14 ივლისი 2020, 18:42 / სანდო წყარო

ბენქსის მოპარული ნახატი იტალიიდან საფრანგეთში დააბრუნეს

ბრიტანელი მხატვრის, ბენქსის ნახატი, რომელიც იტალიაში აღმოაჩინეს, საფრანგეთში დააბრუნეს, - ამის შესახებ France 24 წერს.

იტალიის პოლიციამ ქალაქ აკვილას მახლობლად იპოვა პარიზული თეატრ „ბატაკლანის“ კარი, რომელიც 2015 წლის ტერაქტის მსხვერპლთა სამახსოვროდ ბრიტანელმა მხატვარმა ბენქსიმ მოხატა. ბენქსიმ გრაფიტი 2018 წლის ივნისში შეასრულა, თეატრის კარი კი უცნობმა პირებმა 2019 წლის იანვარში მოიპარეს. მოპარული კარის კვალზე გამოძიება იტალიელი და ფრანგი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიების საშუალებით გავიდა.

ბენქსის ნამუშევრების ფასი აუქციონებზე რამდენიმე ათეული ათასიდან რამდენიმე მილიონამდე მერყეობს.

2015 წლის 15 ნოემბერს „ბატაკლანის“ თეატრსა და პარიზის კიდევ რამდენიმე წერტილში ერთდროულად განხორციელებულმა ტერაქტებმა 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ბატაკლანში“ ტერაქტი საფრანგეთის მოქალაქეებმა, ომარ ისმაილ მოსტეფაიმ, სამი ამიმურმა და ფუად მუჰამედ აგადმა განახორციელეს. სამითე ტერორისტი პოლიციასთან ორმხრივ სროლას ემსხვერპლა.

ყველა სიახლე

10 აგვისტო 2020, 09:56

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 436 ადამიანს დაუდასტურდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 436 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 216 327-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ზურაბ ჯაფარიძე

10 აგვისტო 2020, 09:46

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს

„რამდენიმე კვირის წინ, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოთიშოდა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით, გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე“.

10 აგვისტო 2020, 09:29

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით აქცია „ექიმები თეთრი ხალათებით" გაიმართება

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ექიმები თეთრი ხალათებით, გამოვლენ სამედიცინო დაწესებულებების წინ და „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ექიმებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გააპროტესტებენ, - ინფორმაციას საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

10 აგვისტო 2020, 09:14

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 182 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 240 804 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 844 ადამიანი, 223 759-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

10 აგვისტო 2020, 08:51

მსოფლიო

ჰონგ-კონგში, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, მედიამაგნატი დააკავეს

ჰონგ-კონგში, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, მედიამაგნატი ჯიმი ლაი დააკავეს. ჯიმი ლაი, რომელიც ოფიციალური პეკინის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსია, ჰონგ კონგში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზატორად მიიჩნევა.

10 აგვისტო 2020, 08:27

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს კახეთში ამომრჩეველს შეხვდებიან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენენ

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს. პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11:00 საათზე თელავში გაიმართება. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.

10 აგვისტო 2020, 08:18

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 23 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა და 572 ადამიანი კი გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 23 010 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 572 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 035 422 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 101 049 ადამიანი გარდაიცვალა.

10 აგვისტო 2020, 08:05

მსოფლიო

„წითელმა ჯვარმა“ ჩრდილოეთ კორეაში 43 ათასზე მეტი მოხალისე გაგზავნა

„წითელმა ჯვარმა“ ჩრდილოეთ კორეაში, ახალ კორონავირუსთან და წყალდიდობასთან ბრძოლაში დასახმარებლად, 43 ათასზე მეტი მოხალისე გაგზავნა. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, მოხალისეები ქვეყნის ცხრავე პროვინციას ეხმარებოდნენ.

10 აგვისტო 2020, 04:33

მსოფლიო

მინსკის ცენტრალურ ნაწილში საპროტესტო აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი დაიშალა - ამ დროისთვის სიტუაცია მშვიდია

მინსკის ცენტრალურ ნაწილში საპროტესტო აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი დაიშალა. ამ დროისთვის სიტუაცია მშვიდია.

