imedi /  06 დეკემბერი 2019, 00:20 / სანდო წყარო

ბილი აილიშმა ახალი ვიდეორგოლი წარადგინა

ბილი აილიში

ბილი აილიში

მომღერალმა ბილი აილიშმა სიმღერაზე „xanny“ ვიდეორგოლი წარადგინა. ამის შესახებ Rolling Stone-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიცია აილიშის ალბომში „When We All Fall Asleep, Where Do We Go?“ შედის, რგოლის რეჟისორი კი თავად 17 წლის მომღერალია. „ძალიან მიხარია, რომ ჩემი სარეჟისორო დებიუტი გაგიზიარეთ. დიდი მადლობა ყველს, ვისაც ჩემი სჯერა“, - განაცხადა აილიშმა

ყველა სიახლე

პენიტენციური სამსახური

20 იანვარი 2021, 14:28

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენის განცხადების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ პრობლემები.

ვიქტორ დოლიძე

20 იანვარი 2021, 14:17

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძის თქმით, ნატოს ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ საქართველო ალიანსში წევრობისთვის მზადაა

„ბატონი ბლინკენის განცხადება არ არის შემთხვევითი. დიახ, საქართველოს შეუძლია მეტი წვლილი შეიტანოს კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებში. დიახ, საქართველოს შეუძლია სწორედ ალიანსის ღირებულებებზე დაფუძნებით განამტკიცოს თავისი პირადი სტაბილურობა, მომავალი, კეთილდღეობა და ამავე დროს განამტკიცოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივები“, - განაცხადა დოლიძემ.

კახა კუჭავა

20 იანვარი 2021, 14:12

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ენტონი ბლინკენის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს აშშ-სგან კვლავ ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის, ენტონი ბლინკენის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს, ისევე როგორც აქამდე, აშშ-სგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება.

20 იანვარი 2021, 14:11

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13.6-მა მილიონმა ადამიანმა გაიარა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13.6-მა მილიონმა ადამიანმა გაიარა.

20 იანვარი 2021, 14:01

თემა

მართალია თუ არა, რომ D ვიტამინის მიღება კოვიდინფიცირების შემთხვევაში სასარგებლოა?

ბლოგებითა და საინფორმაციო საშუალებებით ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ D ვიტამინი COVID-19-ის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უკვე გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ეს საკითხია გამოკვლეული. რა არის სინამდვილეში ცნობილი ახალი კორონავირუსისა და ორგანიზმში D ვიტამინის დონის ურთიერთკავშირის შესახებ? ღირს თუ არა ამ პრეპარატის დამატებით მიღება?

ალეკო ელისაშვილი

20 იანვარი 2021, 13:56

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს

„ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოს ინტერესებით, ხალხის ინტერესებით და ჩვენი სინდისის კარნახით. რასაც თვითონ არიან მიჩვეულები, რომ ერთმანეთს აშანტაჟებდნენ, სულ გარიგებებში მონაწილეობდნენ, სულ ფულს იღებდნენ, ჰგონიათ, რომ ყველა ასე ცხოვრობს. რუსული გამოთქმა რომ არის, ყველა თავისი გარყვნილების მიხედვით ზომავს სხვასო, ჩვენ მაგ საზომებით არ გვიცხოვრია. სხვანაირად ვცხოვრობდით, სხვანაირი მიზნები გვაქვს პოლიტიკაში და ამ მიზნებს ვემსახურებით - ეს არის ქვეყნის და ხალხის სამსახური და ჩვენი სინდისის კარნახი. დანარჩენი, რომ ვერ ჩამოყალიბებულან, იმ თავგზააბნეულმა ხალხმა, ვისაც რა ჭუჭყი მოსდის თავში, ერთმანეთს უზიარონ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

20 იანვარი 2021, 13:55

ეკონომიკა

ტერმინალებით ფულის გადარიცხვისას მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

20 იანვარი 2021, 13:40

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 21 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 597 პაციენტი გარდაიცვალა.

ალეკო ელისაშვილი

20 იანვარი 2021, 13:36

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: „ქართულ ოცნებას“ იმას თუ გამოვგლეჯთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევალთ პარლამენტში

პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს. „ჩვენ ისედაც ვიცოდით რასაც ვაპირებდით. გვინდოდა დანარჩენებთან ამოგვეწურა რესურსი. არ უნდათ, ნუ უნდათ. ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთ. „ქართულ ოცნებას“ იმას თუ გამოვგლეჯთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევალთ პარლამენტში“, - ეს განცხადება ელისაშვილმა „ქრონიკასთან“ გააკეთა.

