imedi /  03 ოქტომბერი 2019, 14:57 / სანდო წყარო

საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები ჩატარდება

„ევროპის მემკვიდრეობის დღეები”

საქართველოში 4 და 6 ოქტომბერს 2019 წლის „ევროპის მემკვიდრეობის დღეები” აღინიშნება. ღონისძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონული მუნიციპალიტეტების, ა(ა)იპ ცენტრების, სსიპ მუზეუმებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობით უფასო გამოფენები, კონცერტები, ვორქშოფები, მასტერკლასები და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებები ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2019 წლის საერთო თემის „ხელოვნება და სანახაობა“ ფარგლებში  მოეწყობა. 

რომელ რეგიონში რა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი, შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, ხოლო  1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც  გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი  შემეცნებით-გასართობი პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

 

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 19:11

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში რჩება

საქართველოს თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზარმული მდგომარეობა გრძელდება. ყველა სამხედრო ნაწილში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმები მოქმედებს, ამ დრომდე შეზღუდულია ქვედანაყოფებში შესვლა და გამოსვლა. თავდაცვის ძალები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით გათვალისწინებული წესებით ხელმძღვანელობს. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება საცხოვრებელი ყაზარმები, სასადილოები და სველი წერტილები. ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გადაადგილების კონტროლის პუნქტების მორიგეობიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები დისლოკაციის ადგილებზე შესვლამდე მუდმივ რეჟიმში გადიან თერმოსკრინინგს, უტარდებათ ფორმისა და აღჭურვილობის დეზინფექცია, შემდეგ კი, ურიგდებათ ხელთათმანები და პირბადეები. ქვედანაყოფებში შესვლამდე სპეციალური ხსნარებით დეკონტამინაცია უტარდება სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებსაც.

08 აპრილი 2020, 18:59

სამართალი

თბილისში ავტოსაზგაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცახდეს, ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი- დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

08 აპრილი 2020, 18:55

COVID19

ABC News: აშშ-ის დაზვერვა 2019 წლის ნოემბერში თეთრ სახლს აფრთხილებდა, რომ უხანში საფრთხის შემცველი ინფექცია ვრცელდება

აშშ-ის სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდნენ თეთრ სახლს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ინფექცია ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ABC News-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლალი ენდელაძე

08 აპრილი 2020, 18:52

COVID19

ოჯახის ექიმი ესპანეთიდან: ჩვენთან სასწრაფო წყვეტს ინფიცირებული მკურნალობას სახლში გააგრძელებს თუ საავადმყოფოში

მდგომარეობა თითქოს უმჯობესდება და ხალხიც გათავისუფლებულია ამ სტრესისგან. ჰოსპიტალებიც ისეთი გადატვირთული აღარ არის როგორც პირველ დღეებში. შედარებით შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა და მიმართვიანობა. თითქოს შედარებით ამოისუნთქა ესპანეთმა - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში ესპანეთიდან ოჯახის ექიმმა, ლალი ენდელაძემ ისაუბრა. ექიმმა სახლის პირობებში მკურნალობის ესპანურ პრაქტიკაზეც ისაუბრა. „თუკი ავადმყოფი არ არის ძალიან დამძიმებული და არ სჭირდება სასუნთქი აპარატი ძირითადად. მკურნალობა ხდება სახლის პირობებში. ძალიან რთულია ავადმყოფები დააკავო და მიმართვა მაინც ხდება. როდესაც შენიშნავენ კორონავირუსის სიმპტომებს იძახებენ სასწრაფოს, შემდეგ სასწრაფო აფასებს და ამ შეფასების მიხედვით წყდება, ისინი გააგრძელებენ მკურნალობა საავადმყოფოში თუ სახლის პირობებში. ამა შემთხვევაში მთავარია იზოლაცია ოჯახის წევრებს შორის. დაინფიცირებული ოჯახის წევრი უნდა იყოს ერთ ოთახში და არანაირი შეხება უნდა ჰქონდეს საერთო მოხმარების ნივთებთან“, - განაცხადა ენდელაძემ.

08 აპრილი 2020, 18:51

COVID19

ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათის განმავლობაში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.

