imedi /  04 ნოემბერი 2019, 19:33 / სანდო წყარო

ნიუ-ჯერსიში ქართველი არტისტების მონაწილეობით გამოფენა გაიხსნება

FLAG Art Group

FLAG Art Group

FLAG Art Group-ი ​ნიუ-ჯერსის შტატში, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოქმედი ახალი ინოვაციური ორგანიზაციაა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების გალერეასა და არტისტებისთვის კრეატიული მარკეტინგის სააგენტოს წარმოადგენს. გალერეის დებიუტი თანამედროვე ხელოვნების სცენაზე განსხვავებული კონცეფციის გამოფენით - „კულტურული იდენტობების მიღმა“ შედგება. ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს 8–დან 15 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება.

მონაწილე არტისტებს შორის ხუთი თანამედროვე ხელოვანია: ხატია ესართია, კონსტანტინ მინდაძე, ლევან მინდიაშვილი, ლადო ფოჩხუა და ლეილა შელია. გამოფენაზე მულტიკულტურული წარმოშობის არტისტების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

გამოფენის კონცეფცია 11 არტისტის უნიკალურ პერსონალურ გამოცდილებას უკავშირდება და იმ გავლენებს, რაც მათი შემოქმედების განვითარებაზე სხვადასხვა კულტურამ მოახდინა. დამთვალიერებლები შეძლებენ, ეს კულტურული მრავალფეროვნება ერთ სივრცეში აღიქვან - სივრცეში, რომელიც უყურებს მანჰეტენის ჰორიზონტს, როგორც თანამედროვე ხელოვნების უდიდეს ცენტრს და მულტიკულტურული საზოგადოების სიმბოლოს.

ქართველი თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებთან ერთად გამოიფინება ეკატერინა აბრამოვას, ბობი ანსპაჩის, ბონგ ჯუნგ კიმის, ირინა ლაკშინის, თონი სეკერის და ევან ვენეგას ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები. გამოფენის კურატორია FLAG Art Group–ის კურატორი და დირექტორი ნინო მაჭარაშვილი.

გამოფენის გახსნას 8 ნოემბერს 19:00–23:00 სთ. მასპინძლობს Nine on the Hudson–ის გამორჩეული კომპლექსი მდინარე ჰადსონის სანაპიროზე, ნიუ-ჯერსიში. ღონისძიება მსოფლიო კულინარიულ ხელოვნებას, გამორჩეულ ღვინოებსა და მუსიკალური პერფორმანსების მრავალფეროვნებას აერთიანებს: კლასიკურ მუსიკას, ჯაზსა და ბოსა ნოვას.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

19 თებერვალი 2020, 08:00

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით კორონავირუსმა ჩინეთში კიდევ 136 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 2011-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 75 215 აჭარბებს. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ჰუბეის პროვინციაში პაციენტთა სამედიცინო ისტორიებს შეამოწმებენ და ტესტს ჩაუტარებენ ყველას, ვისაც 20 იანვრის შემდეგ სიცხე ან ხველა ჰქონდა, ან სიცხისა და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტი შეიძინეს.

19 თებერვალი 2020, 01:22

საქართველო

ალექსეევკის დასახლებაში სასაწყობე ფართი დაიწვა

ისანში, ალექსეევკის დასახლებაში სასაწყობე ფართი დაიწვა. ადგილზე მობილიზებულია 9 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2020, 01:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სოციალური მედია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მედიაში ჩემი ხმა არ მაქვს

„სოციალურ ქსელებს ვიყენებ და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამომდის. სოციალური ქსელები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვინაიდან ჩემი აზრის გამოთქმა შემიძლია. ეს ხმა კი პრესაში, მედიაში არ მაქვს“, - აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურქეთი ძაღლი სტადიონი

19 თებერვალი 2020, 01:05

ტაბლოიდი

თურქეთში საფეხბურთო მატჩის დროს მოედანზე ძაღლი შევარდა და ბურთით გაერთო. ვიდეო

ფეხბურთელებმა და სტადიონის თანამშრომლებმა ძაღლის მოედნიდან გაყვანა ბურთის დახმარებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს, კლუბ „ფატიხ კარაგუმრუკის“ ერთ-ერთმა მოთამაშემ ლაბრადორი ხელში აიყვანა და მოედნიდან გაიყვანა. მატჩი მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ლანდი და გერმანი

