imedi /  22 მაისი 2020, 01:02 / სანდო წყარო

ბრიტნი სპირსის სიმღერა Baby One More Time ყველა დროის საუკეთესო სადებიუტო სინგლად დასახელდა

ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი

ჟურნალმა Rolling Stone ამერიკელი მომღერლის, ბრიტნი სპირსის ჰიტი Baby One More Time ყველა დროის საუკეთესო სინგლად დაასახელა. კომპოზიცია 1998 წელს გამოვიდა და მომღერლის ამავე სახელწოფების ალბომში შევიდა. კომპოზიციის ავტორი მაქს მარტინსია.

რეიტინგის პირველ ათეულში ასევე შევიდნენ: Jackson 5-ის I Want You Back, Sex Pistols-ის Anarchy in the U.K., Sucker M.C.’s/It’s Like That, Run DMC, ჩაკ ბერის Maybellene, R.E.M.-ის Radio Free Europe, Led Zeppelin-ის Good Times Bad Times, ელვის პრესლის That’s All Right, Ramones-ის Blitzkrieg Bop და Smithsის Hand in Glove.

ყველა სიახლე

20 სექტემბერი 2021, 13:29

COVID19

თამარ გაბუნია: სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები იქნებიან პირველი ჯგუფი, ვისთანაც ბუსტერ-დოზებზე ვისაუბრებთ

„ბუსტერ-დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან, რამდენად არის ეს დოზა აუცილებელი იმისთვის რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები არსებობს და საერთაშორისოდ არის 6-8-თვიანი ვადა რეკომენდებული მესამე დოზისთვის და უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებზე. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს იქნება პირველი ჯგუფი, ვისთანაც ვისაუბრებთ ბუსტერ-დოზებზე. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომლებიც ჯერჯერობით ცალსახა და მკაფიო ბუსტერ-დოზების მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:27

COVID19

თამარ გაბუნია: როგორ შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია პოზიტიური იყოს იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ვაქცინაციას აზარალებს

როგორ შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია პოზიტიური იყოს იმგვარ ქმედებასთან მიმართებაში, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ვაქცინაციის ვაქცინაციას აზარალებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ბილბორდებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, დასადგენია, დაირღვა თუ არა ხელშეკრულების პირობები, როდესაც ვაქცინაციის ბანერები პოლიტიკური ხასიათის ბანერებით ჩანაცვლდა.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

თამარ გაბუნია: ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ უკვე საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა

ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ უკვე საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი და განათლების სამინისტრო დამატებით წინადადებებს ამზადებენ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

თამარ გაბუნია: ორსულების ვაქცინაციის ტემპი დაბალია

„ორსულების ვაქცინაციის ტემპი დაბალია. რა თქმა უნდა, ორსული ქალები იცრებიან, მაგრამ ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთეული შემთხვევებია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:15

COVID19

თამარ გაბუნია: კვირას 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა

„თბილისი ლიდერობს, სადაც 60%-ზე მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში დაბალი მოცვის მაჩვენებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:14

COVID19

თამარ გაბუნია ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაზე: შედეგების შეფასებისთვის, ერთი თვე მაინც უნდა დავაკვირდეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სულ მცირე, ერთი თვის გასვლა მაინცაა საჭირო იმისთვის, რომ შეფასდეს, რა ეფექტი გამოიწვია ვაქცინაციის წამახალისებელმა ლატარიამ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:11

COVID19

თამარ გაბუნიამ განმარტა, გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო

„აცრა ქვეყანაში არის ნებაყოფლობითი და ჯერჯერობით ეს აცრა ჩვენთვის იქნება ნებაყოფლობითი, მოქალაქის გადაწყვეტილებით. სხვაგვარი მოდელი ჯერჯერობით არ განიხილება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ანტონიო გუტერეში

20 სექტემბერი 2021, 13:10

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში ჩინეთსა და აშშ-ს მოუწოდებს, ახალი ცივი ომი თავიდან აიცილონ

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ჩინეთსა და აშშ-ს მოუწოდებს, ახალი ცივი ომი თავიდან აიცილონ.

