსვაგენს“ შეეჯახა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ზუგდიდში შენიშნეს. შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

23 ოქტომბერი 2019, 22:59

საქართველო

სახალხო დამცველი თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, საგამონაკლისო წესით დაუშვან აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა. საუბარია საქმეზე, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანია ბრალდებული.

რუდი ჯულიანი ლევ პარნასი

23 ოქტომბერი 2019, 22:46

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის საარჩევნო კამპანიის დონორების სასამართლო პროცესი დაიწყო

პროკურატურა საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბიზნესმენებს ლევ პარნასს და იგორ ფრუმანმას საარჩევნო კამპანიის უცხოური სახსრების გამოყენების დაფინანსებას ედავებიან. ისინი სექტემბერში აშშ-ის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

იტალია, რომი

23 ოქტომბერი 2019, 22:37

მსოფლიო

იტალიაში ბავშვთა სიღარიბე სამჯერ გაიზარდა

იტალიაში ბავშვთა სიღარიბე ბოლო 10 წელიწადში სამჯერ გაიზარდა.ქვეყანაში რთულ ეკონომიკურ პირობებში ბავშვების 2,5% ცხოვრობს. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 3,7%-ს შეადგენდა. იტალიის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 8,4%-ია.

საჰარ ტაბარი

23 ოქტომბერი 2019, 22:14

მსოფლიო

ირანში დაკავებული Instagram-ის ვარსკვლავი ტელეეთერში გამოჩნდა

ინტერვიუში 22 წლის საჰარ ტაბარი ყვება, რომ პოპულარობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და სასურველი მიზნის მისაღწევად პლასტიკურ ქირურგიას მიმართა, ახლა კი ყველაფერს ნანობს. ქალი ოქტომბრის დასაწყისში, მკრეხელობის ბრალდებით დააკავეს.

Moodyʼs

23 ოქტომბერი 2019, 22:05

ეკონომიკა

Moodyʼs-მა რუსეთის ბანკებს საკრედიტო რეიტინგი გაუუარესა

სარეიტინგო კომპანია Moodyʼs-მა რუსული ბანკების საკრედიტო რეიტინგი „პოზიტიურიდან“ „სტაბილურისკენ“ შეცვალა. სააგენტომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკის სუსტი ზრდის ფონზე მიიღო, რაც უახლოესი 12-18 თვის მანძილზე ქვეყნის საბანკო სექტორის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეაფერხებს.

23 ოქტომბერი 2019, 21:42

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა GDF11-ი სიბერეს ებრძვის

საფრანგეთში, პასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა GDF11-ი სიბერეს ებრძვის და ორგანიზმს სიმსივნის განვითარებისაგან იცავს. კვლევის შედეგები პორტალ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა. მკვლევარების ჯგუფმა ჩაატარა ცდა თაგვებზე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცილას შეუძლია დიეტის იმიტაცია რომელიც ეფექტურია გულის და ონკოლოგიური დაავადებების დროს.

მამუკა ხაზარაძე ლელო

23 ოქტომბერი 2019, 21:38

ეკონომიკა

მოძრაობა „ლელო“ პროგრესბანკის დოკუმენტაციის გასაჯაროებას მოითხოვს

მოძრაობა „ლელო“ პროგრეს ბანკთან დაკავშირებით კობა გვენეტაძის განცხადებას ეხმაურება და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას. შესაბამისი განცხადება მოძრაობის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

ტაილანდის მეფე მაჰა ვაჟირალონგკორნი

23 ოქტომბერი 2019, 20:59

მსოფლიო

ტაილანდის მეფემ სასახლის თანამშრომლები „უაღრესად ბოროტი“ საქციელისთვის გაათავისუფლა

ამის მიზეზი მათ მიერ თანამდებობების საკუთარი თავების და ახლობლების სასარგებლოდ გამოყენება გახდა, რაც მეფემ „უაღრესად ბოროტ“ საქციელად შეაფასა. გათავისუფლებულებს შორის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და სამეფო დაცვის ორი თანამშრომელია.

