IMEDI /  11 აგვისტო 2020, 10:25 / სანდო წყარო

წყნეთის ამფითეატრში გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

წყნეთის ღია ამფითეატრში ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მუსიკალურ საღამოზე კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ცნობილი მელოდიები შესრულდა. მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები წარდგნენ. კონცერტის დასასრულს კი გია ყანჩელის რამდენიმე ნაწარმოები ბექა გოჩიაშვილმა შეასრულა.

პროექტი „გაითავისე ცა და ისუნთქე...“კონცეპტArt-ის პროექტია, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ხელოვანთა გაერთიანება წყნეთის ამფითეატრ „უღრან ტყეში“ აქციას 17 ივლისიდან ატარებდა. პროექტი ათი საღამოსგან შედგებოდა და სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსებს აერთიანებდა: პაპუნა შარიქაძე & მეგობრები, აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი პიანისტ გიორგი გიგაშვილთან და ერეკლე დეისაძესთან ერთად.

გაიმართა კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის საავტორო საღამოც, რომლის სპეციალური სტუმრები ლიზი რამიშვილი და რატი ამაღლობელი იყვნენ. მრავალი საერთაშორისო გრან-პრის მფლობელმა პიანისტმა, ვალერიან შიუკაშვილმა „უღრან ტყეში“ მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“ შეასრულა. ასევე, გაიმართა ოპერა-გალა ცნობილი ტენორის, ოთარ ჯორკიას, მარიამ როინიშვილის, მარიამ ნაჭყებიასა და ნუცა ზაქაიძის მონაწილეობით.

პროექტის ფარგლებში, საფესტივალო სცენაზე ახალი თაობის ვირტუოზები - გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი უკრავდნენ, ხოლო 9 და 10 აგვისტოს მუსიკალური საღამოების სერია ლეგენდარული გია ყანჩელის 85 იუბილესადმი მიძღვნილი კინოჩვენებითა და კონცერტით დასრულდა.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 08:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ტრამპს: გაჩუმდები? ისე იქცევი, როგორც პრეზიდენტს არ შეეფერება

პირველი საპრეზიდენტო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს გაჩუმება მოსთხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლო

30 სექტემბერი 2020, 08:15

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება. დაიკითხებიან მოწმეები.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პანდემიასთან ბრძოლაში ვერასდროს გააკათებდით იმას, რაც ჩენ გავაკეთეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიას ვერ გაუმკლავდებოდა.

30 სექტემბერი 2020, 07:56

პოლიტიკა

დღეს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაასრულებს

დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს და ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანომ პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.

30 სექტემბერი 2020, 07:56

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპს პანდემიასთან ბრძოლის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა და კრიზისის პირობებში პანიკაში ჩავარდა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა პირველი ტელედებატებისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პანდემიასთან ბრძოლის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა და კრიზისის პირობებში პანიკაში ჩავარდა.

30 სექტემბერი 2020, 07:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: არც კი გამოიყენოთ სიტყვა ჭკვიანი ჩემთან საუბრისას - თქვენში არაფერია ჭკვიანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას ეჭვის ქვეშ დააყენა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობები.

30 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ტელედებატების დაწყებისას ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები რიგი ცვლილებების გათვალისწინებით ჩატარდება.

ზაურ დარგალი

30 სექტემბერი 2020, 01:55

რეგიონი

ზაურ დარგალი: ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა

ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა და დაპირისპირება დასრულებულია, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 01:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე საათში პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები გაიმართება.

