imedi /  07 აგვისტო 2020, 00:48 / სანდო წყარო

მსახიობმა ზოი სალდანამ ნინა სიმონეს როლის შესრულებისთვის ბოდიში მოიხადა

ზოი სალდანა/ნინა სიმონე

ზოი სალდანა/ნინა სიმონე

მსახიობმა ზოი სალდანამ 2016 წლის ბიოგრაფიულ ფილმში ნინა სიმონეს როლის შესრულებისთვის ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ BBC წერს.

ლეგენდარულ შემსრულებელთან მსგავსების მისაღწევად სალდანას, რომლის მამაც დომინიკელთა რესპუბლიკიდაა, დედა კი პუერტო-რიკოელი, გადაღებებზე ხელოვნური ცხვირი ეკეთა და კანი ფერს კი მაკიაჟის მეშვეობით იმუქებდა. სიმონეს ოჯახმა ფილმი უარყოფითად მიიღო.

ახალ ინტერვიუში სალდანამ განაცხადა, რომ ეს როლი არ უნდა შეესრულებინა.

„ნინა არ უნდა მეთამაშა. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა რაც შემეძლო, იმისთვის, რომ შავკანიანი ქალის სათამაშოდ შავკანიანი ქალი აეყვანათ. მაშინ მეგონა, რომ ამის უფლება მაქვს, რადგან შავკანიანი ქალი ვარ. ასეც არის. მაგრამ საუბარი ნინა სიმონეზეა. მას ისეთი ცხოვრება და ისტორია ჰქონდა, რომლის მოთხრობისას ყველა დეტალი უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა მსახიობმა.

ფილმმა „ნინა“ კრიტიკოსებისა და მაყურებლების მოწონება ვერ დაიმსახურა. ვებგვერდზე Rotten Tomatoes მისი რეიტინგი მხოლოდ 2%-ა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

24 ოქტომბერი 2020, 20:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბინძური კამპანიის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55%-დან 60%-მდეა

„თვითკმაყოფილებას არ ვართ მიცემულები და კარგად ვხედავთ გამოწვევებს, ხალხის გაჭირვებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იქონიებს თუ არა გავლენას ნეგატიური ამბები, (საუბარი იყო კრიმინოგენურ ვითარებაზე) „ქართული ოცნების“ რეიტინგზე. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბინძური კამპანიის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55%-დან 60%-მდეა.

24 ოქტომბერი 2020, 20:31

სპორტი

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი €10 ათასით დააჯარიმეს

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 10 ათასი ევროთი დააჯარიმა.

დონალდ ტრამპი

24 ოქტომბერი 2020, 20:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ხმა მივეცი ბიჭს, რომლის სახელი ტრამპია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი ფლორიდის შტატში გააკეთა.

მამუკა მდინარაძე

24 ოქტომბერი 2020, 20:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პოლიციელთა პროფესიონალიზმმა და გმირობამ 43 მძევალი იხსნა და უვნებელი გამოიყვანა

„პოლიციელთა პროფესიონალიზმმა და გმირობამ 43 მძევალი იხსნა და უვნებელი გამოიყვანა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებებს უნდა ველოდოთ. მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ აქაც ხელშესახები შედეგი იქნება.

სერხიო რამოსი

24 ოქტომბერი 2020, 20:07

სპორტი

„ელ კლასიკო“ „რეალმა“ მოიგო

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის „ელ კლასიკო“ "რეალის" გამარჯვებით დასრულდა. მადრიდელებმა „ნოუ კამპზე“ „ბარსელონა“ ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. სტუმართა შემადგენლობაში თავი ფედე ვალვერდემ, სერხიო რამოსმა და ლუკა მოდრიჩმა გამოიჩინეს, რასაც მასპინძელთა რიგებში ანსუ ფატიმ ერთი გოლით უპასუხა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია

24 ოქტომბერი 2020, 20:01

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილ პირთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას ერთ-ერთმა მძევალმა ლაშა შენგელიამ სამ საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. მისი თქმით, იგი ამ საქმეში დაზარალებულად ცნეს. „ჩვენება არ მიმიცია, დაზარალებულად მცნეს“,- აღნიშნა შენგელიამ.

სოსო არჩვაძე

24 ოქტომბერი 2020, 19:28

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: IMF-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე საქართველოს სპიკერობა ადასტურებს საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მაღალ შეფასებას

„სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე საქართველოს სპიკერობა ადასტურებს აღნიშნული ორგანიზაციების მიერ საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მაღალ შეფასებას, თანაც, არამარტო უშუალოდ ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ რეგიონული მასშტაბითაც“, - ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე აცხადებს.

24 ოქტომბერი 2020, 19:10

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 6 500-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 141 000-ს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 1 141 567 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 42 055 863 ადამიანი დაინფიცირდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 ოქტომბერი 2020, 19:04

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის საჩოგბურთო ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის საჩოგბურთო ტურნირზე გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 104-ე ადგილზეა, ორ სეტში, 6:7, 2:6 წააგო.

