imedi /  08 ნოემბერი 2019, 00:24 / სანდო წყარო

Pixar-მა ანიმაციური ფილმის „სული“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

Pixar-მა ანიმაციის „სული“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ეს არის მუსიკის მასწავლებლის ისტორია, რომელსაც ჯო გარდნერი ჰქვია. მთავარი გმირი ჯაზის მუსიკოსობაზე ოცნებობს, მაგრამ სიუჟეტის თანახმად, მუსიკოსი მოულოდნელად იღუპება - და ამ დროს მისი სული ხვდება სამყაროში, რომელსაც ჰქვია „You Seminar“ („შენი სემინარი“). იქ გარდნერი თავის თავში ახალ ტალანტებს და ინტერესებს აღმოაჩენს - და ამ ყველაფერს იმისთვის, რომ მოგვიანებით ხელახლა გაჩნდეს და გახდეს ახალდაბადებული ბავშვის სული.

ანიმაციური ფილმის რეჟისორია Pixar-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი პიტ დოქტერი, რომელმაც გადაიღო „თავსატეხი“ და მულტფილმისთვის „ზემოთ“ ოსკარით დაჯილდოვდა. მან დაწერა სცენარები ასევე „მონსტრების კორპორაციისთვის“ და „სათამაშოების ისტორიების“ რამდენიმე ნაწილი.    

ფილმში „სული“ როლები გაახმოვანეს თინა ფეიმ და ჯეიმი ფოქსმა.

ყველა სიახლე

ჰასან როუჰანი

26 თებერვალი 2020, 17:17

მსოფლიო

ჰასან როუჰანი: ამერიკელებს არ უნდა მივცეთ საშუალება, ახალი ვირუსი შიშის დასათესად გამოიყენონ

„ამერიკელებს არ უნდა მივცეთ საშუალება ახალი ვირუსი შიშის დასათესად გამოიყენონ. ამერიკელები თავად ებრძვიან კორონავირუსს. 16 ათასი ადამიანი დაიღუპა ამერიკაში გრიპისგან, მაგრამ თავიანთ დაღუპულებზე არ საუბრობენ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

სებასტიან მოლინეუსი

26 თებერვალი 2020, 17:17

ეკონომიკა

სებასტიან მოლინეუსი: ვხედავ მთავრობის მონდომებას, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას

წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი ესწრება, მათ შორის, მონაწილეობას იღებს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

მამუკა მდინარაძე

26 თებერვალი 2020, 17:08

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ქმედებებიდან გამომდინარე მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება კარგი გამოსავალია

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ბალანსს დავიცავდით, რომ ერთი მხრივ არ ყოფილიყო გარკვეული პროვოკაციების რისკი, კანონი შესრულებულიყო და არ დარღვეულიყო, მეორე მხრივ, ჩვენ ნაკისრ ვალდებულებებზე უარი არ გვეთქვა. ჩვენ მივმართეთ, შევთანხმდით და მინისტერიალი სტრასბურგში ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება, ისე როგორც იმ ქალაქსაც და ჩვენს ქვეყანასაც შეეფერება“, - განაცხადა მდინარაძემ.

კარლ ჰარცელი

26 თებერვალი 2020, 17:05

ეკონომიკა

კარლ ჰარცელი: DCFTA ზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობასა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას

როგორც თავის გამოსვლაში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას ზრდის.

სებასტიან მოლინეუსი

26 თებერვალი 2020, 16:55

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ საქართველოში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოყო, მათ შორის საწარმოთა კონკურენტუნარიანობა.

კახა კუჭავა

26 თებერვალი 2020, 16:53

საქართველო

კახა კუჭავა: ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება სწორი გადაწყვეტილებაა

„მიმდინარეობდა როგორც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, სამდივნოსთან, საორგანიზაციო განყოფილებასთან. ეს ალბათ არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა მიღებულიყო კიდეც, თუ იმას გავითვალისწინებთ, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ისეთი დელეგაციის ვიზიტს, რომელსაც უხელმძღვანელებს ლავროვი, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ“, - განაცხადა კუჭავამ.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 16:45