ჯარისკაცი ყაზარმა

08 აპრილი 2020, 18:50

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში რჩება

„გადაადგილების კონტროლის პუნქტზე ამოცანის შესრულებამდე სამხედრო მოსამსახურეებს დისლოკაციის ადგილზე ყოველდღე უტარდებათ სპეციალური ინსტრუქტაჟი. სამხედრო ნაწილის დატოვებამდე კიდევ ერთხელ მოწმდება მათი ეკიპირებაც. შემდეგ კი, ჯარისკაცები გადაადგილების კონტროლის პუნქტებზე ინაცვლებენ და სამართალდამცავებთან ერთად იწყებენ ავტოსატრანსპორტო მოძრაობის კონტროლსა და დეზინფექციას, მგზავრებს კი, ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას უტარებენ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ნათია თურნავა

08 აპრილი 2020, 18:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პოსტკრიზისულ გეგმაში აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოება წავახალისოთ

ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან მიღებული გაქვს დავალება, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ პოსტკრიზისულ გეგმაზე და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ადგილობრივი წარმოების წახალისება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, „აგარის შაქრის“ კომბინატში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას ორ თვეში აამუშავებენ.“

გიორგი გახარია

08 აპრილი 2020, 18:45

ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციები ჩაერთვებიან

ამ მიზნით, სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კრიზისის ეკონომიკური შედეგების მინიმიზებისთვის განახორციელა.

მაია ხერხეულიძე

08 აპრილი 2020, 18:44

COVID19

მაია ხერხეულიძე: კორონავირუსი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში შედარებით მეტი გართულებით მიმდინარეობს

მშობელი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს და იცოდეს ყველა ის ნიშანი, რომელიც შეიძლება ვირუსის შესაძლო გართულებაზე მიუთითებდეს . ასეთ ნიშნებს მიეკუთვნება ხმაურიანი სუნთქვა, ძლიერი აგზნება ან პირიქით - მივარდნილობა, ინტერესის დაკარგვა, ძილიანობა, როდესაც ბავშვი საერთოდ ვერ იკვებება, ვერ იღებს სითხეს, არის შეუპოვარი ღებინება და სუნთქვის სიხშირის მომატება - ყველ ეს ნიშანი შეიძლება მიუთითებდეს შესაძლო გართულებაზე და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, - ამის შესახებ პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

08 აპრილი 2020, 18:34

COVID19

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ხუთივე ახალ პაციენტს, რომლებსაც ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, პნევმონია აქვს. ყველა მათგანი იმ სამოცი წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის. ინფიცირებულთა შორისაა ოჯახის წევრი, კერძოდ შვილი და მამა. სამი პირია სოფელ გვარაში მშობლების სამეზობლოდან. 60 წლის ქალთან ამ დროისთვის გამოკვეთილია 37 კონტაქტი, მათგან 17 მედპერსონალია.

ევროვიზია

08 აპრილი 2020, 18:31

კულტურა

„ევროვიზიის“ მაყურებლებს შოუში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ

ამისთვის მაყურებელმა ჯონი ლოგანის სიმღერა What's Another Year უნდა შეასრულონ და ჩანაწერი ორგანიზატორებს გაუგზავნონ. საუკეთესო რგოლები კი 16 მაისს, კონცერტის დროს ეკრანზე გამოჩნდება.

პეტრო პოროშენკო

08 აპრილი 2020, 18:27

მსოფლიო

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხუთი მუხლით აღძრა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

ირაკლი ქადაგიშვილი

08 აპრილი 2020, 18:25

COVID19

კახეთის რეგიონის საკარანტინო ზონა 127-მა ადამიანმა დატოვა

კახეთის რეგიონის ერთ-ერთი საკარანტინო ზონა დღეს 127-მა ადამიანმა დატოვა. გამგზავრებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და მათი საცოვრებელ სახლში დაბრუნება მედიკოსების გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. საკარანტინო ზონა დღეს კახეთის გუბერნატორმა მოინახულა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კარანტინში ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 24 საათის განმავლობაში იყვნენ.

ნათია თურნავა

08 აპრილი 2020, 18:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა ონლაინ გაყიდვებზე: ეტაპობრივად ამ სექტორსაც დავაკვალიანებთ და დაიწყებს ფუნქციონირებას

ონლაინ გაყიდვის ფორმაში, რა თქმა უნდა, რამე განსაკუთრებული საფრთხე არ არის, იმიტომ, რომ ეს არის დისტანციური პროცესი, მაგრამ რისკი, რაც ჩვენ დავინახეთ, შეიძლება იყოს დაკავშირებული ადგილზე მიტანის სერვისთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, იმისთვის, რომ ყიდვა-გაყიდვა შედგეს, არა მარტო ონლაინ გარიგების დადებაა საჭირო, არამედ საქონლის ადგილზე მიწოდება და სწორედ მიწოდების სერვისი უნდა იყოს კარგად ორგანიზებული და ძალიან უსაფრთხო.

