imedi /  13 დეკემბერი 2019, 17:56 / სანდო წყარო

თბილისი მიგრაციის ფილმების გლობალურ ფესტივალს მასპინძლობს

ფილმების ფესტივალი

„მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ დღეს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება. პირველ საფესტივალო საღამოს წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ვახო ჯაჯანიძის ფილმი „გამოსვლა“, მადლი ლაანის ფილმი „აგვისტოს სამი დღე“ და ალის შინის ფილმი „ჰარუს ახალი წელი“. 

თბილისის მერიის ცნობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტოს „მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ ყოველ წელს ერთდროულად 100-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება.4

ფესტივალი აერთიანებს მსოფლიოს პროფესიონალ და დამწყებ რეჟისორებს, რომლებიც ფილმების საშუალებით ყვებიან მიგრანტთა ისტორიებს.

ფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“ 13 -დან 18 დეკემბერამდე გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება მოკლე და სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. ფესტივალის ფარგლებში კინოთეატრ „ამირანის“ მე-2-ე სართულზე წარმოდგენილი იქნება IOM-ის გამოფენა „უთქმელი ამბები - ქართველი დაბრუნებული მიგრანტების ფოტოისტორიები“, რომლის ავტორი ფოტოგრაფი დინა ოგანოვაა.

ფესტივალს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ახორციელებს.

ყველა სიახლე

გენერალური პროკურატურა

28 იანვარი 2020, 13:58

ძალოვნები

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება.

28 იანვარი 2020, 13:54

საქართველო

ქუთაისის აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა. რკინის კონსტრუქცია , რომელიც აეროპორტში სამშენებლო სამუშაოების გამო დგას, სავარაუდოდ, ქარის გამო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

აეროპორტი პირბადე კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 13:52

მსოფლიო

საფრანგეთი უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

ამ რეისით ქვეყანაში დაბრუნდებიან ისინი, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ. პარიზში დაშვების შემდეგ მათ კარანტინს დაუწესებენ. საფრანგეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვისც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, საგანგებო რეისი მოგვიანებით დაინიშნება. მათ მკურნალობაზე უკვე პარიზში იზრუნებენ.

საკონსტიტუციო სასამართლო

28 იანვარი 2020, 13:39

ძალოვნები

საკონსტიტუციო სასამართლო პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო პირადობის მოწმობის გაცემის წესის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს. საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. მოსარჩელეები ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა, აიდი ბარათების გაცემა ელექტრონული მატარებლით, ე.წ ჩიპით.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2020, 13:29

საქართველო

ვახტანგ გომელაური: უკაცრავად, კიტა იზორია მე უნდა დამესაჯა? რატომ გაუშვეს?

„რაც ამ ადამიანმა გააკეთა, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. კიტა იზორიას საქციელი, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის“, - აღნიშნა გომელაურმა. კითხვაზე, რატომ არ დაისაჯა კიტა იზორია პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, გომელაურმა უპასუხა, რომ ის პატრულ-ინსპექტორს უნდა დაესაჯა.

რაგბი

28 იანვარი 2020, 13:07

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები 24 თებერვალს გაიმართება

საარჩევნო ყრილობის გადატანის მიზეზი პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის შეტანილი განცხადებები გახდა, რომელთაც ითხოვეს მეტი დრო არსებული წესდებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად, რაც გამგეობამ დააკმაყოფილა.

ზაალ მიქელაძე

28 იანვარი 2020, 12:56

საქართველო

მინისტრი: ბათუმის აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე კორონავირუსზე უსაფრთხოების ზომები დაცულია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის თქმით, კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა პრევენციისთვის მიღებულია ზომები. მინისტრის განმარტებით, ბათუმის აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე საგანგებო სიტუაციისა და ჯანდაცვის ცენტრის სპეციალური ჯგუფები მუშაობენ.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2020, 12:50

ძალოვნები

შს მინისტრი: ლევან იზორიას ძმასთან ინციდენტში მონაწილე პოლიციელს მტკიცებულებები გენინსპექციაში ან პროკურატურაში უნდა წარედგინა

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ 6 წლის წინ მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეოს შენახვა და ახლა გამოქვეყნება მიუღებელია.

ნოე სულაბერიძე
ჯანეტ ქერდიყოშვილი

28 იანვარი 2020, 12:30

ტაბლოიდი

ნოე სულაბერიძესა და ჯანეტ ქერდიყოშვილს შვილი შეეძინათ

„იმედიას“ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე და „მის სა­ქარ­თვე­ლო“ ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი მშობ­ლე­ბი გახდნენ. წყვი­ლს გოგო შეეძინა. ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი 2019 წელს დაქორწინდნენ.

