imedi /  07 აპრილი 2020, 14:31 / სანდო წყარო

ქართველი სამედიცინო პერსონალი ეპიდემიის წინა ხაზზე. ფოტოგალერეა

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ერთობლივად ვირტუალური გამოფენა მიუძღვნეს სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალი COVID-19 -ის ეპიდემიის წინა ხაზზე“.

გამოფენა მთლიანად ქართველ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს დაეთმო. ექსპოზიცია ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსების საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად მსოფლიოში. ვირტუალური ექსპოზიცია მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს.

მასალებს თან ერთვის საგანმანათლებლო ნაწილი პოსტერებისა და ინფოგრაფიკების სახით. გამოფენის დათვალიერება საზოგადოებას დისტანციურად - ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ გვერდზე შეეძლება. წელს კამპანიის დევიზია - მხარდაჭერა ექთნებსა და ბებიაქალებს, როგორც ზოგადად მედიცინაში ასევე, კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2020, 18:08

პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი დეპუტატებს მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძესა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან კობერიძეს კომიტეტში მისი მისვლის შესახებ წერილს სწერს.

02 ივნისი 2020, 18:05

ეკონომიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული სამგზავრო რეისებისთვის ემზადება

ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან თამარ არჩუაძესთან და სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელთან, ლევან კარანაძესთან ერთად გაეცნო.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

02 ივნისი 2020, 18:02

საზოგადოება

თბილისის მერიაში განმარტეს როგორია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის სტატისტიკა შეზღუდვის მოხსნის შემდეგ

„მგზავრთა ნაკადი, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში და მიკროავტობუსებში ყოველდღიურად იმატებს. მაგალითისთვის, 2 ივნისის მონაცემებით, პრაქტიკულად ორჯერ არის მგზავრთა ნაკადი გაზრდილი, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში 30 მაისის მდგომარეობასთან შედარებით. თუმცა, თუ შევადარებთ მგზავრების რაოდენობას კარანტინამდე არსებულ მდგომარეობას, არის დაახლოებით ორჯერ ნაკლები. ანუ, თუ დღის განმავლობაში თებერვალში მეტროთი გადაადგილდებოდა 300 ათასი ადამიანი, დღეს გადააგილდება ნახევარი. იგივე შეფარდება არის ავტობუსებთან მიმართებით“, - განაცხადა ბითაძემ.

02 ივნისი 2020, 18:01

საზოგადოება

თვითიზოლაციაში მყოფ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

თბილისში, ნუცუბიძეზე მდებარე კორპუსში მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში იმყოფებიან, საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები მიიღეს. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის დახმარების გადაცემა დევნილთა სააგენტომ და ვაკის რაიონის გამგეობამ, რეკომენდაციების სრული დაცვით უზრუნველყვეს. ჯამში, დახმარება 20 ოჯახს გაეწია.

02 ივნისი 2020, 17:56

ეკონომიკა

Condé Nast traveller-ი მოგზაურებს ზაფხულში საქართველოს დათვალიერებას ურჩევს

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამოგზაურო პორტალი, Condé Nast traveller-ი იმ ადამიანებს, ვინც საზაფხულო მოგზაურობას გეგმავს, საქართველოში სტუმრობას ურჩევს. მალდივები, საქართველო, საბერძნეთი შრი-ლანკა, ესპანეთი და ბალი - ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც პორტალი მოგზაურებს სთავაზობს.

02 ივნისი 2020, 17:51

COVID19

კორონავირუსით მსოფლიოს 31 ქვეყანაში 127 ჟურნალისტი დაიღუპა

ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიოს 31 ქვეყანაში კოვიდ-19-ით 123 ჟურნალისტი დაიღუპა. საგანგაშო სტატისტიკას დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია Press Emblem Campaign აქვეყნებს. PEC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა 2/3 პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაინფიცირდა. მხოლოდ მაისში კორონავირუსით 72 ჟურნალისტი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი რეპორტიორი კოვიდ-19-მა ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმსხვერპლა.

თამარ გაბუნია

02 ივნისი 2020, 17:50

საზოგადოება

თამარ გაბუნიას განცხადებით, ტურისტების ტესტირებასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს

„ჩვენი მიდგომა ასეთია, შევისწავლოთ და გამოვავლინოთ მწვანე ქვეყნები, საიდანაც ეპიდემიოლოგიური რისკის მაჩვენებელი მაღალი არ იქნება და ამ ქვეყნიდან ტურისტების შემოყვანაზე ვიმუშაოთ. სიტუაციასა და რეკომენდაციებთან ერთად ტესტირების შესაძლებლობებიც იცვლება, ამდენად თუ გაჩნდა ისეთი ტესტი, რომელიც მოგვცემს მარტივად ანალიზის ჩატარების საშუალებას, რომელიც სარწმუნო იქნება, ამ შემთხვევაში შეიძლება ტესტირებაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მასობრივი გადაშენება

02 ივნისი 2020, 17:46

მსოფლიო

კვლევა: დედამიწაზე მეექვსე მასობრივი გადაშენება დაიწყო

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენს პლანეტაზე მეექვსე მასობრივი გადაშენების პროცესი მიმდინარეობს. ცოცხალი არსებები ბუნებრივ ტემპთან შედარებით დედამიწის ზურგიდან 100-ჯერ სწრაფად ქრებიან. თუმცა წინა პერიოდებისგან განსხვავებით, როდესაც გადაშენება ბუნებრივ კატაკლიზმებით იყო გამოწვეული, ეს პროცესი ადამიანის აქტივობის შედეგია.