მაია ბუწაშვილი

08 აპრილი 2020, 18:13

COVID19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: სავარაუდოდ კორონავირუსით საქართველოს მოსახლეობის 30% დაინფიცირდება

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მკვეთრი აღმავლობა ინფიცირებულების, როგორიც იყო ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოში არ უნდა იყოს, ვინაიდან საწყისი იმპორტის შემთხვევების შეკავება დადებითად მოხდა. ამიტომ, არ ველით ჩვენ, რომ ერთბაშად მოხდება ინფიცირება,"- აცხადებს ინფექციონისტი.

 Nike

08 აპრილი 2020, 18:12

COVID19

Nike-მა სამედიცინო პერსონალისთვის დამცავი ფარების წარმოება დაიწყო

კომპანიამ გადაწყვიტა ისეთი დამცავი ფარები დაემზადებინა, რომელსაც ორეგონის მეცნიერებისა და ჯანდაცვის უნივერისიტეტის ექიმები ატარებენ. Nike-ს დიზაინერებმა ისინი იმ მასალისგან შექმნეს, რომელსაც ბოტასებისთვის იყენებენ. კომპანიამ დამცავი ფარების პირველი პარტია ორეგონის უნივერისტეტს 3 აპრილს გაუგზავნა. მათ ეტაპობრივად სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც გადასცემენ.

ნათია თურნავა

08 აპრილი 2020, 18:10

COVID19

ნათია თურნავა: ჩვენი შეკერილი პირბადეები ერთ მომხმარებელზე ლიმიტირებულად 3 ცალი გაიყიდება

ხელმისაწვდომობა პირბადეებზე გახდა პრობლემა მთელ მსოფლიოში, ჩვენ უსწრაფესად მოვახერხეთ და ავაწყვეთ წარმოება ქართული პირბადეების - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. ნათია თურნავამ განმარტა, რომ მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით პირბადეები ლიმიტირებულად გაიყიდება და ერთ ადამიანს მხოლოდ 3 ცალის შეძენა შეეძლება. „დღეს ცხრა სამკერვალო კერავს პირბადეებს. ნედლეულს სახელმწიფო ყიდულობს, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ ფასის სუბსიდირება. დღეს 400 000 ცალი მიეწოდა მსხვილ სააფთიაქო ქსელებს. მათთან ჩვენ შევთანხმდით, რომ როგორც სოციალურ პროექტს მიუდგებიან და არ ამატებენ რაიმე მოგებას. 50 თეთრად გაიყიდება მთელი საქართველოს მაშტაბით, ორ უმსხვილეს ქსელში. როგორც კი ამოიწურება ეს მარაგი, ჩვენ მზად ვართ, რომ ისევ მივაწოდოთ. ვინაიდან არის დიდი მოთხოვნილება პირბადეებზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევზღუდოთ და ერთ ადამიანზე მაქსიმუმ სამი ცალი გაიყიდება. ეს კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მრავალჯერადი მოხმარების პირბადე. დელიკატური რეცხვისა და გამოყენების პირობებში შეიძლება რამდენიმე კვირა ეყოს ადამიანს“, - განაცხადა თურნავამ.

ლევან რატიანი

08 აპრილი 2020, 18:03

COVID19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან კორონავირუსზე გამოჯანმრთელებული კიდევ ორი პაციენტი გაეწერა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტირებაზე რამდენიმე პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან. მისივე თქმით, დღის განმავლობაში კლინიკიდან ორი პაციენტი გაეწერა, ორი კი ახალი მიიღეს.

სოხუმი

08 აპრილი 2020, 17:58

COVID19

სოხუმის საავადმყოფოში გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს კორონავირუსით ინფიცირებაზე შეამოწმებენ

სოხუმის საავადმყოფოში გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს კორონავირუსით ინფიცირებაზე შეამოწმებენ. ამის შესახებ ოკუპირეპული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ირაკლი ბერაია

08 აპრილი 2020, 17:55

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლი დღითიდღე მზარდია

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 სამხედრო ხომალდი და საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები ერთობლივ წვრთებს ატარებენ. ეს, ერთი მხრივ, საქართველოსა და ალიანსს შორის წარმატებული პრაქტიკული თანამშრომლობის და ნატო-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. მეორე მხრივ კი - ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოს ჩართულობის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, ერთობლივი წვრთნები საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის გაზრდას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება