imedi /  13 ივნისი 2020, 16:16 / სანდო წყარო

ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დასახმარებლად კონცერტს გამართავს

ქეთი მელუა

ქეთი მელუა

ქეთი მელუა საქართველო წითელი ჯვრის საზოგადოების დასახმარებლად ონლაინ-კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ამ უცნაურ პერიოდში ვცდილობდი მომეფიქრებინა, თუ რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს გამოვადგე და გადავწყვიტე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შევუერთდე, რომლებმაც საქართველოში ახალი კორონავირუსის კრიზისის დროს შთამბეჭდავად იმუშავეს“, - ამბობს მელუა.

მან მსმენელებს სთხოვა მიეწერათ რომელი სიმღერების მოსმენა უნდათ. კონცერტი 27 ივნისს გაიმართება. მის ნახვას პირდაპირ ეთერში ამ ბლუმზე შეძლებთ. კონცერტის მიზანი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ყველა სიახლე

04 ივლისი 2020, 13:04

მსოფლიო

ოკლაჰომას 2 პოლიციელს მკვლელობაში ადანაშაულებენ, მათ მსხვერპლზე ელექტრო შოკი 50-ჯერ გამოიყენეს

ჯოშუა ტეილორსა და ბრენდონ დინგმანს, 1 ივლისს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს, ელექტრო შოკის ჭარბი გამოყენების შედეგად მათ 28 წლის ჯარედ ლაკის სიცოცხლე იმსხვერპლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews ავრცელებს. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ოფიცრებმა ელექტრო შოკები 50-ზე მეტჯერ გამოიყენეს, რაც ძალის გადამეტება იყო და როგორც დოკუმენტში წერია ეს სიკვდილის გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

04 ივლისი 2020, 12:59

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 583 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 19 267-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უკვე 235-ია. აზერბაიჯანში კორონავირუსის დამარცხება 10 820-მა ადამიანმა შეძლო.

კელი დეგნანი

04 ივლისი 2020, 12:51

პოლიტიკა

კელი დეგნანი: საქართველოში გატარებული 5 თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებებს დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის 244-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა.

04 ივლისი 2020, 12:38

სამართალი

ხობის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხობის მონაკვეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ტოიოტას“ ფირმის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გარდაცვლილი ხობში მცხოვრები მე-10 კლასის მოსწავლეა. მოზარდი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ხაზის გასწვრივ ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სენაკიდან, ზუგდიდში მიმავალმა მანქანამ გაიტანა.

ჩილიბოი რალეპელე

04 ივლისი 2020, 12:31

სპორტი

მორაგბე ჩილიბოი რალეპელე აკრძალული პრეპარატების მიღების გამო 8-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

სამხრეთ აფრიკელი მორაგბე ჩილიბოი რალეპელე აკრძალული პრეპარატების მიღების გამო 8-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას RTE ავრცელებს. სპორტსმენს დოპინგზე ტესტი 2020 წლის 27 იანვარს ჩაუტარდა, თუმცა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ საბოლოო გადაწყვეტილება ახლაღა მიიღო და რალეპელე რაგბიდან რვა წლით მოკვეთა, რაც მისთვის კარიერის დასრულების ტოლფასია, რადგან უკვე 33 წლისაა.

მაიმუნი ქოქოსი

04 ივლისი 2020, 12:25

მსოფლიო

ბრიტანეთის სუპერმარკეტებმა უარი თქვეს ქოქოსის პროდუქციის იმ ნაწილზე, რომელიც მაიმუნების მიერ დაკრეფილი ხილისგან მზადდება

ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციამ Peta დაადგინა, რომ ტაილანდში ასეთ საქმიანობას 8 ფერმა ეწევა, რომლებიც მაიმუნებს ველურ ბუნებაში არალეგალურად იჭერენ და წვრთნიან. თითო მაიმუნს აქ დღეში 1000-მდე ქოქოსის შეგროვება შეუძლია, მაშინ როცა ადამიანის მუშაობის შემთხვევაში ეს რიცხვი დაახლოებით 80-ს შეადგენს.

ჯამალ ჰაშაღი

04 ივლისი 2020, 12:22

მსოფლიო

თურქეთის სასამართლოში ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა

​​თურქეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის განხილვა განაახლა. სასამართლო საქმეში საუდის არაბეთის მოქალაქეების მონაწილეობას განიხილავს. ჟურნალისტის მკვლელობის საქმეში ბრალი 20 ადამიანს წაუყენეს.