19 თებერვალი 2020, 01:01

ტაბლოიდი

ინვალიდი ლეკვისა და მტრედის უჩვეულო მეგობრობის ისტორია. ვიდეო

2020 წლის იანვარში ჩიხუახუას ჯიშის ლეკვი ლანდი ქალაქ როჩესტერის საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მოხვდა, რომელიც თანდაყოლილი გადახრების მქონე ცხოველებზე ზრუნავს. ლეკვის უკანა თათები არ ფუნქციონირებს. მალე ორგანიზაციაში მოხვდა მტრედი სახელად გერმანი, რომელიც ვერ დაფრინავს.

ლევან დავითაშვილი

19 თებერვალი 2020, 00:44

საქართველო

ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობის წინაშე არსებული ყველა პრობლემა გადაწყვეტის პროცესშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყველა პრობლემა, რომელიც სოფლის მეურნეობის წინაშე დგას, დღეს გადაწყვეტის პროცესშია, რაც გულისხმობს სოფლად შესაძლებლობების გაჩენას, ცოდნის მიტანას, თუმცა აუცილებელია საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნაც.

ჯორჯინა როდრიდესი კრიშტიანუ რონალდუ

19 თებერვალი 2020, 00:30

ტაბლოიდი

კრიშტიანუ რონალდუს საცოლე თვეში 96 ათას ევროს ხარჯავს

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ყოველთვე თავის საცოლეს, ჯორჯინა როდრიგესს 96 ათას ევროს აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. 35 წლის ფეხბურთელის საცოლე ამ ფულის ნაწილს რონალდუს სამ შვილზე და მათ საერთო ქალიშვილზე, ალანა მარტინაზე ხარჯავს.

ლევან დავითაშვილი

19 თებერვალი 2020, 00:22

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ევროპული რეგულაციები და სტანდარტები არა საფრთხედ, არამედ შესაძლებლობად უნდა განვიხილოთ

რეგულაციები, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესს ახლავს თან, არა საფრთხედ, არამედ შესაძლებლობად უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT - ანალიზი“ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

19 თებერვალი 2020, 00:01

საქართველო

ლევან დავითაშვილი: ადრე სოფლის მეურნეობა წარუმატებლობასთან ასოცირდებოდა, ჩვენ კი მოდურობის ელემენტი შევქმენით

გვქონდა პერიოდი, როდესაც სოფლის მეურნეობა პირდაპირ წარუმატებლობასთან ასოცირდებოდა, ჩვენ შევქმენით გარკვეული ტენდენციები და მოდურობის ელემენტი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT - ანალიზი“ განაცხადა.

ხუან გუაიდო

18 თებერვალი 2020, 23:58

მსოფლიო

ხუან გუაიდო „როსნეფტს“: მონაწილეობა მიიღეთ ვენესუელის გათავისუფლებაში და არა მადუროს დიქტატურის მხარდაჭერაში

ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ხუან გუაიდო რუსულ ნავთობკომპანია „როსნეფტს“ მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს ნიკოლას მადუროს დიქტატურას. ამის შესახებ ხუან გუაიდომ ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება უცხოური ინვესტიციები ნავთობის მოპოვების გასაზრდელად.

შანიდარი Z

18 თებერვალი 2020, 23:55

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ნეანდერტალელის პირველი ჩონჩხი აღმოაჩინეს

აღმოჩენა ერაყში, ცნობილ შანიდარის გამოქვაბულში გაკეთდა. შანიდარში გათხრებს ჯერ კიდევ 1950-იან წლებში აწარმოებდნენ. მაშინ სპეციალისტებმა 10 ნეანდერტალელის ნეშტი აღმოაჩინეს. ერთ-ერთს თითებზე ყვავილების მტვრის ნაკვალევი აღმოაჩნდა, რის გამოც მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ნეანდერტალელები დაკრძალვის რიტუალში ყვავილებს იყენებდნენ.

