imedi /  07 მაისი 2020, 01:02 / სანდო წყარო

Netflix-მა სერიალ „კოსმოსური ძალების“ პირველი თიზერი გამოაქვეყნა

კოსმოსური ძალები

Netflix-მა სერიალ „კოსმურის ძალების“ პირველი თიზერი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ როლებს სტივ კარელი, ლიზა კუდროუ, ბენ შვარცი და ჯონ მალკოვიჩი ასრულებენ. პროექტის შოურანერი სერიალ „ოფისის“ ავტორი გრეგ დენიელსია.

სერიალის მთავრი გმირი გენერალი მარკ ნეირდეა (სტივ კარელი), რომელიც სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოცნებობდა, ის კი დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებული კოსმოსური ძალების მეთაურად დანიშნეს და რამდენიმე ამოცანა დაუსახეს, მათ შორის ამერიკელების მთავარეზე დაბრუნდება და კოსმოსში აშშ-ის სრული დომინირება.

სერიალის პრემიერა 29 მაისს შედგება.

ყველა სიახლე

26 მაისი 2020, 14:37

რეგიონი

დამოუკიდებლობის დღე დმანისშიც აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სახელწიფო დროშები დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ცენტრალურ ქუჩაზე გამოიფინა.

კახა კალაძე

26 მაისი 2020, 14:34

საზოგადოება

კახა კალაძე: არ არსებობს მასზე მაღალი ღირებულება, ვიდრე სამშობლო და თავისუფლება

„100 წელზე მეტი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან, როდესაც ჩვენმა ხალხმა აირჩია თავისუფლება, განვითარება, ევროპული მომავალი. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ უდიდეს მონაპოვარს და ერთობით, საერთო ძალისხმევით გავაძლიეროთ, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, - წერს დედაქალაქის მერი.

ანა აბაშიძე

26 მაისი 2020, 14:30

სამართალი

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის თქმით, მეზობლებმა კორპუსიდან პომიდვრები ესროლეს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველის, ანა აბაშიძის განცხადებით, გუშინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, მეზობლებმა ეზოში პომიდვრები ესროლეს. ამის შესახებ მან „ტვ. პირველთან” საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერია

26 მაისი 2020, 14:25

პოლიტიკა

გიგა ბოკერია 2011 წლის 26 მაისის აქციაზე: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გაითვალისწინოს და არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ გაითვალისწინოს და არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები, რომელსაც მაშინ ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ 2011 წლის 26 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რაც მაშინ მოხდა არასდროს არ უნდა განმეორდეს, როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყოს ხელისუფლების ოპონენტი.

ზაზა ოქუაშვილი

26 მაისი 2020, 14:19

ეკონომიკა

ზაზა ოქუაშვილის დაფუძნებულმა კომპანიებმა „მთავარი არხის“ 40%-იანი წილი შეიძინეს

„მთავარი არხის“ 37%-იანი წილის მესაკუთრე კი ბაკურ ჯახაია გახდა. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ჯახაიამ ტელევიზიის წილში 37 ათასი ლარი გადაიხადა. ამას გარდა, დოკუმეტებში მითითებულია, რომ ჯახაია ვალდებულებას იღებს ტელევიზიის საწესდებო კაპიტალში გარკვეული თანხა შეიტანოს.

შოთა რეხვიაშვილი

26 მაისი 2020, 13:59

რეგიონი

შოთა რეხვიაშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას

„ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს, სახელმწიფოებრივ დღეს, სრულიად საქართველოს ვულოცავ. სანუკვარი მიზანი, რომელიც 102 წლის წინ პირველი რესპუბლიკის შექმნით დაიწყო და 1991 წელს გაგრძელდა, არის ვეებერთელა მონაპოვარი, რომელიც თავდაუზოგავი შრომის, ბრძოლის შედეგია. მინდა ყველას მოვუწოდო, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ამ მონაპოვარს შენარჩუნება უნდა“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა

დავით ზალკალიანი

26 მაისი 2020, 13:58

საზოგადოება

ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს: საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა მეგობარი ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე

ზალკალიანის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენით, საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიულმა ქვეყანამ, რომლის მიზნები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ეკონომიკის ზრდასა და დივერსიფიცირებას ემყარება.

