imedi /  12 აგვისტო 2020, 10:00 / სანდო წყარო

გიორგი დონაძე: ანზორ ერქომაიშვილის ოცნებები ნელ-ნელა ხორცს ისხამს და გადის ბოლოში, რაც დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო გვერდში უდგას ჩვენს უნიკალურ ქართულ სიმღერასა და კულტურას

ანზორ ერქომაიშვილი

ანზორ ერქომაიშვილის ოცნებები ნელ-ნელა ხორცს ისხამს და გადის ბოლოში, რაც დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო გვერდში უდგას ჩვენს უნიკალურ ქართულ სიმღერასა და კულტურას, - ამ სიტყვებით მიმართა ოზურგეთის დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილეზე მიწვეულ სტუმრებს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ. მან ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები გაიხსენა, რომლის იდეის ავტორი ანზორ ერქომაიშვილია.

„ჩვენ შევიკრიბეთ ოზურგეთში, პოლიფონიის სამშობლოში, გამორჩეული, ღირსეული, ქართული ხალხური სიმღერის პატრიარქის, ჩემი და ათასობით ადამიანის მასწავლებლის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილის აღსანიშნავად. წილად მერგო პატივი მე წამეყვანა საღამო. ძალიან რთულია ისაუბრო ადამიანზე, რომლის განვლილი და გასავლელი ცხოვრება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი კულტურის ისტორიისთვის. 70 წელზე მეტია ბატონი ანზორი სცენაზე დგას. პირველად 10 წელზე პატარა იყო, ბატონ ტრისტან სიხარულიძესთან ერთად ოპერაში რომ გამოვიდა, მას შემდეგ ქართული კულტურის სადარაჯოზე დგას. ასევე სიმბოლურია, რომ დღევანდელი კონცერტი ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ გახსნა, რომელიც ბატონმა ანზორმა 50 წლის წინ დაარსა“, - აღნიშნა გიორგი დონაძემ მისასალმებელ სიტყვაში.

მისი თქმით, ფოლკლორის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა ფონმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 20 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა ფოლკლორულ ანსამბლებს. საიუბილეო ღონისძიება სიმბოლურად ოზურგეთის დრამატულ თეატრის თაღებში გაიმართა, რომლის რეაბილიტაციაც ფონდმა „ქართუმ“ ცოტა ხნის წინ დაასრულა.

საიუბილეო ღონისძიებაში ის ანსამბლები მონაწილეობდნენ, რომელითა შექმნაც და მხარდაჭერაც ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. თითოეულმა მონაწილემ ორი სიმღერა შეასრულა. ერთი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა ჩაწერა და გადაარჩინა, ხოლო მეორე ლოტბარმა თავად შექმნა და დღეს ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ ბევრს ხალხური ჰგონია.

კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომლის იდეაც ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის, სალოტბარო სკოლებია. ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე 30 სალოტბარო სკოლა მოქმედებს, სადაც ამ დროისთვის 1000-მდე ბავშვი ქართულ ხალხურ სიმღერასა და გალობას უფასოდ სწავლობს.

„ყველა ეს პროექტი სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდა. ქართულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. სულ ახლახანს გალობის უნივერსიტეტს, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა, გადაეცა უნიკალური შენობა“, - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:36

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ ვერ მოაგვარა ის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პროპაგანდისტული ნაწილიდან ამოიღოს

ამბობენ, რომ საქართველო გაქრა რადარებიდან და თურმე, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყო ხელისუფლებაში, მაშინ სხვანაირად იყო. ისე გამოჰყავთ, რომ გულუბრყვილო ადამიანმა, რომელიც მოწყვეტილია ყოველდღიურობას, შეიძლება დაიჯეროს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ

„ფაქტი ერთია, მოკლე დასკვნა რომ გავაკეთო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კრიტიკული განცხადებების მიღმა არის ის ფასი, რასაც რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით იხდის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან დამოკიდებულების გამო

„ვითარება არ არის მარტივი, საკმაოდ რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ საკმაოდ მწვავეა და კრიტიკული განცხადებების მიღმა არის ის ფასი, რასაც რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით იხდის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან დამოკიდებულების გამო“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

27 ნოემბერი 2021, 20:01

კულტურა

ბელგრადში „საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი – საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021“ გაიმართა

სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში „საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი – საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021“ გაიმართა. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და სერბეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარემ, სანდრა ბოჟიჩმა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 19:53

სამართალი

პროკურატურა: „ტვ პირველის“ ანონსში დასახელებული საქართველოს გენერალური პროკურატურის თითოეული წარმომადგენლის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუე და ცილისწამებაა

„ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცალმხრივ და ყალბ სიუჟეტს შესაბამისი პირების მხრიდან მოჰყვება სამოქალაქო სამართლებრივი რეაგირება და ხსენებული გადაცემის ავტორებს აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა საჯაროდ მათ მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

27 ნოემბერი 2021, 19:26

რეგიონი

მაშველებმა ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი დაადგინეს, მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება

„სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

27 ნოემბერი 2021, 19:24

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეული გუნდური ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

რუსეთის ქალაქ უფაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა შერეულ გუნდებს შორის. შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90 კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში ჩატარდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში ნიდერლანდების ძლიერი გუნდი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. თავისი ბრძოლები მოიგეს – ფრიდონგ გიგანმა, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი კვლავ ინანეიშვილს მოუწია ბრძოლა და მეტოქე დაამარცხა.

