Black Sea Arena-ზე Nile Rodgers&Chic-ის კონცერტი გაიმართება

ფოტო: Facebook
18 ივლისს Black Sea Arena მუსიკალურ პროექტს Nile Rodgers&Chic-ს უმასპინძლებს. ინფორმაციას შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზის პრესსამსახური ავრცელებს.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 12 თებერვლის 20:00 საათიდან ვებგვერდ www.bsa.ge-ზე იქნება შესაძლებელი.
Nile Rodgers-ი ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის. მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა I Want Your Love, Le Freak, Dance, Dance, Dance და Good Times-ი.
ჯგუფის ბოლო ალბომი It's About Time 2018 წელს გამოვიდა და ის ლედი გაგასთან, ელტონ ჯონთან და და ქრეიგ დევიდთან კოლაბორაციებს მოიცავს.
ყველა სიახლე

15 მაისი 2025, 14:24
რეგიონი
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ორმხრივად.

15 მაისი 2025, 14:23
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ჯო უილსონზე: რას უხდიან ამ ადამიანს, ან რა აქვს ჯამაგირი, რის ხარჯზეც ის ამდენ ტყუილს კადრულობს. საქართველოსთან მიმართებით მისგან ცილისწამება, ცილისწამებაზე მოედინება
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ამერიკელი სენატორის ჯო უილსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ეხება.

15 მაისი 2025, 14:21
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ჯო ვილსონის პასუხები სრულ ჰარმონიაშია იმ ფოტოსთან, რომელშიც ვილსონი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან პოზირებს
„ჯო ვილსონის პასუხები სრულ ჰარმონიაშია იმ ფოტოსთან, რომელშიც ვილსონი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან პოზირებს და, რა თქმა უნდა, ყველა ის განცხადება და დაინიცირებული არამეგობრული აქტი თუ ბრალდება, რომელიც მისი მხრიდან მოდის, სრულად ჯდება იმ ნაცურ ნარატივში, რომელსაც ზოგადად კრებსითად მოვიხსენიებთ ხოლმე ყველა საქართველოსადმი არაკეთილსინდისიერი და არაკეთილგანწყობილი ადამიანის მიმართ“, - აცხადებს წილოსანი.

15 მაისი 2025, 14:21
პოლიტიკა
დავით ქანთარია: უკანონო პატიმარი ვიყავი. არასწორი მკურნალობის შედეგად, დამიზიანდა ორივე თირკმელი და წელიწად-ნახევრის წინ მე გადავინერგე თირკმელი. დღეს ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი
მე ვიჯექი პირდაპირ ისეთ ადამიანებთან, თანამდებობის პირი ხომ უნდა გამოყონო ცალკე კამერაში, პირდაპირ მუდმივ პატიმრობა მისჯილებთან ვიყავი. გამოდი „ვივამედიდან“ და ჩაჯექი ერთი საათით რა, ხომ ხარ მაგარი კაცი კაცო, გამოდი ნახე ის რაც მე დღე გადავიტანე და ჩემებმა, - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა დავით ქანთარიამ, საგამოძიებო კომისიის სხდომიდან, სადაც მისი უფლებების დარღვევის ფაქტი განიხილება.

15 მაისი 2025, 14:05
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

15 მაისი 2025, 14:05
მსოფლიო
ანტალიაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა დაიწყო
თურქეთის ქალაქ ანტალიაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

15 მაისი 2025, 14:02
საზოგადოება
თინათინ ნიბლოშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც თბილისის საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თანადგომით ჩატარდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა. მან კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და პროგრამაში ჩართულ უწყებებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენობრივი ინტეგრაცია ეროვნული ერთიანობის საფუძველია.

