imedi /  03 აგვისტო 2020, 21:13 / სანდო წყარო

წინანდლის ფესტივალი 17-20 სექტემბერს გაიმართება

წინანდალში ტრადიციული ფესტივალი 17-20 სექტემბერს გაიმართება. 4-დღიან კონცერტების სერიას წინანდლის მამული უმასპინძლებს.

მსმენელების წინაშე წარდგებიან: მარტა არგერიხი, ნელსონ გოერნე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბათიაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, დანიელ ლოზაკოვიჩი, ჯანანდრეა ნოზედა.

ფესტივალის განრიგი ასეთია:

17 სექტემბერი

19:00 საათი – საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი (დირიჟორი), ლიზა ბათიაშვილი (ვიოლინო)

18 სექტემბერი

12:00 საათი – ალექსანდრე კანტოროვი (ფორტეპიანო)
19:00 საათი – ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”

19 სექტემბერი

12:00 საათი – ლიზა ბათიაშვილი & მეგობრები
19:00 საათი – მარტა არგერიხი და ნელსონ გოერნე (საფორტეპიანო დუეტი)

20 სექტემბერი

12:00 საათი – დანიელ ლოზაკოვიჩი და ნელსონ გოერნე (ვიოლინოს და ფორტეპიანოს დუეტი)
19:00 საათი – საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ჯანანდრეა ნოზედა (დირიჟორი), მარტა არგერიხი (ფორტეპიანო).

10 აგვისტოდან ბილეთებისა და სასტუმროს პაკეტები ხელმისაწვდომი იქნება ფესტივალის ვებგვერდზე: http://tsinandalifestival.ge/.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:40

საზოგადოება

გიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე: ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ეტაპობრივად მიზანს მივაღწევთ

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:37

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში

ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური გმირთა მოედანზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:33

რეგიონი

გიორგი გახარია: საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს

საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საჩხერეს რეგიონს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უპირატესობა გამოვლენილია საჩხერის ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურაში და ბევრ სხვა რამეში.

27 სექტემბერი 2020, 10:26

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთში სპორტსმენებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ადგილობრივ სპორტსმენებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, გურიის ჭიდაობის ფედერაციას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.

ჯო ბაიდენი

27 სექტემბერი 2020, 09:55

მსოფლიო

ბაიდენმა ტრამპი გებელსსა და ფიდელ კასტროს შეადარა

„ის გებელსივითაა, რადგანაც იგივე მეთოდებს იყენებს- თუ იტყვით სიცრუეს, შემდეგ კი იმეორებთ და იმეორებთ, ის ყველასთვის ცნობილი გახდება. ის იყენებს გვარდიას თეთრ სახლთან მომიტინგეების დასაშლელად. ეს კაცი უფრო ფიდელ კასტროა, ვიდრე უინსტონ ჩერჩილი,“-განაცხადა ბაიდენმა MSNBC-ის პირდაპირ ეთერში.

27 სექტემბერი 2020, 09:50

კულტურა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, „მზიურის" ამფითეატრში ორტომეულის „უსაზღვროდ" პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 13:00 საათზე, „მზიურის" ამფითეატრში, ორტომეულის „უსაზღვროდ" პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნება და კორონავირუსის პანდემიის გამო, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

27 სექტემბერი 2020, 09:47

საზოგადოება

ხონში, დევნილთა დასახლებაში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა

ხონში, დევნილთა დასახლებაში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მრევლი დალოცა, ჯვართამაღლება მიულოცა და ტაძარი აკურთხა. მეუფე საბას თქმით, სიმბოლურია, რომ ეკლესია სწორედ სოხუმის დაცემის დღეს გაიხსნა.

27 სექტემბერი 2020, 09:44

მსოფლიო

საფრანგეთში 27 წლის ჩეჩენი მოკლეს

საფრანგეთის ქალაქ ევრიოში 27 წლის ჩეჩენი მოკლეს. ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ბარში მოხდა, სადაც ერთმანეთს ჩეჩნები და აფრიკელები დაუპირისპირდნენ. მძიმედ დაჭრილი ჩეჩენი ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.

27 სექტემბერი 2020, 09:40

საზოგადოება

ქუთაისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ქუთაისში, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

27 სექტემბერი 2020, 09:21

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

27 სექტემბერი 2020, 09:13

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში სასმელ წყალში ჯანმრთელობისთვის საშიში მიკრობი აღმოაჩინეს

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ ლეიკ ჯექსონის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, არ გამოიყენონ ონკანის წყალი, რადგან მასში პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტის გამომწვევი მიკრობი, Naegleria Fowleri აღმოაჩინეს. „მოსახლეობამ ონკანის წყლის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს, ვიდრე წყალმომარაგების სისტემა შესაბამისად არ დამუშავდება და ნიმუშები არ მიუთითებს, რომ წყალი უსაფრთხოა გამოსაყენებლად"

27 სექტემბერი 2020, 08:53

რეგიონი

მთიან აჭარაში ევროპული დონის ველობილიკზე მუშაობა დაიწყო

მთიან აჭარაში პირველ, ევროპული დონის სამთო ველობილიკზე მუშაობა დაიწყო. 6-კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. „Down Hill“–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

27 სექტემბერი 2020, 08:41

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 28 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 869 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 28 378 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 869 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 717 991 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 141 406 ადამიანი გარდაიცვალა.

27 სექტემბერი 2020, 08:18

რეგიონი

აბაშაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

აბაშის მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში გაიხსნება შშმ ბავშვთა დღის ცენტრი. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დამფუძნებელთან და გამგეობის თავმჯდომარესთან, თამარ ფოფხაძესთან ერთად, შშმ ბავშვთა დღის ცენტრისთვის გათვალისწინებული ფართი დაათვალიერა.

დავით სონღულაშვილი

27 სექტემბერი 2020, 08:07

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: კახეთის, როგორც მეღვინეობის რეგიონის ეკონომიკური პოზიციონირება გრძელდება

„მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ხმა და ინტერესების დამცველი ვიქნები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მზად ვარ, თითოეული გამოწვევის გადასაჭრელად, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იქნება დაყენებული, მივიტანო შესაბამის უწყებამდე“.

ზაზა ლომინაძე

27 სექტემბერი 2020, 01:05

საზოგადოება

ზაზა ლომინაძე: საქართველო კვლავ უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ქუთაისში , ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად , აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

27 სექტემბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2020, 00:40

საზოგადოება

იოსებ ხახალეიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვინ დიზელი

27 სექტემბერი 2020, 00:38

ტაბლოიდი

ვინ დიზელმა პირველი სიმღერა გამოუშვა. ვიდეო

ამერიკელმა მსახიობმა და „ფორსაჟის“ ვარსკვლავმა, ვინ დიზელმა თავის პირველი სიმღერა სახელწოდებით Feel Like I Do გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიმღერისთვის მუსიკა ნორვეგიელმა დიჯეიმ Kygo-მ დაწერა, რომელიც თავის საქმეში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიაზრება.

ფილმი „დასაწყისი“

27 სექტემბერი 2020, 00:30

კულტურა

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს „დასაწყისი“ 4 ჯილდო გადაეცა

ფილმი „დასაწყისი“ რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.