05 სექტემბერი 2020, 11:37 / სანდო წყარო

ანიმაციური ფილმების პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსში 15 პროექტი დარეგისტრირდა

ეროვნული კინოცენტრი ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსში დარეგისტრირებულ პროექტებს ასაჯაროებს.

კონკურსში სულ 15 პროექტი ჩაერთო:

„ორი სილა“ – (საპროდიუსერო კომპანია – ააიპ „პერსონაჟი“, რეჟისორი – გიორგი გორელაშვილი, სცენარის ავტორი – გიორგი კიკვაძე)

„რუ“ – (საპროდიუსერო კომპანია – შპს „ბასტი-ბუბუ“, რეჟისორი – ირინე გელაშილი, სცენარის ავტორი – სალომე ბენიძე) –

„მგელი ტატე“ – (საპროდიუსერო კომპანია – შპს „აი-ბი-ჯგუფი“, რეჟისორი – ლილი დადიანი, სცენარის ავტორი – ლილი დადიანი)

„ქაღალდის თვითმფრინავი“ – (საპროდიუსერო კომპანია – შპს „ანიმატორი“, რეჟისორი – თამთა მანაგაძე, სცენარის ავტორი – მინდია არაბული)

„სოხუმი“ – (საპროდიუსერო კომპანია – შპს „20 სთეფ ფროდაქშენი“, რეჟისორი – მამუკა ტყეშლაშვილი, სცენარის ავტორი – მამუკა ტყეშელაშვილი)

„დასაწყისი“ – (საპროდიუსერო კომპანია – შპს „არტი“, რეჟისორი – დავით ქობულაშვილი, სცენარის ავტორი – გიორგი მოდებაძე)

„ერთი კაცის ნამღერი“ – (საპროდიუსერო კომპანია – შპს „კვალი XXI“, რეჟისორი – პაატა შენგელია, სცენარის ავტორი – მარიამ კანდელაკი)

„მეგობრობა“ – (საპროდიუსერო კომპანია – ააიპ „პერსონაჟი“, რეჟისორი – ვანო ბიწაძე, სცენარის ავტორი – თამუნა კოჩალაძე)

სიტყვობანა“ – (პროდიუსერი – ი/მ ნინო ხუფენია, რეჟისორი – გურამ გეგუჩაძე, სცენარის ავტორი – გურამ გეგუჩაძე)

„წიქარა“ – ( საპროდიუსერო კომპანია – ააიპ „პერსონაჟი“, რეჟისორი – არსენ ოქრუაშვილი, სცენარის ავტორი – ეკატერინე შავთელი.)

კუპატა“ – (საპროდიუსერო კომპანია – შპს „კუპატა“, რეჟისორი – ოთარ ქათამაძე, სცენარის ავტორი – ოთარ ქათამაძე)

„კუბი“ – (საპროდიუსერო კომპანია – შპს „ბი-აი-თი სტუდია“, რეჟისორი – ლევან გელაშვილი, სცენარის ავტორი – ლევან გელაშვილი)

„ვარდნა“ – (საპროდიუსერო კომპანია – შპს „არბა ფრომოუშენსი“, რეჟისორი – ვლადიმერ სულაქველიძე, სცენარის ავტორი – ვლადიმერ სულაქველიძე)

„იმედი“ – (საპროდიუსერო კომპანია – შპს „ნათურა ფილმი“, რეჟისორი – დავით დუნდუა, სცენარის ავტორი – დავით დუნდუა)

„ალუდა ქეთელაური“ – (საპროდიუსერო კომპანია – შპს „სტუდია +1“, რეჟისორი – ვახტანგ ჩაჩანიძე, სცენარის ავტორი – ვახტანგ ჩაჩანიძე).

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსება. კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 11:37

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 239 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 239 ადამიანს დაუდასტურდა, 1 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 46,910 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 926 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42,369 გამოჯანმრთელდა.

არჩილ თალაკვაძე

18 სექტემბერი 2020, 11:36

თავდაცვა

არჩილ თალაკვაძე: დიდი პატივია გერქვას „ღირსეული პარტნიორი“

მადლობას ვუხდი ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ სახელმწიფოებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ძლიერი მხარდაჭერისთვის! საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ მრავალეროვნული სწავლების წარმატებით დასრულებას“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2020, 11:34

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: მრავალეროვნულ სწავლებაში ქართველი ჯარისკაცების ღირსეული მონაწილეობა ნატოსთან თავსებადობას ადასტურებს

ქართველი ჯარისკაცების ღირსეული მონაწილეობა და ცალკეული ამოცანების წარმატებით შესრულება ადასტურებს მათ მაღარ პროფესიონალიზმს და ნატოსთან თავსებადობას. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

ნაჩოს სანჩეს ამორი

18 სექტემბერი 2020, 11:34

პოლიტიკა

ნაჩოს სანჩეს ამორი: საქართველო ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება

„სირთულეების მკიუხედავად, რომელსაც ახლა COVID-19-ის გამო შექმნილი კრიზისიც დაემატა, საქართველო მაინც აგრძელებს რეფორმებს. ჩვენ ყველა მივესალმებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ორი პოლიტიკური ლიდერის შეწყალებაზე. მათ ეს გააკეთეს და საბოლოოდ ოპოზიციამ პარლამენტში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, ჩვენ ეს არ მოგვეწონა. არჩევნები მოდის, გარემო მეტ-ნაკლებად შეცვლილია, დაველოდოთ არჩევნებს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი

18 სექტემბერი 2020, 11:28

პოლიტიკა

კელი დეგნანი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ეწვია

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, მისი აპარატის მანდატი და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 11:28

თავდაცვა

სალომე ზურაბიშვილი: ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან

ჩვენი მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 11:21

COVID19

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებულ ტირძნისის შემთხვევას უკავშირდება. 11 და 14 წლის მოზარდები, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდათ, ცხელების ცენტრში 16 სექტემბერს მოთავსებული კოვიდინფიცირებული ქალის შვილები არიან, ხოლო კიდევ ერთი 6 წლის ბავშვი კი ოჯახის ახლობელია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მიმდინარეობს ეპიდკვლევა და შესაძლო კონტაქტების დადგენა. გუშინ სულ 175 ნიმუში გაიგზავნა და მათ პასუხევს დღეს ელოდებიან.

18 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

ამ დროისთვის აჭარაში 341 კოვიდინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4000-მე მეტი PCR-ტესტი ჩატარდა და კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებს შორის არიან მედიკოსები, ორსულები და არასრულწლოვნები. ამ დროისთვის კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობას გადის 223 პაციენტი. გასული ორი დღის განმავლობაშ გამოჯანმრთელდა, კლინიკა და საკარანტინო სივრცე დატოვა 26-მა პაციენტმა.

18 სექტემბერი 2020, 11:15

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი 3,228 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,228 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 169,472-ს აღწევს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 68 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,468-მდე გაიზარდა, ხოლო 75,486 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

მარინა ეზუგბაია

18 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

ქვეყნის მასშტაბით 11 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აქედან ერთი კრიტიკული, 4 კი მძიმე პაციენტია.

18 სექტემბერი 2020, 11:11

საზოგადოება

გლდანის გამგეობამ საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განახორციელა

გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონების დამაკავშირებელ ხიდზე, საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ამორტიზებული ნაწილი სრულად გამაგრდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, მოეწყო ჰიდროიზოლაცია და დაიგო ბეტონის ფილები.

ისრაელი

18 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელშიც კორონავირუსის გამო კარანტინი მეორედ გამოცხადდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის ფონზე ისრაელის მთავრობამ მიმდინარე წლის განმავლობაში მეორედ კარანტინი გამოაცხადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გიორგი ქვილითაია

18 სექტემბერი 2020, 11:07

სპორტი

გიორგი ქვილითაია კარიერას „ანორთოსისში“ განაგრძობს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კარიერას „ანორთოსისში“ განაგრძობს. 26 წლის თავდამსხმელმა ფამაგუსტას კლუბთან, რომლის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ქვილითაია ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მას თანამემამულე ნიკოლოზ კაჭარავას შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის „ლეხში“ გადავიდა.

მარინა ეზუგბაია

18 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 129 აჭარაში, 34 კი თბილისში დაფიქსირდა

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად კოვიდცენტრებსა და სასტუმრო სამკურნალო დაწესებულებაში ჯამურად 1 657 პაციენტი მკურნალობს.

ჰუბერტ ქნირში

18 სექტემბერი 2020, 10:59

პოლიტიკა

გერმანია საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში 37 დამკვირვებელს გამოგზავნის

მისი თქმით, პირველი დამკვირვებლები რამდენიმე დღეში ჩამოვლენ და დანარჩენი ნაწილი კი - ოქტომბრის ბოლოს. „ვიმედოვნებ, გვეყოლება ODIHR-ის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებლით იმისათვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავაკვირდეთ“,- აცხადებს ელჩი.

კახეთი

18 სექტემბერი 2020, 10:56

სამართალი

პოლიციამ კახეთში დაჭრის საქმეზე შუახნის კაცი, გარყვნილი ქმედების ბრალდებით კი, ერთი არასრულწლოვანი დააკავა

imedinews - ის ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 15 წლამდე არასრულწლოვანმა ორ არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედება განახორციელა, რის შესახებაც მოზარდების მამამ შეიტყო და მის თანასოფლელ არასრულწლოვანს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, ამის შემდეგ კი შურისძიების მიზნით მას ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

18 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

იმერეთში COVID-19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, თითქმის ყველა დაკავშირებულია 32-ე საჯარო სკოლასთან, ასევე არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ინფიცირებულიც, რომელიც ჭიათურის მცხოვრებია.

18 სექტემბერი 2020, 10:47

მსოფლიო

უკრაინაში ნატოსთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო

უკრაინაში ნატოსთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო. სწავლებას, რომლის სახელწოდებაა Rapid Trident-2020, ლვოვის ოლქი მასპინძლობს და მასში 4000-მდე სამხედრო, ასევე მძიმე ტექნიკა და ავიაცია მონაწილეობს. წვრთნები 25 სექტემბერს დასრულდება.

18 სექტემბერი 2020, 10:43

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 96,424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 96,424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5,214,678-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1,174 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 84,372-ს აღწევს. ჯამში 4,112,552 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 10:40

COVID19

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3 130 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.