ეკატერინე ტიკარაძე

28 იანვარი 2020, 12:24

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: ჩინეთთან ფრენები აიკრძალება, უხანიდან კი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

„ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი, აქედან გამომდინარე, არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშანვს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე საფრთხის გაჩენის რისკი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბელგიის მეფე

28 იანვარი 2020, 12:00

ტაბლოიდი

ბელგიის მეფე ალბერტ II-მ დელფინა ბოელის ბიოლოგიური მამობა აღიარა

ბელგიის მეფე ალბერტ II-მ დნმ-ის ანალიზის პასუხის შემდეგ, დელფინა ბოელის ბიოლოგიური მამობა აღიარა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია RTBF მეფის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. დელფინა ბოელმა დედისგან ბარონესა სიბილ დე სელისგან 18 წლისამ შეიტყო, რომ ის ალბერტ II-ს უკანონო შვილი იყო.

პროკურორი

28 იანვარი 2020, 11:43

საქართველო

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის 2 კანდიდატს უსმენენ

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასუბრება მიმდინარეობს. საპროკურორო საბჭო დღეს რაულ გაბისონიასა და მერაბ გამყრელიძეს უსმენს. თანამდებობის დასაკავებლად და კომპეტენციის დასადასტურებლად მათ საბჭოს წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

პრინცი ენდრიუ

28 იანვარი 2020, 11:33

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

პრინცის დაკითხვა პროკურატურას და FBI-ს სურთ, რომლებიც ენდრიუს ადვოკატებს დაუკავშირდნენ, მაგრამ პრინცი თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ბუკინგემის სასახლეში საქმეზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ, რადგან საქმით ენდრიუს ადვოკატები არიან დაკავებულები.

ნათია თურნავა

28 იანვარი 2020, 11:28

საქართველო

ნათია თურნავა სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაციას „შავ პიარს“ უწოდებს

„არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ. ვფიქრობ, ეს არის აგორებული „შავი პიარი“ იმ მიზნით, რომ წარმოჩინდეს, თითქოს არასტაბილურობაა სამთავრობო გუნდში, რაც ტყუილია"- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ტყუილს უწოდებს.

კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 11:22

საქართველო

თურნავა: ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება მოგვიწევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შესაძლოა, მთავრობამ ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს. „მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მიიღება, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი

28 იანვარი 2020, 11:21

საქართველო

სააკაშვილი: ვინმე წარმოიდგენდა, რომ მე და გუბაზ სანიკიძე ერთად დავსხდებოდით? რაებს მეძახდა და მეც არ დამიკლია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუბაზ სანიკიძესთან მოულოდნელი ალიანსის შესახებ ისაუბრა. შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელზეც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

NBA-ს ლოგო

28 იანვარი 2020, 10:29

სპორტი

მილიონზე მეტი ადამიანი NBA-ს ლოგოს კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეცვლას ითხოვს

პეტიცია ვებგვერდზე Change.org ვინმე ნიკ ემმა შექმნა. ავტორის თქმით, ლოგოზე კალათბურთელის სილუეტის გამოსახულებით მისი მემკვიდრეობა უკვდავი გახდება. პეტიციას ხელი უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 09:58

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორნავირუსმა 2019-nCoV ჩინეთში 106 ადამიანი იმსხვერპლა. ექიმები ეჭვობენ, რომ ვირუსი კიდევ 6973 ადამიანს აქვს, 60 პაციენტი საავადამყოფოებიდან გაწერეს. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 44 132 ადამიანი რჩება.

აშშ ხანძარი

28 იანვარი 2020, 09:35

მსოფლიო

აშშ-ში ნავსადგომზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ალაბამას შტატში ნავსადგომზე გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერმა ხანძარმა, რომელიც სწრაფად გავრცელდა, 35 ნავი გაანაადგურა. შემთხვევა ჯექსონის ოლქში დილით მოხდა. 7-მა ადამიანმა წყალში გადახტომა მოასწრო. ისინი მაშველებმა გადაარჩინეს და საავადამყოფოში არიან გადაყვანილები.

თურქეთი მიწისძვრა

28 იანვარი 2020, 08:59

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 1600-ს აჭარბებს. ამასთან, მაშველებმა ნანგრევებიდან 45 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 76 შენობა.