20 სექტემბერი 2021, 13:10

პოლიტიკა

შს სამინისტროს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისთვის ჩატარდა​ ონლაინტრენინგი - „არჩევნები და უსაფრთხოება“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 სექტემბერი 2021, 12:59

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

შალვა პაპაუშვილი

20 სექტემბერი 2021, 12:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საია-ის სარჩელი არის აბსურდული

საია-ის სარჩელი არის აბსურდული. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში გვქონდა მსჯელობა, თუ როგორ არის საზღვრები გადანაწილებული. ეს არის პოლიტიკური თანხმობის ნაწილი და ამაზე ყველა შევთანხმდით, - ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, სადაც ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

მიხეილ ჩხენკელი

20 სექტემბერი 2021, 12:56

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ISET-ის სკოლის პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ნაყოფიერი სტუდენტობა, წარმატება და პროფესიული განვითარება უსურვა.

20 სექტემბერი 2021, 12:48

თავდაცვა

სპეციალური ოპერაციების ძალებმა „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ ჩაატარა

კულმინაციური წვრთნები ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელიც თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის, ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

20 სექტემბერი 2021, 12:41

ტაბლოიდი

ბრიტანეთში შემოდგომის ბუნიაობა ასობით ადამიანმა გაშიშვლებით აღნიშნა

ამ მოვლენის აღსანიშნავად 800-ზე მეტი კაცი და ქალი ჩრდილოეთის ზღვის პლაჟზე გაშიშვლდა და წყალში შევიდა. ეს ტრადიციული ღონისძიება უკვე მეცხრედ იმართება. ამ დღეს შეგროვილი თანხა კი მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე საქველმოქმედო ორგანიზაცია MIND-ს ერიცხება.

20 სექტემბერი 2021, 12:37

საზოგადოება

საქართველოს პოლონეთის წამყვანი ონლაინგამოცემებისა და რადიოკომპანიების ჟურნალისტები სტუმრობენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთიდან მორიგ პრესტურს მასპინძლობს. პოლონეთის წამყვანი ონლაინ გამოცემებისა და რადიო კომპანიების 5 ჟურნალისტი საქართველოს ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვია.

შალვა პაპუაშვილი

20 სექტემბერი 2021, 12:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მეგის ქარდავას, ისევე როგორც მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფს, დღემდე ჰგონია, რომ ის სისტემა, რომლის ნაწილიც იყო წამება და ადამიანის ღირსების შელახვა, იყო კარგი და სწორი

„​ჩახედეთ სოციალურ ქსელს, როგორი ნარატივის შემოტანა სურთ: კი მაგრამ, იყო თუ არა ის დამნაშავე?; იქნებ ეს იყო ადამიანი, რომელმაც ცოტა ზედმეტი ძალა გამოიყენა; იქნებ ის ადამიანი, ვინც აწამა მოღალატე და საწამებელი იყო? აი ასეთ თემებზე მსჯელობენ. რა თქმა უნდა, მეგის ქარდავა დანაშაულს არ აღიარებს, იმიტომ რომ დარწმუნებულია, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან დღემდე ჰგონია (როგორც მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფს), რომ ის სისტემა, რომლის ნაწილიც იყო წამება და ადამიანის ღირსების შელახვა, იყო კარგი და სწორი სისტემა“, - აცხადებს პაპუაშვილი.

20 სექტემბერი 2021, 12:28

რეგიონი

დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის 15 სოფელში წყლის სისტემები შენდება

ქალაქ დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი მოიცავს ქალაქისა და 15 სოფლის - ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვებას, ოზაანის, აბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას.

შალვა პაპუაშვილი

20 სექტემბერი 2021, 12:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნაცვლად წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია საზოგადოებისთვის გონების არევით

„ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ, რა საჭიროება აქვს ხალხს, აწარმოებენ დეზინფორმაციის კამპანიას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

20 სექტემბერი 2021, 12:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომლის მეორე სახელიც არის ზიზღი და ძალადობა, ამ საკითხზე ასეთი მორალური პედესტალიდან საუბარი ფარისევლობაა

იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც სწორედ ასოცირდება ზიზღის ენასთან, ძალადობასთან, რომლის მეორე სახელიც არის ზიზღი და ძალადობა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ საკითხზე ასეთი მორალური პედესტალიდან საუბარი ფარისევლობაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა სიძულვილის ენაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გასაკვირია ამ თემაზე არსებული აჟიოტაჟი. მან მიმართა მედიას, ნახონ, როგორი სატელევიზიო ბადე აქვთ ზოგიერთ მედიასაშუალებას, ასევე დაინტერესდნენ სოციალურ მედიის გვერდებით, რომლებიც სიძულვილის ენის შესახებ დღეს ასეთი მაღალი მორალური პედესტალიდან საუბრობენ.

შალვა პაპუაშვილი

20 სექტემბერი 2021, 12:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი არჩილ ჩიქოვანზე: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მორიგი კვლევის შედეგები წარადგინა.