20 იანვარი 2021, 13:28

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 2 550 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 168 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 550 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ლაშა ნაცვლიშვილი

20 იანვარი 2021, 13:19

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ნავალნის და სააკაშვილს შორის, გარდა იმისა, რომ პირველი - კაცია და მეორე - ფარჩაკი, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება

„ნავალნის და სააკაშვილს შორის, გარდა იმისა, რომ პირველი - კაცია და მეორე - ფარჩაკი, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება - დასავლეთი ნავალნის პუტინთან ბრძოლაში რეალურ და ეფექტურ მოკავშირედ განიხილავს და მხარდაჭერის სრული პაკეტით უზრუნველყოფს (ციხის გზაზე ესკორტირების ჩათვლით), ხოლო მარგინალი და ჯვარდასმული მიშა იმდენად კიდია დასავლეთს, რომ სულ არ აინტერესებს, სად ჩავა და სად ჩაჯდება. პ.ს. როცა პუტინს დასჭირდა პროამერიკელი პოროშენკოს დასანგრევად, კი ნახეთ, პოლონეთის საზღვრის გარღვევისას, რას ნიშნავს “ცენტრის” მხარდაჭერა. ხოდა, დააპარალელეთ ახლა, არ გაგიჭირდებათ“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

20 იანვარი 2021, 13:17

COVID19

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 725 025 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 93 882 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით 93 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის მაქსიმალური მაჩვენებელია.

20 იანვარი 2021, 13:15

საზოგადოება

„ბილაინი“ მის აბონენტ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს შეღავათიან ინტერნეტპაკეტს - „დისტანციური სწავლების პაკეტი“

საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრმა - ბილაინმა, ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რის საფუძველზეც ბილაინის აბონენტები - საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე (ივნისი) შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.

კახა კუჭავა

20 იანვარი 2021, 13:12

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ არიან ერთიანები, თუმცა, ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს ერთიანობა მოჩვენებითია

„რეალურად გვესმის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და მათთვის ყურადსაღები გზავნილები, რომ მათ მიიღონ თავიანთი მანდატები, შემოვიდნენ პარლამენტში, დაიწყონ მუშაობა და ქუჩის მაგივრად პარლამენტში გააკეთონ ოპონირება. ამას ზოგი ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი არა, რაც რა თქმა უნდა, პირველ რიგში, წარმოადგენს დაძაბულობის მიზეზს ალბათ ოპოზიციაში. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს“, - აღნიშნა კუჭავამ.

იოსებ არჩვაძე

20 იანვარი 2021, 13:00

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: გლობალური ექსპორტის ვარდნის ფონზე, ადგილობრივი ექსპორტი 3.5 %-ით გაიზარდა, რაც გლობალურ ბაზრებზე ადგილობრივი პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას ადასტურებს

იოსებ არჩვაძის განცხადებით, ადგილობრივი ექსპორტის რაოდენობრივ ზრდასთან ერთად უდავო წარმატებად უნდა ჩაითვალოს მისი დივერსიფიცირება ქვეყნების მიხედვით. - ექსპორტით პირველ სამ ადგილზე მყოფი ქვეყნების (ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი) წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ნახევარზე ნაკლებია ((48.9%), ხოლო პირველ ადგილზე მყოფი ჩინეთის წილი - მხოლოდ 19.1 პროცენტი.

20 იანვარი 2021, 12:57

საზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სამშვიდობო მისია

20 იანვარი 2021, 12:53

თავდაცვა

მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო.

ჯეკ მა

20 იანვარი 2021, 12:53

მსოფლიო

ჩინეთის ხელისუფლებასთან კონფლიქტის შემდეგ Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა საჯაროდ პირველად გამოჩნდა

მა მასწავლებლებისთვის გამართულ საქველმოქმედო ონლაინ-ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან ასევე მოინახულა სკოლა, რომელიც მისი საქველმოქმედო ფონდის დახმარებით აშენდა.

20 იანვარი 2021, 12:52

საზოგადოება

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა დღეს იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს შეახსენებს, რომ 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ მონაცემების წარდგენის ვადა, დღეს, 20 იანვარს იწურება. როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან, შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

იაგო ხვიჩია

20 იანვარი 2021, 12:50

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მამუკა ხაზარაძეს სრული უფლება აქვს არ შეხვდეს ალეკო ელისაშვილს, მაგრამ ოპოზიციიდან გარიცხვა ასე არ ხდება

ბატონ ხაზარაძეს შეიძლება სრული უფლება აქვს იმისთვის რომ არ უნდოდეს ბატონ ელისაშვილთან შეხვედრა, მაგრამ მეორე საკითხია, რასაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ ვიღაცას გარიცხავენ ოპოზიციიდან. ოპოზიციიდან ასე გარიცხვა არ ხდება, ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.