imedi /  20 თებერვალი 2020, 23:36 / სანდო წყარო

​ვიდეორგოლმა Take On Me ​Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

Take On Me

კადრი ვიდეორგოლიდან Take On Me

ჯგუფ A-ha-ს ცნობილ ჰიტზე Take On Me გადაღებულ ვიდეორგოლს Youtube-ზე მილიარდ ნახვაზე მეტი აქვს. ამის შესახებ CNN-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, ნორვეგიულმა ტრიომ სიმღერა 1895 წელს ჩაწერა, MTV Music Awards-ზე რგოლმა 6 ჯილდო მიიღო. Youtube-ზე კი რგოლი 2010 წელს ატვირთეს. 2020 წელს მას დღეში საშუალოდ 480 ათასი მნახველი ჰყავს. ჯგუფმა ამ წარმატების შესახებ Twitter-ზე დაწერა.

">TWITTER POST

ეს 80-იან წლებში გადაღებული მხოლოდ მეორე ვიდეოა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. ათწლეულის პირველი რეკორდსმენი ლეგენდარული როკ-ჯგუფის Guns N' Roses-ის კომპოზიცია Sweet Child O' Mine გახდა.  

ყველა სიახლე

მარსი

29 სექტემბერი 2020, 20:00

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მარსის ზედაპირის ქვეშ ტბების სისტემა აღმოაჩინეს

ახალ ნამუშევარში კი იტალიელმა სპეციალისტებმა 2010-2019 წლებში გაკეთებული 134 დაკვირვება გამოიყენეს. მათ 2018 წელს აღმოჩენილი ტბის არსებობა დაადასტურეს და კიდევ 3 ახალი ტბა იპოვეს.

29 სექტემბერი 2020, 19:57

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 648 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 648 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 24 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურა

29 სექტემბერი 2020, 19:55

სამართალი

პროკურატურა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სამთავრობო კომისიის ექსპერტების ქმედებების კანონიერებას სწავლობს

თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

29 სექტემბერი 2020, 19:43

სამართალი

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ახვლედიანის ქუჩის 14 ნომერში ხანძარია. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. სამსახურის ცნობით, დაშვებულების შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.

ნიკოლ ფაშინიანი

29 სექტემბერი 2020, 19:40

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი და არცახი აზერბაიჯანს ადეკვატურ სამხედრო და პოლიტიკურ პასუხს გასცემენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი თურქეთის აქტიური პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით სომხეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიას აფართოებს.

სამხედროები

29 სექტემბერი 2020, 19:36

საზოგადოება

პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.

კორონავირუსი საქართველო

29 სექტემბერი 2020, 19:25

COVID19

საქართველოში 36-ე გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული 79 წლის კაცია

79 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 სექტემბერს შეიყვანეს დიაგნოზით: COVID-19, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

გიორგი ვოლსკი

29 სექტემბერი 2020, 19:19

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ მავნებლობების ძირითად მიმართულებათა შორისაა კრიმინოგენური ვითარების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება

„ესაა რეალობა და ციფრები, რომლის მიღმა არაერთი ადამიანური ტრაგედიაა. თავად ამ თემით მანიპულირება არის უზნეობა, ან რა ზნეობა შეიძლება მოითხოვო ამ ხალხისაგან, რომლებიც სისხლის მოლოდინში ცხოვრობენ თავის მედიასაშუალებებთან ერთად“, - წერს ვოლსკი.

29 სექტემბერი 2020, 19:15

მსოფლიო

თურქეთი სომხეთის საჰაერო ძალების მოიერიშეს ჩამოგდებას უარყოფს

თურქეთი უარყოფს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თურქულმა გამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების მოიერიშე ჩამოაგდო.

29 სექტემბერი 2020, 19:14

საზოგადოება

თბილისში, ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები შენდება

ნაძალადევის რაიონში, მოლოკოვის ქუჩაზე ორი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 18 და 15-მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედლები შენდება. ბეტონის სამუშაოების დასრულების შემდეგ, მავთულბადის ღობეები დამონტაჟდება და გზის საფარი მოწესრიგდება.

ბელარუსი ატომური ელექტროსადგური

29 სექტემბერი 2020, 19:01

მსოფლიო

ბელარუსში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გამო ლიეტუვა მოსახლეობას იოდის აბებს დაურიგებს

ბელარუსში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გამო ლიეტუვა მოსახლეობას იოდის აბებსდაურიგებს. გამოცემა LRT-ს ცნობით, ვილნიუსისა და კიდევ 16 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას იოდის აბები ოქტომბრიდან დაურიგდება.

29 სექტემბერი 2020, 18:58

COVID19

საქართველოში 35-ე გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული 82 წლის ქალია - მას ორმხრივი პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა

საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადიოდა. 82 წლის ქალბატონი კლინიკაში 15 სექტემბერს, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდიდან მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კორონავირუსით შეიყვანეს.

გენადი არველაძე

29 სექტემბერი 2020, 18:58

ეკონომიკა

გენადი არველაძემ კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოლიტიკის ბიუროს გენერალურ დირექტორს, კიონკი რონს შორის ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი სესიაშვილი

29 სექტემბერი 2020, 18:54

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: რომელიმე ქვეყანის მიერ საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ტრანზიტად გამოყენებაზე მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული

საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის, საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის, ამაზე ჩვენ ყველასთვის მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს ყარაბაღთან დაკავ/სირებით საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

კორონავირუსი გარდაცვალება

29 სექტემბერი 2020, 18:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 36-ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

სალომე ზურაბიშვილი

29 სექტემბერი 2020, 18:52

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: ნათლად ვხედავთ, რომ არცერთ ქვეყანას არ შესწევს ძალა მარტო გაუმკლავდეს კორონავირუსის გამოწვევას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს 75-ე სესიის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც COVID-19-სა და მის შემდგომ პერიოდში ,,2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის“ დაფინანსების საკითხს ეხებოდა.

29 სექტემბერი 2020, 18:52

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის უწყება: თურქულმა გამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების მოიერიშე ჩამოაგდო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შუშან სტეფანიანმა განაცხადა, რომ თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა სომხეთის საჰაერო ძალების მოიერიშე Су-25 ჩამოაგდო.

გიორგი გახარია და დავიდ-მარია სასოლი

29 სექტემბერი 2020, 18:50

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრეს

დავიდ-მარია სასოლიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროპარლამენტის უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი. ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

29 სექტემბერი 2020, 18:44

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 35-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2324 ადამიანი, 35 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ლაშა დარსალია

29 სექტემბერი 2020, 18:32

პოლიტიკა

ლაშა დარსალია „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სიტყვით წარსდგა მთავრობათაშორისი კოალიციის, „დემოკრატიათა თანამეგობრობა“-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - „დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფა ტექნოლოგიის საშუალებით“, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.