სალომე სამადაშვილი

26 მაისი 2020, 13:56

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: არ მახსოვს რა აქციაზე მეკითხებით

„2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა? ქალბატონი ბურჯანაძის?“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

26 მაისი 2020, 13:49

რეგიონი

დამოუკიდებლობის დღე გურიაშიც აღინიშნა

ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის წინ ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა „გურია“ და „ამაღლება“ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, დაცული იყო დისტანციაც. ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კანდელაკი

26 მაისი 2020, 13:41

საზოგადოება

„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, სხდომათა დარბაზს, რესტავრაცია ჩაუტარდეს და იქ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მათი ინიციატივაა, რომ სხდომათა დარბაზს, სადაც საქართველოს დამფუძნებელთა კრება მუშაობდა, რესტავრაცია ჩაუტარდეს. ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ დარბაზში უნდა ჩატარდეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები და სხდომები.

26 მაისი 2020, 13:41

რეგიონი

დამოუკიდებლობის დღე გორშიც აღნიშნეს

დამოუკიდებლობის დღე გორშიც აღნიშნეს. აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ქუთაისი

26 მაისი 2020, 13:39

რეგიონი

ქუთაისის მოსახლეობას თვითმართველობის წარმომადგენლებმა 26 მაისი ბაგრატის ტაძრიდან მიულოცეს

ქუთაისის ოპერისა და თეატრის ორკესტრმა და გუნდმა ტაძრის ეზოში სახელმწიფო ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულეს. ქალაქის პირველმა პირებმა დღესასწაული მიულოცეს მოსახლეობას და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, მათ შორის იმ სამხედროებს,რომლებიც მისიებში იმყოფებიან.

26 მაისი 2020, 13:37

მსოფლიო

დღეიდან კოსტა-რიკაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

კოსტა-რიკა ცენტრალური ამერიკის პირველი ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. ამის შესახებ france24 წერს. გამოცემის ცნობით, 26 მაისიდან ქვეყანაში ერთნაირსქესიან მოქალაქეებს დაქორწინება შეუძლიათ. 2018 წლის აგვისტოში, კოსტა-რიკას საკონსტიტუციო სასამართლოს ქვედა პალატამ არაკონსტიტუციურად ცნო ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. სასამართლომ კანონმდებლებს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის წელიწადნახევრიანი ვადა მისცა. 25 მაისს ქვეყნის პრეზიდენტმა კარლოს ალვარადომ განაცხადა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება 26 მაისიდან დასაშვები გახდება.

26 მაისი 2020, 13:37

რეგიონი

კახეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორმა და თელავის მერმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მათი შეფასებით, 1918 წლიდან დღემდე საქართველო დემოკრატიული, თავისუფალი და გაძლიერების გზით მიდის, რომელიც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში საბოლოოდ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. „საქართველომ ისარგებლა ისტორიული მომენტით და აღადგინა თავისი მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობა. მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე ეს იყო დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული რესპუბლიკა საუკეთესო კონსტიტუციით და ადამიანის, ერის იმ უფლებებით და იმ საჭიროებებით განმსჭვალული , რაც მნიშვნელოვანია და დღესაც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ არის 26 მაისი ჩვენი ქვეყნის

ნიკოლოზ ბასილაშვილი

26 მაისი 2020, 13:31

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები: არ გვაქვს უფლება, გამოძიებისთვის საჭირო მასალები გავამჟღავნოთ, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება

მათი თქმით, ქართველი სპორტსმენის ყოფილი მეუღლის მიერ წაყენებული ბრალდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ყალბი და სრულიად დაუსაბუთებელია. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ამ დროისთვის უფლება არა აქვთ გამოძიებისთვის საჭირო მასალები გაამჟღავნონ, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება.

