imedi /  29 აგვისტო 2020, 17:26 / სანდო წყარო

30 აგვისტოს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi მერვე გამოშვება გაიხსნება

კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi

30 აგვისტოს, 20:30 საათზე, Cavea Drive-in ლისზე მერვე საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi გაიხსნება. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო,ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით და რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

ჩვენ ვქმნით ემოციებს – წელს კინოფესტივალი ამ სლოგანის გარშემო ერთიანდება და მაყურებელს ყველაზე რეალური და დაუვიწყარი ემოციების სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს.

ფესტივალს გახსნის ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმი სახელწოდებით „გვირაბი“. ეს არის კინოფილმი გვირაბზე, რომელმაც ჩინეთიდან ევროპამდე გზა უნდა შეამციროს. საქართველოს ერთ-ერთ სოფელში შემოჭრილი გვირაბი კი ახალი გამოწვევების მიზეზი ხდება. ამბოხს ჯერ ადამიანები იწყებენ შემდეგ კი ბუნება. „გვირაბის“ პრემიერა 2019 წელს ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე (IDFA) შედგა.

წელს ფესტივალი ინოვაციური ფორმატით იმართება. ის რამდენიმე პლატფორმას მოიცავს და მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს მისთვის სასურველ გარემოში უახლესი შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები იხილოს. პანდემიასთან ბრძოლამ ფესტივალის ორგანიზატორებს ახალ რეალობასთან მორგებისკენ უბიძგა, რის შედეგადაც წლევანდელი ფესტივალის ჰიბრიდული ფორმატი დაიბადა.

CinéDOC-Tbilisi-ის გახსნას, 30 აგვისტოს, Cavea Drive-in ლისი უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი ფილმების ნახვა მაყურებელს სხვადასხვა პლატფორმაზე შეეძლება: საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობის ფარგლებში, 18-28 აგვისტოს, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, 23:30 საათზე, პირველი არხის ეთერი CinéDOC-ის კინოდარბაზად გადაიქცევა; ფიზიკურ ჩვენებებს უმასპინძლებს Cavea Drive-in Lisi, კავკასიური სახლი და სასტუმრო „სტამბა“; ონლაინპორტალზე - Cinedoc-tbilisi.com კი 23-30 სექტემბერს უფასო ონლაინჩვენებები მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალსა და CinéDOC-Tbilisi-ს თანამშრომლობის ფარგლებში, 4 საავტორო ფილმი იქნება ნაჩვენები. One Caucasus 2020 ფარგლებში, კი მაყურებელი CinéDOC Young - ის ფილმებს იხილავს. მინიფესტივალები გაიმართება დუშეთში, გორში, საგარეჯოში, ჩხოროწყუსა და მარნეულში.

წლევანდელი პროგრამა მოიცავს 7 სექციას:

1. International Competition / საერთაშორისო საკონკურსო სექცია - მთავარი საკონკურსო სექცია სადაც წელს თავს იყრის რვა საერთაშორისო ფილმი;
2. Focus Caucasus - წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და რეგიონული ფილმები ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი;
3. Swiss DOX - შვეიცარული შემოქმედებითი დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები;
4. Guest Country - სექციაში, სტუმარი ქვეყანა წელს წარმოდგენილი იქნება ფინური დოკუმენტური კინო;
5. CinéDOC Young - საბავშო სექცია, რომლის ფარგლებშიც იმართება ჩვენებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის;
6. EroticDOX;
7. Special Screenings - სპეციალური არასაკონკურსო ჩვენებები;
ფესტივალის ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იქნება 9 ქართველი რეჟისორის ნამუშევარი.

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 2013 წლიდან ტარდება და მისი მიზანი კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველო, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ევროკავშირის პროგრამა შემოქმედებითი ევროპა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, Doc Lounge შვედეთი, შვედეთის ინსტიტუტი (Swedish Institute – Creative Force Program), შვედეთის საელჩო თბილისში, ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი, კავკასიური სახლი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, TheFinnish Film Foundation, DaFilms, Current Time Tv, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

დეტალური ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: www.cinedoc-tbilisi.com

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2021, 11:04

საზოგადოება

საქართველო ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) წევრი გახდა

ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი (ECMWF) მსოფლიოში, მეტეოროლოგიის დარგში, ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის 34 წევრი ქვეყნისთვის აწარმოებს და ავრცელებს ციფრული ამინდის პროგნოზებს, თანამშრომლობს წევრი ქვეყნების მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

04 დეკემბერი 2021, 11:02

საზოგადოება

თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილი დეკემბერში 2 ქვითარს მიიღებს

ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში თბილისში „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) აბონენტების ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

04 დეკემბერი 2021, 10:29

სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია

არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია. ამ კითხვით „ქრონიკამ“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა, თუმცა, ვერც ერთისგან პასუხი ვერ მიიღო.

04 დეკემბერი 2021, 10:27

COVID19

განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.

04 დეკემბერი 2021, 10:17

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ტექნოპარკში საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა

„ერთ-ერთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა ჩვენი ახალგაზრდების ჩართვა სოფლის მეურნეობაში. ინოვაციების მიმართულება არის გზა, რომ ახალგაზრდები დავაინტერესოთ სასოფლო-სამეურნეო სექტორით და ამის მაგალითები უკვე გვაქვს; არის ბევრი სტარტაპი, მათ შორის წარმატებულიც. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მწვავე კლიმატის ცვლილების პერიოდში. ეს საკითხი პარიზის კლიმატის შეთანხმების ბოლო შეხვედრაზე, გლაზგოშიც იყო აქტიურად განხილული. ყველა ქვეყანამ მკაფიო განცხადებები გააკეთა, დაისახა ამბიციური მიზნები და ვალდებულებები კლიმატის ცვლილების შესარბილებლად. კლიმატის ცვლილების შერბილება სასურსათო სექტორში ეფექტიანობის ზრდის პარალელურად, არ გამოვა ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე. აგროსასურსათო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზემოქმედია ბუნებაზე; ეს ყოველივე კი, შეიძლება გადაწყდეს ინოვაციებით, კვლევებით, აღმოჩენებითა და სწორი მიგნებების სწორად დანერგვით. მინდა გისურვოთ წარმატებები; გვიგულეთ თქვენ მხარდამჭერად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა; ის მიგნებები, რომელიც იქნება წარმოდგენილი და აქვს პრაქტიკული გამოყენების შანსი, გვინდა, რომ სწრაფად იყოს გაზიარებული, ერთი მხრივ, მეწარმეებისა და ფერმერების მიერ, მეორე მხრივ კი, გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

04 დეკემბერი 2021, 10:03

თავდაცვა

DIBS სკოლასა და იტალიის არმიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის დირექტორმა პოლკოვნიკმა დელ გაუდიო ანტონიომ მოაწერეს.

04 დეკემბერი 2021, 09:29

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა უნგრელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრთან მიკლოშ კაშლერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრო განათლების საკითხებს ფარავს.

04 დეკემბერი 2021, 09:20

COVID19

„ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული

კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

04 დეკემბერი 2021, 08:53

COVID19

ბელგიაში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ზოოპარკში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ბეჰემოთებს სურდო დაეწყოთ, რის შემდეგაც ვეტერინარებმა მათ ანალიზები აუღეს. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია - ზოოპარკში მკაცრი სანიტარული ზომები იყო დაცული, თანამშრომლებს კი კორონავირუსი არ ჰქონიათ.

04 დეკემბერი 2021, 08:24

მსოფლიო

Reuters: „დემოკრატიის სამიტის“ ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სანქციებს დააწესებს

მომდევნო კვირაში, „დემოკრატიის სამიტის“ ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2021, 08:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კონტექსტში ის ვინმეს წითელ ხაზებს პატივს არ სცემს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კონტექსტში ის ვინმეს წითელ ხაზებს პატივს არ სცემს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 დეკემბერს ქუთაისში გამოიდარებს. +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ეკატერინე ტიკარაძე

04 დეკემბერი 2021, 01:04

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად 1 000 000 ადამიანია აცრილი

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში ორჯერადად აცრილების რიცხვი მილიონს გადასცდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 00:53

მსოფლიო

ინდოეთში ლეოპარდი სკოლის შენობაში შევიდა და მოსწავლეს დაესხა თავს

ბავშვს მცირე დაზიანებები აქვს. ის იხსენებს, რომ საკლასო ოთახიდან გაიქცა, როცა დაინახა, რომ იქ ცხოველი იმალებოდა. 5 წლის ლეოპარდი კი 11-საათიან ოპერაციის შემდეგ, ტრანკვილიზატორის მეშვეობით დაიჭირეს.

04 დეკემბერი 2021, 00:33

კულტურა

„მატრიცა 4“-ის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა🎬🍿ვიდეო

„მატრიცა: მკვდრეთით აღდგომები“ პრემიერა კინოთეატრებსა და HBO Max-ზე 22 დეკემბერს შედგება. თავის როლებს დაუბრუნდნენ კიანუ რივზი (ნეო) და კერი-ენ მოსი (ტრინიტი). ფილმის რეჟისორი ლანა ვაჩოვსკია.

04 დეკემბერი 2021, 00:24

სპორტი

ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

2021 წლის 3 დეკემბერი - ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

ჯენ ფსაკი

04 დეკემბერი 2021, 00:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი.

04 დეკემბერი 2021, 00:14

ტაბლოიდი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: ეს სიყვარულის დიდებული ისტორიაა, საყვარელ ქალს დავუბრუნდი

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობის აღდგენის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აფლეკმა მისი და ლოპესის ურთიერთობებს „სიყვარულის დიდებული ისტორია“ უწოდა.

03 დეკემბერი 2021, 23:59

კულტურა

Netflix-ი „ქაღალდის სახლის“ სპინოფს გადაიღებს

Netflix-ი სერიალ „ქაღალდის სახლის“ სპინოფს გადაიღებს, რომლის სახელწოდებაც „ბერლინი“ იქნება. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:54

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო

ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.