imedi /  07 ნოემბერი 2019, 15:19 / სანდო წყარო

სანდრა ბალოკმა და ელენ დეჯენერესმა ყალბი რეკლამის შემქმნელებს უჩივლეს

სანდრა ბალოკი
ელენ დეჯენერესი

სანდრა ბალოკი
ელენ დეჯენერესი

მსახიობმა სანდრა ბალოკმა და ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერესმა მათი მონაწილეობით ყალბი კოსმეტიკური რეკლამის შექმნელებს სასამართლოში უჩივლეს. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

ბალოკისა და დეჯენერესის მტკიცებით, მათი სახელები და გამოსახულება 40 კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამაში გამოიყენეს, რომელთა შესახებ თვითონ არასდროს სმენიათ.

სარჩელში ყალბი რეკლამის მაგალითებია მოყვანილი. ერთ-ერთში გამოყენებულია ელენ დეჯენერესის ფოტო და გამოგონილი ციტატა, რომელშიც ტელეწამყვანი კონკრეტულ პროდუქტს აქებს.

სარჩელი შეტანილია 100 კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომელთა სახელები და დასახელება ბალოკმა და დეჯენერესმა არ იციან.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2020, 17:36

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ნებისმიერი ინვესტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის რეპუტაცია და მაღალი ნდობა, რისთვისაც საჭიროა რეფორმების გაგრძელება.

რომან გოცირიძე

26 თებერვალი 2020, 17:29

საქართველო

რომან გოცირიძე: ჩვენ მოვუწოდებდით მთავრობას, რომ მინისტერიალი აქ უნდა ჩატარებულიყო, ვინაიდან ეს იყო საქართველოს ვალდებულება

ჩვენ მოვუწოდებდით მთავრობას, რომ დამნაშავე და კანონდამრღვევი სერგეი ლავროვი არ უნდა შემოსულიყო აქ და არა რუსეთის დელეგაციის სხვა წევრები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძე „ქრონიკას“ განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

26 თებერვალი 2020, 17:24

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია რა წარმატებას მიაღწევს არჩევნებზე, ამას ყველა ერთად ვნახავთ

ოპოზიცია რა წარმატებას მიაღწევს არჩევნებზე, ამას ყველა ერთად ვნახავთ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. "მათი გადასაწყვეტია ნაწილი შეთანხმდება, მთლიანად შეთანხმდებიან, თუ ცალკე გამოვლენ პარტიები თავიანთი მაჟორიტარობის კანდიდატებით".

მარია შარაპოვა

26 თებერვალი 2020, 17:24

სპორტი

მარია შარაპოვამ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ 32 წლის ასაკში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. შარაპოვას მოგებული აქვს 5 დიდი სლემის ტურნირი: 2 საფრანგეთის ღია პირველობა, 1 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა.

ივანე მაჭავარიანი

26 თებერვალი 2020, 17:20

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი ლარის კურსზე: მთავარია ნებისმიერ შემთხვევაში ხელოვნური ჩარევებისგან თავი შევიკავოთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მედიასთან ეროვნული ვალუტის აღმავალ ტრენდს გამოეხმაურა. „ჩვენი დღევანდელი ანალიზით, რაც ჩვენს ხელთ არის და ეროვნულ ბანკსაც მე მგონი იგივე აქვს დაახლოებით იმ წონასწორობის დიაპაზონში ვდგავართ!“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ჯო ბაიდენი

26 თებერვალი 2020, 17:19

ტაბლოიდი

ჯო ბაიდენს სი ძინპინი ჩინეთის გარდაცვლილ ლიდერ დენ სიაოპინში აერია

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან 2016 წელს მიღებული პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ ჩინეთის ყოფილ ლიდერ დენ სიაოპინთან განიხილა, რომელიც 1997 წელს გარდაიცვალა. როგორც „ფოქს ნიუსი“ იტყობინება, სამხრეთ კაროლინას შტატში ამომრჩევლებთან სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თავისი გამოცდილება გაიხსენა.