ლევან დავითაშვილი

18 თებერვალი 2020, 23:34

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მეხილეობის ძველი ტრადიციების აღდგენა და ამ დარგში დათმობილი პოზიციების დაბრუნება გვჭირდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის ძლიერი მხარე მეხილეობის იმ ტრადიციების აღდგენაა, რომელიც ჩვენთან ადრე არსებობდა, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენ პოზიციები დავთმეთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT - ანალიზი“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

18 თებერვალი 2020, 23:32

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: ჩვენს ოპონენტებს არჩევნებზე მეტად არჩევნების მეორე დღე აინტერესებთ

ნებისმიერ ხელისუფლებას და ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს და მოსახლეობამ მეტი კეთილდღეობა მიიღოს. ეს არ აწყობს ჩვენს ოპონენტებს, ვინაიდან მათ სურთ, ადამიანებში დათესონ უიმედობა და დაძაბულობის მუდმივი განცდა შექმნან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

18 თებერვალი 2020, 23:10

მსოფლიო

საფრანგეთი ქვეყანაში იმამების მიღებას შეწყვეტს

ემანუელ მაკრონმა ისლამური სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ საფრანგეთი იმამების მიღებას შეწყვეტს. ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში საფრანგეთში საზღვარგარეთიდან (თურქეთიდან, ალჟირიდან და ა.შ.) იმამები ყოველწლიურად ჩადიან. დღეს ქვეყანაში უკვე 300-მდე ასეთი სასულიერო პირია.

აქცია ლეიბორისტული პარტიის ოფისთან

18 თებერვალი 2020, 22:59

საქართველო

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება სტუდენტებმა გააპროტესტეს

პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა სტუდენტებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, „ევროპული საქართველოს” წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვონ.

ირაკლი სესიაშვილი

18 თებერვალი 2020, 22:50

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: ირაკლი შოთაძემ გახსნა საქმეები, რომლებიც სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ უმსგავსო მმართველობის ფორმებს ააშკარავებდა

მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია სამართლიანობა აღადგინოს და ამ მიმართულებით პროკურატურამ შოთაძის ხელმძღვანელობით კარგად იმუშავა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შოთაძის კანდიდატურა ოპოზიციისთვის მისაღები ვერ იქნებოდა.

18 თებერვალი 2020, 22:46

საქართველო

სამოქალაქო აქტივისტებმა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს

სამოქალაქო აქტივისტებმა პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას გააპროტესტეს და ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის დეპუტატის მანდატის დატოვებისკენ მოუწოდეს.

18 თებერვალი 2020, 22:36

მსოფლიო

რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე შესვლას დროებით აუკრძალავს

ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების აღკვეთის ოპერატიულმა შტაბმა მიიღო, რომელსაც ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა. „2020 წლის 20 თებერვლის 00:00 საათიდან დროებით უნდა შეჩერდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეების რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე შემოშვება“, - ნათქვამია გადაწყვეტილებ

ირაკლი სესიაშვილი

18 თებერვალი 2020, 22:34

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: ჯგუფებს, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან, სწორება აქვთ სააკაშვილზე

ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს აქვს უკუსვლა, მაგრამ ეს ის ხალხია, რომელიც იყო ხელისუფლებაში და დიქტატორული მეთოდებით მართავდა ქვეყანას და დემოკრატიაზე მათი მხრიდან საუბარი უბრალოდ უადგილოა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

18 თებერვალი 2020, 22:29

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიცია დღეს პოლიტიკურ დეპრესიაშია

„ისინი არიან, მე ვიტყოდი, პოლიტიკურ დეპრესიაში დღეს. იმიტომ რომ არ შემოდიან პარლამენტში, ქუჩის აქციებით ვერაფერს აკეთებენ“, - განაცხადა სესიაშვილმა. მისი თქმით, ის, რომ ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს პირველ რიგში ქვეყანას აზიანებს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საკუთარ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებდა.