imedi /  06 დეკემბერი 2019, 13:49 / სანდო წყარო

ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

თეატრალური ფესტივალი ბათუმი

ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს „გაიგე და დაინახე მეტი“ უმასპინძლებს. ფესტივალს ხვალ გერმანული დასი სპექტაკლით „მედეა“ გახსნის. წარმოდგენები ბათუმის დრამატულ თეატრში ყოველდღე გაიმართება.

ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს მიერ შერჩეული მსოფლიოში ცნობილი, გერმანული, ესპანური, იტალიური, პოლონური, უკრაინული და თურქული წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება „შოუ-ქეისი“, სადაც მაყურებელი აჭარაში მოქმედი თეატრების წარმოდგენების ნახვას შეძლებს.

ფესტივალი პირველად ტარდება და მისი მიზანია მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქის გაჩენა; აჭარის რეგიონის ცნობადობის გაზრდა; ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიოს წამყვანი, საუკეთესო თეატრალური კომპანიებისა და მსოფლიო სათეატრო ხელოვნებაში არსებული სიახლეების, მიმდინარე ტენდენციების გაცნობა და ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ფესტივალი 20 დეკემბერს საზეიმოდ დაიხურება.

ყველა სიახლე

კრისტიან ტერეში

22 იანვარი 2020, 18:03

საქართველო

ევროპარლამენტარი ტერეში: დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს

„მე გული დამწყდა იმის გამო თუ როგორ იყო განხილული საქართველოს საკითხი. დასანანია, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად“. - განაცხადა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა.

პარლამენტი

22 იანვარი 2020, 17:55

საქართველო

პარლამენტთან გაკეთებულ კონსტრუქციაზე აქტივისტებმა და ოპოზიციამ წარწერები დატოვეს

პარლამენტთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მივიდნენ და მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც რკინის კონსტრუქციით არის შემოსაზღვრული, მავთულხლართი შემოავლეს და ამ ფორმით გააპროტესტეს თბილისის მერიის გადაწყვეტილება პარლამენტის წინ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაზე.

ლიბია

22 იანვარი 2020, 17:28

მსოფლიო

ლიბიასთან ავიამიმოსვლა შეწყდა

სარაკეტო დაბომბვის შემდეგ ტრიპოლის აეროპორტი დაიხურა, რომელიც ლიბიაში ბოლო მოქმედი აეროპორტი იყო. ინფორმაციას Reuters-ი ტრიპოლის აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აეროპორტმა ტუნისის თვითმფრინავი არ მიიღო, რომელიც ტრიპოლიდან 200 კილომეტრით დაშორებით მდებარე აეროპორტში გადაამისამართეს.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

22 იანვარი 2020, 17:26

საქართველო

მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდანსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

ტერი ჯონსი

22 იანვარი 2020, 17:15

კულტურა

„მონტი პაითონის“ წევრი ტერი ჯონსი გარდაიცვალა

ბრიტანული კომიკ-ჯგუფის „მონტი პაითონის“ (Monty Python) წევრი ტერი ჯონსი გარდაიცვალა. ის 77 წლისა იყო. ტერი ჯონსის ნათესავების თქმით, ჯონსი 21 იანვრის საღამოს, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში ის დემენციის იშვიათი ფორმით იტანჯებოდა.

მცოცავი ოკუპაცია

22 იანვარი 2020, 17:06

საქართველო

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა. სტეფ ბლოკმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია მისიის საქმიანობაზე, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასა და იმ პრობლემებზე რომლებიც მოსახლეობას ჩაკეტილი გამშვები პუნქტების გამო შეექმნა.

ამინდი

22 იანვარი 2020, 17:04

საქართველო

23 იანვრიდან საქართველოში თოვლია მოსალოდენელი

გარემოს ეროვნული სააგენტო, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს"-აცხადებენ სააგენტოში.

ტიტანიკი

22 იანვარი 2020, 16:50

მსოფლიო

ამერიკულ კომპანიას ჩაძირული ტიტანიკიდან უკაბელო ტელეგრაფის ამოღება სურს

კომპანიაში აცხადებენ, რომ გემბანის განადგურების გამო, „მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რადიო“ როგორც ამას ამერიკული RMS Titanic-ი უწოდებს, შესაძლოა „სამუდამოდ დაიმარხოს“. Harland and Wolff-ის მიერ ბელფასტში აშენებული "ტიტანიკი" 1912 წელს აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა, შედეგად 1500 ადამიანი დაიღუპა.