10 აგვისტო 2020, 04:06

მსოფლიო

მინსკში პოლიციის მანქანამ საპროტესტო აქციის მონაწილე გაიტანა

მინსკში პოლიციის მანქანამ საპროტესტო აქციის მონაწილე გაიტანა. აღნიშნულ კადრებს BBC-ი ავრცელებს.

10 აგვისტო 2020, 03:25

მსოფლიო

ბელარუსის შს სამინისტროში საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენებას ადასტურებენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, ოლგა ჩემოდანოვას განცხადებით, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენეს.

10 აგვისტო 2020, 03:12

მსოფლიო

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.

10 აგვისტო 2020, 03:01

მსოფლიო

ბელარუსში საპროტესტო აქციების ფარგლებში 119 ადამიანი დააკავეს

მინსკში სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 47 ადამიანი დააკავეს, ხოლო ბელარუსის მასშტაბით კი 119. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი უფლებადამცველ ორგანიზაცის „ვიასნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

10 აგვისტო 2020, 02:52

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია სამართალდამცველებს: გთხოვთ, შეაჩერეთ ძალადობა - ხვალ ბელარუსები ახალ ქვეყანაში გაიღვიძებენ

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს მიმართვას.

პალმერსტონი კატა

10 აგვისტო 2020, 00:53

ტაბლოიდი

კატა პალმერსტონმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თაგვებზე მონადირის თანამდებობა დატოვა🐈

„ძალიან მომწონს სოფელში ჩემს ახალ სახლთან ხეებზე ძრომიალი და მინდვრებში სეირნობა. ოჯახი ჩემს ახალ სახლში კარგად მივლის. რა თქმა უნდა, ოფისის აურზაური და ხმაური მომწონს... მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ დიპლომატიურ მოვალეობებს უნდა ჩამოვშორდე და დრო საკუთარ თავს დავუთმო“, - წერია განცხადებაში.

MTV VMA

10 აგვისტო 2020, 00:04

კულტურა

MTV Video Music Awards-ი ღია ცის ქვეშ გაიმართება

ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა შოუს მაყურებელი.

ნელი ლომიძე

09 აგვისტო 2020, 23:41

რეგიონი

ვინ არის ქალი, რომელმაც საკუთარი სახსრებით მე-7 საუკუნის ეკლესია აღადგინა

სოციალურ ქსელში ბევრს წერდნენ ქალზე, რომელმაც ტაძარი ნანგრევებიდან აღადგინა და საკუთარი სახსრებით უამრავი სიკეთე გააკეთა. ნელი ლომიძეს განსაკუთრებული ისტორია აქვს. რამდენიმე წლის წინ ძმის საფლავზე მისულმა, იქვე შემორჩენილ ნატაძრალზე სანთელი ვერ დაანთო.

ბელარუსი არჩევნები

09 აგვისტო 2020, 23:37

მსოფლიო

სამართალდამცველებმა მინსკში საპროტესტო აქციების მონაწილეების დაკავება დაიწყეს

ერთ-ერთ პროსპექტზე სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ. სხვადასხვა მონაცემებით იქ 2-დან 5 ათასამდე ადამიანია შეკრებილი. საპროტესტო აქციები ბელარუსის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

ბეირუთი აფეთქება

09 აგვისტო 2020, 23:19

მსოფლიო

საერთაშორისო დონორები ლიბანს 250 მილიონ ევროს გამოუყოფენ

ასეთ გადაწყვეტილებამდე დონორები საფრანგეთის მიერ ქვეყნის დასახმარებლად ორგანიზებულ ონლაინ-სამიტზე მივიდნენ. ამავდროულად დონორები ლიბანის მთავრობისგან ქვეყანაში რეფორმების გატარებას ითხოვენ.

კახა კალაძე

09 აგვისტო 2020, 23:12

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოვიფარგლებით, ეს არის პირველი ქუჩა, საიდანაც დავიწყეთ

ავტომობილი არ იქნება ფუფუნების საგანი. ჩვენ ისე მოვაწყობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ ის იქნება ევროპაში ყველაზე გამართული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოიფარგლება და დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია კვლავაც გაგრძელდება.