27 ნოემბერი 2021, 18:58

საზოგადოება

დღეს თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დღეს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, კომპანია გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. გადაუდებელი სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.

27 ნოემბერი 2021, 18:42

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, გარკვეული რეგულაციები წესდება

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 18:36

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ბრიტანეთშიც დაფიქსირდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ერთი შემთხვევა ქალაქ ჩელმსფორდში, მეორე კი ნოტინგემში გამოვლინდა. მისივე თქმით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირშია და ორივე ინფიცირებული, თავიანთი ოჯახების წევრებთან ერთად, უკვე თვითიზოლაციაშია.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 ნოემბერი 2021, 18:23

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მადრიდში გამართულ შეხვედრებზე ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და მცოცავ ანექსიაზე

მადრიდში ვიზიტის მთავარი ამოცანაა მსოფლიოს ისეთ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც ნაკლებად გვაქვს ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის მობილიზება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

27 ნოემბერი 2021, 18:13

საზოგადოება

ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში, მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ის კონტაქტურ მდგომარეობაშია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ლევან მახაშვილი

27 ნოემბერი 2021, 18:06

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ ასამბლეაზე კახა კუჭავა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზე ისაუბრებს

„ორმხრივი შეხვედრებს ორი მთავარი მიზანი აქვს: პირველი ის, რომ ჩვენს პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, ვესაუბროთ რუსულ ოკუპაციაზე და იმაზე, თუ რა ნეგატიური შედეგები აქვს მას და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დასრულდეს რუსული ოკუპაცია. და მეორე - ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია, როგორც გაცხადებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ვხვდებით ჩვენს მეგობრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და რაც ძალიან სასიამოვნოა, არის ის, რომ ევროინტეგრაციის პროცესში, ამ ქვეყნებიდან გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა როგორც ფინანსური, ასევე, ტექნიკური და ცოდნის გაზიარების მიმართულებით“,- აღნიშნა მახაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 ნოემბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მალტურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება ​აღმოგვიჩინონ ​დახმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო

აზიასა და აფრიკაში მდებარე ქვეყნები ყოველთვის არიან რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის მსხვერპლი. ჩვენთვის განსაკუთრებეულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვესაუბროთ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე იმყოფება.

27 ნოემბერი 2021, 17:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ბერაიამ ლიეტუვის სეიმში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტთან (სეიმი) მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ლიეტუვას სეიმში შეხვედრები გამართეს.

27 ნოემბერი 2021, 17:16

თავდაცვა

მერის განცხადებით, ტყიბულში, სადაც მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა

ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის განცხადებით, ტყიბულში, სადაც დღეს ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა და მოსახლეობის ნაწილი, თავისი ინიციატივით აწარმოებდა სამუშაოს.

კახა კუჭავა

27 ნოემბერი 2021, 17:03

პოლიტიკა

ესპანეთში სიტყვით გამოსვლისას, კახა კუჭავა დემოკრატიის განმტკიცების, პოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობასა და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე გაამახვილებს ყურადღებას

ესპანეთში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება. კახა კუჭავა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას სიტყვით მიმართავს. ორმხრივი შეხვედრების დროს, მთავარი თემებია: ოკუპაციის ნეგატიურ შედეგები, დეოკუპაციის აუცილებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არღიარების პოლიტიკის მხარდამჭერტა ზრდა, ევროპული და ევროატლნატიკური ინტეგრაციია.

27 ნოემბერი 2021, 17:02

რეგიონი

ტყიბულში, შახტში ჩარჩენილი ერთ-ერთი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს

ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სტივენ სონდჰაიმი

27 ნოემბერი 2021, 16:57

კულტურა

მიუზიკლების ავტორი სტივენ სონდჰაიმი გარდაიცვალა

The New York Times-ი სონდჰაიმს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე გავლენიან კომპოზიტორად ასახელებს. სონდჰაიმი 8 „ემის“, 3 „ტონის“ და ერთი „ოსკარის“ მფლობელია, როგორც ფილმისთვის შექმნილი საუკეთესო სიმღერის ავტორი.

ელენე ხოშტარია

27 ნოემბერი 2021, 16:48

საზოგადოება

ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს

„მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა „ნიუ ჰოსპიტალსს“. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია“, - აღნიშნავს ხოშტარია.