24 ოქტომბერი 2020, 18:43

მსოფლიო

ავღანეთში საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ქაბულში, საგანმანათლებლო ცენტრზე თვითმკვლელი ტერორისტის ტავდასხმას, სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი, საიდ ჯემი აცხადებს, რომ შემთხვევისას კიდევ 30 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

24 ოქტომბერი 2020, 18:29

მსოფლიო

მთიან ყარაბაღში სამხედრო ობიექტების განადგურების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა

სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელიც საჰაერო თავდასხმას ასახავს. არსებული ინფორმაციით, კადრებში სომხეთის სამხედრო ობიეტების განადგურება ჩანს. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

ეკატერინე მიქაბაძე

24 ოქტომბერი 2020, 18:10

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე ჩვენი რეგიონიდან არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ საქართველო მიიწვიეს, რაც ჩვენი მთავრობის ეკონომიკური ხედვის მართებულობის დასტურია

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა მაღალი დონის დისკუსია სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორსა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის, სადაც საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

24 ოქტომბერი 2020, 18:08

საზოგადოება

2004 წლის სპეცოპერაციას შეწირული უდანაშაულო ადამიანები - კადრები არქივიდან, რომელიც გიორგი ბარამიძის მინისტრობისას ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციას ასახავს

გუნდი, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ივიწყებს იმას, თავად როგორ მოქმედებდა მსგავს ვითარებაში. არქივს ახსოვს ის, რის გახსენებაც ნაციონალურ მოძრაობას არ სურს და რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიხსენა. მაგალითად, 2004 წლის სპეცოპერაცია. გიორგი ბარამიძე, რომელიც ბოლო დღეებში ზუგდიდის მოვლენების შემფასებლად იქცა, მაშინ შს მინისტრი იყო. სპეცოპერაციის დაშვებულ შეცდომებს უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ, მათ შორის ორსული ქალი.

გაერო

24 ოქტომბერი 2020, 17:55

პოლიტიკა

საგარეო უწყება: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას გაეროს მთავარი პრინციპების მიმართ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს 75 წლის იუბილეს ეხმაურება. უწყება ორგანიზაციას Twitter-ის საშუალებით საქართველოს სახელით ულოცავს. საქართველოს სახელით გილოცავთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას გაეროს მთავარი პრინციპების მიმართ და გამოვხატავთ მზაობას, გავაგრძელოთ ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიური ჩართულობა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

24 ოქტომბერი 2020, 17:46

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,070 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 128 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 385,980 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 309,219-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 13,205 ადამიანი ემსხვერპლა.

24 ოქტომბერი 2020, 17:42

COVID19

კახეთში ორი პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა

კახეთში, კიდევ ორი პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა. წნორისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ვირუსი ლაბორატორიულად დღეს დაუდასტურდათ. COVID-19 დაუფიქსირდა საქობოში მცხოვრებ ერთ მოქალაქეს. ეპიდემიოლოგების შეფასებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ისინი მკურბალობის კურსს ბინაზე გადიან.

24 ოქტომბერი 2020, 17:27

მსოფლიო

თურქეთში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის საქმეზე, კიდევ 40 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთში, ალკოჰოლით მოწამვლის ათობით შემთხვევის გამო, სულ მცირე, 40 ადამიანი დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ 100-მდე პირია დაკავებული. მხოლოდ მიმდინარე წელს, თურქეთის პოლიციამ კუსტარულად დამზადებული და სარეალიზაციოდ გამზადებული 1 მილიონ ლიტრზე მეტი ალკოჰოლური სასმელი ამოიღო.

კამერუნი

24 ოქტომბერი 2020, 17:04

მსოფლიო

კამერუნში, სკოლაზე თავდასხმას ბავშვები ემსხვერპლნენ

კამერუნში, სკოლაზე თავდასხმისას 5 ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი მდებარე რეგიონში, ქალაქ ქუმბაში მოხდა.

ლუკა ტონი

24 ოქტომბერი 2020, 17:04

სპორტი

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ლუკა ტონი დააყაჩაღეს

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ლუკა ტონი დააყაჩაღეს. Football Italia-ს ინფორმაციით, მძარცველები მის სახლში გუშინ საღამოს შეიჭრნენ, როდესაც ოჯახის ყველა წევრი შინ იყო და საბედნიეროდ თითოეული მათგანი უვნებელი გადარჩა.

24 ოქტომბერი 2020, 17:04

მსოფლიო

განაში ეკლესიის ნგრევას 22 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ განაში, ასენ-მანსოს დასახლებაში, ექვსართულიანი ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა რვა ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა, ნანგრევებიდან 20-ზე მეტი ცხედრის ამოყვანა მოუწიათ, - აცხადებენ განას საგანგებო სიტუაციების ეროვნულ ორგანიზაციაში.