შვეიცარული ფრანკი

22 იანვარი 2020, 16:48

ეკონომიკა

Reuters-ი შვეიცარული ფრანკის გაუფასურებას კორონავირუსს უკავშირებს

შვეიცარული ფრანკი ერთ დღეში აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით, ერთ დღეში 0,5%-ით გაუფასურდა. ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლოა ეს პროცესი ხელოვნურია, რადგან არსებობს წინაპირობა, რომ შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა ფრანკის კურსის ზრდა შეაფერხოს.

საბერძნეთის დროშა

22 იანვარი 2020, 16:33

მსოფლიო

საბერძნეთის მოქალაქეები მიგრანტთა ბანაკების გამო გაიფიცნენ

ლესბოსის დედაქალაქ მითილინიში საპროტესტო აქციას 3 ათასამდე ადამიანი დაესწრო, სამოსში კი 1 500. კუნძულებზე დაიხურა მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართ სადგურები, კლინიკები და სანოტარო ბიუროები. გაფიცვას სავარაუდოდ ტაქსის და ავტობუსების მძღოლებიც შეუერთდებიან. საბერძნეთში ჩასული მიგრანტების რაოდენობა იზრდება, მათთვის განკუთვნილ ბანაკებში კი საკმარისი ადგილი არ არის.

გიორგი გახარია
ეგილს ლევიტსი

22 იანვარი 2020, 16:28

საქართველო

ლატვიის პრეზიდენტი გახარიას: ლატვია საქართველოს გვერდით დგას ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას. პრეზიდენტმა ლევიტსმა აღნიშნა, რომ ლატვია მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

22 იანვარი 2020, 16:24

საქართველო

ლაშა დარსალიამ დიპკორპუსს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება გააცნო.

ავარია ბათუმში

22 იანვარი 2020, 16:10

ძალოვნები

ბათუმში ავტომანქანა ორ არასრულწლოვანს დაეჯახა

14-15 წლის გოგოები კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მედიკოსების განცხადებით, გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ეცოდინებათ დაშავებულების მდგომარეობა. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კოლუმბია აქცია

22 იანვარი 2020, 16:02

მსოფლიო

კოლუმბიაში ანტისახელისუფლებო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. აქტივისტებმა ბოგოტის ქუჩები გადაკეტეს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ.

შოთა დიღმელაშვილი

22 იანვარი 2020, 15:55

საქართველო

შოთა დიღმელაშვილი გრიგოლ ვაშაძეზე: ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა

შოთა დიღმელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას პროპოციულ არჩევნებთან დაკავშირებით Facebook-ზე ეხმიანება. დიღმელაშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძე „ის კაცია რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ“.

იმპიჩმენტი

22 იანვარი 2020, 15:52

მსოფლიო

სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის სასამართლოს მთავარ წესებზე შეთანხმდა

სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. ბრალდების მხარე თავის არგუმენტებს წარადგენს, რასაც დაცვის მხარის გამოსვლა, შემდეგ კი კითხვები მოჰყვება. ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის საქმიანობაში ხელის შეშლა ედება ბრალად. დარჩება თუ არა ის პრეზიდენტის პოსტზე, სენატის სასამართლო გადაწყვეტს.

ზაზა სარალიძე

22 იანვარი 2020, 15:41

ძალოვნები

ზაზა სარალიძე მკვლელობის მონაწილეებს: ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება

„ინციდენტში ყველა მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნახავებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ. თქვენ ჩემთვის გაცილებით მეტი დაზარალებულები ხართ, ვიდრე ჩემი ოჯახი. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება"- წერს სარალიძე.

ამირან გამყრელიძე

22 იანვარი 2020, 15:33

საქართველო

ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ჩინეთის ქალაქ უხანში იმოგზაურეს ან მოგზაურობას გეგმავენ, რეკომენდაციებს აძლევს. ბოლო მონაცემებით, ვირუსის ჩინეთში მქონე 9 ადამიანია გარდაცვლილი.

ადამ კიზინგერი

22 იანვარი 2020, 14:53

საქართველო

ოთხი კონგრესმენი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავს

კონგრესმენის ცნობით, ოფიციალურ მიმართვაში გამოთქმულია შეშფოთება, რომელიც გამოწვეულია მიზანმიმართული პოლიტიკური დევნით და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და დასავლეთთან ინტეგრაციას.

22 იანვარი 2020, 14:34

ძალოვნები

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

„მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, მიაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აქიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება“,- ამის შესახებ პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.