imedi /  13 დეკემბერი 2019, 00:50 / სანდო წყარო

IMDb-მ წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები დაასახელა

სამეფო კარის თამაშები

კადრი „სამეფო კარის თამაშებიდან“

ვებგვერდმა IMDb 2019 წლის საუკეთესო ფილმების და სერიალები დაასახელა. შედეგების გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლება პორტალ Buzzfeed-ს ერგო.

საუკეთესო კინოფილმი რეჟისორ ტოდ ფილიპსის „ჯოკერი“ გახდა. ათეულში ასევე მოხვდნენ: კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“, „შურისმაძიებლები: დასასრული“, „კაპიტანი მარველი“, „ის: ნაწილი მეორე“, „მეფე ლომი“, „ადამიანი ობობა: სახლიდან შორს“, „ალიტა“, „ალადინი“, „ჩვენ“.

რაც შეეხება საუკეთესო სერიალებს, ამ კატეგორიაში პირველობა „სამეფო კარის თამაშებმა“ მოიპოვა. სამეულში ასევე მოხვდნენ „ჩერნობილი“ და „ძალიან უცნაური საქმეები“. ათეულში არიან: „აკადემია ამბრელა“, „ბიჭები“, „შავი სარკე“, „მოსიარულე მკვდრები“, „ალესილი კეპები“, „სქესობრივი აღზრდა“, „შენ“. 

IMDb-მ საუკეთესოები ვებგვერდზე ძიების შედეგების საფუძველზე გამოავლინა. ყოველთვიურად პორტალზე 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი შედის. 

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2021, 00:39

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ონლაინ ღონისძიებები გაიმართება

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ონლაინ ღონისძიებები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონლაინ-შეხვედრა გაიმართება ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ ემიგრაციაში წასული პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, ისტორიული და თანამედროვე დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც მიმოიხილავენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-პოლიტიკურ ასპექტებს.

ანგელა მერკელი

25 თებერვალი 2021, 00:32

COVID19

ანგელა მერკელი: კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას.

25 თებერვალი 2021, 00:23

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

25 თებერვალი 2021, 00:21

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

25 თებერვალი 2021, 00:20

რეგიონი

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.

25 თებერვალი 2021, 00:20

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​თანმიმდევრული ქმედებებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან დეოკუპაციას და საქართველო საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთო ევროპულ ოჯახში

100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. სწორედ 25 თებერვალი ჩაიწერა ისტორიაში, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი- ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების დღე, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალიურ ქსელში წერს.

24 თებერვალი 2021, 23:49

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 31 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 277 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 23:45

COVID19

საფრანგეთში ახალი კოვიდვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

პრეპარატის ტესტირება ე.წ. Polycor-ის სტანდარტით ტარდება. ექსპერიმენტში, რომელშიც ნანტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან ერთად 40-მდე კლინიკა იქნება ჩართული, ჯამში 400-მდე მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისათვის პროექტში 21 კლინიკის 67 პაციენტი მონაწილეობს.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2021, 23:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

24 თებერვალი 2021, 23:33

ეკონომიკა

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით პრაღაში ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატა, საქართველოში ჩეხური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით 2021 წლის განმავლობაში ღონისძიებებს გამართავს. პირველი მასშტაბური ღონისძიება - ბიზნეს ფორუმი მიმდინარე წლის მაისში, პრაღაში იგეგმება, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 თებერვალი 2021, 23:07

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი მარტიდან დაიწყება

შვეიცარიის ფედერალური მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი მარტიდან დაიწყება.

24 თებერვალი 2021, 22:42

რეგიონი

რა გრაფიკით იმოძრავებენ მიკროავტობუსები რუსთავი-თბილისის მიმართულებით

მათივე ინფორმაციით, ღამის საათებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, “ინტერტრანსის” დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

24 თებერვალი 2021, 22:12

COVID19

ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი სრულად აპრილისთვის გაიხსნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა სრულად აპრილისთვის გაიხსნება.

ზურაბ აბაშიძე/გრიგორი კარასინი

24 თებერვალი 2021, 22:06

პოლიტიკა

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები სავარაუდოდ მარტში გაგრძელდება

არაფორმალური მოლაპარაკებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის ახალი მთავრობის პირობებშიც გაგრძელდება. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ ​imedinews-ს განუცხადა.

24 თებერვალი 2021, 21:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში დამტკიცდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დღის წესრიგი.

24 თებერვალი 2021, 21:40

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 326 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 326 531 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 384 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 21:37

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 9 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 72 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 21:28

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 9 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 389 ადამიანი გარდაიცვალა.

24 თებერვალი 2021, 21:19

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 16 424 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 424 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 318 ადამიანი გარდაიცვალა.

კახაბერ ქემოკლიძე

24 თებერვალი 2021, 21:18

პოლიტიკა

კახაბერ ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ში წერს. კახაბერ ქემოკლიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და წარმატებას უსურვებს ირაკლი ღარიბაშვილს.