ლახამულის ოთხთავი

26 მაისი 2020, 13:29

საზოგადოება

მე-12 საუკუნის ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია უტარდება

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სოფელ ლახამულის რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა, რომლის თანახმად, უნიკალური ხელნაწერი არქივში რესტავრაციისთვის 18 თვეს დაჰყოფს და ამ დროის შემდეგ სრულად რესტავრირებული სიწმინდე კვლავ სოფელს დაუბრუნდება.

გიორგი მარგველაშვილი

26 მაისი 2020, 13:27

საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მილოცვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „საქართველო - ჩემო სამშობლო! გილოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საქართველოს მოქალაქენო - ყოველი ერისა და ეთნოსის, ყველა აღმსარებლობის და ათეისტებო, ქალბატონებო და მამაკაცებო, ბავშვებო და ხანდაზმულებო, ყველა სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებო, ყველა პროფესიის მუშაკებო, ემიგრანტებო, და ოკუპაციის ქვეშ მყოფო თანამემამულენო, ყველა პოლიტიკური შეხედულების მიმდევრებო, მდიდრებო და ღარიბებო, მსჯავრდებულებო და ბრალდებულებო, თანამემამულენო, გილოცავთ იმას რაც გვაერთიანებს - გილოცავთ 29 წლის წინ აღდგენილ დამოუკიდებლობას. მადლობა, დიდება და საუკუნო ხსოვნა მათ ვინც 30 წლის წინ და 30 საუკუნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ემსახურა. დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ - ამ ლოზუნგით აღვნიშნეთ 2018 წლის 26 მაისს 100 წლის იუბილე ათობით საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად. და დღესაც, და მომავალშიც ეს მიზანი რჩება უზენაესი - შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, რომ ვაშენოთ თავისუფლება. თავისუფლება კი საკუთარი თავის მთელ მის მრავალფეროვნებაში შეცნობას, აღიარებასა და სიყვარულს ნიშნავს. თავისუფლები ვიქნებით, როცა გამარჯვებებს მხოლოდ სუფთა თამაშით მივაღწევთ, როდესაც კონკურენტები ერთი მტრის წინააღმდეგ გავერთიანდებით, როდესაც კეთილდღეობას არა წართმევით არამედ შრომით მივაღწევთ, თანამდებობებს კი არ ვიყიდით, არამედ ხალხი გვიბოძებს, პატრიოტიზმს არა სხვის სიძულვილით, არამედ საკუთარის სიყვარულით გამოვხატავთ, როდესაც სხვას არ დავეთანხმებით, მაგრამ მათ აზრს პატივს ვცემთ. ჭეშმარიტად, თავისუფალი ქვეყნის შენება არა უბრალოდ შენის გატანით, არამედ სხვისი უფლების აღიარებით იწყება. გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! მივაღწიოთ - თავისუფლებას ილია ჭავჭავაძის ხედვით - „დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის - მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მარინა ეზუგბაია

26 მაისი 2020, 13:16

საზოგადოება

მარინა ეზუგბაია: როცა ჩვენ დამოუკიდებლები არ ვიყავით და დაპყრობილები გვერქვა, მაშინაც თავისუფლები ვიყავით

„დამოუკიდებელი შეიძლება არ იყო, მაგრამ თავისუფალი იყო. ჩემთვის საქართველო ყოველთვის ასეთი იყო. დამოუკიდებელი იყო თუ დაპყრობილი, ის მუდამ თავისუფალი იყო“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

26 მაისი 2020, 13:07

საზოგადოება

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს შენობაზე საქართველოს დროშა გამოსახეს. ვიდეო

26 მაისის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაზე საქართველოს დროშის ფერები გამოისახა. საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა საქართველოს ჰიმნის ფონზე აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

რუსთავი

26 მაისი 2020, 13:02

საზოგადოება

რუსთავის მერი: ქვეყნის დამოუკიდებლობა ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია, რომელსაც მოფრთხილება და დაცვა სჭირდება

26 მაისის აღსანიშნავად, ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“, ქალაქის მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ჰიმნი შეასრულა. ანსამბლის წევრებს და რუსთაველებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.