მსოფლიო

ჯანმო: კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს

„ფაქტების დეტალური და გააზრებული ანალიზის გარეშე არ უნდა მივისწრაფოდეთ პანდემიის შესახებ განცხადების გაკეთებისკენ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

26 თებერვალი 2020, 16:34

ძალოვნები

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (ჯამში, 267 აბი და 83 კაფსულა) და ფსიქოტროპული (ჯამში, 63 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა გადასასვლელი მეტროსადგურ „ახმეტელთან“

26 თებერვალი 2020, 16:28

საქართველო

მეტროსადგურ „ახმეტელთან“ მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეკუას ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 16:19

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბრაზილიაშიც გამოვლინდა

ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, საშიშმა დაავადებამ სამხრეთ ამერიკამდეც მიაღწია. დაინფიცირებული 61 წლის კაცია. ის სან-პაულუში იტალიიდან დაბრუნდა, სადაც 12 დღე გაატარა.

გია გაჩეჩილაძე

26 თებერვალი 2020, 16:18

საქართველო

გია გაჩეჩილაძე: თბილისის მერს ძალიან საინტერესო ინიციატივა აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ადვილად აალებადი მასალების და საბურავების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს შენახვას და რეალიზაციის დარეგულირებას ეხება.

დავით ზალკალიანი

26 თებერვალი 2020, 16:16

საქართველო

დავით ზალკალიანი: გული მწყდება, ეს იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა

ევროპის საბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარება იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოს, რომლის თავმჯდომარეობაც დიდი წარმატებით მიმდინარეობს, ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის ემასპინძლა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ევთანაზია

26 თებერვალი 2020, 16:09

მსოფლიო

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ევთანაზია დაუშვა

გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომერციულ საფუძველზე ევთანაზიის აკრძალვა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, საკუთარი ნება-სურვილით სიკვდილის უფლება ადამიანის პირად უფლებებს განეკუთვნება.

გრიგოლ გეგელია

26 თებერვალი 2020, 16:00

საქართველო

გრიგოლ გეგელია: ლელო არანაირ შეთანხმებაში არ იმყოფება არც ერთ სხვა ძალასთან საერთო სიის თაობაზე

ლელო არანაირ შეთანხმებაში არ იმყოფება არც ერთ სხვა ძალასთან საერთო სიის თაობაზე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ვართ ახალი ძალა, დამოუკიდებელი პოლუსი, ვაპირებთ ვიყოთ დამოუკიდებელი, თუმცა ამავე დროს შესაძლო თანამშრომლობას არავისთან გამოვრიცხავთ. - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განუცხადა.

იაგო ხვიჩია

26 თებერვალი 2020, 15:55

საქართველო

იაგო ხვიჩია: მაჟორიტარობის კანდიდატებზე არ შევთანხმებულვართ

კანდიდატებზე არ შევთანხმებულვართ. საერთო ოპოზიციური ფორმატში ვინმეს განხილვა არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ვანო მერაბიშვილი

26 თებერვალი 2020, 15:53

საქართველო

ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება

„ხვალ დილით, ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმძღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯონი ტატუნაშვილი

26 თებერვალი 2020, 15:53

ძალოვნები

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა. ჯონი ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 1993 წლიდან მსახურობს. მისი სამხედრო კარიერა სამხედრო აკადემიიდან იწყება, სადაც 1997 წლამდე სწავლობდა.

ნინო წილოსანი

26 თებერვალი 2020, 15:45

საქართველო

ნინო წილოსანი: სამშენებლო მტვრის შემცირების მხრივ გადადგმული ნაბიჯი მნიშვნელოვანია

ნინო წილოსანის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კომიტეტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ის პირველი ნაბიჯები, რომელიც სამშენებლო მტვრის შემცირების კუთხით გადაიდგა და რომელიც დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. მისივე თქმით, ამ მხრივ, აღსანიშნავია ავტობუსების ავტოპარკის შეცვლა.

ივანე მაჭავარიანი

26 თებერვალი 2020, 15:44

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ

წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

სელიმ ჩაკირი

26 თებერვალი 2020, 15:42

ეკონომიკა

სელიმ ჩაკირი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2020“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი წარმატებულად აფასებს.