23 ოქტომბერი 2019, 20:51

სპორტი

ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს

ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი ბათუმის დრამატულ თეატრში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. თამაშები 24 ოქტომბერს 15:00 საათიდან დაიწყება. ჩემპიონის ტიტულისთვის გუნდები ევროპის 39 ქვეყნიდან იბრძოლებენ. საქართველოდან ჩემპიონატში სამი ქალთა და ორი ვაჟთა გუნდი მონაწილეობს.

გაერო ჟენევა

23 ოქტომბერი 2019, 20:35

მსოფლიო

სირიელმა ქურთმა ჟენევაში გაეროს შენობის წინ თავის დაწვა სცადა

31 წლის კაცმა თავზე საწვავი გადაისხა და შენობაში შეჭრას აპირებდა. დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციაში აცხადებენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ მისი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.

ქრთამის აღება

23 ოქტომბერი 2019, 20:33

ძალოვნები

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ქარელის საკრებულოს წევრი და მერის წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. უწყება ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2019, 20:14

მსოფლიო

ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ფინანსთა მინისტრს დავავალე, რომ თურქეთის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს ძალაში შესული ფინანსური სანქციები გაუქმდეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

მოქალაქეების დეპორტაცია

23 ოქტომბერი 2019, 19:47

მსოფლიო

გერმანიიდან რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა

ინფორმაციას Der Tagesspiegel-ი ქვეყნის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნიდან 2017 წელს რუსეთის 184 მოქალაქე გააძევეს, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 422-მდე გაიზარდა.

ელ კლასიკო ბარსელონა რეალი

23 ოქტომბერი 2019, 19:35

სპორტი

„ბარსელონა“ და „რეალი“ ერთმანეთს 18 დეკემბერს შეხვდებიან

მატჩის ახალ თარიღს „ლა ლიგის“ ხელმძღვანელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ამ დღეს სამეფო თასის მატჩები უნდა გაიმართოს. შეხვედრა 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

ქრთამი

23 ოქტომბერი 2019, 19:14

ძალოვნები

სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე დამნაშავეებად ცნო

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე თბილისის საქალაქო სასამარლომ დამნაშავეებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგოლ ივანეიშვილს - 12 წელი, ხოლო თეიმურაზ ჩოჩუას-7 წელი მიესაჯათ. ჩოჩუას საპროცესო გარიგება გაუფრომდა, რომლის მიხედვითაც ის სასჯელიდან 3 წელს პენიტენციალურ დაწესებულებაში გაატარებს,

ტარიელ ონიანი

23 ოქტომბერი 2019, 19:11

ძალოვნები

ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა

ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა. ამის შესახებ რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა. ექსტრადიცია დღეს განხორციელდა. ონიანი 2009 წელს ადამიანის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ზელენსკი

23 ოქტომბერი 2019, 18:51

ტაბლოიდი

ზელენსკის ორეული გამოუჩნდა

უზბეკეთის მცხოვრები უმიდ ისაბაევი უკრაინის პრეზიდენტს ძალიან ჰგავს. როგორც ზელენსკის ორეული ამბობს, უკრაინის ლიდერს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კინოში მუშაობის დრო აღარ რჩება და მზად არის ზელენსკი ამ ამპლუაში ჩაანაცვლოს. უმიდი დარწმუნებულია, რომ კომედიურ როლებს კარგად ითამაშებს.

მასწავლებლის სახლი დაჯილდოება

23 ოქტომბერი 2019, 18:50

საქართველო

„მასწავლებლის სახლმა“ წლის საუკეთესო პედაგოგები დაასახელა

სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი თემურ სუყაშვილი გახდა, გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი - მარინე ვართუმაშვილი, ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი ჯაბა ლაბაძემ მოიპოვა.