ჰასან როუჰანი

26 თებერვალი 2020, 17:17

მსოფლიო

ჰასან როუჰანი: ამერიკელებს არ უნდა მივცეთ საშუალება, ახალი ვირუსი შიშის დასათესად გამოიყენონ

„ამერიკელებს არ უნდა მივცეთ საშუალება, ახალი ვირუსი შიშის დასათესად გამოიყენონ. ამერიკელები თავად ებრძვიან კორონავირუსს. 16 ათასი ადამიანი დაიღუპა ამერიკაში გრიპით, მაგრამ თავიანთ დაღუპულებზე არ საუბრობენ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

სებასტიან მოლინეუსი

26 თებერვალი 2020, 17:17

ეკონომიკა

სებასტიან მოლინეუსი: ვხედავ მთავრობის მონდომებას, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას

წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი ესწრება, მათ შორის, მონაწილეობას იღებს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

მამუკა მდინარაძე

26 თებერვალი 2020, 17:08

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ქმედებებიდან გამომდინარე მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება კარგი გამოსავალია

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ბალანსს დავიცავდით, რომ ერთი მხრივ არ ყოფილიყო გარკვეული პროვოკაციების რისკი, კანონი შესრულებულიყო და არ დარღვეულიყო, მეორე მხრივ, ჩვენ ნაკისრ ვალდებულებებზე უარი არ გვეთქვა. ჩვენ მივმართეთ, შევთანხმდით და მინისტერიალი სტრასბურგში ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება, ისე როგორც იმ ქალაქსაც და ჩვენს ქვეყანასაც შეეფერება“, - განაცხადა მდინარაძემ.

კარლ ჰარცელი

26 თებერვალი 2020, 17:05

ეკონომიკა

კარლ ჰარცელი: DCFTA ზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობასა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას

როგორც თავის გამოსვლაში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოს კონკურენტუნარიანობასა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას ზრდის.

სებასტიან მოლინეუსი

26 თებერვალი 2020, 16:55

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ საქართველოში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოყო, მათ შორის საწარმოთა კონკურენტუნარიანობა.

კახა კუჭავა

26 თებერვალი 2020, 16:53

საქართველო

კახა კუჭავა: ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება სწორი გადაწყვეტილებაა

„მიმდინარეობდა როგორც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, სამდივნოსთან, საორგანიზაციო განყოფილებასთან. ეს ალბათ არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა მიღებულიყო კიდეც, თუ იმას გავითვალისწინებთ, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ისეთი დელეგაციის ვიზიტს, რომელსაც უხელმძღვანელებს ლავროვი, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ“, - განაცხადა კუჭავამ.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 16:45

მსოფლიო

ჯანმო: კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს

„ფაქტების დეტალური და გააზრებული ანალიზის გარეშე არ უნდა მივისწრაფოდეთ პანდემიის შესახებ განცხადების გაკეთებისკენ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

26 თებერვალი 2020, 16:34

ძალოვნები

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (ჯამში, 267 აბი და 83 კაფსულა) და ფსიქოტროპული (ჯამში, 63 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა გადასასვლელი მეტროსადგურ „ახმეტელთან“

26 თებერვალი 2020, 16:28

საქართველო

მეტროსადგურ „ახმეტელთან“ მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეკუას ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 16:19

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბრაზილიაშიც გამოვლინდა

ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, საშიშმა დაავადებამ სამხრეთ ამერიკამდეც მიაღწია. დაინფიცირებული 61 წლის კაცია. ის სან-პაულუში იტალიიდან დაბრუნდა, სადაც 12 დღე გაატარა.

გია გაჩეჩილაძე

26 თებერვალი 2020, 16:18

საქართველო

გია გაჩეჩილაძე: თბილისის მერს ძალიან საინტერესო ინიციატივა აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ადვილად აალებადი მასალების და საბურავების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს შენახვას და რეალიზაციის დარეგულირებას ეხება.

დავით ზალკალიანი

26 თებერვალი 2020, 16:16

საქართველო

დავით ზალკალიანი: გული მწყდება, ეს იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა

ევროპის საბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარება იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოს, რომლის თავმჯდომარეობაც დიდი წარმატებით მიმდინარეობს, ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის ემასპინძლა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ევთანაზია

26 თებერვალი 2020, 16:09

მსოფლიო

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ევთანაზია დაუშვა

გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომერციულ საფუძველზე ევთანაზიის აკრძალვა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, საკუთარი ნება-სურვილით სიკვდილის უფლება ადამიანის პირად უფლებებს განეკუთვნება.

გრიგოლ გეგელია

26 თებერვალი 2020, 16:00

საქართველო

გრიგოლ გეგელია: ლელო არანაირ შეთანხმებაში არ იმყოფება არც ერთ სხვა ძალასთან საერთო სიის თაობაზე

ლელო არანაირ შეთანხმებაში არ იმყოფება არც ერთ სხვა ძალასთან საერთო სიის თაობაზე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ვართ ახალი ძალა, დამოუკიდებელი პოლუსი, ვაპირებთ ვიყოთ დამოუკიდებელი, თუმცა ამავე დროს შესაძლო თანამშრომლობას არავისთან გამოვრიცხავთ. - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განუცხადა.