04 ივლისი 2020, 12:13

საზოგადოება

გლდანის რაიონში კიდევ რამდენიმე ქუჩის მოწყობა დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები კიდევ რამდენიმე მისამართზე დასრულდა, მათ შორის, ქერჩის N6 კორპუსთან, სადაც გზის საფარის მოწყობა 1 413 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 52 541 ლარი დაიხარჯა.

დონალდ ტრამპი

04 ივლისი 2020, 12:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა აშშ-ს მსოფლიოს ყველაზე სამართლიანი ქვეყანა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკას მსოფლიოს ყველაზე სამართლიანი ქვეყანა უწოდა. New York Post-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის მთასთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კალაძე

04 ივლისი 2020, 12:08

პოლიტიკა

კახა კალაძემ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

აშშ 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღევანდელი დღე მიულოცა. მისი თქმით, ეს დღე მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიის პრინციპები.

04 ივლისი 2020, 11:52

მსოფლიო

მექსიკაში ნარკოკარტელის 12 წევრი მოკლეს

მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე, ქალაქ ნუევო-ლარედოში მექსიკის პოლიციამ ნარკოკარტელის 12 წევრი მოკლა. ოფიციალური უწყებების ცნობით, ადგილობრივ პოლიციელებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.

რუსეთი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 11:50

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 674 515-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მარიო ბალოტელი

04 ივლისი 2020, 11:48

სპორტი

მარიო ბალოტელი შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდეს

„ინტერისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ კარიერა შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელოს. ამის შესახებ გამოცემა Football Italia იტყობინება. მისი ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა არგენტინულ კლუბში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა. მოლაპარაკებებს „ბოკა ხუნიორსთან“ მისი აგენტი მინო რაინოლი აწარმოებს.

არჩილ თალაკვაძე

04 ივლისი 2020, 11:40

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გვეამაყება, რომ ქართველი და ამერიკელი ერები ერთმანეთის მხარდაჭერით იღწვიან თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! გვეამაყება, რომ ჩვენი ერები ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით იღწვიან თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი მეგობრობა ძლიერია!“ - წერს თალაკვაძე Facebook-ზე.

სომხეთი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 11:38

COVID19

სომხეთში კორონავირუსით კიდევ 580 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, მათ შორის ერთის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადება“ სახელდება. სულ კი COVID-19-ს ქვეყანაში 447 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსი 11 331 პაციენტმა დაამარცხა.

დავით ზირაქაშვილი

04 ივლისი 2020, 11:34

სპორტი

დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის გუნდის, „ლა როშელის“ შერკინების კონსულტანტად იმუშავებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის გუნდის, „ლა როშელის“ შერკინების კონსულტანტად იმუშავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას La Montagne ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაცია კლუბის სარაგბო დირექტორმა ჯონ გიბსმა დაადასტურა. ამავე გუნდის სამწვრთნელო შტაბში კიდევ ერთი ქართველი აქვსენტი გიორგაძე მუშაობდა, თუმცა პოსტი კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წლით ადრე დატოვა.

დავით ზალკალიანი

04 ივლისი 2020, 11:27

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ზალკალიანის თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები თავისი შინაარსითა და ხასიათით გამორჩეულია. როგორც მან აღნიშნა, ის მოხარულია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკას შორის უმაღლეს ნიშნულზეა.

დინამო თბილისი

04 ივლისი 2020, 11:27

სპორტი

„დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ დამარცხების შემდეგ „ლოკომოტივსაც“ დიდი ანგარიშით მოუგო

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ დამარცხების შემდეგ „ლოკომოტივსაც“ დიდი ანგარიშით მოუგო. მეოთხე ტურის შეხვედრაში, კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა მეტოქე 4:0 დაამარცხა. „დინამოელები“ მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა ანგარიშის გახსნა მხოლოდ 62-ე წუთზე მოახერხეს.

04 ივლისი 2020, 11:24

მსოფლიო

ალაბამაში სროლას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ალაბამაში სროლის ხმა ისმოდა. თავდასხმა ქალაქ ჰუვერის სავაჭრო ცენტრში განხორციელდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სროლას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი დაშავდა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

04 ივლისი 2020, 11:23

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა 87% გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დამარცხება კიდევ 4-მა პაციენტმა შეძლო, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 825-ს გაუტოლდა, მათი პროცენტული წილი კი 87.2%-ია.