30 სექტემბერი 2020, 01:24

საზოგადოება

მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„პირველ პაციენტთან ცხვირის ძვლის მოტეხილობაა. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებია სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან. ხოლო, რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ექიმმა.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 01:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას

ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბეჭდების მბრძანებელი

30 სექტემბერი 2020, 00:52

კულტურა

ახალ ზელანდიაში „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებები განახლდა

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე Amazon-ის სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Deadline წერს. მანამდე გადაღებები რამდენჯერმე კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

30 სექტემბერი 2020, 00:41

ეკონომიკა

ბრიტანელმა პენსიონერმა ფაიფურის ჩაიდანი £390 ათასად გაყიდა

ბრიტანელმა პენსიონერმა სახლის დალაგებისას იპოვა ფაიფურის ჩაიდანი, რომელიც აუქციონზე £390 ათასად გაყიდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ჩაიდანი პენსიონერის ბაბუას ეკუთვნოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდა. ნივთის შემფასებელმა განაცხადა, რომ ეს XVIII საუკუნის ნივთია და ჩინეთის იმპერატორ ციანლუნის სასახლის ჭურჭლის სერვიზის ნაწილია.

30 სექტემბერი 2020, 00:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ,,ქართული ოცნების“ ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებული განცხადება ბოტების სამიზნე გახდა

„ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, ყალვი ფეისბუქ -მომხმარებლების, ე.წ. ბოტების სამიზნე გახდა. როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რადიკალიზაცია ნაცების არჩევანია არჩევნებზეც და სოციალურ ქსელებშიც.

გოგი მეშველიანი

30 სექტემბერი 2020, 00:35

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში ნამდვილად რომ არ შედის, ყველამ ვიცით

ბუნებრივია, რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში ნამდვილად რომ არ შედის, ყველამ ვიცით. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, დღეს მარნეულში, ასევე, ამ დღეებში, სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, თუ ვის ინტერესში შედის მსგავსი პროვოკაციების მოწყობა.

30 სექტემბერი 2020, 00:33

მსოფლიო

რუმინეთში მერის არჩევნებში ხმის მიცემამდე 10 დღის წინ გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ალიმანს ხმა 1600 ამომრჩევლიდან 1020-მა მისცა. ხმის მიცემის შემდეგ ადგილობრივები მის საფლავზე მივიდნენ და პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსახლეობამ არჩევანი იმით ახსნა, რომ ასე მერისადმი პატივისცემის გამოხატვა უნდოდათ, რადგან მისი საქმიანობით ყოველთვის კმაყოფილები იყვნენ.

ბობ მენენდესი

30 სექტემბერი 2020, 00:17

მსოფლიო

სენატორი ბობ მენენდესი: ტრამპის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა უნდა შეაჩეროს

„დემოკრატი“ სენატორი, ბობ მენენდესი მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებას გამოეხმაურა და აზერბაიჯანი დაგმო.

გოგი მეშველიანი

30 სექტემბერი 2020, 00:15

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: ჩვენი ოპონენტები ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში ძალადობრივი სცენარით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადონ

ჩვენი ოპონენტები შეგუებულები არიან, რომ საარჩევნო მარათონს დაასრულებენ წაგებით, და ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში სცადონ, ძალადობრივი სცენარით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში

ელიოტ ენგელი

29 სექტემბერი 2020, 23:58

მსოფლიო

ელიოტ ენგელი: თურქეთი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში უგუნურად ერევა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა განაცხადა, რომ თურქეთი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში უგუნურად ერევა.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ქვემო ქართლში განვითარებულ მოვლენებზე: ამას რომ პოლიტიკური ძალა კადრულობ, ეს არის მტრობა

„ამას რომ ადამიანი კადრულობ, ამას რომ პოლიტიკური ძალა კადრულობ, ეს არის მტრობა. მაგრამ აქ კიდევ გასაოცარია მეორე. დღეს ვუსმენდი „ევრონაცების“ წარმოამდგენლებს და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ მხარს უჭერენ ამ მოძალადეებს და ადამიანებს, რომელთა მხრიდანაც დესტაბილიზაციის მცდელობას აქვს ადგილი და ცდილობენ ცეცხლს ნავთი დაასხან. მათ ჰქონიათ, რომ მღვრიე წყალში ადვილად დაიჭერენ თევზს, მაგრამ არავის მივცემთ წყლის ამღვრევის საშუალებას, ეს კარგად გაითავისოს ყველამ“, - განაცხადა სუბარმა.