15 მაისი 2025, 13:48
პოლიტიკა
დავით ქანთარია: როლანდ ახალაიამ გაშვების წინა ღამეს სოსო ჭანტურიას დაუმატა სასჯელი. წაუკითხეს ახალი ბრალი, დაუმატეს ორი წელიწადი, იმ ღამესვე გული გაუსკდა - მორგში სოსოს სხეული გამოტენეს ნახერხით და შიგნით კუნძი ჩაუდეს
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც წამება, არაადამიანური მოპყრობა და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარიამ ისაუბრა.

15 მაისი 2025, 13:45
პოლიტიკა
დავით ქანთარია: როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო. ეს „არაკორუმპირებული“ ახალაია, კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. ადამიანებს სიებით იჭერდნენ, ეს იყო კონვეიერი - მამა და შვილები
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული დავით ქანთარია უფლებების უხეში შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.

15 მაისი 2025, 13:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ რასა იუკნევიჩიენემ ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარმა მისი განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

15 მაისი 2025, 13:40
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თბილისსა და აჭარაში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

15 მაისი 2025, 13:39
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში“ განიხილა
ანგარიში კომიტეტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარუდგინა.

15 მაისი 2025, 13:26
მსოფლიო
ზელენსკი თურქეთში ჩაფრინდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩაფრინდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

15 მაისი 2025, 13:16
პოლიტიკა
დავით ქანთარია: როლად ახალაია არის სამეგრელოს სირცხვილი, ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც, შემდეგ, რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა სამეგრელოს და დაჩაგრა მთელი სამეგრელო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარია, მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს.

15 მაისი 2025, 13:09
რეგიონი
რევაზ სოხაძე: კონტრაქტორს პრობლემების მოსაგვარებლად ვადა მიეცა, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ
„მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები, სამწუხაროდ, არის პრობლემური. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ვფიქრობ, გარკვეულწილად კონტრაქტორის დაუდევრობით. ჩვენ მივეცით კონკრეტული ვადა კონტრაქტორს პრობლემის მოსაგვარებლად და ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება ჩვენი მხრიდან ამის კონტროლი. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მარნეულის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. მაქსიმალურად შევეცდებით, უმოკლეს ვადაში დასრულდეს ეს პროექტი“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტის დათვალიერების შემდეგ.

15 მაისი 2025, 13:07
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები თურქული მხარის თხოვნით, დღის მეორე ნახევარში გაიმართება
რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები თურქეთის მხარის თხოვნით სტამბოლში დღის მეორე ნახევარში გაიმართება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

15 მაისი 2025, 12:59
რეგიონი
18 მაისს ოზურგეთში ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება
18 მაისს, 20:00 საათზე, ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე, ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება, - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე.

15 მაისი 2025, 12:57
რეგიონი
ოზურგეთში „ჭადრების ბაღის“ ძველი ზრდის ხეების შენარჩუნების კონცეფცია და პროექტი მომზადდება, ქალაქში მწვანე სივრცის მოვლა-პატრონობისთვის პრაქტიკული ღონისძიებები განხორციელდება
„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა(GIZ) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთში „ჭადრების ბაღის“ ძველი ზრდის ხეების შენარჩუნების კონცეფციის და დეტალური პროექტის მომზადება, მწვანე სივრცის მოვლა-პატრონობისთვის პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკოსაგანმანათლებლო ლექციების ჩატარების ხელშეწყობა“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

15 მაისი 2025, 12:55
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, გიორგი ღურჯუმელიძის საქმიანობა გურიისთვის გამორჩეულად შედეგიანი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა, დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა გამორჩეულად შედეგიანი იქნება გურიისთვის, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე.

15 მაისი 2025, 12:55
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის, შემოქმედის, დაბა ნარუჯისა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დავიწყეთ გზის ახალი პროექტების მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 17 413 637 ლარია, 92 000 ლარი დაიხარჯება ოზურგეთში კორპუსების კეთილმოწყობაზე
ოზურგეთის, შემოქმედის, დაბა ნარუჯისა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დავიწყეთ გზის ახალი პროექტების მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 17 413 637 ლარს შეადგენს, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე.