26 სექტემბერი 2020, 14:11 / სანდო წყარო

65 აფხაზი ავტორის პოეზიის ანთოლოგია ქართულად გამოიცა

ქართულ ენაზე „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ გამოიცა. კრებულში შესულია აფხაზი ავტორების ლექსები და პოემები, რომლებიც ახალგაზრდა პოეტმა და აფხაზური ლიტერატურის მკვლევარმა, ტერენტი გრანელის სახელობის პრემიის ლაურეატმა ნიკა ბაძაღუამ თარგმნა.

ანთოლოგიის გამომცემელ-რედაქტორის, ზაურ ნაჭყებიას განცხადებით, აფხაზური პოეზიის ნიმუშები გასული საუკუნის 20-30 წლებიდან გახდა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი და უფრო ადრეულ პერიოდში ბეჭდური ან ხელნაწერი ნიმუშები ცნობილი არ არის.

ნაჭყებიას ინფორმაციით, „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია" 160-გვერდიანია და 65 ავტორის ლექსი და პოემაა შესურლი.

„აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის“ გამოცემა ნიდერლანდების სამეფოში არსებულმა ორგანიზაცია World of Diaspora-მ დააფინანსა, რომლის თანადამფუძნებელი, ლალი ბუთბაია აფხაზეთიდაა.

„ორგანიზაცია World of Diaspora-ს დამფუძნებლები ჩემთან ერთად იზოლდა კვიციანი და ნინო უბილავა აფხაზეთიდან ვართ. ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ტერიტორიების დაბრუნებამდე ჯერ ქართველებმა და აფხაზებმა უნდა დაიბრუნონ ერთმანეთი. გაჩნდეს ნდობა, აღდგეს ურთიერთობები და დანგრეული ხიდები. ამისთვის World of Diaspora მნიშვნელოვან ღონისძიებებს და პროექტებს გეგმავს. ამ ანთოლოგიის გამოცემაც ქართულ-აფხაზური ურთერთბების აღდგენისთვის გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ",-განაცხადა ლალი ბუთბაიამ.

ლალი ბუთბაიას განცხადებით, „აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის" წარდგენა ნიდერლანდების სამეფოში შემოდგომაზე იგეგმებოდა, თუმცა covid-19-ის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა, ამის გამო ნიდერლანდებში მცოხვრები ქართველებისა და აფხაზებისთვის პრეზენტაცია გაზაფხულზე გაიმართება.

„აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის" რედაქტორი პროფესორი, აფხაზოლოგი თეიმურაზ გვანცელაძეა. პროექტის მხარდამჭერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 21:07

რეგიონი

ნათია თურნავა: ჩვენ შევუსრულეთ დანაპირები საქართველოს 384 დასახლებულ პუნქტს, სადაც 2021 წლის ბოლომდე ბუნებრივი აირი შევა

საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ წალენჯიხაში გამართული პრეზენტაციის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადგილობრივ ოჯახებს ეწვია და გაზიფიცირების ქსელთან მიერთება პირადად მიულოცა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ საჩუქრად გაზქურებიც გადასცა.

27 ოქტომბერი 2020, 21:03

რეგიონი

ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი გაიმართება

28 ოქტომბერს ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და ASB საქართველო (ASB Georgia) და მისი მიზანი დასაქმების ხელშეწყობა და საარსებო წყაროების გაძლიერებაა.

გიორგი ვოლსკი

27 ოქტომბერი 2020, 20:58

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვანო მერაბიშვილი შემოიჭრა ამ თითქოსდა გაერთიანებულ ოპოზიციაში და აშკარაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ფერი უცვლია, არც ზნე უცვლია

„ეს რეალობა, რაც დღეს შეიქმნა ზუსტად აჩვენებს იმ გეგმას, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია და შორს ვერც წავიდოდა 2004-2012 წლის სადისტური მმართველობის ფორმიდან. ვანო მერაბიშვილი შემოიჭრა ამ თითქოსდა გაერთიანებულ ოპოზიციაში და აშკარაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ფერი უცვლია, არც ზნე უცვლია და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო მკაცრს პასუხს გასცემს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2020, 20:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ არავითარი ფორმით არ აქვს წარმატების მიღწევის საშუალება

„რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობას“ ესმის, რომ მისი გამოჩენა არ არის მომგებიანი, თუმცა კულუარულად ის აქტიურად მუშაობს და საკმაოდ მძიმე ზრახვები აქვს არჩევნებთან მიმართებით, რაზეც ჩვენ ალბათ მოგვიანებითაც გვექნება საუბარი. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ჩართულობას, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუმცა ასევე ისიც უნდა გავიმეოროთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არავითარი ფორმით არ აქვს არავითარი წარმატების მიღწევის საშუალება“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2020, 20:43

რეგიონი

კახა კალაძე: ვპირდები გულშემატკივრებს - როგორც კი ეპიდვითარება დასტაბილურდება, ბათუმში მსოფლიო ვარსკვლავებს ჩამოვიყვანთ

საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას. ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კეთდება ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 20:39

საზოგადოება

მთავრობის მეთაური მეთევზეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელ მიხეილ ხიდურელთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად მეთევზეებს შეხვდა.

27 ოქტომბერი 2020, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 21 994 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 994 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 221 ადამიანი გარდაიცვალა.

27 ოქტომბერი 2020, 20:34

საზოგადოება

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, თეა ახვლედიანი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სოხუმის უნივერსიტეტსა და თსუ-ს ბაზაზე არსებულ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრა.

27 ოქტომბერი 2020, 20:32

მსოფლიო

საფრანგეთი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, თურქეთის წინააღმდეგ ზომები მიიღონ

საფრანგეთი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, თურქეთის წინააღმდეგ ზომები მიიღონ მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფრანგული ნაწარმის ბოიკოტი მოითხოვა.

ალექსანდრე ჩივაძე

27 ოქტომბერი 2020, 20:27

სპორტი

ალექსანდრე ჩივაძე: ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მივმართავ - ძალიან უნდა მოუმატონ ხარისხს, თორემ ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მივმართავ, ძალიან უნდა მოუმატონ ხარისხს, თორემ ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება, - ამის შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ალექსანდრე ჩივაძემ ბათუმში, ახალი სტადიონის გახსნაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 20:24

რეგიონი

გიორგი გახარია: თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის

თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანხა დაუჯდა აღნიშნული სტადიონი აჭარის ბიუჯეტს, ეს იყო ყველა გულშემატკივარის ოცნება.

ლევან კობიაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 20:23

რეგიონი

ლევან კობიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების საფუძველი იქნება

ამ ქალაქს სჭირდებოდა ეს სტადიონი, წლების განმავლობაში ბათუმში არა მარტო სტადიონი, არამედ ფეხბურთის მოედანიც კი არ იყო. გვეამაყება, რომ ეს წარმატებით შევძელით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტადიონი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების საფუძველი იქნება, - ამის შესახებ ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

ეგზიტპოლი

27 ოქტომბერი 2020, 20:21

საზოგადოება

Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით 31 ოქტომბერს ეგზიტპოლს ჩაატარებს

ამ ორგანიზაციას ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩატარებული აქვს 2 მილიონამდე ინტერვიუ და 6 ათასამდე გამოკითხვა. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული აქვს არაერთი გამოკითხვა და კვლევა.

27 ოქტომბერი 2020, 20:16

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 900 ათასს გადააჭარბა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 367 ადამიანი გარდაიცვალა.

თორნიკე რიჟვაძე

27 ოქტომბერი 2020, 20:16

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმელები ხშირად ივლიან ამ სტადიონზე და არაერთხელ ვიზეიმებთ როგორც ბათუმის „დინამოს“, ასევე ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებებს

„ამ დღეს ბათუმი და ბათუმელები, განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივრები ელოდნენ 14 წლის განმავლობაში და ახდა მათი ოცნება. დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად განვიცდით, რომ ვერ შევძელით სავსე ტრიბუნებით გაგვეხსნა ეს ულამაზესი სტადიონი, თუმცა, როგორც აღინიშნა, ჩვენ აუცილებლად, ძალიან მალე, როგორც დავპირდით ჩვენს ბათუმელებს, გულშემატკივრებს, კიდევ უფრო დიდი მასშტაბით, კიდევ უფრო საზეიმო ვითარებაში გავხსნით და არაერთ მნიშვნელოვან მატჩს ვუმასპინძლებთ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

27 ოქტომბერი 2020, 20:05

მსოფლიო

პარიზში შარლ დე გოლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

ბომბის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო, პარიზში შარლ დე გოლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

27 ოქტომბერი 2020, 20:01

სამართალი

2019 წელს 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მიმღებთათვის, ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2 ნოემბერს იწურება

„თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2019 წლის მიხედვით, აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ასევე, შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება“ - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოს პროკურატურა

27 ოქტომბერი 2020, 19:53

სამართალი

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

განცხადების თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

ანრი ოხანაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 19:40

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის, თომას ოპერმანის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს.

კონსტიტუცია აფხაზურ ენაზე

27 ოქტომბერი 2020, 19:39

პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.