02 ივნისი 2020, 17:41

მსოფლიო

ჯორჯ კლუნიმ რასიზმი პანდემიას შეადარა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნი აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფაქტს და საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. მსახიობმა ჯერ 1992 წელს მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ოთხი თეთრკანიანი ოფიცერი გაამართლა, რომელთაც აფროამერიკელი როდნი კინგი სასტიკად სცემეს.

ნიკოლ ფაშინიანი

02 ივნისი 2020, 17:37

მსოფლიო

ფაშინიანი მოსახლეობის უპასუხისმგებლობით აღშფოთებულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მოედანზე ათობით ადამიანია შეკრებილი. მისი თქმით, ვიდეო შენგავითის რაიონშია გადაღებული. „ეს არის ხალხის მხრიდან უპასუხისმგებლობის გამოვლინება. უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის უფროსს განკარგულება მივეცი, მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორებით დაინტერესდნენ“, – აცხადებს ფაშინიანი. სომხეთის პრემიერმა 2 დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები კოვიდ 19-ით არიან ინფიცირებულები.

ბარსელონა

02 ივნისი 2020, 17:24

COVID19

RAC: „ბარსელონას“ 5 ფეხბურთელსა და 2 მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ 5 ფეხბურთელსა და 2 მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით კატალონიური რადიო (RAC) ავრცელებს. მისი ცნობით, შვიდივე შემთხვევაში კორონავირუსი სეროლოგიური ტესტმა გამოავლინა. ყველა ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და მათთან დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე

02 ივნისი 2020, 17:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნებზე ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად ყველაფერი გაკეთდება

„საუბარია, რა თქმა უნდა, შესაბამის ეკიპირებაზე, საუბარია პირბადეებზე, საუბარია იმაზე, რომ დამატებითი ცნობები იქნება მიღებული ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის საუბნო კომისიის წევრებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები. დეტალებზე ვმსჯელობთ საბჭოს ფორმატში“, - განაცხადა კობახიძემ.

02 ივნისი 2020, 17:23

COVID19

უმაღლესი სასწავლებლები და ლაბორატორიები საგამოცდო პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით წარმართავენ

„პანდემიის პირობებში, ყველაზე მძიმე დარტყმა ალბათ სახელოვნებო სფერომ მიიღო და კონსერვატორია ძალიან დაზარალდა, რადგან ონლაინრეჟიმი ჩვენ არ გვაძლევდა მთელი რიგი საანსამბლო დისციპლინებით მეცადინეობის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ გეგმა-გრაფიკი ისე, რომ ერთი მხრივ, შეძლებისდაგვარად ავანაზღაუროთ ის დანაკლისი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს“.

02 ივნისი 2020, 17:22

COVID19

ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ რემდესივირის გამოყენება დაუშვეს

ინდოეთში, COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი „რემდესივირი“ დაუშვეს. ამის შესახებ გამოცემა The Times of იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მაკონტროლებელმა აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობის 5-დღიანი კურსი დასაშვებად მიიჩნია. ბოლო ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსის 199 785 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში 5 600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში მე-7 ადგილზეა.

02 ივნისი 2020, 17:19

ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან მიმართებით კიდევ 4 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0772 ლარი ეღირება, ევრო – 3.4366 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8671 ლარი.

გიგა ბოკერია

02 ივნისი 2020, 17:11

პოლიტიკა

გიგა ბოკერიას აზრით, საქართველოს მომავალი პრემიერი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს

„ლოგიკურია, რომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ცალ-ცალკე გადიან არჩევნებზე, თავიანთი ხედვა ჰქონდეთ იმის თაობაზე, რა პერსონებს უკავშირებენ ამა თუ იმ მიმართულებებს. საბოლოოდ, ეს კომპოზიცია იმის მიხედვით შედგება, ვინ რა წონას მოიპოვებს. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ ამ კოალიციაში სიმძიმის ცენტრი ჩვენ ვიყოთ“.

ავღანეთი

02 ივნისი 2020, 17:08

მსოფლიო

ავღანეთში ტერაქტს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

ასაფეთქებელი მოწყობილობა კუნდუზის პროვინციაში სატვირთო მანქანის ჩავლისას ამოქმედდა, რომელსაც მუშები გადაჰყავდა. აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

თეთრი სახლი

02 ივნისი 2020, 17:08

მსოფლიო

ვაშინგტონში თეთრი სახლის მიმდებარე ქუჩები ჩაიკეტა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა ჩაკეტა, რაც პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას უკავშირედბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, გასულ ღამით ლაფაიეტის ეროვნული პარკის გარშემო 2,5 მეტრის სიმაღლის ლითონის ღობე აღმართეს.

საბავშვო მოედანი

02 ივნისი 2020, 17:04

საზოგადოება

გლდანის რაიონში შვიდ მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო

გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი ზონები ეწყობა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები შვიდ მისამართზე უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი - დაიწყო. გასართობი ზონები ქერჩის N6 კორპუსის, გლდანის მესამე მიკრორაიონის კორპ N79 „ბ“, მეექვსე მიკრორაიონის N21 კორპუსის, მეორე მიკრორაიონის N42 ა კორპუსის, მერვე მიკრორაიონის N24-25 კორპუსების მიმდებარედ და „ა“ მიკრორაიონის N54, ასევე, მეხუთე მიკრორაიონის N13 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო.

02 ივნისი 2020, 16:59

საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში აქციის ფარგლებში, 14 მისამართზე 16 ხე-მცენარე დაირგო

ჩუღურეთის რაიონში აქციის ფარგლებში, 14 მისამართზე 16 ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, რაიონის მასშტაბით სულ 86 ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.